სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყლით დაფარული ქუჩები, ხალხით სავსე თავშესაფრები - ქარიშხალმა აშშ-მდე მიაღწია
წყლით დაფარული ქუჩები, ხალხით სავსე თავშესაფრები - ქარიშხალმა აშშ-მდე მიაღწია

ქა­რიშ­ხალ­მა „ფლო­რენ­სმა“ აშშ-მდე მი­აღ­წია. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე ათო­ბით ათა­სი სახ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი, ქუ­ჩე­ბი კი წყლით არის და­ფა­რუ­ლი.

ქა­რიშ­ხლის სიჩ­ქა­რე ახლა 150 კმ/სთ-ა.

„ფლო­რენ­სი“ ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნას მი­უ­ახ­ლოვ­და და შე­სუს­ტდა, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლებს, რომ ქა­რიშ­ხალს შე­უძ­ლია უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლოს, ისი­ნი „კა­ტას­ტრო­ფულ წყალ­დი­დო­ბას“ ელო­დე­ბი­ან. მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია.

ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნას გუ­ბერ­ნა­ტო­რის თქმით, ქა­რიშ­ხლის­გან გა­დარ­ჩე­ნა იქ­ნე­ბა „ამ­ტა­ნო­ბის, ჯგუ­ფუ­რად მუ­შა­ო­ბის, გო­ნივ­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბი­სა და მოთ­მი­ნე­ბის გა­მოც­და“. შტა­ტამ­დე ქა­რიშ­ხა­ლი შუ­ა­დღი­სას მი­აღ­წევს.

ჩრდლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­ში ძლი­ე­რი წვი­მაა, ზღვის დო­ნემ კი ძა­ლი­ან მო­ი­მა­ტა და ხმე­ლეთ­ზე გად­მო­ვი­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 23 სა­ათ­ზე ქა­რიშ­ხლე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ ფლო­რენ­სი შე­სუს­ტდა და პირ­ვე­ლი კა­ტე­გო­რი­ის ქა­რიშ­ხლად იქცა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, უხვი წვი­მის გამო სტი­ქია ძა­ლი­ან სა­ში­შია.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რის­კის ქვეშ კი ის მო­სახ­ლე­ო­ბაა, რო­მე­ლიც მდი­ნა­რე­ებ­თან, შე­ნა­კა­დებ­თან და რე­გი­ო­ნის დაბ­ლო­ბებ­ში ცხოვ­რობს.

ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ქა­რიშ­ხლის გამო გა­ი­თი­შა. ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­ში 100-ზე მეტი თავ­შე­სა­ფა­რია გახ­სნი­ლი, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა „ფლო­რენ­სის“ დას­რუ­ლე­ბას და­ე­ლო­დე­ბა.

ავტორი:

წყლით დაფარული ქუჩები, ხალხით სავსე თავშესაფრები - ქარიშხალმა აშშ-მდე მიაღწია

წყლით დაფარული ქუჩები, ხალხით სავსე თავშესაფრები - ქარიშხალმა აშშ-მდე მიაღწია

ქარიშხალმა „ფლორენსმა“ აშშ-მდე მიაღწია. BBC-ის ინფორმაციით, აღმოსავლეთ სანაპიროზე ათობით ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ქუჩები კი წყლით არის დაფარული.

ქარიშხლის სიჩქარე ახლა 150 კმ/სთ-ა.

„ფლორენსი“ ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას მიუახლოვდა და შესუსტდა, თუმცა ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქარიშხალს შეუძლია უამრავი ადამიანი იმსხვერპლოს, ისინი „კატასტროფულ წყალდიდობას“ ელოდებიან. მილიონზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.

ჩრდილოეთ კაროლინას გუბერნატორის თქმით, ქარიშხლისგან გადარჩენა იქნება „ამტანობის, ჯგუფურად მუშაობის, გონივრული მოქმედებისა და მოთმინების გამოცდა“. შტატამდე ქარიშხალი შუადღისას მიაღწევს.

ჩრდლოეთ კაროლინაში ძლიერი წვიმაა, ზღვის დონემ კი ძალიან მოიმატა და ხმელეთზე გადმოვიდა.

ადგილობრივი დროით 23 საათზე ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ ფლორენსი შესუსტდა და პირველი კატეგორიის ქარიშხლად იქცა. ამის მიუხედავად, უხვი წვიმის გამო სტიქია ძალიან საშიშია.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ კი ის მოსახლეობაა, რომელიც მდინარეებთან, შენაკადებთან და რეგიონის დაბლობებში ცხოვრობს.

ადგილობრივი ტელევიზიები ქარიშხლის გამო გაითიშა. ჩრდილოეთ კაროლინაში 100-ზე მეტი თავშესაფარია გახსნილი, სადაც მოსახლეობა „ფლორენსის“ დასრულებას დაელოდება.

ნიუ-იორკში გასულ 24 საათში კორონავირუსით 207 ადამიანი დაიღუპა

თავის ქალაში ჩიპის ჩადგმის შემდეგ, ლაპარაკი საჭირო აღარ იქნება - ილონ მასკის ახალი პროექტი, რომელიც 5 წელიწადში ენებს "გამოუსადეგარს გახდის"

საქართველოში მყოფმა, კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ბრიტანული ლაბორატორიიდან საიდუმლო ინფორმაცია მოიპარეს - Daily Mail-ის სკანდალური სტატია