პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი "ლეოგრანდი" დაიხურა
ყოფილი "ლეოგრანდი" დაიხურა

სას­ტუმ­რო "ველ­მონ­დი", ყო­ფი­ლი "ლე­ოგ­რან­დი" რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ და­ი­ხუ­რა. შე­ნო­ბი­დან სტუმ­რე­ბის გაყ­ვა­ნა დი­ლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რო­გორც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის სა­ხან­ძრო სა­მაშ­ვე­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ლე­ვან მა­ი­სუ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი გაფრ­თხი­ლე­ბი­სა, სას­ტუმ­რომ სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი არ და­იც­ვა, რის გა­მოც უწყე­ბამ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა, სა­დაც სას­ტუმ­რომ სა­სა­მარ­თლოს ორი­ვე ინ­სტან­ცი­ა­ში წა­ა­გო.

"ვიდ­რე სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი არ მო­წეს­რიგ­დე­ბა, სას­ტუმ­რო ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ვერ და­ი­წყებს. სას­ტუმ­როს მხრი­დან არ მოხ­და იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლი­წი­ნე­ბა და დარ­ღვე­ვე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა, რა­მაც ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო",- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მა­ი­სუ­რა­ძემ.

ყო­ფი­ლი ლე­ოგ­რან­დი­დან ტუ­რის­ტე­ბის გა­დაყ­ვა­ნის პრო­ცე­დუ­რებ­ში აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი. რო­გორც უწყე­ბა­ში გა­ნა­ცხა­დეს, ტუ­რის­ტე­ბი ბა­თუ­მის სხვა­დას­ხვა სას­ტუმ­რო­ებ­ში არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი და უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ყო­ფილ ლე­ოგ­რან­დს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა არა­ერ­თხელ მო­უ­წო­და, რომ სას­ტუმ­რო­ში ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი და­ეც­ვა. უწყე­ბი­დან სას­ტუმ­როს 44 რე­კო­მენ­და­ცია მი­ე­ცა, რისი შეს­რუ­ლე­ბაც გარ­კვე­ულ ვა­დებ­ში ევა­ლე­ბო­და. რო­გორც სას­ტუმ­როს იუ­რის­ტმა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ამ ეტაპ­ზე 30 რე­კო­მენ­და­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბა მოხ­და და დარ­ჩე­ნილ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ეტა­პობ­რი­ვად აღ­მო­ფხვრი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2017 წლის 24 ნო­ემ­ბერს სას­ტუმ­რო ლე­ოგ­რან­დში ხან­ძრის შე­დე­გად 11 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა ხოლო 20-მდე პირი და­შავ­და. ხან­ძრის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს, საქ­მე­ზე ორი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

ავტორი:

ყოფილი "ლეოგრანდი" დაიხურა

ყოფილი "ლეოგრანდი" დაიხურა

სასტუმრო "ველმონდი", ყოფილი "ლეოგრანდი" რამდენიმე წუთის წინ დაიხურა. შენობიდან სტუმრების გაყვანა დილიდან მიმდინარეობდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან მაისურაძემ განაცხადა, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, სასტუმრომ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა, რის გამოც უწყებამ სასამართლოს მიმართა, სადაც სასტუმრომ სასამართლოს ორივე ინსტანციაში წააგო.

"ვიდრე სახანძრო უსაფრთხოების ნორმები არ მოწესრიგდება, სასტუმრო ფუნქციონირებას ვერ დაიწყებს. სასტუმროს მხრიდან არ მოხდა იმ ვალდებულებების გათვალიწინება და დარღვევების გამოსწორება, რამაც ფატალური შედეგი გამოიღო",- განაცხადა ლევან მაისურაძემ.

ყოფილი ლეოგრანდიდან ტურისტების გადაყვანის პროცედურებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქტიურად იყო ჩართული. როგორც უწყებაში განაცხადეს, ტურისტები ბათუმის სხვადასხვა სასტუმროებში არიან მოთავსებული და უსაფრთხო გარემოში იმყოფებიან.

ყოფილ ლეოგრანდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა არაერთხელ მოუწოდა, რომ სასტუმროში ადამიანების უსაფრთხოების მიზნით სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაეცვა. უწყებიდან სასტუმროს 44 რეკომენდაცია მიეცა, რისი შესრულებაც გარკვეულ ვადებში ევალებოდა. როგორც სასტუმროს იურისტმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე 30 რეკომენდაციის შესრულება მოხდა და დარჩენილ რეკომენდაციებს ეტაპობრივად აღმოფხვრიან.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა ხოლო 20-მდე პირი დაშავდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს, საქმეზე ორი პირია დაკავებული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ