პოლიტიკა
საზოგადოება

25

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 08:16-ზე, მთვარე თხის რქას ესტუმრება 17:38-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მარაგდებოდა თბილისი წყლით, ვის ებარა ეს საქმე და რა წყალს სვამდნენ ადგილობრივები საუკუნეების წინ?
როგორ მარაგდებოდა თბილისი წყლით, ვის ებარა ეს საქმე და რა წყალს სვამდნენ ადგილობრივები საუკუნეების წინ?

რო­გორ მა­რაგ­დე­ბო­და თბი­ლი­სი წყლით, ვის ება­რა ეს საქ­მე, რა წყალს სვამ­დნენ თბი­ლი­სე­ლე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ - დღეს ამ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ მო­ვუყ­ვე­ბით AMBEBI.GE-ს მკი­თხველს.

"სამ­კურ­ნა­ლო-გო­გირ­დო­ვა­ნი წყლე­ბით მდი­და­რი თბი­ლი­სი სას­მე­ლი წყლით ოდით­გან­ვე ღა­რი­ბი იყო. ჭე­ბის სიმ­ლა­ში­სა და წყა­რო­ე­ბის სიმ­ცი­რის გამო, თბი­ლი­სე­ლე­ბი სას­მე­ლად მტკვრის წყალს იყე­ნებ­დნენ, - გვე­უბ­ნე­ბა ეთ­ნო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი და გა­ნაგ­რძობს - 1800 წლის გეგ­მა­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბია გვი­რა­ბი, რო­მე­ლიც ცი­ხი­დან მტკვრის­კენ გა­დი­ო­და და იქ მტკვრი­დან წყლის მო­სა­ტა­ნად ყო­ფი­ლა გან­კუთ­ვნი­ლი.

მე­ო­რე ასე­თი გვი­რა­ბი იმა­ვე ად­გი­ლი­დან წავ­კი­სის წყლის­კე­ნაც მი­დი­ო­და. წყა­რო­ე­ბი ქა­ლა­ქის ცენ­ტრი­დან შორს ყო­ფი­ლა - სო­ლო­ლა­კის ქედ­სა და მთაწ­მინ­დის კალ­თებ­ზე, მაგ­რამ თი­ხის მი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მა­ინც ხერ­ხდე­ბო­და წყლის შე­მოყ­ვა­ნა. ასე­თი მი­ლე­ბი გა­თხრე­ბის დროს რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას არის ნა­პოვ­ნი".

ქა­ლა­ქის გა­რე­უბ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წყალ­სა­დე­ნის აუ­ზე­ბის არ­სე­ბო­ბაც მრავ­ლად დას­ტურ­დე­ბა. ავ­ლაბ­რის ბა­ღე­ბის აუ­ზებ­ში წყა­ლი მა­ხ­ა­თას წყა­რო­ე­ბი­დან მი­ლე­ბით მო­დი­ო­და. ნა­რი­ყა­ლა­ზე 5 კი­ლო­მეტ­რით და­შო­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი­დან - ოქ­რო­ყა­ნის მი­და­მო­ე­ბი­დან თი­ხის მი­ლე­ბით შე­მოჰ­ყავ­დათ. ამ წყალ­სა­დე­ნით თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლიც მა­რაგ­დე­ბო­და. ნა­რი­ყა­ლას ციხე-სი­მაგ­რე­ში აუ­ზე­ბიც ჰქო­ნი­ათ და შიგ თევ­ზი ჰყო­ლი­ათ მო­შე­ნე­ბუ­ლი.

ეს წყალ­სა­დე­ნი იქი­დან ქა­ლაქ­შიც ჩა­მო­დი­ო­და და მის წყალს შად­რევ­ნე­ბის­თვის იყე­ნებ­დნენ. შად­რევ­ნი­დან ამო­ხეთ­ქილ წყალს აუ­ზებ­ში აგ­რო­ვებ­დნენ და ბა­ღე­ბის მო­სარ­წყა­ვად ხმა­რობ­დნენ. ძვე­ლი თბი­ლი­სის გა­რე­უბ­ნებ­ში - ღირ­სი­ჭა­ლის, ორ­თა­ჭა­ლის, კრწა­ნი­სის, დი­დუ­ბის, სე­ი­და­ბა­დის, სო­ლო­ლა­კის, ვე­რი­სა და სა­ბურ­თა­ლოს მი­და­მო­ებ­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბა­ღე­ბი იყო, რომ­ლე­ბიც ირ­წყვე­ბო­და. ვე­რი­დან წყნე­თამ­დეც გრძელ­დე­ბო­და სა­უ­კე­თე­სო ბა­ღე­ბი, რომ­ლე­ბიც მდი­ნა­რე ვე­რი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლი არ­ხით ირ­წყვე­ბო­და. იმა­ვე არ­ხით სა­ბურ­თა­ლოს ველ­საც რწყავ­დნენ.

ნარ­გავ-ნა­თე­სე­ბის მო­სარ­წყა­ვად ძველ თბი­ლის­ში გო­გირ­დო­ვან ცხელ წყალ­საც იყე­ნებ­დნენ, ოღონდ, გა­ცი­ე­ბულს. გო­გირ­დო­ვა­ნი წყლის დიდი აუზი ყო­ფი­ლა მო­წყო­ბი­ლი ისან­ში, "არა­მი­ან­ცის" სა­ა­ვად­მყო­ფოს ტე­რი­ტო­რი­ის ეზოს მახ­ლობ­ლად, წი­ნან­დლის ქუ­ჩას­თან. აუ­ზამ­დე სამი მეტ­რი სიღ­რმის გვი­რა­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მოყ­ვა­ნი­ლი იყო მი­ნე­რა­ლუ­რი ცხე­ლი წყა­ლი. იმ აუ­ზი­დან, იქ დაგ­რო­ვი­ლი წყა­ლი, მი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ბა­ღებ­ში შეჰ­ყავ­დათ, სა­დაც ორი ოთხკუ­თხა აუზი იყო მო­წყო­ბი­ლი. აუ­ზებ­ში დაგ­რო­ვი­ლი ცხე­ლი წყა­ლი გრილ­დე­ბო­და და იმ წყალს ბაღ-ბოსტნის მო­სარ­წყა­ვად იყე­ნებ­დნენ.

თბი­ლი­სის ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი ეკა­ვა წყლის მიმ­წო­დე­ბელს, დამ­ტა­რე­ბელს - მე­თუ­ლუხ­ჩეს, წყლის დე­ფი­ცი­ტი თბი­ლი­სის მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის ნამ­დვი­ლი უბე­დუ­რე­ბა იყო. ამ პრობ­ლე­მას, გარ­კე­ულ­წი­ლად, თუ­ლუხ­ჩე­ბი წყვეტ­დნენ, რომ­ლე­ბიც მო­ქალ­ქე­ე­ბის­თვის წყალს მტკვრი­დან ეზი­დე­ბოდ­ნენ. მტკვრის წყა­ლი და­სა­ლე­ვად გემ­რი­ე­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო ყო­ფი­ლა. ყვე­ლა­ზე სუფ­თა კი შე­მოდ­გო­მა­სა და ზამ­თარ­ში იყო. ქა­ლა­ქის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მტკვარ­ზე 12 ად­გი­ლი ჰქონ­და გა­მო­ყო­ფი­ლი, სა­ი­და­ნაც წყლის აღე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და. მე­თუ­ლუხ­ჩე­ე­ბი წყალს ტყა­ვის დიდ ტი­კებ­ში, თუ­ლუხ­ჩებ­ში ას­ხამ­დნენ. სავ­სე თუ­ლუხ­ჩებს ისი­ნი ცხე­ნებ­სა და სა­ხედ­რებს აჰ­კი­დებ­დნენ, კლი­ენ­ტე­ბის­კენ მი­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ.

თუ­ლუხჩს ზე­მო­დან ფარ­თო ნახ­ვრე­ტი ჰქონ­და და წყა­ლი პირ­და­პირ მდი­ნა­რი­დან ის­ხმე­ბო­და. ქვე­ვი­დან, წვრი­ლი ნახ­ვრე­ტი­დან, წყალს კას­რებ­ში ას­ხმად­ნენ. წო­ნას­წო­რო­ბის­თვის თუ­ლუხ­ჩი ხან ერთი მხრი­დან ჩა­მო­ას­ხამ­და წყალს, ხან - მე­ო­რე. მო­ტა­ნის­თვის შა­ურს (დღეს 5 თეთ­რი. - ავტ.) იღებ­და. ნაღ­დად კი არა: მზა­რე­უ­ლი გა­მო­ი­ტან­და ჯოხს, რო­მელ­ზეც თუ­ლუხ­ჩი გა­ა­კე­თებ­და ნაჭ­დევს. როცა 20 ნაჭ­დე­ვი შეგ­როვ­დე­ბო­და, მი­ი­ღებ­და მა­ნეთს. ეს ცნო­ბა და­ცუ­ლია "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზეთ­ში" (1891 წელი, #5).

ზო­გი­ერთ წყლის დამ­ტა­რე­ბელს წყა­ლი კო­კე­ბით და კას­რე­ბი­თაც დაჰ­ქონ­და. 1880-იან წლე­ბამ­დე წყლის ფასი ძი­რი­თა­დად გა­ნი­სა­ზღვრე­ბო­და მტკვრი­დან არ­სე­ბუ­ლი მან­ძი­ლით. შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე­თათ­ვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყოს მდი­ნა­რის წყლის და­ლე­ვა, მაგ­რამ მდი­ნა­რის წყალს სხვა­გა­ნაც სვამ­დნენ. მა­შინ­დე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი მდი­ნა­რეს უფრთხილ­დე­ბოდ­ნენ, არ აბინ­ძუ­რებ­დნენ. მი­უ­ხედ­ვად ამი­სა, თბი­ლი­სე­ლე­ბი მტკვრის წყალს მა­ინც წმენ­დნენ, რის­თვი­საც ქსნის ხე­ო­ბა­ში დამ­ზა­დე­ბულ, ცხა­ვა­ტელ­თა სპე­ცი­ა­ლურ დიდ ქი­ლებს იყე­ნებ­დნენ. ასეთ ქი­ლებ­ში და­ყე­ნე­ბულ მტკვრის წყალს, ცო­ტა­ო­დენ შაბს ურევ­დნენ, რაც ჭუ­ჭყის შემ­ცვლელ ან ამ­ღვრე­ულ წყალს ანე­იტ­რა­ლებ­და.

1887 წელს თბი­ლის­ში წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის გა­მარ­თვის შემ­დეგ, თუ­ლუხ­ჩებ­მა ფუნ­ქცია და­კარ­გეს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 1890 წელს ქა­ლაქ­ში 126 თუ­ლუხ­ჩი კი­დევ იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. მე­ხან­ძრე­თა რაზ­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბამ­დე თუ­ლუხ­ჩი მე­ხან­ძრე­ე­ბის მა­გივ­რო­ბა­საც სწევ­და.

ვდჰი
1

კანალიზაციის საქმე როგორ იყო ადრე თბილისში ეგაც გაარკვიეთ და როცა მტკვარი დიდდებოდა და იმღვრეოდა მაშინ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

როგორ მარაგდებოდა თბილისი წყლით, ვის ებარა ეს საქმე და რა წყალს სვამდნენ ადგილობრივები საუკუნეების წინ?

როგორ მარაგდებოდა თბილისი წყლით, ვის ებარა ეს საქმე და რა წყალს სვამდნენ ადგილობრივები საუკუნეების წინ?

როგორ მარაგდებოდა თბილისი წყლით, ვის ებარა ეს საქმე, რა წყალს სვამდნენ თბილისელები საუკუნეების წინ - დღეს ამ საინტერესო ამბების შესახებ მოვუყვებით AMBEBI.GE-ს მკითხველს.

"სამკურნალო-გოგირდოვანი წყლებით მდიდარი თბილისი სასმელი წყლით ოდითგანვე ღარიბი იყო. ჭების სიმლაშისა და წყაროების სიმცირის გამო, თბილისელები სასმელად მტკვრის წყალს იყენებდნენ, - გვეუბნება ეთნოლოგი, პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი და განაგრძობს - 1800 წლის გეგმაზე ნაჩვენებია გვირაბი, რომელიც ციხიდან მტკვრისკენ გადიოდა და იქ მტკვრიდან წყლის მოსატანად ყოფილა განკუთვნილი.

მეორე ასეთი გვირაბი იმავე ადგილიდან წავკისის წყლისკენაც მიდიოდა. წყაროები ქალაქის ცენტრიდან შორს ყოფილა - სოლოლაკის ქედსა და მთაწმინდის კალთებზე, მაგრამ თიხის მილების საშუალებით მაინც ხერხდებოდა წყლის შემოყვანა. ასეთი მილები გათხრების დროს რამდენიმე ადგილას არის ნაპოვნი".

ქალაქის გარეუბნის ტერიტორიაზე წყალსადენის აუზების არსებობაც მრავლად დასტურდება. ავლაბრის ბაღების აუზებში წყალი მახათას წყაროებიდან მილებით მოდიოდა. ნარიყალაზე 5 კილომეტრით დაშორებული ადგილიდან - ოქროყანის მიდამოებიდან თიხის მილებით შემოჰყავდათ. ამ წყალსადენით თბილისის მოსახლეობის ნაწილიც მარაგდებოდა. ნარიყალას ციხე-სიმაგრეში აუზებიც ჰქონიათ და შიგ თევზი ჰყოლიათ მოშენებული.

ეს წყალსადენი იქიდან ქალაქშიც ჩამოდიოდა და მის წყალს შადრევნებისთვის იყენებდნენ. შადრევნიდან ამოხეთქილ წყალს აუზებში აგროვებდნენ და ბაღების მოსარწყავად ხმარობდნენ. ძველი თბილისის გარეუბნებში - ღირსიჭალის, ორთაჭალის, კრწანისის, დიდუბის, სეიდაბადის, სოლოლაკის, ვერისა და საბურთალოს მიდამოებში შესანიშნავი ბაღები იყო, რომლებიც ირწყვებოდა. ვერიდან წყნეთამდეც გრძელდებოდა საუკეთესო ბაღები, რომლებიც მდინარე ვერიდან გამოყვანილი არხით ირწყვებოდა. იმავე არხით საბურთალოს ველსაც რწყავდნენ.

ნარგავ-ნათესების მოსარწყავად ძველ თბილისში გოგირდოვან ცხელ წყალსაც იყენებდნენ, ოღონდ, გაციებულს. გოგირდოვანი წყლის დიდი აუზი ყოფილა მოწყობილი ისანში, "არამიანცის" საავადმყოფოს ტერიტორიის ეზოს მახლობლად, წინანდლის ქუჩასთან. აუზამდე სამი მეტრი სიღრმის გვირაბის საშუალებით გამოყვანილი იყო მინერალური ცხელი წყალი. იმ აუზიდან, იქ დაგროვილი წყალი, მილების საშუალებით, ბაღებში შეჰყავდათ, სადაც ორი ოთხკუთხა აუზი იყო მოწყობილი. აუზებში დაგროვილი ცხელი წყალი გრილდებოდა და იმ წყალს ბაღ-ბოსტნის მოსარწყავად იყენებდნენ.

თბილისის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა წყლის მიმწოდებელს, დამტარებელს - მეთულუხჩეს, წყლის დეფიციტი თბილისის მცხოვრებლებისთვის ნამდვილი უბედურება იყო. ამ პრობლემას, გარკეულწილად, თულუხჩები წყვეტდნენ, რომლებიც მოქალქეებისთვის წყალს მტკვრიდან ეზიდებოდნენ. მტკვრის წყალი დასალევად გემრიელი და სასიამოვნო ყოფილა. ყველაზე სუფთა კი შემოდგომასა და ზამთარში იყო. ქალაქის ხელისუფლებას მტკვარზე 12 ადგილი ჰქონდა გამოყოფილი, საიდანაც წყლის აღება შეიძლებოდა. მეთულუხჩეები წყალს ტყავის დიდ ტიკებში, თულუხჩებში ასხამდნენ. სავსე თულუხჩებს ისინი ცხენებსა და სახედრებს აჰკიდებდნენ, კლიენტებისკენ მიემართებოდნენ.

თულუხჩს ზემოდან ფართო ნახვრეტი ჰქონდა და წყალი პირდაპირ მდინარიდან ისხმებოდა. ქვევიდან, წვრილი ნახვრეტიდან, წყალს კასრებში ასხმადნენ. წონასწორობისთვის თულუხჩი ხან ერთი მხრიდან ჩამოასხამდა წყალს, ხან - მეორე. მოტანისთვის შაურს (დღეს 5 თეთრი. - ავტ.) იღებდა. ნაღდად კი არა: მზარეული გამოიტანდა ჯოხს, რომელზეც თულუხჩი გააკეთებდა ნაჭდევს. როცა 20 ნაჭდევი შეგროვდებოდა, მიიღებდა მანეთს. ეს ცნობა დაცულია "საქართველოს გაზეთში" (1891 წელი, #5).

ზოგიერთ წყლის დამტარებელს წყალი კოკებით და კასრებითაც დაჰქონდა. 1880-იან წლებამდე წყლის ფასი ძირითადად განისაზღვრებოდა მტკვრიდან არსებული მანძილით. შეიძლება თანამედროვეთათვის წარმოუდგენელი იყოს მდინარის წყლის დალევა, მაგრამ მდინარის წყალს სხვაგანაც სვამდნენ. მაშინდელი ქართველები მდინარეს უფრთხილდებოდნენ, არ აბინძურებდნენ. მიუხედვად ამისა, თბილისელები მტკვრის წყალს მაინც წმენდნენ, რისთვისაც ქსნის ხეობაში დამზადებულ, ცხავატელთა სპეციალურ დიდ ქილებს იყენებდნენ. ასეთ ქილებში დაყენებულ მტკვრის წყალს, ცოტაოდენ შაბს ურევდნენ, რაც ჭუჭყის შემცვლელ ან ამღვრეულ წყალს ანეიტრალებდა.

1887 წელს თბილისში წყალგაყვანილობის გამართვის შემდეგ, თულუხჩებმა ფუნქცია დაკარგეს. მიუხედავად ამისა, 1890 წელს ქალაქში 126 თულუხჩი კიდევ იყო დაფიქსირებული. მეხანძრეთა რაზმების ჩამოყალიბებამდე თულუხჩი მეხანძრეების მაგივრობასაც სწევდა.

"ყველაზე მეტად მიყვარს... ბავშვებზე მეტად ქრისტინა მიყვარს" - მამა სერაფიმე ოჯახსა და ეკლესიურ ცხოვრებაზე

დმანისის შესასვლელთან ფიზიკური დაპირისპირება იყო

რომელ საათამდე იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი - დღეიდან რეგულაცია იცვლება