სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის კომენტარი გადადგომაზე
პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის კომენტარი გადადგომაზე

პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის, ხა­თუ­ნა ბა­რა­ბა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა ჯერ კი­დევ თე­ბერ­ვალ­ში სურ­და, თუმ­ცა სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭომ მა­შინ მისი გან­ცხა­დე­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ხა­თუ­ნა ბა­რა­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­შიც პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ფი­გუ­რი­რე­ბენ, მო­რა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ­და და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სურ­და თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა. ამას­თან, ბა­რა­ბა­ძემ გან­მარ­ტა, რომ თე­ბერ­ვალ­ში სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭომ ის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­უ­ფერ­ხებ­ლად წარ­მარ­თვის მო­ტი­ვით არ გა­ა­თა­ვის­ფუ­ლა.

„ჯერ კი­დევ 3 თე­ბერ­ვალს დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან მე არ­ჩე­უ­ლი ვი­ყა­ვი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ჩემი გან­ცხა­დე­ბა. საბ­ჭომ ჩათ­ვა­ლა, რომ იმ ვი­თა­რე­ბა­ში, შე­სა­ბა­მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­უ­ფერ­ხებ­ლად წარ­მარ­თვის­თვის და რომ არ მომ­ხდარ­ყო კი­დევ რა­ი­მე ექ­სცე­სი, და­ვე­ტო­ვე­ბი­ნე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე მქონ­და ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, დავ­რჩი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მე ხელ­მე­ო­რედ მივ­მარ­თე სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბით. ისი­ნი უკვე იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნათ ჩემი გან­ცხა­დე­ბა. მე შე­მეძ­ლო არ მი­მე­მარ­თა გა­დად­გო­მის თხოვ­ნით სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს­თვის, თუმ­ცა ეს იყო ჩემი მო­რა­ლუ­რი, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ბა­რა­ბა­ძემ.

ხა­თუ­ნა ბა­რა­ბა­ძე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში რჩე­ბა, თუმ­ცა რო­მე­ლი­მე სხვა სკო­ლის დი­რექ­ტო­რო­ბას გა­მო­რი­ცხავს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ბა­რა­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ის საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლში, ტრე­ნერ­თა კონ­სულ­ტან­ტად გეგ­მავს.

„სკო­ლა­ში არა­ვი­თარ საქ­მი­ა­ნო­ბას არ გა­ვაგ­რძე­ლებ. მე ვარ პე­და­გო­გი­კურ-მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ასე­ვე ტრე­ნე­რი და ვაგ­რძე­ლებ საქ­მი­ა­ნო­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლში ტრე­ნერ­თა კონ­სულ­ტან­ტი ვარ“, - აღ­ნიშ­ნა ბა­რა­ბა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის კომენტარი გადადგომაზე

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის კომენტარი გადადგომაზე

პირველი ექსპერიმენტული სკოლის ყოფილი დირექტორის, ხათუნა ბარაბაძის ინფორმაციით, მას თანამდებობის დატოვება ჯერ კიდევ თებერვალში სურდა, თუმცა სამეურვეო საბჭომ მაშინ მისი განცხადება არ დააკმაყოფილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხათუნა ბარაბაძემ განუცხადა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები ფიგურირებენ, მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდა და აქედან გამომდინარე სურდა თანამდებობის დატოვება. ამასთან, ბარაბაძემ განმარტა, რომ თებერვალში სამეურვეო საბჭომ ის თანამდებობიდან სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მოტივით არ გაათავისფულა.

„ჯერ კიდევ 3 თებერვალს დავწერე განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ, თუმცა ვინაიდან მე არჩეული ვიყავი დირექტორის თანამდებობაზე, სამეურვეო საბჭომ არ დააკმაყოფილა ჩემი განცხადება. საბჭომ ჩათვალა, რომ იმ ვითარებაში, შესაბამისი მდგომარეობიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის და რომ არ მომხდარყო კიდევ რაიმე ექსცესი, დავეტოვებინე თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, მე მქონდა ეს პასუხისმგებლობა, დავრჩი სასწავლო პროცესის დასრულებამდე თანამდებობაზე და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, მე ხელმეორედ მივმართე სამეურვეო საბჭოს განცხადებით. ისინი უკვე იძულებულები გახდნენ დაეკმაყოფილებინათ ჩემი განცხადება. მე შემეძლო არ მიმემართა გადადგომის თხოვნით სამეურვეო საბჭოსთვის, თუმცა ეს იყო ჩემი მორალური, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილება“, - განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ.

ხათუნა ბარაბაძე განათლების სისტემაში რჩება, თუმცა რომელიმე სხვა სკოლის დირექტორობას გამორიცხავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბარაბაძემ განუცხადა, ის საქმიანობის გაგრძელებას მასწავლებელთა სახლში, ტრენერთა კონსულტანტად გეგმავს.

„სკოლაში არავითარ საქმიანობას არ გავაგრძელებ. მე ვარ პედაგოგიკურ-მეცნიერებათა დოქტორი, ასევე ტრენერი და ვაგრძელებ საქმიანობას ამ მიმართულებით. მასწავლებლის სახლში ტრენერთა კონსულტანტი ვარ“, - აღნიშნა ბარაბაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ