მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განათლება აქვს და რა ქონებას ფლობს 29 წლის თორნიკე რიჟვაძე, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდება
რა განათლება აქვს და რა ქონებას ფლობს 29 წლის თორნიკე რიჟვაძე, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდება

აჭა­რის მთავ­რო­ბას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე ეყო­ლე­ბა. პარ­ტია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ზუ­რაბ პა­ტა­რა­ძის შემ­ცვლე­ლად 29 წლის თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის კან­დი­და­ტუ­რა წა­მო­ა­ყე­ნა ისე, რომ პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნას ნატო-ს სა­მი­ტის შემ­დეგ გეგ­მავ­და.

მმარ­თველ გუნდში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ პრე­ზი­დენ­ტი არ შე­ეც­დე­ბა რე­გი­ონ­ში კრი­ზი­სის შექ­მნას და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კან­დი­დატს მხარს და­უ­ჭერს.

"მას­თან აქ­ტი­უ­რი შე­ხე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მქო­ნია, თუმ­ცა ბა­ტონ თორ­ნი­კეს რო­გორც კარგ მე­ნე­ჯერს ახა­სი­ა­თე­ბენ. თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძეს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა აქვს, მას ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და მისი გა­მოც­დი­ლე­ბა მაძ­ლევს იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ახალ­გაზ­რდა ხელ­მძღვა­ნე­ლი ეყო­ლე­ბა აჭა­რას" - გა­ნა­ცხა­და ინ­ფას­ტრუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა.

რიჟ­ვა­ძე დე­პუ­ტა­ტებ­მა აჭა­რის მთავ­რო­ბის პოსტზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ წა­რად­გი­ნეს. მისი თქმით, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მმარ­თვე­ლი გუნ­დი­დან მი­ი­ღო. მო­მა­ვალ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა მთავ­რო­ბა­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბიც და­ა­ნონ­სა.

"ჩვენ დე­ტა­ლუ­რად და ყუ­რა­დღე­ბით გა­ვივ­ლით ყვე­ლა იმ საკ­ვან­ძო ფი­გუ­რას, რო­მე­ლიც მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში უნდა იყოს და შევ­ჯერ­დე­ბით, რა თქმა უნდა, უმაღ­ლეს საბ­ჭოს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, იმ შე­მად­გენ­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც თავს გა­არ­თმევს ადეკ­ვა­ტუ­რად იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რომ­ლე­ბიც რე­გი­ონ­შია. პერ­სო­ნა­ლი­ებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­დგე­ნის შემ­დეგ" - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ რე­გი­ონ­ში ცალ­კე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბია სა­ჭი­რო.

"მინ­და, გა­მოვ­ხა­ტო სრუ­ლი მზა­ო­ბა იმ კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­თვის, რა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა. ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებს გარ­კვე­ულ პრო­ცე­დუ­რებს, რა­საც ჰქვია პრე­ზი­დენ­ტის მიერ ჩემი კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნა. ამ წარ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მე მზად ვარ, წარ­ვად­გი­ნო მთავ­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა, ასე­ვე, ის სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა, რომ­ლი­თაც ვი­მოქ­მე­დებთ აჭა­რის რე­გი­ონ­ში. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მო­ვახ­დი­ნოთ ხა­რის­ხობ­რი­ვი და თვი­სობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი და სწო­რედ ახა­ლი სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა ამ პრი­ო­რი­ტე­ტებს გა­უს­ვამს ხაზს“ - გა­ნა­ცხა­და აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­დატ­მა.

29 წლის თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს გა­უქ­მე­ბამ­დე კი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პოსტს იკა­ვებ­და.

2013 -2017 წლებ­ში რიჟ­ვა­ძე "აჭა­რის­წყა­ლი ჯორ­ჯი­ას" მრჩე­ვე­ლი, შემ­დეგ კი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი იყო. ეს კომ­პა­ნია მდი­ნა­რე აჭა­რის­წყალ­ზე ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რებს აშე­ნებს.

2014-2016 წლებ­ში თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე იყო აჭა­რის მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი საბ­ჭოს მრჩე­ვე­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო და ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში; 2011-2012 წლებ­ში მუ­შა­ობ­და „ოუ­ფენ რე­ვო­ლუ­შენ ჯორ­ჯი­ას“ აჭა­რის რე­გი­ო­ნა­ლურ მე­ნე­ჯე­რად, 2010-2011 წლებ­ში კი იყო ბიზ­ნეს კონ­სულ­ტან­ტი, დამ­საქ­მებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი გა­ე­როს მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, ის სა­მარ­თლის ბა­კა­ლავ­რია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და გახ­და ბიზ­ნე­სის მა­გის­ტრი MBA/სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სის სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ით. ამას­თან, სწავ­ლობ­და უცხო­ეთ­ში. კერ­ძოდ: 2012-2013 წლებ­ში სი­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ლონ­დონ­ში, სა­დაც სა­მარ­თლის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მო­ი­პო­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს სა­მარ­თალ­ში; 2012 წელს იყო ლი ია­კო­კას და აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სტი­პენ­დი­ან­ტი ლი­ჰა­ის უნი­ვეს­ტი­ტეტ­ში და დღემ­დე არის ტა­რას შევ­ჩენ­კოს სა­ხე­ლო­ბის კი­ე­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი - PHD ენერ­გე­ტი­კის სა­მარ­თა­ლი.

რიჟ­ვა­ძეს ჰყავს მე­უღ­ლე და 2 შვი­ლი. 2017 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მის სა­კუთ­რე­ბა­შია ბინა თბი­ლის­ში, რომ­ლის ფარ­თი 69 კვმ შე­ად­გენს და ის რიჟ­ვა­ძემ 2017 წელს შე­ი­ძი­ნა 61 ათას დო­ლა­რად. ის ასე­ვე ფლობს კო­მერ­ცი­ულ ფართს ბა­თუმ­ში.

რიჟ­ვა­ძე არის კომ­პა­ნია Adjara Berries Limited-ის 25%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი და კომ­პა­ნია "ბი­სი­ჯი ჯორ­ჯი­ას“ 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი. ენერ­გე­ტი­კის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას, მისი სა­ხელ­ფა­სო სარ­გო 8 ათას ლარს შე­ად­გენ­და.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში აღე­ბუ­ლი აქვს სეს­ხი, 95 000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა ფუ­ლად თან­ხას, და­ნა­ზო­გის სა­ხით აქვს 15 ათა­სი დო­ლა­რი, 2 300 ევრო და 5 500 ლარი.

აჭა­რის მთავ­რო­ბის მო­მა­ვა­ლი თავ­მჯდო­მა­რის მე­უღ­ლე ბა­თუმ­ში ფლობს 59 კვ.მ ბი­ნას, რო­მე­ლიც მას ნა­ჩუქ­რო­ბით აქვს მი­ღე­ბუ­ლი 2007 წელს, ასე­ვე „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“, რო­მე­ლიც დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, 8 500 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა 2016 წელს.

თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის მამა, და­ვით რიჟ­ვა­ძე აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

რა განათლება აქვს და რა ქონებას ფლობს 29 წლის თორნიკე რიჟვაძე, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდება

რა განათლება აქვს და რა ქონებას ფლობს 29 წლის თორნიკე რიჟვაძე, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდება

აჭარის მთავრობას უახლოეს მომავალში ახალი თავმჯდომარე ეყოლება. პარტია "ქართულმა ოცნებამ" ზურაბ პატარაძის შემცვლელად 29 წლის თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წამოაყენა ისე, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულების საშუალება არ მისცა. მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატის წარდგენას ნატო-ს სამიტის შემდეგ გეგმავდა.

მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი არ შეეცდება რეგიონში კრიზისის შექმნას და „ქართული ოცნების“ კანდიდატს მხარს დაუჭერს.

"მასთან აქტიური შეხების შესაძლებლობა არ მქონია, თუმცა ბატონ თორნიკეს როგორც კარგ მენეჯერს ახასიათებენ. თორნიკე რიჟვაძეს კარგი განათლება აქვს, მას ბიზნეს ადმინისტრირება აქვს დამთავრებული და მისი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ძალიან აქტიური ახალგაზრდა ხელმძღვანელი ეყოლება აჭარას" - განაცხადა ინფასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

რიჟვაძე დეპუტატებმა აჭარის მთავრობის პოსტზე ოფიციალურად გუშინ წარადგინეს. მისი თქმით, შემოთავაზება მმართველი გუნდიდან მიიღო. მომავალმა ხელმძღვანელმა მთავრობაში საკადრო ცვლილებებიც დაანონსა.

"ჩვენ დეტალურად და ყურადღებით გავივლით ყველა იმ საკვანძო ფიგურას, რომელიც მინისტრთა კაბინეტში უნდა იყოს და შევჯერდებით, რა თქმა უნდა, უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად, იმ შემადგენლობაზე, რომელიც თავს გაართმევს ადეკვატურად იმ გამოწვევებს, რომლებიც რეგიონშია. პერსონალიებზე ვისაუბრებთ ოფიციალური წარდგენის შემდეგ" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ და დასძინა, რომ რეგიონში ცალკეული მიმართულებებით ცვლილებებია საჭირო.

"მინდა, გამოვხატო სრული მზაობა იმ კონკრეტული პასუხისმგებლობისთვის, რასაც ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა. ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს გარკვეულ პროცედურებს, რასაც ჰქვია პრეზიდენტის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა. ამ წარდგენის შემთხვევაში, მე მზად ვარ, წარვადგინო მთავრობის განახლებული შემადგენლობა, ასევე, ის სამთავრობო პროგრამა, რომლითაც ვიმოქმედებთ აჭარის რეგიონში. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ხარისხობრივი და თვისობრივი ცვლილებები და სწორედ ახალი სამთავრობო პროგრამა ამ პრიორიტეტებს გაუსვამს ხაზს“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა.

29 წლის თორნიკე რიჟვაძე დღემდე საქართველოს ენერგეტიკის ფონდის ხელმძღვანელი იყო. ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებამდე კი მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

2013 -2017 წლებში რიჟვაძე "აჭარისწყალი ჯორჯიას" მრჩეველი, შემდეგ კი კომპანიის დირექტორი იყო. ეს კომპანია მდინარე აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურებს აშენებს.

2014-2016 წლებში თორნიკე რიჟვაძე იყო აჭარის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მრჩეველი საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში; 2011-2012 წლებში მუშაობდა „ოუფენ რევოლუშენ ჯორჯიას“ აჭარის რეგიონალურ მენეჯერად, 2010-2011 წლებში კი იყო ბიზნეს კონსულტანტი, დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორი გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.

თორნიკე რიჟვაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, ის სამართლის ბაკალავრია. მოგვიანებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გახდა ბიზნესის მაგისტრი MBA/საერთაშორისო ბიზნესის სპეციალიზაციით. ამასთან, სწავლობდა უცხოეთში. კერძოდ: 2012-2013 წლებში სიტის უნივერსიტეტში, ლონდონში, სადაც სამართლის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა საერთაშორისო ბიზნეს სამართალში; 2012 წელს იყო ლი იაკოკას და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი ლიჰაის უნივესტიტეტში და დღემდე არის ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი - PHD ენერგეტიკის სამართალი.

რიჟვაძეს ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. 2017 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია ბინა თბილისში, რომლის ფართი 69 კვმ შეადგენს და ის რიჟვაძემ 2017 წელს შეიძინა 61 ათას დოლარად. ის ასევე ფლობს კომერციულ ფართს ბათუმში.

რიჟვაძე არის კომპანია Adjara Berries Limited-ის 25%-იანი წილის მფლობელი და კომპანია "ბისიჯი ჯორჯიას“ 100%-იანი წილის მფლობელი. ენერგეტიკის ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნისას, მისი სახელფასო სარგო 8 ათას ლარს შეადგენდა.

დეკლარაციის მიხედვით, თორნიკე რიჟვაძეს საქართველოს ბანკში აღებული აქვს სესხი, 95 000 დოლარის ოდენობით. რაც შეეხება ფულად თანხას, დანაზოგის სახით აქვს 15 ათასი დოლარი, 2 300 ევრო და 5 500 ლარი.

აჭარის მთავრობის მომავალი თავმჯდომარის მეუღლე ბათუმში ფლობს 59 კვ.მ ბინას, რომელიც მას ნაჩუქრობით აქვს მიღებული 2007 წელს, ასევე „ტოიოტა ქამრის“, რომელიც დეკლარაციის თანახმად, 8 500 დოლარად შეიძინა 2016 წელს.

თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უფროსია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები