მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ბესელია - სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვების მიზნით საფრანგეთის საელჩოს უკვე მიმართა
ეკა ბესელია - სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვების მიზნით საფრანგეთის საელჩოს უკვე მიმართა

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტის ეკა ბე­სე­ლი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის­მა კო­ლე­გამ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლის მიზ­ნით საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს უკვე მი­მარ­თა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად, საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც აქვს, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ორ­მაგ მო­ქა­ლა­ქეს კი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას კონ­სტი­ტუ­ცია არ აძ­ლევს, რად­განს კონ­სტი­ტუ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა ეკა­ვოს სა­ქარ­თვე­ლოს იმ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც იმავდრო­უ­ლად უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ უარი უთხრა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კან­დი­და­ტად რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე სწო­რედ იმ მო­ტი­ვით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად, საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქეა, კონ­სტი­ტუ­ცი­ის 29-ე 1/1 მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. მა­შინ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და ასე­ვე, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი ცეს­კოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ და­ე­თან­ხმა, რად­გან, მათი აზ­რით, არც “სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი“ და არც კონ­სტი­ტუ­ცია არ ითხოვს, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჰქონ­დეს.

ამას­თან, 2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ახა­ლი რე­დაქ­ცი­ის კონ­სტი­ტუ­ცი­ას­თან ერ­თად, ძა­ლა­ში შე­დის “სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე, თუმ­ცა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის წა­რად­გენს დო­კუ­მენტს, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა მი­მარ­თა სხვა შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფოს უფ­ლე­ბა­მო­სილ ორ­გა­ნოს ამ სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­დან გას­ვლის შე­სა­ხებ.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია. ამას­თან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ შე­საძ­ლოა, პრე­ზი­დენ­ტო­ბის სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტი არ წა­რად­გი­ნოს და მხა­რი სწო­რედ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და­უ­ჭი­როს.

თუკი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გა­და­წყვეტს, პირ­ველ ტურ­ში გა­მარ­ჯვე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შან­სი აქვს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ეკა ბე­სე­ლი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი პო­ლი­ტი­კო­სია.

„გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა იმ კან­დი­და­ტებს ვუ­ყუ­რებ, ვინც სა­ხელ­დე­ბა, უფრო მიმ­ყარ­დე­ბა ეს გან­ცდა - ქა­ლია, გა­მოც­დი­ლია, ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სიძ­ნე­ლე გა­და­უ­ლა­ხავს. ის ძა­ლი­ან რთულ, სა­ხი­ფა­თო და ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პე­რი­ოდ­ში იყო გა­ბე­დუ­ლი, ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე. ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს პო­ლი­ტი­კოს­მა რა გზა გა­ი­რა. გან­მსა­ზღვრე­ლი არ არის, ვინ რო­გორ იღი­მე­ბა და ვის რო­გორ მოს­წონს ან არ მოს­წონს. გან­მსა­ზღვრე­ლი არის ბი­ოგ­რა­ფია, გან­ვლი­ლი გზა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ხედ­ვა“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ეკა ბე­სე­ლი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ეკა ბესელია - სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვების მიზნით საფრანგეთის საელჩოს უკვე მიმართა

ეკა ბესელია - სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვების მიზნით საფრანგეთის საელჩოს უკვე მიმართა

“ქართული ოცნების“ დეპუტატის ეკა ბესელიას ინფორმაციით, მისმა კოლეგამ სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობიდან გამოსვლის მიზნით საფრანგეთის საელჩოს უკვე მიმართა.

არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც საქართველოსთან ერთად, საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. ორმაგ მოქალაქეს კი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას კონსტიტუცია არ აძლევს, რადგანს კონსტიტუციის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე სწორედ იმ მოტივით, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამავდროულად, საფრანგეთის მოქალაქეა, კონსტიტუციის 29-ე 1/1 მუხლის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. მაშინ სალომე ზურაბიშვილი და ასევე, არასამთავრობო სექტორი ცესკოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, რადგან, მათი აზრით, არც “საარჩევნო კოდექსი“ და არც კონსტიტუცია არ ითხოვს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდეს.

ამასთან, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი რედაქციის კონსტიტუციასთან ერთად, ძალაში შედის “საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატი შეიძლება იყოს ორმაგი მოქალაქე, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარადგენს დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა სხვა შესაბამისი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს ამ სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ.

სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ამასთან, როგორც ცნობილია, “ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი არ წარადგინოს და მხარი სწორედ სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს.

თუკი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, პირველ ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია.

„განსაკუთრებით, როცა იმ კანდიდატებს ვუყურებ, ვინც სახელდება, უფრო მიმყარდება ეს განცდა - ქალია, გამოცდილია, ბევრი პოლიტიკური სიძნელე გადაულახავს. ის ძალიან რთულ, სახიფათო და ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდში იყო გაბედული, ფრონტის წინა ხაზზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსმა რა გზა გაირა. განმსაზღვრელი არ არის, ვინ როგორ იღიმება და ვის როგორ მოსწონს ან არ მოსწონს. განმსაზღვრელი არის ბიოგრაფია, განვლილი გზა და სახელმწიფოებრივი ხედვა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები