მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიზეარის“ მგზავრი: "გამოგვიცხადეს, რომ იმავე თვითმფრინავით გვიშვებენ, რომელსაც პრობლემა შეექმნა"
"ვიზეარის“ მგზავრი: "გამოგვიცხადეს, რომ იმავე თვითმფრინავით გვიშვებენ, რომელსაც პრობლემა შეექმნა"

ქუ­თა­ი­სი­დან დორ­ტმუნდში კომ­პა­ნია “ვი­ზე­ა­რის“ ავი­ა­რე­ი­სით მი­მა­ვა­ლი ერთ-ერთი მგზავ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ გა­მო­უ­ცხა­დეს, რომ იმ თვითმფრი­ნა­ვით უნდა გაფ­რინ­დნენ, რო­მელ­საც ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

რო­გორც მგზავ­რმა AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, ზო­გი­ერ­თი მგზავ­რი თა­ნახ­მაა იმა­ვე თვითმფრი­ნა­ვით გაფ­რინ­დეს, თუმ­ცა ნა­წილს გა­რის­კვის ეში­ნია.

“რე­ი­სი დი­ლის 06:10 სა­ათ­ზე უნდა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. თვითმფრი­ნა­ვი გა­ვი­და ბი­ლიკ­ზე, და­იძ­რა, აიღო სიჩ­ქა­რე, მგო­ნი ჰა­ერ­შიც აი­წია და უცებ მკვეთ­რად და­ვარ­და ძირს. და­ი­წყო პა­ნი­კა მგზავ­რებ­ში, გა­მო­ვიდ­ნენ გამ­ცი­ლებ­ლე­ბი და გვი­თხრეს, რომ ტექ­ნი­კუ­რი შე­ფერ­ხე­ბა იყო და სა­ვა­რა­უ­დოდ, მალე მოგ­ვარ­დე­ბო­და. თუმ­ცა, მა­ლე­ვე გვი­თხრეს, რომ მო­ად­გამ­დნენ კი­ბეს და პა­ნი­კის გა­რე­შე უნდა დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა თვითმფრი­ნა­ვი. ბორტზე დამ­წვრის სუნი ვიგ­რძე­ნით და როცა ვერ­ტმფრე­ნი­დან ჩა­მო­ვე­დით, კვამ­ლიც შევ­ნიშ­ნეთ. სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ე­ბი გვეს­მო­და, მათ შო­რის საწ­ვა­ვი ჟო­ნავ­დაო, მაგ­რამ საწ­ვა­ვი რომ ყო­ფი­ლი­ყო ალ­ბათ, ავ­ფეთ­ქდე­ბო­დით.

უკვე სამ სა­ათ­ზე მე­ტია ვიც­დით აე­რო­პორ­ტში, მე დორ­ტმუნდში გა­დაჯ­დო­მა მი­წევ­და, მაგ­რამ უკვე და­ვაგ­ვი­ა­ნე ჩემს რე­ის­ზე. ასე­თი ბევ­რია. ეს პე­რი­ო­დი რაც ვიც­დით, თვითმფრი­ნა­ვის შე­კე­თე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ახლა მო­ვიდ­ნენ და მგზავ­რებს გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, რომ იმა­ვე თვითმფრი­ნა­ვით გვიშ­ვე­ბენ, რო­მელ­საც ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და რომ­ლი­თაც ლა­მის ჩა­მოვ­ვარ­დით. მგზავ­რე­ბის ნა­წილს უნდა, რომ გაფ­რინ­დეს, თუმ­ცა მე­ო­რე ნა­წილს გა­რის­კვა არ უნდა, ში­შო­ბენ თვითმფრი­ნავს ცა­შიც არ შე­ექ­მნას პრობ­ლე­მა“, - გა­ნა­ცხა­და „ვი­ზე­ა­რის“ მგზავ­რმა.

"ვი­ზე­ა­რის" თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც დორ­ტმუნ­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით მიფ­რი­ნავ­და, ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში ავა­რი­უ­ლად და­ეშ­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

"ვიზეარის“ მგზავრი: "გამოგვიცხადეს, რომ იმავე თვითმფრინავით გვიშვებენ, რომელსაც პრობლემა შეექმნა"

"ვიზეარის“ მგზავრი: "გამოგვიცხადეს, რომ იმავე თვითმფრინავით გვიშვებენ, რომელსაც პრობლემა შეექმნა"

ქუთაისიდან დორტმუნდში კომპანია “ვიზეარის“ ავიარეისით მიმავალი ერთ-ერთი მგზავრის ინფორმაციით, მათ გამოუცხადეს, რომ იმ თვითმფრინავით უნდა გაფრინდნენ, რომელსაც ტექნიკური პრობლემები ჰქონდა.

როგორც მგზავრმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, ზოგიერთი მგზავრი თანახმაა იმავე თვითმფრინავით გაფრინდეს, თუმცა ნაწილს გარისკვის ეშინია.

“რეისი დილის 06:10 საათზე უნდა შესრულებულიყო. თვითმფრინავი გავიდა ბილიკზე, დაიძრა, აიღო სიჩქარე, მგონი ჰაერშიც აიწია და უცებ მკვეთრად დავარდა ძირს. დაიწყო პანიკა მგზავრებში, გამოვიდნენ გამცილებლები და გვითხრეს, რომ ტექნიკური შეფერხება იყო და სავარაუდოდ, მალე მოგვარდებოდა. თუმცა, მალევე გვითხრეს, რომ მოადგამდნენ კიბეს და პანიკის გარეშე უნდა დაგვეტოვებინა თვითმფრინავი. ბორტზე დამწვრის სუნი ვიგრძენით და როცა ვერტმფრენიდან ჩამოვედით, კვამლიც შევნიშნეთ. სხვადასხვა ვერსიები გვესმოდა, მათ შორის საწვავი ჟონავდაო, მაგრამ საწვავი რომ ყოფილიყო ალბათ, ავფეთქდებოდით.

უკვე სამ საათზე მეტია ვიცდით აეროპორტში, მე დორტმუნდში გადაჯდომა მიწევდა, მაგრამ უკვე დავაგვიანე ჩემს რეისზე. ასეთი ბევრია. ეს პერიოდი რაც ვიცდით, თვითმფრინავის შეკეთება მიმდინარეობდა, ახლა მოვიდნენ და მგზავრებს გამოგვიცხადეს, რომ იმავე თვითმფრინავით გვიშვებენ, რომელსაც ტექნიკური პრობლემა შეექმნა და რომლითაც ლამის ჩამოვვარდით. მგზავრების ნაწილს უნდა, რომ გაფრინდეს, თუმცა მეორე ნაწილს გარისკვა არ უნდა, შიშობენ თვითმფრინავს ცაშიც არ შეექმნას პრობლემა“, - განაცხადა „ვიზეარის“ მგზავრმა.

"ვიზეარის" თვითმფრინავი, რომელიც დორტმუნდის მიმართულებით მიფრინავდა, ქუთაისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო