პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი თვალით ვნახე, როგორ წაეკიდა დედა-შვილს ცეცხლი" - ქართველი ემიგრანტები საბერძნეთის მასშტაბურ ხანძარს აღწერენ
"ჩემი თვალით ვნახე, როგორ წაეკიდა დედა-შვილს ცეცხლი" - ქართველი ემიგრანტები საბერძნეთის მასშტაბურ ხანძარს აღწერენ

"ტე­ლე­ვი­ზორ­სა და ინ­ტერ­ნეტს ვერ ვწყდე­ბი - ყო­ველ წუთს გად­მოს­ცე­მენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სა­ნუ­გე­შო ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რია... ათე­ნის გარ­შე­მო, სამი მხრი­დან ხან­ძრის მას­შტა­ბუ­რი კე­რე­ბი არ ცხრე­ბა... მე კატ­ში ვცხოვ­რობ და მხო­ლოდ ამ ქა­ლაქ­ში, 5 ლო­კა­ლუ­რი ხან­ძა­რი მძვინ­ვა­რებს, ვერ აქ­რო­ბენ. ქუ­ჩე­ბი, სახ­ლის სა­ხუ­რა­ვე­ბი, აივ­ნე­ბი, ეზო­ე­ბი ფერ­ფლით არის სავ­სე... გარ­შე­მო შავი კვამ­ლია და ხალ­ხი ვერ ხვდე­ბა საით გა­იქ­ცეს" - ჰყვე­ბა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, ვან­და ვირ­სა­ლა­ძე, რომ­ლის თქმი­თაც, მთე­ლი ქა­ლა­ქი სა­ხან­ძრო მან­ქა­ნე­ბით არის სავ­სე, მაგ­რამ ქარი ძლი­ერ­დე­ბა...

კი­დევ ერთი ემიგ­რან­ტის თქმით, ხან­ძა­რი მძვი­ნა­რებს კი­ნე­ტა­შიც, სა­დაც ზღვის მთელ სა­ნა­პი­რო­ზე წიწ­ვნა­რია გა­შე­ნე­ბუ­ლი და ხე­ი­ვანს ცე­ცხლი ერ­თი­ა­ნად ეკი­დე­ბა.

"ტყი­დან ყვე­ლა­ფერ­ზე, გარ­შე­მო არ­სე­ბულ ინსფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე ვრცელ­დე­ბა. ხალ­ხი ზღვა­ში შეც­ვივ­და, მაგ­რამ ისე­თი ძლი­ე­რი ცე­ცხლი იყო, ზურ­გე­ბი დაგ­ვეწ­ვაო, ჰყვე­ბოდ­ნენ... დი­ლით რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მან­ქა­ნა იყო დამ­წვა­რი, შემ­დეგ ალ­ბათ უა­რე­სი ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბო­და... მე დავ­ტო­ვე ქა­ლა­ქი, თუმ­ცა, ახლა სა­დაც ვარ, იქაც არ მგო­ნია უსაფრ­თხოდ ვიყო, რად­გან სა­ში­ნე­ლი ქა­რია," - ამ­ბობს იუ­ლია შამ­რაი.

ემიგ­რან­ტე­ბის თქმით, 50 კი­ლო­მეტრზე მეტი იყო იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც ხან­ძა­რი გაჩ­ნდა და ცე­ცხლმა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ფა­რა ეს მან­ძი­ლი... ხალ­ხი პა­ნი­კა­შია, კი­ნე­ტა სა­კუ­რორ­ტო ქა­ლა­ქია და ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ზა­რალ­და. ცე­ცხლი არ ცხრე­ბა რა­ფი­ნას­თან, მა­ტი­სა და პი­კერ­მის­თან ახ­ლოს - ძა­ლი­ან დი­დია და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე, ხან­ძა­რია მა­რა­თო­ნა­სა და პენ­დე­ლის მთის ფერ­დო­ბებ­ზეც, მათ­გან კი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი შორს არ არის.

ნინი მა­ი­სუ­რა­ძე, სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტი:

- მა­რა­თონ­ში ვცხოვ­რობ. გუ­შინ მა­ტი­ში ვი­ყა­ვი, იმ ად­გი­ლას სა­ი­და­ნაც და­ი­წყო ცე­ცხლი, იქა­უ­რო­ბა უკვე აღარ არ­სე­ბობს... სა­დაც ვმუ­შა­ობ იმ ად­გი­ლის­კენ მივ­დი­ო­დი, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ამ ჩა­მი­ა­რა და გა­მაფრ­თხი­ლა - იქეთ არ წახ­ვი­დე, ცე­ცხლი­აო. ვხე­დავ­დი ცე­ცხლს, მაგ­რამ არ მე­გო­ნა, თუ ისე სწრა­ფად მო­მი­ახ­ლოვ­დე­ბო­და. მე კი არა, იქ მცხოვ­რებ­ლებ­საც არ ეგო­ნათ - მშვი­დად იდ­გენ და თა­ვი­ანთ ბა­ღებ­ში ხე­ხილს რწყავ­დნენ, რომ სველ ხე­ებს ცე­ცხლი არ მოს­დე­ბო­დათ... სა­ცხო­ბის­კენ ვა­პი­რებ­დი ჩას­ვლას და უცებ მოვტრი­ალ­დი თუ არა, და­ვი­ნა­ხე რამ­დე­ნი­მე მეტრში აღ­მარ­თუ­ლი ცე­ცხლი, რო­მე­ლიც უკან მომ­ყვე­ბო­და... გა­ვი­ქე­ცი, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი საით წავ­სუ­ლი­ყა­ვი, აქ ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვარ და გარ­და ამი­სა, ბნე­ლო­და. ცე­ცხლი, წა­მებ­ში ისე მო­მი­ახ­ლოვ­და, რომ სიმ­ხურ­ვა­ლეს ზურ­გზე უკვე ვგრძნობ­დი.

შუ­ქიც არ იყო, სა­დე­ნე­ბი და­იწ­ვა და შავ კვამლში გზას ვე­ღარ ვიკ­ვლევ­დი... წი­ვილ-კი­ვი­ლი და ბავ­შვე­ბის ტი­რი­ლი გა­ვი­გე და მივ­ხვდი, რომ სა­ნა­პი­როს­კენ მივ­დი­ო­დი. მა­ტის გა­ყო­ლე­ბა­ზე, ზღვის ნა­პირ­ზე 400-ზე მეტი ბავ­შვი იყო და ად­გი­ლიც არ იყო... ჩემი თვა­ლით ვნა­ხე, რო­გორ წა­ე­კი­და დედა-შვილს ცე­ცხლი. ახ­ლაც ცუ­დად ვხდე­ბი, რომ მახ­სენ­დე­ბა, ბავ­შვი ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნე - ჩემს თვალ­წინ და­იწ­ვა.

რო­გორც ჩანს, შემ­დეგ მეც გა­ვი­თი­შე, ძლი­ე­რი კვამ­ლის გამო და ღა­მის 3 სა­ათ­ზე მი­პო­ვა ვი­ღა­ცამ... გონს უკვე სას­წრა­ფო­ში მო­ვე­დი. გზე­ბი ჩა­ხერ­გი­ლი იყო და ძლივს იკ­ვლევ­დნენ გზას... მერე მი­თხრეს, რომ 2-წუ­თი­ან­მა წვი­მამ გა­და­მარ­ჩი­ნა, თო­რემ ახლა ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი. ახლა მა­რა­თონ­ში ვარ, "ადიო ან­დრი­ას" სა­ხე­ლო­ბის სა­ბავ­შვო ბა­ნაკ­ში. შო­კი­დან ჯერ კი­დევ ვერ გა­მოვ­სულ­ვარ და არც ვიცი, ოდეს­მე გა­მო­ვალ თუ არა."

თეა ჭან­ტუ­რია, სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტი:

- ათე­ნის მიმ­დე­ბა­რედ, მთე­ლი ღამე ხან­ძა­რი იყო... მთე­ლი ღამე დარ­ბოდ­ნენ სას­წრა­ფო­სა და სა­ძან­ძროს მან­ქა­ნე­ბი, და­კარ­გულ ადა­მი­ა­ნებს, მათ შო­რის მაშ­ველ-მე­ხან­ძრე­ებს ეძებ­დნენ. ახლა სა­ბერ­ძნეთ­ში ტუ­რის­ტე­ბის ბუ­მია და ამ ჯო­ჯო­ხეთ­ში რა გა­დარ­ჩე­ბა და რა არა - არ ვიცი... ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ისე­თი ძლი­ე­რი ქა­რია, ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ხე მო­თხა­რა და შე­ნო­ბა­ზე და­ე­ცა. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის გამო, გზე­ბი ჩა­ხერ­გი­ლია და ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­შვი­დო­ბოს გას­ვლას წვა­ლე­ბით ცდი­ლო­ბენ... ეს ყვე­ლა­ფე­რი დი­ლით ხდე­ბო­და, შემ­დეგ სა­ხან­ძრომ ქა­ლა­ქის ერთ-ერთ გა­სას­ვლელ­ში ხან­ძა­რი ჩა­აქ­რო და გავ­ლა მო­ვა­ხერ­ხეთ, მაგ­რამ ასე მე­გო­ნა იქაც და შემ­დეგ, გზა­დაგ­ზა სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მს ვუ­ყუ­რებ­დი...

დათო კირ­თა­ძე, სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტი:

- აქ ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ღუ­პულ­თა უმე­ტე­სო­ბა ტუ­რის­ტია, მათ შო­რის, 20-მდე ბავ­შვი. 250-ზე მეტს მძი­მე დამ­წვრო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი... ხალ­ხი ზღვა­შია შე­სუ­ლი და ში­შით უკან ვე­ღარ გა­მო­დი­ან. ტუ­რის­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა, ახ­ლო­მახ­ლო სას­ტუმ­რო­ებ­სა და ჰოს­ტე­ლებ­ში იყ­ვნენ გან­თავ­სე­ბუ­ლი, არა­და, გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი ფერ­ფლად იქცა. ბევ­რი მათ­გა­ნი მხო­ლოდ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბის ამა­რა დარ­ჩა, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან - მთა­ვა­რია, გა­დავ­რჩი­თო... აქ ქა­ლა­ქებს გარ­შე­მო ტყე­ე­ბის კა­რავს და ის ტყე­ე­ბი იწ­ვის სწო­რედ, ცე­ცხლი შემ­დეგ და­სახ­ლე­ბულ პუქნტებ­ზე ვრცელ­დე­ბა... ემიგ­რან­ტე­ბი ვცდი­ლობთ ერ­თმა­ნეთს და­ვუ­კავ­შირ­დეთ და ერ­თმა­ნე­თის შე­სა­ხებ გა­ვი­გოთ.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ბერ­ძნეთ­ში, ათენ­თან ახ­ლოს ტყე­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს 60-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. სა­ბერ­ძნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ რა­ი­ო­ნებ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ალექ­სის ციპ­რა­სის გან­ცხა­დე­ბით, ტყე­ებ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ვე­ღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ცე­ცხლს 1000-ზე მეტი მე­ხან­ძრე და სა­მას­ზე მეტი სა­ხან­ძრო ავ­ტო­მან­ქა­ნა ებ­რძვის, თუმ­ცა, ვი­თა­რე­ბას ძლი­ე­რი ქარი არ­თუ­ლებს. სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბამ დახ­მა­რე­ბის­თვის ევ­რო­კავ­შირს მი­მარ­თა. მზად­ყოფ­ნა უკვე გა­მოთ­ქვეს ეს­პა­ნეთ­მა და კვიპ­როს­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ჩემი თვალით ვნახე, როგორ წაეკიდა დედა-შვილს ცეცხლი" - ქართველი ემიგრანტები საბერძნეთის მასშტაბურ ხანძარს აღწერენ

"ჩემი თვალით ვნახე, როგორ წაეკიდა დედა-შვილს ცეცხლი" - ქართველი ემიგრანტები საბერძნეთის მასშტაბურ ხანძარს აღწერენ

"ტელევიზორსა და ინტერნეტს ვერ ვწყდები - ყოველ წუთს გადმოსცემენ ინფორმაციას, სანუგეშო ჯერჯერობით არაფერია... ათენის გარშემო, სამი მხრიდან ხანძრის მასშტაბური კერები არ ცხრება... მე კატში ვცხოვრობ და მხოლოდ ამ ქალაქში, 5 ლოკალური ხანძარი მძვინვარებს, ვერ აქრობენ. ქუჩები, სახლის სახურავები, აივნები, ეზოები ფერფლით არის სავსე... გარშემო შავი კვამლია და ხალხი ვერ ხვდება საით გაიქცეს" - ჰყვება ჩვენთან საუბარში საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ვანდა ვირსალაძე, რომლის თქმითაც, მთელი ქალაქი სახანძრო მანქანებით არის სავსე, მაგრამ ქარი ძლიერდება...

კიდევ ერთი ემიგრანტის თქმით, ხანძარი მძვინარებს კინეტაშიც, სადაც ზღვის მთელ სანაპიროზე წიწვნარია გაშენებული და ხეივანს ცეცხლი ერთიანად ეკიდება.

"ტყიდან ყველაფერზე, გარშემო არსებულ ინსფრასტრუქტურაზე ვრცელდება. ხალხი ზღვაში შეცვივდა, მაგრამ ისეთი ძლიერი ცეცხლი იყო, ზურგები დაგვეწვაო, ჰყვებოდნენ... დილით რამდენიმე ათეული მანქანა იყო დამწვარი, შემდეგ ალბათ უარესი ვითარება იქნებოდა... მე დავტოვე ქალაქი, თუმცა, ახლა სადაც ვარ, იქაც არ მგონია უსაფრთხოდ ვიყო, რადგან საშინელი ქარია," - ამბობს იულია შამრაი.

ემიგრანტების თქმით, 50 კილომეტრზე მეტი იყო იმ ადგილიდან, სადაც ხანძარი გაჩნდა და ცეცხლმა რამდენიმე საათში დაფარა ეს მანძილი... ხალხი პანიკაშია, კინეტა საკურორტო ქალაქია და ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა. ცეცხლი არ ცხრება რაფინასთან, მატისა და პიკერმისთან ახლოს - ძალიან დიდია დასახლებულ პუნქტებში გავრცელების საფრთხე, ხანძარია მარათონასა და პენდელის მთის ფერდობებზეც, მათგან კი დასახლებული პუნქტები შორს არ არის.

ნინი მაისურაძე, საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი:

- მარათონში ვცხოვრობ. გუშინ მატიში ვიყავი, იმ ადგილას საიდანაც დაიწყო ცეცხლი, იქაურობა უკვე აღარ არსებობს... სადაც ვმუშაობ იმ ადგილისკენ მივდიოდი, როდესაც პოლიციამ ჩამიარა და გამაფრთხილა - იქეთ არ წახვიდე, ცეცხლიაო. ვხედავდი ცეცხლს, მაგრამ არ მეგონა, თუ ისე სწრაფად მომიახლოვდებოდა. მე კი არა, იქ მცხოვრებლებსაც არ ეგონათ - მშვიდად იდგენ და თავიანთ ბაღებში ხეხილს რწყავდნენ, რომ სველ ხეებს ცეცხლი არ მოსდებოდათ... საცხობისკენ ვაპირებდი ჩასვლას და უცებ მოვტრიალდი თუ არა, დავინახე რამდენიმე მეტრში აღმართული ცეცხლი, რომელიც უკან მომყვებოდა... გავიქეცი, მაგრამ არ ვიცოდი საით წავსულიყავი, აქ ახალი ჩამოსული ვარ და გარდა ამისა, ბნელოდა. ცეცხლი, წამებში ისე მომიახლოვდა, რომ სიმხურვალეს ზურგზე უკვე ვგრძნობდი.

შუქიც არ იყო, სადენები დაიწვა და შავ კვამლში გზას ვეღარ ვიკვლევდი... წივილ-კივილი და ბავშვების ტირილი გავიგე და მივხვდი, რომ სანაპიროსკენ მივდიოდი. მატის გაყოლებაზე, ზღვის ნაპირზე 400-ზე მეტი ბავშვი იყო და ადგილიც არ იყო... ჩემი თვალით ვნახე, როგორ წაეკიდა დედა-შვილს ცეცხლი. ახლაც ცუდად ვხდები, რომ მახსენდება, ბავშვი ვერ გადავარჩინე - ჩემს თვალწინ დაიწვა.

როგორც ჩანს, შემდეგ მეც გავითიშე, ძლიერი კვამლის გამო და ღამის 3 საათზე მიპოვა ვიღაცამ... გონს უკვე სასწრაფოში მოვედი. გზები ჩახერგილი იყო და ძლივს იკვლევდნენ გზას... მერე მითხრეს, რომ 2-წუთიანმა წვიმამ გადამარჩინა, თორემ ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი. ახლა მარათონში ვარ, "ადიო ანდრიას" სახელობის საბავშვო ბანაკში. შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ და არც ვიცი, ოდესმე გამოვალ თუ არა."

თეა ჭანტურია, საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი:

- ათენის მიმდებარედ, მთელი ღამე ხანძარი იყო... მთელი ღამე დარბოდნენ სასწრაფოსა და საძანძროს მანქანები, დაკარგულ ადამიანებს, მათ შორის მაშველ-მეხანძრეებს ეძებდნენ. ახლა საბერძნეთში ტურისტების ბუმია და ამ ჯოჯოხეთში რა გადარჩება და რა არა - არ ვიცი... ყველაფერთან ერთად ისეთი ძლიერი ქარია, ცეცხლმოკიდებული ხე მოთხარა და შენობაზე დაეცა. ასეთი შემთხვევების გამო, გზები ჩახერგილია და ადამიანები სამშვიდობოს გასვლას წვალებით ცდილობენ... ეს ყველაფერი დილით ხდებოდა, შემდეგ სახანძრომ ქალაქის ერთ-ერთ გასასვლელში ხანძარი ჩააქრო და გავლა მოვახერხეთ, მაგრამ ასე მეგონა იქაც და შემდეგ, გზადაგზა საშინელებათა ფილმს ვუყურებდი...

დათო კირთაძე, საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტი:

- აქ ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულთა უმეტესობა ტურისტია, მათ შორის, 20-მდე ბავშვი. 250-ზე მეტს მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული... ხალხი ზღვაშია შესული და შიშით უკან ვეღარ გამოდიან. ტურისტების უმეტესობა, ახლომახლო სასტუმროებსა და ჰოსტელებში იყვნენ განთავსებული, არადა, გარშემო ყველაფერი ფერფლად იქცა. ბევრი მათგანი მხოლოდ საცურაო კოსტიუმების ამარა დარჩა, მაგრამ ბედნიერები არიან - მთავარია, გადავრჩითო... აქ ქალაქებს გარშემო ტყეების კარავს და ის ტყეები იწვის სწორედ, ცეცხლი შემდეგ დასახლებულ პუქნტებზე ვრცელდება... ემიგრანტები ვცდილობთ ერთმანეთს დავუკავშირდეთ და ერთმანეთის შესახებ გავიგოთ.

ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში, ათენთან ახლოს ტყეში გაჩენილ ხანძარს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საბერძნეთის ხელისუფლებამ ამ რაიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის განცხადებით, ტყეებში გაჩენილი ხანძრით გამოწვეული სიტუაცია კონტროლს ვეღარ ექვემდებარება.

მისივე ცნობით, ცეცხლს 1000-ზე მეტი მეხანძრე და სამასზე მეტი სახანძრო ავტომანქანა ებრძვის, თუმცა, ვითარებას ძლიერი ქარი ართულებს. საბერძნეთის მთავრობამ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა. მზადყოფნა უკვე გამოთქვეს ესპანეთმა და კვიპროსმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ