ფულის ნაკლებობის შემთხვევაში სესხის სწრაფად და მარტივად აღება უკვე რამდენიმე წელია რაც აღარ წარმოადგენს პრობლემას, რადგან 2013 წლიდან, საქართველოში არსებობს vivus ge.
სწორედ vivus გახლავთ ფულის სწრაფად და მარტივად მიღების საუკეთესო საშუალება, რადგან მისი სერვისი საოცრად კომფორტულია.
აქ თანხის მისაღებად საკმარისია შეავსოთ სესხის განაცხადი ონლაინ რეჟიმში და კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, ფულს მომენტალურად მიიღებთ პირად საბანკო ანგარიშზე.
გეტყვით იმასაც, რომ vivus -ში ხელმისაწვდომია 100 -დან 1200 ლარამდე ოდენობის სწრაფი სესხები 30 დღის ვადით.
სესხის საკომისიო vivus ge -ში სულ რაღაც 5,4% -ია.
წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი არ აღემატება 99,4% -ს.
სესხის მიღება შეუძლია, ნებისმიერ პირს, რომელიც:
არის 20 -დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
ფლობს პირად საბანკო ანგარიშს vivus ge -ს პარტნიორი ბანკებიდან ერთ -ერთში;
შეძლებს ვალის დაფარვას.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ, sesxis ageba, თქვენ უნდა მოაწესრიგოთ საკუთარი ფინანსები.
საკუთარი ფინანსების მოსაწესრიგებლად კი საჭიროა, რომ დაიცვათ გარკვეული წესები.
ექსპერტთა აზრით, ამ წესებს შორის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია შემდეგი 5:
წესი N1 - აწარმოეთ შემოსავლებისა და ხარჯების აღწერა.
არა აქვს მნიშვნელობა სად ჩაინიშნავთ ამ ყველაფერს, ბლოკნოტში, მობილურ ტელეფონში თუ ექსელის ფაილში, მთავარია ის მუდამ ხელმისაწვდომი იყოს, რათა თქვენ ყველა ფინანსური ოპერაციის დაფიქსირება შეძლოთ.
აღწერა საშუალებას მოგცემთ, რომ საკუთარი ფინანსების შესახებ სრული და რეალური სურათი იქონიოთ თვალწინ.
წესი N2 - შეადგინეთ სამომავლო გეგმა.
თვის, წლის და უფრო მეტიც, ათწლეულის ფინანსური გეგმის ქონა, თქვენ საკუთარი ბიუჯეტის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.
ამ გეგმაში უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა ის მნიშვნელოვანი ხარჯი, რომელთა განხორციელებასაც აპირებთ.
რა თქმა უნდა, გეგმა უნდა იყოს შედგენილი ისე, რომ ხარჯები არ აღემატებოდეს შემოსავალს.
ამ გეგმის მიხედვით ცხოვრება, საშუალებას მოგცემთ, რომ თავიდან აიცილოთ ისეთი დანახარჯები, რომლებიც ვალების აღების აუცილებლობის წინაშე დაგაყენებთ.
წესი N3 - იქონიეთ ფინანსური დანაზოგი.
ეს გახლავთ გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯების მარტივად გადატანის საუკეთესო საშუალება და საკუთარი თავის ვალებისგან დაცვის მეთოდი.
წინა პუნქტში აღნიშნულ გეგმაში კი ყოველთვის გათვალისწინებული გქონდეთ თანხა დანაზოგისთვის.
წესი N4 - მუდმივად გაეცანით და პრაქტიკაში დანერგეთ ფულის ეკონომიის სხვადასხვა მეთოდები.
წესი N5 - იზრუნეთ საკუთარი ფინანსების ზრდაზე.
ეს შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო და ყველაზე უფრო სასარგებლო წესია, რადგან საკუთარი ფინანსური შემოსავლის ზრდა, თავიდან აგაცილებთ ფულის ეკონომიაზე ფიქრებსა და ზრუნვას.
R