მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თხილის მოსავლის 40-50% წელსაც განადგურდა" - რამ გააფუჭა ამჯერად თხილი?
"თხილის მოსავლის 40-50% წელსაც განადგურდა" - რამ გააფუჭა ამჯერად თხილი?

სა­მეგ­რე­ლო­ში ფერ­მე­რებ­მა თხი­ლის ჩა­ბა­რე­ბა უკვე და­ი­წყეს. პრო­დუქ­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა წელ­საც და­ბა­ლია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­სა­ბა­რე­ბელ პუნ­ქტებ­ში თხი­ლის ფასი 50 თეთ­რი­დან იწყე­ბა და 2.50-მდე აღ­წევს.

თხი­ლის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ­თა და ექ­სპორ­ტი­ორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თქმით, წელს შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით უკე­თე­სი მო­სა­ვა­ლია. თუმ­ცა, ალექ­სან­დრე მო­წე­რე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, ფა­რო­სა­ნა­ზე მე­ტად ამ სე­ზონ­ზე თხი­ლი სო­კო­ვან­მა და­ა­ვა­დე­ბებ­მა და­ა­ზი­ა­ნა.

„მო­სა­ვა­ლი იმე­რეთ­ში, გუ­რი­ა­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში ძი­რი­თა­დად, სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­დე­გად გა­ფუჭ­და. კა­ხეთ­ში ეს პრობ­ლე­მა არ დგას, რად­გან იქ მშრა­ლი ჰა­ვაა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის წარ­მო­ე­ბის კულ­ტუ­რაც შე­და­რე­ბით მა­ღა­ლია. თუ ფერ­მე­რე­ბი არ ის­წავ­ლი­ან მცე­ნა­რის მოვ­ლას, მუდ­მი­ვად ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე ვიქ­ნე­ბით,“ - აცხა­დებს მო­წე­რე­ლია. თხი­ლის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ­თა და ექ­სპორ­ტი­ორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თქმით, წელს თხი­ლის უმ­სხვი­ლეს ექ­სპორ­ტი­ორ ქვე­ყა­ნას - თურ­ქეთს კარ­გი მო­სა­ვა­ლი აქვს. ამას­თა­ნა­ვე, ქვე­ყა­ნა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი ლირა, ამი­ტომ რო­გორც მო­წე­რე­ლია აცხა­დებს, მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე თურ­ქუ­ლი თხი­ლის ფასი 5.80 დო­ლა­რი იქ­ნე­ბა, ქარ­თუ­ლის კი 5.30 დო­ლა­რი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"თხილის მოსავლის 40-50% წელსაც განადგურდა" - რამ გააფუჭა ამჯერად თხილი?

"თხილის მოსავლის 40-50% წელსაც განადგურდა" - რამ გააფუჭა ამჯერად თხილი?

სამეგრელოში ფერმერებმა თხილის ჩაბარება უკვე დაიწყეს. პროდუქციის ღირებულება წელსაც დაბალია. ადგილობრივების ინფორმაციით, ჩასაბარებელ პუნქტებში თხილის ფასი 50 თეთრიდან იწყება და 2.50-მდე აღწევს.

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, წელს შარშანდელთან შედარებით უკეთესი მოსავალია. თუმცა, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ფაროსანაზე მეტად ამ სეზონზე თხილი სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანა.

„მოსავალი იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ძირითადად, სოკოვანი დაავადებების შედეგად გაფუჭდა. კახეთში ეს პრობლემა არ დგას, რადგან იქ მშრალი ჰავაა და სოფლის მეურნეობის წარმოების კულტურაც შედარებით მაღალია. თუ ფერმერები არ ისწავლიან მცენარის მოვლას, მუდმივად ამ გამოწვევების წინაშე ვიქნებით,“ - აცხადებს მოწერელია. თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, წელს თხილის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანას - თურქეთს კარგი მოსავალი აქვს. ამასთანავე, ქვეყანაში მნიშვნელოვნადაა გაუფასურებული ლირა, ამიტომ როგორც მოწერელია აცხადებს, მსოფლიო ბაზარზე თურქული თხილის ფასი 5.80 დოლარი იქნება, ქართულის კი 5.30 დოლარი. განაგრძეთ კითხვა

"ვინც თხილის პლანტაცია აჩეხა, უკვე ნანობს, წელს ბარაქიანი მოსავალია" - რა შეცდომებს უშვებენ მეურნეები, რაც ნაყოფს აავადებს?

"ქვეყანაში არის ფორს-მაჟორი და დაკეტილი მცირე ბიზნესი პროცენტებს ვერ გადაიხდის - თუ ზარალობს ხალხი, უნდა იზარალოს ბანკმაც" - დავით ჭიჭინაძე

რა ღირს გასაქირავებელი ბინები თბილისში და რომელ უბნებში გაიაფდა ქირის საფასური?