მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადაამოწმეთ, არის თუ არა  მითითებული სწორად თქვენი მობილურის ნომერი - შსს ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს
გადაამოწმეთ, არის თუ არა  მითითებული სწორად თქვენი მობილურის ნომერი - შსს ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, ჯა­რი­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის დრო­უ­ლად მი­ღე­ბის მიზ­ნით, გა­და­ა­მოწ­მონ სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის ვა­ლი­დუ­რო­ბა, აგ­რეთ­ვე რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლის ან მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, დრო­უ­ლად უზ­რუნ­ველ­ყონ სის­ტე­მა­ში მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ნახ­ლე­ბა. ჯა­რი­მე­ბის სა­კი­თხზე უწყე­ბა­ში დღეს ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით აგ­რძე­ლებს ვი­დეო-სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას, რომ­ლის მი­ზა­ნია საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბა.ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სის­ტე­მა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის რე­ა­ლუ­რი სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია - რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლი, მი­სა­მარ­თი და მოქ­მე­დი მო­ბი­ლუ­რის ნო­მე­რი. მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში არის შე­საძ­ლე­ბე­ლი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ მო­ქა­ლა­ქის დრო­უ­ლი ინ­ფორ­მი­რე­ბა.

მო­სახ­ლე­ო­ბას შე­ვახ­სე­ნებთ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რი­მის მი­ღე­ბის წე­სებს. კერ­ძოდ, ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბის მიერ, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბი­სას, დამ­რღვევ მო­ქა­ლა­ქეს, სის­ტე­მა­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ მის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე მყი­სი­ე­რად ეგ­ზავ­ნე­ბა მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი დარ­ღვე­ვის ად­გი­ლი, დრო, გა­დახ­დის ვა­დე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი.

ჯა­რი­მის შე­სა­ხებ მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბი­დან 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ქა­ლა­ქე სარ­გებ­ლობს 20% -იანი შე­ღა­ვა­თით.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პირი ვი­დე­ო­ჯა­რი­მას მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბი­დან 10 დღის ვა­და­ში არ გა­და­იხ­დის, სა­ჯა­რი­მო ქვი­თა­რი, რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლის მი­ხედ­ვით, მას ფოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით ეგ­ზავ­ნე­ბა, ხოლო ვი­დე­ო­ჯა­რი­მის რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლის მი­ხედ­ვით ჩა­უ­ბა­რებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 30-დან 60 დღის ვა­და­ში, პირს ვი­დე­ო­ჯა­რი­მა გან­მე­ო­რე­ბით ეგ­ზავ­ნე­ბა.

სა­ჯა­რი­მო ქვით­რის ფოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით ორ­ჯერ ჩა­უ­ბა­რებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ჯა­რი­მო ქვით­რის სა­ჯა­როდ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე: www.police.ge. აღ­ნიშ­ნუ­ლი წესი ამოქ­მედ­და 2017 წლის 1 ნო­ემ­ბრი­დან ძა­ლა­ში შე­სუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით, რომ­ლის თა­ნახ­მად ვი­დე­ო­ჯა­რი­მის ქვი­თა­რი სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე - police.ge-ზე სა­ჯა­როდ ქვეყ­ნდე­ბა.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქე­ზე სის­ტე­მა­ში ფიქ­სირ­დე­ბო­დეს რე­ა­ლუ­რი და სწო­რი მო­ნა­ცე­მე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, ჯა­რი­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის დრო­უ­ლად მი­ღე­ბის მიზ­ნით, გა­და­ა­მოწ­მონ სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის ვა­ლი­დუ­რო­ბა, აგ­რეთ­ვე რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლის ან მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, დრო­უ­ლად უზ­რუნ­ველ­ყონ სის­ტე­მა­ში მო­ნა­ცე­მე­ბის გა­ნახ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ნე­ბის­მი­ერ ფი­ლი­ალ­ში ან სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბის ერ­თი­ან ცენ­ტრში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ ეტაპ­ზე, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით უკვე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია 536 "ჭკვი­ა­ნი" ვი­დე­ო­კა­მე­რა, მათ შო­რის, სიჩ­ქა­რის მზო­მი სექ­ცი­უ­რი რა­და­რე­ბი. წლის ბო­ლომ­დე, ქვე­ყა­ნა­ში ვი­დეო-სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის ფარ­გლებ­ში სხვა­დას­ხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, რო­გორც მა­გის­ტრა­ლურ გზებ­ზე, ასე­ვე, შიდა სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო გზებ­ზე, და­გეგ­მი­ლია და­მა­ტე­ბით 1 200 ჭკვი­ა­ნი ვი­დე­ო­კა­მე­რის ამოქ­მე­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი არ­სოშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე და­კის­რე­ბულ ჯა­რი­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით? - შსს-ს მი­მარ­თვა მო­ქა­ლა­ქე­ებს

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

გადაამოწმეთ, არის თუ არა  მითითებული სწორად თქვენი მობილურის ნომერი - შსს ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს

გადაამოწმეთ, არის თუ არა  მითითებული სწორად თქვენი მობილურის ნომერი - შსს ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ჯარიმების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემების ვალიდურობა, აგრეთვე რეგისტრაციის ადგილის ან მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყონ სისტემაში მონაცემების განახლება. ჯარიმების საკითხზე უწყებაში დღეს ბრიფინგი გაიმართა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებს ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის განვითარებას, რომლის მიზანია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დაფიქსირება.ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული იყოს თითოეული მოქალაქის რეალური საკონტაქტო ინფორმაცია - რეგისტრაციის ადგილი, მისამართი და მოქმედი მობილურის ნომერი. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ მოქალაქის დროული ინფორმირება.

მოსახლეობას შევახსენებთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის მიღების წესებს. კერძოდ, ჭკვიანი კამერების მიერ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დაფიქსირებისას, დამრღვევ მოქალაქეს, სისტემაში დაფიქსირებულ მის მობილური ტელეფონის ნომერზე მყისიერად ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც დეტალურად არის აღწერილი დარღვევის ადგილი, დრო, გადახდის ვადები და პროცედურები.

ჯარიმის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.

იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თითოეულ მოქალაქეზე სისტემაში ფიქსირდებოდეს რეალური და სწორი მონაცემები. შესაბამისად, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ჯარიმების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემების ვალიდურობა, აგრეთვე რეგისტრაციის ადგილის ან მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უზრუნველყონ სისტემაში მონაცემების განახლება. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტრო მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში ან საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიან ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 536 "ჭკვიანი" ვიდეოკამერა, მათ შორის, სიჩქარის მზომი სექციური რადარები. წლის ბოლომდე, ქვეყანაში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის განვითარების ფარგლებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც მაგისტრალურ გზებზე, ასევე, შიდა საქალაქთაშორისო გზებზე, დაგეგმილია დამატებით 1 200 ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა.

იხილეთ ვიდეო: რა უნდა გაითვალისწინოთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე დაკისრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით? - შსს-ს მიმართვა მოქალაქეებს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ