სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯაზის ქართველი მაგისტრი "ბლექ სი არე­ნაზე" უპრეცენდენტო პროექტს წარუდგენს მსმენელს
ჯაზის ქართველი მაგისტრი "ბლექ სი არე­ნაზე" უპრეცენდენტო პროექტს წარუდგენს მსმენელს

4 აგ­ვის­ტოს "Check in Georgia" და "ბლექ სი არე­ნა" 2018 წლის სა­ზა­ფხუ­ლო სე­ზო­ნის სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ცერტს წარ­მო­ად­გენს - გი­ორ­გი მი­ქა­ძის უნი­კა­ლურ პრო­ექტს "VOISA".

რო­გორც ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და თა­ვად ავ­ტო­რი ამ­ბო­ბენ, "VOISA" სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტია, რად­გან მისი მი­ზა­ნია, მსოფ­ლი­ოს სა­ქარ­თვე­ლო გა­აც­ნოს. "VOISA"-ს ავ­ტო­რი აშშ-ში მოღ­ვა­წე, ნი­ჭი­ე­რი პი­ა­ნის­ტი და კომ­პო­ზი­ტო­რი, Berklee College of Music-სა და Manhattan School of Music-ის მა­გის­ტრი, Yamaha-ს პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ჯაზ-არ­ტის­ტი გი­ორ­გი მი­ქა­ძეა.

მან ამე­რი­კე­ლი All-Star Band-ისა და ან­სამ­ბლ „ბა­სი­ა­ნის­თვის“ თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კის უპ­რე­ცე­დენ­ტო ჟღე­რა­დო­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი შექ­მნა. "VOISA"-ს პრე­ზენ­ტა­ცია ნიუ-იორ­კის ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ სა­კონ­ცერ­ტო სივ­რცე­ში შედ­გა. ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კი 2017 წლის 14 ივ­ნისს პე­კი­ნის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში წარ­მა­ტე­ბით წა­რად­გი­ნეს.

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, პრო­ექ­ტი "VOISA" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ჩა­ნა­ფიქ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა. იგი ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა­ლუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბის უნი­კა­ლუ­რი და ნო­ვა­ტო­რუ­ლი სინ­თე­ზის ნი­მუშს წარ­მო­ად­გენს. პრო­ექ­ტმა "VOISA" თი­თო­ე­ულ კომ­პო­ზი­ცი­ა­ში სა­ო­ცა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­თა და ოს­ტა­ტო­ბით მო­ახ­დი­ნა ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი მო­ნა­პო­ვა­რი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო მუ­სი­კა­ლუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბის - ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის, ჯა­ზის, ფან­კის ფი­უ­ჟე­ნის, R&B-ის, ჰიპ-ჰო­პის და პოპ მუ­სი­კის ჰარ­მო­ნი­უ­ლი სინ­თე­ზი, შე­დე­გად კი ახა­ლი, უპ­რე­ცე­დენ­ტო ჟღე­რა­დო­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი შე­იქ­მნა.

თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის უპ­რე­ცენ­დენ­ტო ექ­სპე­რი­მენ­ტულ­მა პრო­ექ­ტმა მსოფ­ლიო სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბის სცე­ნა­ზე მსმე­ნე­ლის უდი­დე­სი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა და ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის დიდი მო­თხოვ­ნით, 4 აგ­ვის­ტოს მისი ქარ­თუ­ლი პრე­მი­ე­რა შედ­გე­ბა. კონ­ცერ­ტი­სათ­ვის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ნი­ან; სა­გან­გე­ბოდ ამ დღი­სათ­ვის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან ჩა­მო­დი­ან "VOISA" აგენ­ტე­ბი, სა­უ­კე­თე­სო ხმის რე­ჟი­სო­რე­ბი და All-Star Band-ი ან­ტუ­ან კატ­სის, შა­ჰარ ელ­ნა­თა­ნის, ზაკ მა­ლინ­სის, ფერ­ნან­დო სა­ჩის და რონი ეი­თა­ნის შე­მად­გენ­ლო­ბით. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ პრო­ექ­ტის­თვის გი­ორ­გი მი­ქა­ძემ მო­იწ­ვია აშშ-ს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ჰიპ-ჰოპ არ­ტის­ტი, MC, OK Player-ის არ­ტის­ტი რე­ი­დარ ელი­სი. პრო­ექ­ტის რე­ჟი­სო­რია ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლი. სა­ღა­მოს მსა­ხი­ო­ბი ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი წა­იყ­ვანს.

AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს გი­ორ­გი მი­ქა­ძეს­თან.

"ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვი­ყა­ვი მერ­ხთან - 5 წლი­დან 27 წლამ­დე - ამა­ში სას­წავ­ლო პრო­ცესს ვგუ­ლის­ხმობ. ძა­ლი­ან გრძე­ლი გზა გა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მი­მე­ღო. თა­ვი­დან მუ­სი­კა­ლურ ათწლედ­ში ვსწავ­ლობ­დი, რო­მელ­მაც კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი ბაზა შე­მიქ­მნა. შემ­დეგ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვის­წავ­ლე და ვფიქ­რობ­დი, რო­გორც კლა­სი­კოს პი­ა­ნისტს გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა, წარ­მა­ტე­ბე­ბი მქონ­და. ბევრ კონ­კურ­სში მაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და უცხო­ეთ­ში, თუმ­ცა სულ ვცდი­ლობ­დი, რა­ღა­ცე­ბი შე­მეც­ვა­ლა. თან, კომ­პო­ზი­ცი­ა­ზე დავ­დი­ო­დი და მუ­სი­კას ვწერ­დი. ფოლკ­ლორ­თან იმ­დე­ნი შე­ხე­ბა არ მქონ­და, ქარ­თულ სიმ­ღე­რას­თან კი - ჯან­სუღ კა­ხი­ძის ბი­ჭუ­ნა­თა გუნდში სო­ლის­ტი ვი­ყა­ვი. ეს ჯან­სუღ კა­ხი­ძეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი იყო.

- "ბერკლის" სას­წავ­ლე­ბელ­ში რო­დის წახ­ვე­დით?

- კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ. ყვე­ლა­ფერს ვუკ­რავ­დი, გარ­და კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კი­სა, სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, წავ­სუ­ლი­ყა­ვი სა­ზღვარ­გა­რეთ, შემ­დეგ კი "ბერკლი­ში". ძა­ლი­ან კარ­გი რამ მოხ­და, იქ სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით წა­ვე­დი, სა­დაც სა­ერ­თოდ სხვა ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო. სწავ­ლის პრო­ცეს­ში მუ­სი­კო­სებს არა­ერ­თი ქვეყ­ნდან - ინ­დო­ე­თი, აფ­რი­კა (სა­დაც მძლავ­რა­დაა ფოლკ­ლო­რი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი) შევ­ხვდი. მა­გა­ლი­თად, ბალ­კა­ნურ ქვეყ­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფოლკ­ლო­რი აქვთ და ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის შე­სა­ხებ მეტი გა­მე­გო და შეს­წავ­ლა და­ვი­წყე.

- კა­რი­ე­რის აწყო­ბა ნელ-ნელა და­გი­წყი­ათ...

- ასე გა­მო­ვი­და... გავ­ხდი სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო იყო ქუ­ინ­სი ჯონ­სის პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა. 85 წლის ხდე­ბო­და, მის სპე­ცი­ა­ლურ შო­უ­ზე რომ ვი­მუ­შა­ვე. თვი­თო­ნაც მო­ვიწ­ვი­ეთ, მაგ­რამ ავად­მყო­ფო­ბის გამო ვერ მო­ვი­და. დიდი არ­ტის­ტე­ბი გვყავ­და კონ­ცერ­ტში ჩარ­თუ­ლი. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი კი­დევ მეტი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­მე­ღო ქარ­თულ მუ­სი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მინ­დო­და, ისეთ პრო­ექ­ტებ­ზე მე­მუ­შა­ვა, რო­მე­ლიც ფოლკ­ლორს და­უ­კავ­შირ­დე­ბო­და.

- და ნიუ-იორკში გა­და­ი­ნაც­ვლეთ?

- "ბერკლის" დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სა­ცხოვ­რებ­ლად ნიუ-იორკში გა­და­ვე­დი. ეს იყო სა­ინ­ტე­რე­სო, ნა­ყო­ფი­ე­რი პე­რი­ო­დი, სა­დაც ასე­ვე სწავ­ლა გა­ვაგ­რძე­ლე - 3 000 აპ­ლი­კან­ტი­დან არ­ჩე­ვე­ნი ჩემ­ზე შე­ა­ჩე­რეს. იქ მა­გის­ტრა­ტუ­რა გა­ვი­ა­რე და თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კის და ჯა­ზის მა­გის­ტრის წო­დე­ბა მი­ვი­ღე... 2016 წლი­დან კი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ვი­წყე. პირ­ვე­ლი VOISA იყო, რო­მე­ლიც ნიუ-იორკში ჩა­ი­წე­რა... ქარ­თულ მუ­სი­კას ახალ­გაზ­რდა მსმე­ნე­ლი არ ჰყავს, იმი­ტომ რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე მისი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მა­ინ­ცდა­მა­ინც არ ხდე­ბო­და. ისევ ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბი თუ ცდი­ლო­ბენ, გა­მო­ყე­ნე­ბა მო­უ­ძებ­ნონ. თუმ­ცა, ფოლკ­ლო­რი ისე­თი სა­თუ­თი თე­მაა, რომ თუ ადა­მი­ანს გა­ნათ­ლე­ბა არ აქვს, რთუ­ლია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ი­მე გა­ა­კე­თოს.

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ქარ­თულ სიმ­ღე­რას სწავ­ლობს, ბა­ნიც უნდა იცო­დეს. ქარ­თულ ფოლკ­ლორს სწო­რედ ამ მე­თო­დით ვსწავ­ლობ­დი. ეს ჩემ­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი წყა­როა. სა­ნამ VOISA-ს გა­ვა­კე­თებ­დი, სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის­თვის "მუ შვან" (მე სვა­ნი), პრო­ექ­ტზე ვი­მუ­შა­ვე, სა­დაც ასე­ვე ფოლკ­ლო­რი გა­მო­ვი­ყე­ნე. მას­ში სხვა­დას­ხვა ჟან­რე­ბის შერ­წყმა მოხ­და და ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო სამ­ზა­დი­სი VOISA-სთვის. პრო­ექტს ჩი­ნეთ­ში მარ­თლა დიდი წარ­მა­ტე­ბა ჰქონ­და. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კონ­ცერ­ტი იყო, რო­მელ­საც ჩი­ნეთ­ში უმაღ­ლე­სი რან­გის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ. ამე­რი­კა­ში კი სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნე გვქონ­და. პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან - დრა­მე­რი, ბა­სის­ტი, ბერკლი­ში, ვის­თან ერ­თა­დაც გა­ვი­ზარ­დე და მას მერე ერ­თად მოვ­დი­ვართ. მუ­სი­კო­სე­ბი, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან ვენ­დო­ბი და ახლა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მსოფ­ლიო ტუ­რებ­ზე, სხვა­დას­ხვა არ­ტის­ტებ­თან ერ­თად და­დი­ან.

- ამ­დე­ნად, თქვე­ნი მუ­სი­კა გა­მო­დის, ყვე­ლა ჟანრ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

- დიახ, რის­თვი­საც სა­ჭი­როა, ყვე­ლა ჟან­რი კარ­გად იცო­დე, რის შეს­წავ­ლა­საც ბევ­რი წელი დას­ჭირ­და. და­ი­წე­რა ახა­ლი მუ­სი­კა, რა­ზე­დაც დიდი ხანი ვფიქ­რობ­დი, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მსმე­ნელს მოს­წო­ნე­ბო­და. კონ­ცერ­ტზე 14 კომ­პო­ზი­ცია შეს­რულ­დე­ბა, თი­თო­ე­ულ­ში სხვა­დას­ხვა ჟე­რა­დო­ბაა, ძა­ლი­ან დი­ნა­მი­კუ­რი მუ­სი­კაა, რო­მელ­შიც, რო­გორც იცით, "ბა­სი­ა­ნის" გუნ­დია ჩარ­თუ­ლი. 8-კა­ცი­ა­ნი ან­სამ­ბლი ერ­თად, ძა­ლი­ან დიდ ხმო­ვა­ნე­ბას წარ­მო­შობს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ყვე­ლა­ზე კარ­გად, "ბლექ სი არე­ნა­ზე" გაჟ­ღერ­დე­ბა.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, ის უცხო­ეთს უკავ­შირ­დე­ბა?

- მუ­სი­კა­ლუ­რად არა­ნა­ირ დის­კომ­ფორ­ტს არ ვგრძნობ, უცხო­ეთ­ში რომ ვარ, თან, დღეს ხომ ყვე­ლა­ფე­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია. სა­ზღვარ­გა­რეთ უკე­თე­სად ვმუ­შა­ობ, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­მუ­შა­ვებ­დი. კა­რი­ე­რას მეტი წინსვლა აქვს, ჩემს პრო­ექ­ტებს, მუ­სი­კას ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ეც­ნო­ბა. მიც­ნო­ბენ, რო­გორც გი­ორ­გის, და არა ჯორჯს. დიახ, გი­ორ­გი მი­ქა­ძე ვარ და ყვე­ლამ იცის, რომ მე ვარ ქარ­თვე­ლი. იცი­ან ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის შე­სა­ხებ, იმი­ტომ, რომ ყვე­ლას­თან ამ თე­მა­ზე ვლა­პა­რა­კობ, შემ­დეგ ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან.

- რა არის თქვე­ნი ოც­ნე­ბა?

- ეს შე­კი­თხვა ორ­ჯერ ჩემ­მა ფრან­გმა მე­გო­ბარ­მა და­მის­ვა და ახლა თქვენ მკი­თხეთ. ერთხელ ბავ­შვუ­რად ვუ­პა­სუ­ხე. მა­შინ მე და რა­ფა­ელ­მა "ბერკლი­ში" სწავ­ლა ერ­თად და­ვი­წყეთ. ვუ­პა­სუ­ხე, რომ მინ­და, დიდი მუ­სი­კო­სი გავ­ხდე-მეთ­ქი. ერთი წლის წი­ნაც მკი­თხა და უკვე ასე­თი პა­სუ­ხი მქონ­და - ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს რომ შევ­ხვდე­ბი და მე­ტყვის - მე ვიც­ნობ ქარ­თულ მუ­სი­კას. ამი­ტომ, ამ პრო­ექ­ტე­ბის მი­ხედ­ვით შე­საძ­ლებ­ლია, მსოფ­ლი­ომ ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის გე­ნის შე­სა­ხებ ფარ­თოდ და მას­შტა­ბუ­რად გა­ი­გოს!

ავტორი:

ჯაზის ქართველი მაგისტრი "ბლექ სი არე­ნაზე" უპრეცენდენტო პროექტს წარუდგენს მსმენელს

ჯაზის ქართველი მაგისტრი "ბლექ სი არე­ნაზე" უპრეცენდენტო პროექტს წარუდგენს მსმენელს

4 აგვისტოს "Check in Georgia" და "ბლექ სი არენა" 2018 წლის საზაფხულო სეზონის საინტერესო კონცერტს წარმოადგენს - გიორგი მიქაძის უნიკალურ პროექტს "VOISA".

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები და თავად ავტორი ამბობენ, "VOISA" სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, რადგან მისი მიზანია, მსოფლიოს საქართველო გააცნოს. "VOISA"-ს ავტორი აშშ-ში მოღვაწე, ნიჭიერი პიანისტი და კომპოზიტორი, Berklee College of Music-სა და Manhattan School of Music-ის მაგისტრი, Yamaha-ს პირველი ქართველი ჯაზ-არტისტი გიორგი მიქაძეა.

მან ამერიკელი All-Star Band-ისა და ანსამბლ „ბასიანისთვის“ თანამედროვე მუსიკის უპრეცედენტო ჟღერადობის მუსიკალური პროდუქტი შექმნა. "VOISA"-ს პრეზენტაცია ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში შედგა. ფართო საზოგადოებისთვის კი 2017 წლის 14 ივნისს პეკინის საკონცერტო დარბაზში წარმატებით წარადგინეს.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, პროექტი "VOISA" განსაკუთრებული კონცეპტუალური ჩანაფიქრით გამოირჩევა. იგი ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების უნიკალური და ნოვატორული სინთეზის ნიმუშს წარმოადგენს. პროექტმა "VOISA" თითოეულ კომპოზიციაში საოცარი პროფესიონალიზმითა და ოსტატობით მოახდინა ქართული ფოლკლორის მრავალსაუკუნოვანი მონაპოვარისა და თანამედროვე მსოფლიო მუსიკალური მიმდინარეობების - ელექტრონული მუსიკის, ჯაზის, ფანკის ფიუჟენის, R&B-ის, ჰიპ-ჰოპის და პოპ მუსიკის ჰარმონიული სინთეზი, შედეგად კი ახალი, უპრეცედენტო ჟღერადობის მუსიკალური პროდუქტი შეიქმნა.

თანამედროვე ქართული მუსიკის უპრეცენდენტო ექსპერიმენტულმა პროექტმა მსოფლიო საკონცერტო დარბაზების სცენაზე მსმენელის უდიდესი მოწონება დაიმსახურა და ქართველი მსმენელის დიდი მოთხოვნით, 4 აგვისტოს მისი ქართული პრემიერა შედგება. კონცერტისათვის ორგანიზატორები განსაკუთრებულად ემზადენიან; საგანგებოდ ამ დღისათვის შეერთებული შტატებიდან ჩამოდიან "VOISA" აგენტები, საუკეთესო ხმის რეჟისორები და All-Star Band-ი ანტუან კატსის, შაჰარ ელნათანის, ზაკ მალინსის, ფერნანდო საჩის და რონი ეითანის შემადგენლობით. სპეციალურად ამ პროექტისთვის გიორგი მიქაძემ მოიწვია აშშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ-ჰოპ არტისტი, MC, OK Player-ის არტისტი რეიდარ ელისი. პროექტის რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი. საღამოს მსახიობი ია სუხიტაშვილი წაიყვანს.

AMBEBI.GE გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი მიქაძესთან.

"ძალიან დიდხანს ვიყავი მერხთან - 5 წლიდან 27 წლამდე - ამაში სასწავლო პროცესს ვგულისხმობ. ძალიან გრძელი გზა გამომივიდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა, სრულფასოვანი განათლება მიმეღო. თავიდან მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდი, რომელმაც კარგი მუსიკალური ბაზა შემიქმნა. შემდეგ კონსერვატორიაში ვისწავლე და ვფიქრობდი, როგორც კლასიკოს პიანისტს გამეგრძელებინა, წარმატებები მქონდა. ბევრ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოსა და უცხოეთში, თუმცა სულ ვცდილობდი, რაღაცები შემეცვალა. თან, კომპოზიციაზე დავდიოდი და მუსიკას ვწერდი. ფოლკლორთან იმდენი შეხება არ მქონდა, ქართულ სიმღერასთან კი - ჯანსუღ კახიძის ბიჭუნათა გუნდში სოლისტი ვიყავი. ეს ჯანსუღ კახიძესთან ურთიერთობის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო.

- "ბერკლის" სასწავლებელში როდის წახვედით?

- კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ. ყველაფერს ვუკრავდი, გარდა კლასიკური მუსიკისა, სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე, წავსულიყავი საზღვარგარეთ, შემდეგ კი "ბერკლიში". ძალიან კარგი რამ მოხდა, იქ სრული დაფინანსებით წავედი, სადაც საერთოდ სხვა ცხოვრება დაიწყო. სწავლის პროცესში მუსიკოსებს არაერთი ქვეყნდან - ინდოეთი, აფრიკა (სადაც მძლავრადაა ფოლკლორი განვითარებული) შევხვდი. მაგალითად, ბალკანურ ქვეყნებში განსაკუთრებული ფოლკლორი აქვთ და ამ ყველაფრის ფონზე, გამიჩნდა სურვილი, ქართული ფოლკლორის შესახებ მეტი გამეგო და შესწავლა დავიწყე.

- კარიერის აწყობა ნელ-ნელა დაგიწყიათ...

- ასე გამოვიდა... გავხდი სხვადასხვა მუსიკალური პროექტის ხელმძღვანელი, საინტერესო იყო ქუინსი ჯონსის პროექტებზე მუშაობა. 85 წლის ხდებოდა, მის სპეციალურ შოუზე რომ ვიმუშავე. თვითონაც მოვიწვიეთ, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერ მოვიდა. დიდი არტისტები გვყავდა კონცერტში ჩართული. სწორედ იმ პერიოდში გამიჩნდა სურვილი კიდევ მეტი მუსიკალური განათლება მიმეღო ქართულ მუსიკასთან დაკავშირებით. მინდოდა, ისეთ პროექტებზე მემუშავა, რომელიც ფოლკლორს დაუკავშირდებოდა.

- და ნიუ-იორკში გადაინაცვლეთ?

- "ბერკლის" დამთავრების შემდეგ, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავედი. ეს იყო საინტერესო, ნაყოფიერი პერიოდი, სადაც ასევე სწავლა გავაგრძელე - 3 000 აპლიკანტიდან არჩევენი ჩემზე შეაჩერეს. იქ მაგისტრატურა გავიარე და თანამედროვე მუსიკის და ჯაზის მაგისტრის წოდება მივიღე... 2016 წლიდან კი პროექტების განხორციელება დავიწყე. პირველი VOISA იყო, რომელიც ნიუ-იორკში ჩაიწერა... ქართულ მუსიკას ახალგაზრდა მსმენელი არ ჰყავს, იმიტომ რომ წლების მანძილზე მისი პოპულარიზაცია მაინცდამაინც არ ხდებოდა. ისევ ელექტრონული მუსიკოსები თუ ცდილობენ, გამოყენება მოუძებნონ. თუმცა, ფოლკლორი ისეთი სათუთი თემაა, რომ თუ ადამიანს განათლება არ აქვს, რთულია, ამ მიმართულებით რაიმე გააკეთოს.

როდესაც ადამიანი ქართულ სიმღერას სწავლობს, ბანიც უნდა იცოდეს. ქართულ ფოლკლორს სწორედ ამ მეთოდით ვსწავლობდი. ეს ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მუსიკალური წყაროა. სანამ VOISA-ს გავაკეთებდი, სიმფონიური ორკესტრისთვის "მუ შვან" (მე სვანი), პროექტზე ვიმუშავე, სადაც ასევე ფოლკლორი გამოვიყენე. მასში სხვადასხვა ჟანრების შერწყმა მოხდა და ეს ყველაფერი იყო სამზადისი VOISA-სთვის. პროექტს ჩინეთში მართლა დიდი წარმატება ჰქონდა. არაჩვეულებრივი კონცერტი იყო, რომელსაც ჩინეთში უმაღლესი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ. ამერიკაში კი საკონცერტო ტურნე გვქონდა. პროექტში ჩართულები არიან - დრამერი, ბასისტი, ბერკლიში, ვისთან ერთადაც გავიზარდე და მას მერე ერთად მოვდივართ. მუსიკოსები, რომლებსაც ძალიან ვენდობი და ახლა ძალიან წარმატებულები არიან. მსოფლიო ტურებზე, სხვადასხვა არტისტებთან ერთად დადიან.

- ამდენად, თქვენი მუსიკა გამოდის, ყველა ჟანრზეა დაფუძნებული.

- დიახ, რისთვისაც საჭიროა, ყველა ჟანრი კარგად იცოდე, რის შესწავლასაც ბევრი წელი დასჭირდა. დაიწერა ახალი მუსიკა, რაზედაც დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ თანამედროვე მსმენელს მოსწონებოდა. კონცერტზე 14 კომპოზიცია შესრულდება, თითოეულში სხვადასხვა ჟერადობაა, ძალიან დინამიკური მუსიკაა, რომელშიც, როგორც იცით, "ბასიანის" გუნდია ჩართული. 8-კაციანი ანსამბლი ერთად, ძალიან დიდ ხმოვანებას წარმოშობს. ეს ყველაფერი კი ყველაზე კარგად, "ბლექ სი არენაზე" გაჟღერდება.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, ის უცხოეთს უკავშირდება?

- მუსიკალურად არანაირ დისკომფორტს არ ვგრძნობ, უცხოეთში რომ ვარ, თან, დღეს ხომ ყველაფერი ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებულია. საზღვარგარეთ უკეთესად ვმუშაობ, ვიდრე საქართველოში ვიმუშავებდი. კარიერას მეტი წინსვლა აქვს, ჩემს პროექტებს, მუსიკას ბევრი ადამიანი ეცნობა. მიცნობენ, როგორც გიორგის, და არა ჯორჯს. დიახ, გიორგი მიქაძე ვარ და ყველამ იცის, რომ მე ვარ ქართველი. იციან ქართული მუსიკის შესახებ, იმიტომ, რომ ყველასთან ამ თემაზე ვლაპარაკობ, შემდეგ ინტერესდებიან.

- რა არის თქვენი ოცნება?

- ეს შეკითხვა ორჯერ ჩემმა ფრანგმა მეგობარმა დამისვა და ახლა თქვენ მკითხეთ. ერთხელ ბავშვურად ვუპასუხე. მაშინ მე და რაფაელმა "ბერკლიში" სწავლა ერთად დავიწყეთ. ვუპასუხე, რომ მინდა, დიდი მუსიკოსი გავხდე-მეთქი. ერთი წლის წინაც მკითხა და უკვე ასეთი პასუხი მქონდა - ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს რომ შევხვდები და მეტყვის - მე ვიცნობ ქართულ მუსიკას. ამიტომ, ამ პროექტების მიხედვით შესაძლებლია, მსოფლიომ ქართული ფოლკლორის გენის შესახებ ფართოდ და მასშტაბურად გაიგოს!

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს