პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავიჯერო, ივანიშვილს არ აინტერესებს, მისი სახელით და მის ზურგს უკან რას და როგორ აკეთებენ?!"
"დავიჯერო, ივანიშვილს არ აინტერესებს, მისი სახელით და მის ზურგს უკან რას და როგორ აკეთებენ?!"

ბოლო დღე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სკან­და­ლუ­რი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მისი ბოლო ეპი­ზო­დია, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, „ომე­გას“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლი, ბიზ­ნეს­მე­ნი ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი და „თბი­ლი­სის თამ­ბა­ქოს“ აქ­ცი­ო­ნე­რი ირაკ­ლი ჩუ­ბი­ნიშ­ვი­ლი სა­უბ­რო­ბენ (მო­ის­მი­ნეთ აუ­დიო). სა­უ­ბარ­ში ახ­სე­ნე­ბენ „მე­გო­ბარ ოთარს“, მის „უფ­როსს“, ფონდს რო­მე­ლიც თურ­მე იგი­ვე პარ­ტია ყო­ფი­ლა, სა­დაც მო­გე­ბის 50% უნდა წა­ვი­დეს და ა.შ.

ჩა­ნა­წე­რე­ბი ზაზა ოქუ­აშ­ვილს იმის და­მა­დას­ტუ­რებ­ლად მოჰ­ყავს, რომ მის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვას ცდი­ლობ­და და ტე­ლე­კომ­პა­ნია „იბე­რი­ას“ დათ­მო­ბას სთხოვ­და. ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის თქმით კი, აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში ასა­ხუ­ლი სა­უ­ბა­რი 2 წლის წინ შედ­გა თა­ვად ოქუ­აშ­ვი­ლის თხოვ­ნით და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი მხო­ლოდ და მხო­ლოდ თამ­ბა­ქოს ბა­ზარ­ზე შექ­მნილ კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ.

ექ­სპერტ ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის აზ­რით, ჩა­ნა­წე­რე­ბის ში­ნა­არ­სი სა­გან­გა­შოა და ეს სის­ტე­მურ პრობ­ლე­მა­ზე მი­უ­თი­თებს.

- არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მის შეც­ვლა არა­ვის უნდა და დღეს იქ­ნე­ბო­და თუ ხვალ, ჩვენ ისევ და­ვეშ­ვე­ბო­დით იქამ­დე, რომ კვლავ და­ი­წყე­ბო­და ბიზ­ნე­სის გა­და­ნა­წი­ლე­ბა, ახა­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის შექ­მნა, ფი­ნან­სუ­რი კლა­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა... არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა ან უნდა მარ­თო ისე, რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი მარ­თავ­და, ან ისე, რო­გორც შე­ვარ­დნა­ძე, მაგ­რამ ქვეყ­ნის­თვის გა­მო­სა­დე­გი არც ერ­თია და არც მე­ო­რე. ამ ჩა­ნა­წე­რე­ბით უბ­რა­ლოდ, იმის ლუსტრა­ცია მოხ­და, რა­ზეც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უკვე დიდი ხა­ნია, ლა­პა­რა­კო­ბენ - რომ ხდე­ბა ბიზ­ნე­სის ცალ­კე­უ­ლი სფე­რო­ე­ბის და­პატ­რო­ნე­ბა, მო­ნო­პო­ლი­ზე­ბის და ბაზ­რის მთლი­ა­ნად გა­კონ­ტრო­ლე­ბის მცდე­ლო­ბა.

კონ­კრე­ტუ­ლად ამ შემ­თხვე­ვა­ზე რომ ვი­სა­უბ­როთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში თამ­ბა­ქოს ბიზ­ნე­სი 1990-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე, სხვა­დას­ხვა კლა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სე­სის სა­განს წარ­მო­ად­გენ­და. ჩემი აზ­რით, ჩა­ნა­წერ­ში ზუს­ტად იმა­ზეა სა­უ­ბა­რი, რომ ვი­ღა­ცას რომ გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი, ორი სა­წარ­მოს­გან მო­ნო­პო­ლია შე­ექ­მნა და შემ­დეგ უკვე სი­გა­რე­ტის იმ­პორ­ტი და­ებ­ლო­კა და ამის მიღ­წე­ვის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის სა­ხელს იყე­ნებ­დნენ ან შე­საძ­ლოა, მათი ნე­ბარ­თვი­თაც აკე­თებ­დნენ. ქვეყ­ნის­თვის ამა­ზე უა­რე­სი რა შე­იძ­ლე­ბა იყოს? ეს არის სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა...

არ ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ივა­ნიშ­ვი­ლი არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი თამ­ბა­ქოს ბიზ­ნე­სით, რად­გან ეს რომ სდო­მო­და, სხვაგ­ვა­რად შე­ეძ­ლო გა­კე­თე­ბა - მას სა­წყი­სი კა­პი­ტა­ლიც აქვს, იმ­პორტზე მუ­შა­ო­ბაც შე­უძ­ლია და წარ­მო­ე­ბაც. მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ რაც ხდე­ბა, ხდე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლით ან მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მიერ. ასე ხდე­ბო­და შე­ვარ­დნა­ძის დრო­საც, რო­დე­საც მისი სა­ხე­ლით მოქ­მე­დებ­დნენ და მის სა­ხელს იყე­ნებ­დნენ. ერთ-ერთ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ფი­გუ­რი­რებს და მის­გან რა უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს? ეს კაცი ხომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის 1990-იანი წლე­ბი­დან დღემ­დე სწო­რედ სა­ეჭ­ვო სქე­მებ­თან ასო­ცირ­დე­ბა.

- აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ახლო გა­რე­მოც­ვის წევ­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი გაჟ­ღერ­და, იგი­ვე მა­მა­ცაშ­ვი­ლის....

- ივა­ნიშ­ვი­ლი ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კუ­თხე­შია მი­ყე­ნე­ბუ­ლი - თუ ეს მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ხდე­ბო­და, მა­შინ რა­დი­კა­ლუ­რი ზომა უნდა მი­ი­ღოს და მე თუ მკი­თხავთ, აქამ­დეც უნდა მი­ე­ღო. თუ თა­ვად იყო ჩარ­თუ­ლი, ესეც მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. მა­ინც მგო­ნია, ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ივა­ნიშ­ვილს ინ­ფორ­მა­ცია რა­ღაც დო­ნე­ზე ექ­ნე­ბო­და. შე­საძ­ლოა, არას­რუ­ლი ან არას­წო­რი, მაგ­რამ ინ­ფორ­მა­ცია ექ­ნე­ბო­და.

- ჩა­ნა­წერ­ში ახ­სნე­ბენ ფონდს ანუ პარ­ტი­ას, სა­დაც 50% უნდა წა­ვი­დეს...

- სა­გან­გა­შოა, თუ პარ­ტი­ა­ში მმარ­თველ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას გუ­ლის­ხმო­ბენ. ეს გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა გა­არ­კვი­ოს და ამ გა­მო­ძი­ე­ბით თა­ვად ივა­ნიშ­ვი­ლიც უნდა იყოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. და­ვი­ჯე­რო, ყო­ფილ პრე­მი­ერს არ აინ­ტე­რე­სებს, რას ეუბ­ნე­ბი­ან და მერე მისი სა­ხე­ლით და მის ზურგს უკან რას და რო­გორ აკე­თე­ბენ?!

- ჩა­ნა­წე­რებ­ში “მე­გო­ბა­რი ოთა­რიც“ ფი­გუ­რი­რებს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეა

- ფარ­ცხა­ლა­ძე სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო წრე­ზე ტრი­ა­ლებს და ამ წრი­დან მისი გან­დევ­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა. ასე­თი ხალ­ხი ხან ივა­ნიშ­ვილ­თან არი­ან, ხან ცოტა მო­შო­რე­ბით, ხან გა­ჩუმ­დე­ბი­ან და გვერ­დზე გად­გე­ბი­ან, მერე ისევ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან, მაგ­რამ მათი სა­ბო­ლოო მო­შო­რე­ბა არ ხდე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, მსგავ­სი დაჯ­გუ­ფე­ბა ერთი კი არა, რამ­დე­ნი­მეა. ამი­ტომ არის სა­ჭი­რო, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი დაბ­რუნ­დეს პრე­მი­ე­რად და არა პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ, რომ ეს პრობ­ლე­მა მო­აგ­ვა­როს. სხვა­ნა­ი­რად სა­კი­თხი ვერ მოგ­ვარ­დე­ბა, რად­გან ივა­ნიშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რია გა­დამ­წყვე­ტი, მის სა­ხელს იყე­ნე­ბენ და ამ დროს ის არ არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი. თუ არა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ისეთ ნა­ბი­ჯებს დგამს, თით­ქოს გან­გებ უნ­დათ, რომ ქუჩა ხალ­ხით გა­ივ­სოს და ეს თუ უნ­დათ, გა­ივ­სე­ბა.

ავ­ტო­რი: რუსა მა­ჩა­ი­ძე

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"დავიჯერო, ივანიშვილს არ აინტერესებს, მისი სახელით და მის ზურგს უკან რას და როგორ აკეთებენ?!"

"დავიჯერო, ივანიშვილს არ აინტერესებს, მისი სახელით და მის ზურგს უკან რას და როგორ აკეთებენ?!"

ბოლო დღეებში გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერებიდან, ყველაზე საინტერესო მისი ბოლო ეპიზოდია, რომელშიც, სავარაუდოდ, „ომეგას“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი საუბრობენ (მოისმინეთ აუდიო). საუბარში ახსენებენ „მეგობარ ოთარს“, მის „უფროსს“, ფონდს რომელიც თურმე იგივე პარტია ყოფილა, სადაც მოგების 50% უნდა წავიდეს და ა.შ.

ჩანაწერები ზაზა ოქუაშვილს იმის დამადასტურებლად მოჰყავს, რომ მისთვის ხელისუფლება ფულის გამოძალვას ცდილობდა და ტელეკომპანია „იბერიას“ დათმობას სთხოვდა. ვანო ჩხარტიშვილის თქმით კი, აუდიოჩანაწერებში ასახული საუბარი 2 წლის წინ შედგა თავად ოქუაშვილის თხოვნით და ბიზნესმენები მხოლოდ და მხოლოდ თამბაქოს ბაზარზე შექმნილ კრიზისულ სიტუაციას განიხილავდნენ.

ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ჩანაწერების შინაარსი საგანგაშოა და ეს სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს.

- არსებული სახელმწიფო სისტემის შეცვლა არავის უნდა და დღეს იქნებოდა თუ ხვალ, ჩვენ ისევ დავეშვებოდით იქამდე, რომ კვლავ დაიწყებოდა ბიზნესის გადანაწილება, ახალი დაჯგუფების შექმნა, ფინანსური კლანების ჩამოყალიბება... არსებული სისტემა ან უნდა მართო ისე, როგორც სააკაშვილი მართავდა, ან ისე, როგორც შევარდნაძე, მაგრამ ქვეყნისთვის გამოსადეგი არც ერთია და არც მეორე. ამ ჩანაწერებით უბრალოდ, იმის ლუსტრაცია მოხდა, რაზეც საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია, ლაპარაკობენ - რომ ხდება ბიზნესის ცალკეული სფეროების დაპატრონება, მონოპოლიზების და ბაზრის მთლიანად გაკონტროლების მცდელობა.

კონკრეტულად ამ შემთხვევაზე რომ ვისაუბროთ, საქართველოში თამბაქოს ბიზნესი 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, სხვადასხვა კლანების ინტერესესის საგანს წარმოადგენდა. ჩემი აზრით, ჩანაწერში ზუსტად იმაზეა საუბარი, რომ ვიღაცას რომ გაუჩნდა სურვილი, ორი საწარმოსგან მონოპოლია შეექმნა და შემდეგ უკვე სიგარეტის იმპორტი დაებლოკა და ამის მიღწევისთვის კონკრეტული პირების სახელს იყენებდნენ ან შესაძლოა, მათი ნებართვითაც აკეთებდნენ. ქვეყნისთვის ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს? ეს არის სამწუხარო რეალობა...

არ ვგულისხმობ იმას, რომ მაინცდამაინც ივანიშვილი არის დაინტერესებული თამბაქოს ბიზნესით, რადგან ეს რომ სდომოდა, სხვაგვარად შეეძლო გაკეთება - მას საწყისი კაპიტალიც აქვს, იმპორტზე მუშაობაც შეუძლია და წარმოებაც. მაგრამ ფაქტია, რომ რაც ხდება, ხდება ივანიშვილის სახელით ან მასთან დაახლოებული ჯგუფების მიერ. ასე ხდებოდა შევარდნაძის დროსაც, როდესაც მისი სახელით მოქმედებდნენ და მის სახელს იყენებდნენ. ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში ვანო ჩხარტიშვილი ფიგურირებს და მისგან რა უნდა გაგვიკვირდეს? ეს კაცი ხომ ქართული საზოგადოებისთვის 1990-იანი წლებიდან დღემდე სწორედ საეჭვო სქემებთან ასოცირდება.

- აუდიოჩანაწერებში ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრების სახელები გაჟღერდა, იგივე მამაცაშვილის....

- ივანიშვილი ამ სიტუაციაში კუთხეშია მიყენებული - თუ ეს მისი ნებართვის გარეშე ხდებოდა, მაშინ რადიკალური ზომა უნდა მიიღოს და მე თუ მკითხავთ, აქამდეც უნდა მიეღო. თუ თავად იყო ჩართული, ესეც მისი პასუხისმგებლობაა. მაინც მგონია, ამ საქმესთან დაკავშირებით ივანიშვილს ინფორმაცია რაღაც დონეზე ექნებოდა. შესაძლოა, არასრული ან არასწორი, მაგრამ ინფორმაცია ექნებოდა.

- ჩანაწერში ახსნებენ ფონდს ანუ პარტიას, სადაც 50% უნდა წავიდეს...

- საგანგაშოა, თუ პარტიაში მმართველ პოლიტიკურ ძალას გულისხმობენ. ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს და ამ გამოძიებით თავად ივანიშვილიც უნდა იყოს დაინტერესებული. დავიჯერო, ყოფილ პრემიერს არ აინტერესებს, რას ეუბნებიან და მერე მისი სახელით და მის ზურგს უკან რას და როგორ აკეთებენ?!

- ჩანაწერებში “მეგობარი ოთარიც“ ფიგურირებს, რომელიც სავარაუდოდ, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა

- ფარცხალაძე სახელისუფლებო წრეზე ტრიალებს და ამ წრიდან მისი განდევნა ვერ ხერხდება. ასეთი ხალხი ხან ივანიშვილთან არიან, ხან ცოტა მოშორებით, ხან გაჩუმდებიან და გვერდზე გადგებიან, მერე ისევ გამოჩნდებიან, მაგრამ მათი საბოლოო მოშორება არ ხდება. სავარაუდოდ, მსგავსი დაჯგუფება ერთი კი არა, რამდენიმეა. ამიტომ არის საჭირო, რომ ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერად და არა პარტიის თავმჯდომარედ, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. სხვანაირად საკითხი ვერ მოგვარდება, რადგან ივანიშვილის ფაქტორია გადამწყვეტი, მის სახელს იყენებენ და ამ დროს ის არ არის ოფიციალური პირი. თუ არადა, ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს დგამს, თითქოს განგებ უნდათ, რომ ქუჩა ხალხით გაივსოს და ეს თუ უნდათ, გაივსება.

ავტორი: რუსა მაჩაიძე

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები