პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოჯახური გართობა, შემეცნება და ქვეყნის სიყვარული ამ რუკაში იდეალურად არის შერწყმული
ოჯახური გართობა, შემეცნება და ქვეყნის სიყვარული ამ რუკაში იდეალურად არის შერწყმული

“სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუ­კის” პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი იმე­რეთს მი­ე­ძღვნა. ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მკი­თხვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თორ­მე­ტი­ვე რე­გი­ო­ნის რუ­კას ასა­წყო­ბი პაზ­ლის სა­ხით მი­ი­ღებს და შეძ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნი რუ­კის აწყო­ბას თი­თო­ე­უ­ლი რე­გი­ო­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ხელ­წე­რის, ლან­დშაფ­ტუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა თუ იქა­ურ­თა ხა­სი­ა­თის მი­ხედ­ვით...

ამი­ტო­მაც არის ეს უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა თა­ო­ბას სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ირ­გვლივ აერ­თი­ა­ნებს.

კოტე იანტბე­ლი­ძე, პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი:

“პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი იდე­აა “სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუ­კის” შექ­მნა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა შე­მეც­ნე­ბი­თიც, სა­ხა­ლი­სოც, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლიც და ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლი, ვი­ნა­ი­დან მისი აწყო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც მა­გი­და­ზე, ასე­ვე კე­დელ­ზე. შე­გიძ­ლია, როცა გინ­და და­შა­ლო და შე­ი­ნა­ხო, შემ­დეგ ისევ აა­წყო. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს კუ­თხე­ე­ბი­სა და რე­გი­ო­ნე­ბის, ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბის, კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის, ბუ­ნე­ბის ძეგ­ლე­ბის და ა.შ. პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.

გა­მო­ი­ძებ­ნა ოქ­როს შუ­ა­ლე­დი, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც იდე­ა­ლუ­რად და­ბა­ლანსდა ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა და თა­მა­შის, ოჯა­ხუ­რი გარ­თო­ბის, შე­მეც­ნე­ბის ელე­მენ­ტე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ არის "სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი რუკა~ ასე­თი შთამ­ბეჭ­და­ვი და სა­ხა­ლი­სო რო­გორც პა­ტა­რე­ბის, ასე­ვე დი­დე­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ოჯა­ხე­ბი­დან იწყე­ბა, ეს კი არის სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი და სა­სურ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ყვე­ლა ოჯა­ხის­თვის, პა­ტა­რე­ბის­თვის, რაც შემ­დგომ მათ ცოდ­ნა­სა და შე­მარ­თე­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა. ამ იდე­ით მთე­ლი ქვეყ­ნის სურ­ვი­ლი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და ამი­ტო­მაც არ მიკ­ვირს, რომ პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან პრო­ექ­ტი მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ შე­იყ­ვა­რა. ვფიქ­რობ, მკი­თხველ­თა გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც ამ ფაქ­ტო­რე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

თინა ასა­თი­ა­ნი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის დი­რექ­ტო­რი:

"პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი - იმე­რე­თი", მი­უ­ხე­და­ვად საკ­მა­ოდ დიდი ტი­რა­ჟი­სა, ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­ი­ყი­და და არა­ერ­თმა უკ­მა­ყო­ფი­ლო მკი­თხველ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბა­შიც და­რე­კა, შე­ძე­ნა ვერ მო­ვას­წა­რი­თო. გვინ­და, ისი­ნი და­ვამ­შვი­დოთ და ვაც­ნო­ბოთ, რომ "იმე­რე­თის~ და­მა­ტე­ბი­თი ტი­რა­ჟი "რაჭა-ლე­ჩხუ­მის~ ტი­რაჟ­თან ერ­თად კი­დევ ერთხელ გა­მო­ვა ქსელ­ში და მის შე­ძე­ნას კვლავ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან~ ერ­თად მო­ა­ხერ­ხე­ბენ.

სხვა­თა შო­რის, რაჭა-ლე­ჩხუ­მის რე­გი­ო­ნის გა­მო­ცე­მას "დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა" მოჰ­ყვა - რამ­დე­ნი­მე მკი­თხვე­ლი ლე­ჩხუ­მი­დან აღ­შფო­თე­ბით და და­ბე­ჯი­თე­ბით მო­ი­თხოვ­და პრო­ექ­ტის შე­ჩე­რე­ბას. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ლე­ჩხუ­მი ცალ­კე უნდა გა­მო­ი­ცეს, რად­გან ის ის­ტო­რი­უ­ლად ცალ­კე კუ­თხედ ვი­თარ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მეც წარ­მო­შო­ბით ლე­ჩხუ­მი­დან ვარ და ჩემი კუ­თხე ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ეს რუკა სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე ტე­რი­ტო­რი­ულ-ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­ყო­ფის შე­სა­ბა­მი­სია”.

ოჯახური გართობა, შემეცნება და ქვეყნის სიყვარული ამ რუკაში იდეალურად არის შერწყმული

ოჯახური გართობა, შემეცნება და ქვეყნის სიყვარული ამ რუკაში იდეალურად არის შერწყმული

“საქართველოს ინტერაქციული რუკის” პირველი ნაწილი იმერეთს მიეძღვნა. ნახევარი წლის განმავლობაში მკითხველი საქართველოს თორმეტივე რეგიონის რუკას ასაწყობი პაზლის სახით მიიღებს და შეძლებს საქართველოს ერთიანი რუკის აწყობას თითოეული რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციების, არქიტექტურული ხელწერის, ლანდშაფტური მრავალფეროვნებისა თუ იქაურთა ხასიათის მიხედვით...

ამიტომაც არის ეს უნიკალური პროექტი, რომელიც ყველა თაობას საკუთარი ქვეყნის ირგვლივ აერთიანებს.

კოტე იანტბელიძე, პროექტის ავტორი:

“პროექტის მთავარი იდეაა “საქართველოს ინტერაქციული რუკის” შექმნა, რომელიც იქნება შემეცნებითიც, სახალისოც, ინფორმაციულიც და ძალიან მოქნილი, ვინაიდან მისი აწყობა შესაძლებელია როგორც მაგიდაზე, ასევე კედელზე. შეგიძლია, როცა გინდა დაშალო და შეინახო, შემდეგ ისევ ააწყო. პროექტის მიზანია საქართველოს კუთხეებისა და რეგიონების, ღირსშესანიშნავი ადგილების, კულტურული ძეგლების, ბუნების ძეგლების და ა.შ. პოპულარიზაცია.

გამოიძებნა ოქროს შუალედი, რომლის წყალობითაც იდეალურად დაბალანსდა ინფორმაციის მოცულობა და თამაშის, ოჯახური გართობის, შემეცნების ელემენტები. სწორედ ამიტომ არის `საქართველოს ინტერაქციული რუკა~ ასეთი შთამბეჭდავი და სახალისო როგორც პატარების, ასევე დიდებისთვის. საქართველოს გაერთიანება ოჯახებიდან იწყება, ეს კი არის საქართველოს გაერთიანების უნიკალური და სასურველი გამოცდილება ყველა ოჯახისთვის, პატარებისთვის, რაც შემდგომ მათ ცოდნასა და შემართებაზე აისახება. ამ იდეით მთელი ქვეყნის სურვილი და დამოკიდებულებაა გაერთიანებული და ამიტომაც არ მიკვირს, რომ პირველივე დღიდან პროექტი მთელმა საქართველომ შეიყვარა. ვფიქრობ, მკითხველთა გამოხმაურებაც ამ ფაქტორების ერთობლიობას უკავშირდება.

თინა ასათიანი, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დირექტორი:

"პირველი ნაწილი - იმერეთი", მიუხედავად საკმაოდ დიდი ტირაჟისა, ზოგიერთ რეგიონში ძალიან სწრაფად გაიყიდა და არაერთმა უკმაყოფილო მკითხველმა გამომცემლობაშიც დარეკა, შეძენა ვერ მოვასწარითო. გვინდა, ისინი დავამშვიდოთ და ვაცნობოთ, რომ `იმერეთის~ დამატებითი ტირაჟი `რაჭა-ლეჩხუმის~ ტირაჟთან ერთად კიდევ ერთხელ გამოვა ქსელში და მის შეძენას კვლავ `კვირის პალიტრასთან~ ერთად მოახერხებენ.

სხვათა შორის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის გამოცემას "დიდი ვნებათაღელვა" მოჰყვა - რამდენიმე მკითხველი ლეჩხუმიდან აღშფოთებით და დაბეჯითებით მოითხოვდა პროექტის შეჩერებას. მიიჩნევენ, რომ ლეჩხუმი ცალკე უნდა გამოიცეს, რადგან ის ისტორიულად ცალკე კუთხედ ვითარდებოდა საქართველოში. მეც წარმოშობით ლეჩხუმიდან ვარ და ჩემი კუთხე ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს რუკა საქართველოს თანამედროვე ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფის შესაბამისია”.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს