სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნება" ვერ ხვდება, რომ პუტინის როლში აღმოჩნდა" - ვის რა შანსი აქვს საპრეზიდენტო არჩევნებზე?
"ოცნება" ვერ ხვდება, რომ პუტინის როლში აღმოჩნდა" - ვის რა შანსი აქვს საპრეზიდენტო არჩევნებზე?

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 3 თვე­ზე ნაკ­ლე­ბი რჩე­ბა და სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თო­ნი სტარტს იღებს. თუმ­ცა, ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია, ვის შო­რის გა­ი­მარ­თე­ბა მთა­ვა­რი ბრძო­ლა. იმა­ში, რომ არ­ჩევ­ნებ­ში ამ­ჯე­რა­დაც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კან­დი­და­ტი გა­ი­მარ­ჯვებს, პო­ლი­ტო­ლო­გებს ეჭვი არ ეპა­რე­ბათ. უბ­რა­ლოდ, რჩე­ბა მთა­ვა­რი ინ­ტრი­გა - ვინ გავა მე­ო­რე ად­გილ­ზე და იქ­ნე­ბა თუ არა მე­ო­რე ტური.

მმარ­თვე­ლი ძალა კან­დი­და­ტის და­სა­ხე­ლე­ბას არ ჩქა­რობს. მაგ­რამ დიდი ალ­ბა­თო­ბით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ამ არ­ჩევ­ნებ­ზე სა­კუ­თა­რი ფა­ვო­რი­ტი არ ეყო­ლე­ბა და მხარს და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­დატს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და­უ­ჭერს. ასე­თია თა­ვად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რჩე­ვაც.

ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის ვა­რა­უ­დით, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს „ოც­ნე­ბა“ მხარ­და­ჭე­რას რო­მელ კან­დი­დატს აღუთ­ქვამს, რად­გან ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ეს კან­დი­და­ტი გა­ი­მარ­ჯვებს.

შე­გახ­სე­ნებთ, 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე თბი­ლი­სის ერთ-ერთ ოლ­ქში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ფა­ვო­რი­ტი გახ­ლდათ. უფრო მე­ტიც, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში გა­მარ­ჯვე­ბა­ში დე­პუ­ტა­ტი ეკა ბე­სე­ლია უკვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ას, 10 ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის მცდე­ლო­ბამ, რო­გორც ჩანს, ჩა­ნა­სახ­ში­ვე გა­ნი­ცა­და კრა­ხი. ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რს გრი­გოლ ვა­შა­ძეს არ აქვს იმ­ხე­ლა რე­ი­ტინ­გი, რომ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კან­დი­დატს ღირ­სე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოს. სხვა­დას­ხვა სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ვა­შა­ძე­ზე მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" კან­დი­დატს და­ვით ბაქ­რა­ძეს აქვს, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო მა­რა­თონ­ში უკვე ჩა­ერ­თო. მაგ­რამ ბაქ­რა­ძის მცდე­ლო­ბაც ამაო აღ­მოჩ­ნდე­ბა, თუ სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კვე­ვა უსუ­ფაშ­ვი­ლი­სა და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ტან­დე­მის ბედი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, უსუ­ფაშ­ვი­ლის მი­მარ­თვის შემ­დეგ, პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე და მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს პი­რის­პირ შეხ­ვდნენ. თუმ­ცა, მოხ­დე­ბა თუ არა მათი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და ვინ იქ­ნე­ბა მათი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი, უც­ნო­ბია. თა­ვად უსუ­ფაშ­ვი­ლი მზა­დაა ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დე­ლებს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის რან­გში კი­დევ ერთხელ შე­ებ­რძო­ლოს, თუმ­ცა ამ­ჯე­რად მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბის იმე­დი აქვს. შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებს ორი­ვე მხა­რე ასა­ი­დუმ­ლო­ებს, თუმ­ცა უსუ­ფაშ­ვი­ლი ზო­მი­ე­რად ოპ­ტი­მის­ტუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი და იმე­დი აქვს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას დრო­უ­ლად მი­ი­ღებს.

აქვე სა­გუ­ლის­ხმოა თბი­ლი­სის მე­რო­ბის ყო­ფი­ლი კან­დი­და­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, აქ­ტი­უ­რად ფიქ­რობს იმა­ზე, რომ კან­დი­და­ტუ­რა და­ა­ყე­ნოს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე. მი­სი­ვე თქმით, სა­ჯა­როდ არა­ერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბია გან­ცხა­დე­ბა, რომ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მოქ­მედ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს და­უ­ჭერ­და მხარს, თუმ­ცა ამის სურ­ვი­ლი მას შემ­დეგ გა­უქ­რა, რაც პრე­ზი­დენ­ტმა აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი წა­რად­გი­ნა.

ასე­ვე ტრა­დი­ცი­უ­ლად, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის სტა­ტუ­სის­თვის იბ­რძო­ლებს „დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა - ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, „ლე­ი­ბო­რის­ტე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ყვე­ლა­ზე ადრე და­ი­წყო და „გირ­ჩის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ვის­კენ გა­და­იხ­რე­ბა სას­წო­რის პინა, ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ირ­კვე­ვა.

ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა უსუ­ფაშ­ვი­ლი­სა და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის კო­ა­ლი­ცია, მე­ო­რე ტუ­რის ალ­ბა­თო­ბა, გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა.

"კა­ტე­გო­რი­უ­ლად იმის თქმა, რომ „ოც­ნე­ბას“ სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტი არ ეყო­ლე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ სხვა გზა არ და­ი­ნა­ხონ და სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტი და­ა­ყე­ნონ. შან­სებს რაც შე­ე­ხე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა იმის მი­ხედ­ვით, და­ა­ყე­ნებს თუ არა კან­დი­დატს. იმი­ტომ, რომ სრულ­ფა­სო­ვა­ნი ღირ­სე­უ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ არ­სე­ბობს.

მე­ო­რე ტუ­რის ალ­ბა­თო­ბა მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი გა­და­წყვეტს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. სხვა შემ­თხვე­ვა­ში სა­ეჭ­ვოა მე­ო­რე ტუ­რის ფორ­მი­რე­ბა. ან პრე­ზი­დენ­ტი ან ვინ­მე კან­დი­და­ტი, რო­მე­ლიც შეძ­ლებს საკ­მა­რი­სი რე­სურ­სე­ბის მო­ძი­ე­ბას იმი­სათ­ვის, რომ გა­ი­მარ­ჯვოს. თუ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ან რო­მე­ლი­მე სხვა ზე­პარ­ტი­უ­ლი კან­დი­და­ტი მი­ი­ღებს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­მო­ბი­ლი­ზა­ციო ხმე­ბის ნა­წილს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­კარ­გავს, ეს კი მე­ო­რე ტუ­რის ალ­ბა­თო­ბას გაზ­რდის“ - უთხრა AMBEBI.GE-ს პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ანა­ლი­ტი­კოს ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის აზ­რი­თაც, გა­მარ­ჯვე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი შან­სი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კან­დი­დატს აქვს, თუმ­ცა ახლა მთა­ვა­რია უსუ­ფაშ­ვი­ლი­სა და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­კი­თხის გარ­კვე­ვა, რო­მელ­მაც მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის და მე­ო­რე ტუ­რის ბედი უნდა გა­და­წყვი­ტოს.

"ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში დიდი ალ­ბა­თო­ბით, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კან­დი­და­ტი გა­ი­მარ­ჯვებს. აქ პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა ერთ რა­მე­ში გა­მოჩ­ნდეს, იქ­ნე­ბა თუ არა მე­ო­რე ტური. ის, რომ მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ექ­ნე­ბა „ოც­ნე­ბას“ გა­მარ­ჯვე­ბა, ამა­ში ეჭვი არ მე­პა­რე­ბა. სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლა რომ გა­მარ­თუ­ლი­ყო, ოპო­ზი­ცი­ას არ უნდა ჰყო­ლო­და მრა­ვა­ლი კან­დი­და­ტი.

ელი­საშ­ვი­ლი და მარ­გვე­ლა­ში­ლი თუ რა­ღა­ცას ფიქ­რო­ბენ, უნდა შე­თან­ხმდნენ ერ­თი­ან გეგ­მა­ზე და ამა­ში სხვა პარ­ტი­ე­ბიც უნდა ჩა­ერ­თონ, რომ­ლებ­საც კან­დი­და­ტი ჯერ არ წა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. ამ არ­ჩევ­ნებ­ში მთა­ვა­რი ფუნ­ქცი­აა მო­ვემ­ზა­დოთ 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის და თუ დღეს­ვე არ ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი რა­ღაც გეგ­მას, მერე აზრი აღარ აქვს. ოპო­ზი­ცია მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრი უნდა გახ­დეს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს ძა­ლე­ბი ცალ-ცალ­კე გა­მოვ­ლენ, მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა იმას, ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი, რო­მელს ექ­ნე­ბა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი მხა­რე არ ექ­ნე­ბათ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და არ­ცერთ უბან­ზე არ ეყო­ლე­ბათ კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი ან მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ხმე­ბის დათ­ვლას, ჩათ­ვა­ლეთ რომ წა­გე­ბუ­ლი აქვთ არ­ჩევ­ნე­ბი" - გვი­თხრა ძა­ბი­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ელი­საშ­ვი­ლი, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, უსუ­ფაშ­ვი­ლი ერთ ელექ­ტო­რატ­ზე მუ­შა­ო­ბენ, ამი­ტომ ცალ-ცალ­კე ყოფ­ნის შემ­თხვე­ვა­ში ხმებს ერ­თმა­ნეთს წა­არ­თმე­ვენ და არ­ჩევ­ნებ­ზე მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის სტა­ტუსს ისევ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და­უთ­მო­ბენ. ანა­ლო­გი­უ­რად ფიქ­რობს პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცინ­ცა­ძეც.

"თუ მარ­თლაც ბო­ლომ­დე მი­ი­ღო „ოც­ნე­ბამ“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­დატს და­უ­ჭი­როს მხა­რი, ზუ­რა­ბიშ­ვილს გა­მარ­ჯვე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს - ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სით და პლი­უს სა­ა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით. მე­ო­რე ად­გილ­ზე გას­ვლას რაღა მნიშ­ნე­ლო­ბა აქვს - ჩვენ ხომ არ ვცხოვ­რობთ ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სულს სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვე­ბი ეხ­სნე­ბა. ეს ხდე­ბა ევ­რო­პა­ში და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში.

მე­ო­რე ტური არა მგო­ნია, იყოს - იქამ­დე მი­ვი­და საქ­მე, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას არ­ჩევ­ნე­ბი აღარ აინ­ტე­რე­სებს. სი­ტყვა სა­ზო­გა­დო­ე­ბას შეგ­ნე­ბუ­ლად აღარ ვხმა­რობ, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გახ­დეს, კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­სე­ბო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­დატს იშ­ვი­ა­თად აქვს შან­სი, შე­სა­ბა­მი­სად ელი­საშ­ვილს ერთი ჰქონ­და მე­რის არ­ჩევ­ნებ­ზე და მორ­ჩა, დამ­თავ­რდა. მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა თუ იყა­რა კენ­ჭი, ზუ­რა­ბიშ­ვილს გა­უ­ჭირ­დე­ბა მას­თან ბრძო­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ტე­ლე­დე­ბა­ტე­ბი თუ შედ­გა. მე მა­გა­ლი­თად ნოლ თეთ­რს არ დავ­დებ­დი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ფსონ­ზე.

ჯა­ფა­რი­ძე და შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი არა­სე­რი­ო­ზუ­ლე­ბი არი­ან. ერ­თა­დერ­თი, შე­იძ­ლე­ბო­და მარ­გვე­ლაშ­ვილს გა­ე­წია ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის წი­ნა­ა­აღ­მდე­გო­ბა და გა­ე­მარ­ჯვა კი­დეც. მაგ­რამ მე მგო­ნი მას ეს აღარ აინ­ტე­რე­სებს.

„ოც­ნე­ბა“ არ და­უშ­ვებს, რომ მის­მა რჩე­ულ­მა წა­ა­გოს. რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ ჩვე­ნი კან­დი­და­ტი არ არის, მაგ­რამ მხარს ვუ­ჭერთ, ეს ალო­გიზ­მია. ე.ი რას აბო­ბენ - ნე­იტ­რა­ლუ­რე­ბი ვართ, მაგ­რამ გვინ­და, რომ ამან გა­ი­მარ­ჯვოს. ეს არის პუ­ტი­ნის პო­ზი­ცია, როცა ამ­ბობ­და, არ ვე­რე­ვი ამე­რი­კის არ­ჩევ­ნებ­ში, მაგ­რამ მირ­ჩევ­ნია ტრამპმა გა­ი­მარ­ჯვო­სო. „ოც­ნე­ბა“ ვერ ხვდე­ბა, რომ პუ­ტი­ნის როლ­ში აღ­მოჩ­ნდა.

უსუ­ფაშ­ვი­ლის და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ტან­დე­მი აქამ­დე უნდა შემ­დგა­რი­ყო. მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად თა­ვა­ზი­ა­ნად გა­ა­ტა­რა ეს შე­თა­ვა­ზე­ბა. რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, რომ მმარ­თვე­ლი ძალა ნარ­მა­ნი­ა­ზე უა­რეს კან­დი­დატს აღარ შე­მოგ­ვთა­ვა­ზებ­და, მაგ­რამ თურ­მე შევ­ცდი - მათ ფან­ტა­ზი­ას სა­ზღვა­რი არ ჰქო­ნია“ - ამ­ბობს ცინ­ცა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ოცნება" ვერ ხვდება, რომ პუტინის როლში აღმოჩნდა" - ვის რა შანსი აქვს საპრეზიდენტო არჩევნებზე?

"ოცნება" ვერ ხვდება, რომ პუტინის როლში აღმოჩნდა" - ვის რა შანსი აქვს საპრეზიდენტო არჩევნებზე?

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება და საარჩევნო მარათონი სტარტს იღებს. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჯერ კიდევ უცნობია, ვის შორის გაიმართება მთავარი ბრძოლა. იმაში, რომ არჩევნებში ამჯერადაც სახელისუფლებო კანდიდატი გაიმარჯვებს, პოლიტოლოგებს ეჭვი არ ეპარებათ. უბრალოდ, რჩება მთავარი ინტრიგა - ვინ გავა მეორე ადგილზე და იქნება თუ არა მეორე ტური.

მმართველი ძალა კანდიდატის დასახელებას არ ჩქარობს. მაგრამ დიდი ალბათობით, "ქართულ ოცნებას" ამ არჩევნებზე საკუთარი ფავორიტი არ ეყოლება და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. ასეთია თავად ბიძინა ივანიშვილის რჩევაც.

ანალიტიკოსების ვარაუდით, მნიშვნელობა არ აქვს „ოცნება“ მხარდაჭერას რომელ კანდიდატს აღუთქვამს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ეს კანდიდატი გაიმარჯვებს.

შეგახსენებთ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თბილისის ერთ-ერთ ოლქში სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ფავორიტი გახლდათ. უფრო მეტიც, ზურაბიშვილის პირველივე ტურში გამარჯვებაში დეპუტატი ეკა ბესელია უკვე დარწმუნებულია.

რაც შეეხება ოპოზიციას, 10 ოპოზიციური პარტიის მცდელობამ, როგორც ჩანს, ჩანასახშივე განიცადა კრახი. ანალიტიკოსების აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს გრიგოლ ვაშაძეს არ აქვს იმხელა რეიტინგი, რომ სახელისუფლებო კანდიდატს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს. სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებით თუ ვიმსჯელებთ, ვაშაძეზე მაღალი რეიტინგი "ევროპული საქართველოს" კანდიდატს დავით ბაქრაძეს აქვს, რომელიც საარჩევნო მარათონში უკვე ჩაერთო. მაგრამ ბაქრაძის მცდელობაც ამაო აღმოჩნდება, თუ საბოლოოდ გაირკვევა უსუფაშვილისა და მარგველაშვილის ტანდემის ბედი.

როგორც ცნობილია, უსუფაშვილის მიმართვის შემდეგ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. თუმცა, მოხდება თუ არა მათი გაერთიანება და ვინ იქნება მათი საპრეზიდენტო კანდიდატი, უცნობია. თავად უსუფაშვილი მზადაა ყოფილ თანაგუნდელებს ოპოზიციონერის რანგში კიდევ ერთხელ შეებრძოლოს, თუმცა ამჯერად მარგველაშვილის დახმარების იმედი აქვს. შეხვედრის დეტალებს ორივე მხარე ასაიდუმლოებს, თუმცა უსუფაშვილი ზომიერად ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი აქვს მარგველაშვილი საბოლოო გადაწყვეტილებას დროულად მიიღებს.

აქვე საგულისხმოა თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილიც, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავს. როგორც მან აღნიშნა, აქტიურად ფიქრობს იმაზე, რომ კანდიდატურა დააყენოს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მისივე თქმით, საჯაროდ არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დაუჭერდა მხარს, თუმცა ამის სურვილი მას შემდეგ გაუქრა, რაც პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, "ქართული ოცნების" კანდიდატი წარადგინა.

ასევე ტრადიციულად, ქვეყნის პირველი პირის სტატუსისთვის იბრძოლებს „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ლეიბორისტების“ ხელმძღვანელი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანია ყველაზე ადრე დაიწყო და „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე. თითოეული მათგანი გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა საბოლოოდ ვისკენ გადაიხრება სასწორის პინა, ოქტომბერში გაირკვევა.

ანალიტიკოსების აზრით, იმ შემთხვევაში თუ ჩამოყალიბდება უსუფაშვილისა და მარგველაშვილის კოალიცია, მეორე ტურის ალბათობა, გარდაუვალი იქნება.

"კატეგორიულად იმის თქმა, რომ „ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, არ შეიძლება. არ გამოვრიცხავ, რომ სხვა გზა არ დაინახონ და საკუთარი კანდიდატი დააყენონ. შანსებს რაც შეეხება, ხელისუფლებას აქვს სერიოზული უპირატესობა იმის მიხედვით, დააყენებს თუ არა კანდიდატს. იმიტომ, რომ სრულფასოვანი ღირსეული ალტერნატივა არ არსებობს.

მეორე ტურის ალბათობა მაღალი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პრეზიდენტი გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას. სხვა შემთხვევაში საეჭვოა მეორე ტურის ფორმირება. ან პრეზიდენტი ან ვინმე კანდიდატი, რომელიც შეძლებს საკმარისი რესურსების მოძიებას იმისათვის, რომ გაიმარჯვოს. თუ მარგველაშვილი ან რომელიმე სხვა ზეპარტიული კანდიდატი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ამ შემთხვევაში სამობილიზაციო ხმების ნაწილს ხელისუფლება დაკარგავს, ეს კი მეორე ტურის ალბათობას გაზრდის“ - უთხრა AMBEBI.GE-ს პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრითაც, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი სახელისუფლებო კანდიდატს აქვს, თუმცა ახლა მთავარია უსუფაშვილისა და მარგველაშვილის საკითხის გარკვევა, რომელმაც მთავარი ოპოზიციური ძალის და მეორე ტურის ბედი უნდა გადაწყვიტოს.

"ნებისმიერ შემთხვევაში დიდი ალბათობით, სახელისუფლებო კანდიდატი გაიმარჯვებს. აქ პრობლემა შეიძლება ერთ რამეში გამოჩნდეს, იქნება თუ არა მეორე ტური. ის, რომ მაღალი ალბათობით გარანტირებული ექნება „ოცნებას“ გამარჯვება, ამაში ეჭვი არ მეპარება. სერიოზული ბრძოლა რომ გამართულიყო, ოპოზიციას არ უნდა ჰყოლოდა მრავალი კანდიდატი.

ელისაშვილი და მარგველაშილი თუ რაღაცას ფიქრობენ, უნდა შეთანხმდნენ ერთიან გეგმაზე და ამაში სხვა პარტიებიც უნდა ჩაერთონ, რომლებსაც კანდიდატი ჯერ არ წამოუყენებიათ. ამ არჩევნებში მთავარი ფუნქციაა მოვემზადოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და თუ დღესვე არ ჩაეყარა საფუძველი რაღაც გეგმას, მერე აზრი აღარ აქვს. ოპოზიცია მიზიდულობის ცენტრი უნდა გახდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ძალები ცალ-ცალკე გამოვლენ, მნიშვნელობა ექნება იმას, ორგანიზაციული სტრუქტურები, რომელს ექნება მოწესრიგებული. თუ ორგანიზაციული მხარე არ ექნებათ მოწესრიგებული და არცერთ უბანზე არ ეყოლებათ კომისიის წევრები ან მხარდამჭერები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმების დათვლას, ჩათვალეთ რომ წაგებული აქვთ არჩევნები" - გვითხრა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ელისაშვილი, მარგველაშვილი, უსუფაშვილი ერთ ელექტორატზე მუშაობენ, ამიტომ ცალ-ცალკე ყოფნის შემთხვევაში ხმებს ერთმანეთს წაართმევენ და არჩევნებზე მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუთმობენ. ანალოგიურად ფიქრობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც.

"თუ მართლაც ბოლომდე მიიღო „ოცნებამ“ გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, ზურაბიშვილს გამარჯვება გარანტირებული აქვს - ადმინისტრაციული რესურსით და პლიუს სააარჩევნო კანონმდებლობით. მეორე ადგილზე გასვლას რაღა მნიშნელობა აქვს - ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მეორე ადგილზე გასულს სამომავლო პერსპექტივები ეხსნება. ეს ხდება ევროპაში და შეერთებულ შტატებში.

მეორე ტური არა მგონია, იყოს - იქამდე მივიდა საქმე, რომ მოსახლეობას არჩევნები აღარ აინტერესებს. სიტყვა საზოგადოებას შეგნებულად აღარ ვხმარობ, რადგან ქვეყანაში, სადაც შეიძლება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდეს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საზოგადოების არსებობა.

საქართველოში დამოუკიდებელ კანდიდატს იშვიათად აქვს შანსი, შესაბამისად ელისაშვილს ერთი ჰქონდა მერის არჩევნებზე და მორჩა, დამთავრდა. მარგველაშვილმა თუ იყარა კენჭი, ზურაბიშვილს გაუჭირდება მასთან ბრძოლა, განსაკუთრებით კი ტელედებატები თუ შედგა. მე მაგალითად ნოლ თეთრს არ დავდებდი ზურაბიშვილის ფსონზე.

ჯაფარიძე და შალვა ნათელაშვილი არასერიოზულები არიან. ერთადერთი, შეიძლებოდა მარგველაშვილს გაეწია ზურაბიშვილისთვის წინაააღმდეგობა და გაემარჯვა კიდეც. მაგრამ მე მგონი მას ეს აღარ აინტერესებს.

„ოცნება“ არ დაუშვებს, რომ მისმა რჩეულმა წააგოს. როდესაც ამბობენ, რომ ჩვენი კანდიდატი არ არის, მაგრამ მხარს ვუჭერთ, ეს ალოგიზმია. ე.ი რას აბობენ - ნეიტრალურები ვართ, მაგრამ გვინდა, რომ ამან გაიმარჯვოს. ეს არის პუტინის პოზიცია, როცა ამბობდა, არ ვერევი ამერიკის არჩევნებში, მაგრამ მირჩევნია ტრამპმა გაიმარჯვოსო. „ოცნება“ ვერ ხვდება, რომ პუტინის როლში აღმოჩნდა.

უსუფაშვილის და მარგველაშვილის ტანდემი აქამდე უნდა შემდგარიყო. მარგველაშვილმა დიპლომატიურად თავაზიანად გაატარა ეს შეთავაზება. რატომღაც მეგონა, რომ მმართველი ძალა ნარმანიაზე უარეს კანდიდატს აღარ შემოგვთავაზებდა, მაგრამ თურმე შევცდი - მათ ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონია“ - ამბობს ცინცაძე.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები