პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს საქართველოში ერთადერთი სტვენის ოსტატი, რომელიც საზოგადოებამ 5 წლის წინ "ნიჭიერით" გაიცნო
როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს საქართველოში ერთადერთი სტვენის ოსტატი, რომელიც საზოგადოებამ 5 წლის წინ "ნიჭიერით" გაიცნო

არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თდრო­უ­ლად და თა­ნა­ბა­რი წარ­მა­ტე­ბით, ბევრ სხვა­დას­ხვა საქ­მეს აკე­თე­ბენ. ასე­თია ზურა (ზუ­რი­უს) ბა­ლან­ჩი­ვა­ძე, რო­მე­ლიც ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ამ მა­შინ გა­იც­ნო, რო­დე­საც შო­უ­ში "ნი­ჭი­ე­რი" თა­ვი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭით წარ­სდგა. ის სტვენს და სტვენს კლა­სი­კურ ნა­წარ­მო­ე­ბებს, რი­თაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გა­ო­ცე­ბა­სა და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს - ამ უნა­რით სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თია. რო­გორ ცხოვ­რობს, რას საქ­მი­ა­ნობს მას მერე, რაც 5 წლის წინ ცნო­ბილ შო­უ­ში გა­მოჩ­ნდა, მა­ნამ­დე რო­გორ მო­ვი­და AMBEBI.GE-ს თა­ვად უამ­ბობს.

ზურა პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია, ერთ-ერთ ცნო­ბილ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობს, სტა­ტი­ებს ინ­გლი­სურ ენა­ზე წერს. რო­გორც ამ­ბობს, "ჯი­პა­ში" სწავ­ლი­სას, მისი ლექ­ტო­რი პრე­ზი­დენ­ტი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი იყო, მა­შინ, რო­დე­საც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი "ჯი­პას" რექ­ტო­რი გახ­ლდათ.

"მე და ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ერ­თმა­ნეთს კარ­გად ვიც­ნობთ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, შე­ნო­ბი­თაც... ქარ­თველ, სო­მეხ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ სტუ­დენ­ტებს დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პებს გვი­კი­თხავ­და. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი კურ­სი იყო, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შე­ნე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბი სწო­რედ მის­გან ვის­წავ­ლე," - გვე­უბ­ნე­ბა ზურა და გა­ნაგ­რძობს "მე მას ექიმ ჰა­უსს ვე­ძახ­დი, ცოტა უც­ნა­უ­რი ტიპი იყო, თან, რექ­ტო­რი და უდ­რო­ო­ბას უჩი­ო­და, სხვა­თა შო­რის, მა­გა­რი იუ­მო­რის გრძნო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მუდ­მი­ვად საქ­მე­ზე იყო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, უნ­დო­და, გვეს­წავ­ლა და ბევ­რი რამ გვცოდ­ნო­და. ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, პი­როვ­ნუ­ლად რომ ვიც­ნობ, მა­გი­ტომ უფრო მიყ­ვარს".

ზუ­რას ქუ­ა­თა­ი­სი

- ყვე­ლას ქუ­თა­ის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ვგო­ნი­ვარ. დედა გაგ­რე­ლი მყავს, ქუ­თა­ის­შია გა­თხო­ვი­ლი. ამი­ტომ, ისე მოხ­და, რომ გაგ­რა­ში და­ვი­ბა­დე და ორი­ვე­გან ვიზ­რდე­ბო­დი... რაც შე­ე­ხე­ბა ქუ­თა­ისს, 90-იანი წლე­ბის ქუ­თა­ი­სი მახ­სოვს - უშუ­ქო, უწყლო, ბუ­ნებ­რი­ვი აირი რა იყო, 2001 წლამ­დე არ ვი­ცო­დი და მას­თან რა­ღაც სუ­ნი­ა­ნი "ბა­ლო­ნი" ასო­ცირ­დე­ბო­და. ჩემს სა­მე­ზობ­ლო­ში ბავ­შვებ­ში ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი ვი­ყა­ვი და სპექ­ტაკ­ლე­ბის გა­მარ­თვა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი, ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი "ჩემს დასს". სი­გი­ჟე­ე­ბიც ბევ­რი გვი­კე­თე­ბია, თუმ­ცა ბავ­შვო­ბა ბედ­ნი­ე­რი და უზ­რუნ­ვე­ლი გვქონ­და, თუ პა­ტარ-პა­ტა­რა სუ­ლე­ლურ კონ­ფლი­ტებს არ ჩავ­თვლით სკო­ლა­სა და ქუ­ჩა­შიც, რად­გა­ნაც ქურ­დი ბი­ჭე­ბის მე­ში­ნო­და. ცოტ-ცოტა ბუ­ლინ­გის ფაქ­ტე­ბიც ყო­ფი­ლა. ვი­ყა­ვი მსუ­ქა­ნი და წიგ­ნე­ბი­ა­ნი ბიჭი, მა­მა­ჩე­მი ქარ­ხნის დი­რექ­ტო­რი იყო და ყვე­ლა იმ "კრი­ტე­რი­უმს" ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დი, "კა­იბ­ჭო­ბას" შევ­ჯავ­რე­ბო­დი. მა­შინ მაგ კა­ტე­გო­რი­ა­ში სწავ­ლა "გრე­ხი" იყო. მე ვსწავ­ლობ­დი, ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი და "ბლა­ტა­ო­ბა" არ მიყ­ვარ­და. ამი­ტომ, ხომ ვამ­ბობ, მათ­თვის იდე­ა­ლუ­რი სა­მიზ­ნე ვი­ყა­ვი... მაგ­რამ ბუ­ლინ­გმა ჩემ­ზე გავ­ლე­ნა არ იქო­ნია, იმი­ტომ, რომ ცო­ტა­თი ქედ­მა­ღა­ლი ვარ და ვი­ცო­დი, მაგ კა­ტე­გო­რი­ა­ზე რა­ღა­ცით მეტი ვი­ყა­ვი და შე­იძ­ლე­ბა, გულ­შიც ამი­ტომ არ ჩა­ვიხ­ვიე. თან, იმ პე­რი­ოდ­ში ეკ­ლე­სი­ა­ში ხში­რად დავ­დი­ო­დი, სა­დაც ჩემს სუ­ლი­ერ ტკი­ვილს ვი­ნე­იტ­რა­ლებ­დი. იქ ვგა­ლობ­დი კი­დეც...

ქუ­თა­ისს გარ­და იმი­სა, რომ იუ­მო­რი ახა­სი­ა­თებს, აქვს თვი­თი­უ­მო­რიც, სა­კუ­თარ თავ­ზე ღა­და­ო­ბენ. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ამ­ბა­ვია.

როცა სტვე­ნა და­ი­წყო...

ზურა, რო­გორც ვთქვით, მა­სობ­რი­ვად, ცნო­ბი­ლი შო­უ­დან გახ­და, გა­იც­ნეს იმ უნა­რით, რა­საც სტვე­ნა ჰქვია, რი­თაც ხალ­ხზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. "რო­დე­საც გარ­და­ტე­ხის პე­რი­ოდ­ში, მუ­ტა­ცია და­მე­წყო, სიმ­ღე­რა შევ­წყვი­ტე. მა­ნამ­დე და­ბა­დე­ბი­დან ვმღე­რო­დი და ვხა­ტავ­დი. სიმ­ღე­რის შე­წყვე­ტის პე­რი­ოდ­ში ოპე­რა, რო­გორც სა­ო­ცა­რი ხე­ლოვ­ნე­ბა აღ­მო­ვა­ჩი­ნე - ეს იყო 2003 წელი. 15 წლის ვი­ყა­ვი. დიახ, მივ­ხვდი, რომ ის, სუ­ლაც არ იყო ჩხა­ვი­ლი და კი­ვი­ლი, რო­გორც ზო­გი­ერ­თი ეძახ­და. პირ­ვე­ლი, ვი­საც მო­ვუ­მი­ნე, მა­რია კა­ლა­სი გახ­ლდათ და ჩემი პირ­ვე­ლი მუ­ზაც ის აღ­მოჩ­ნდა, შემ­დეგ მსოფ­ლიო ოპე­რის სხვა ვარ­სკვლა­ვებ­მაც მი­მი­ზი­დეს. სტვე­ნა და­ვი­წყე არა გა­მიზ­ნუ­ლად, არა­მედ იმი­ტომ, რომ მუ­სი­კას ავ­ყო­ლო­დი. ასე გაგ­რძელ­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ მუ­სი­კა­ზე "შევ­ჯე­ქი", რად­გან ვე­ღარ ვმღე­რო­დი - ჩა­ვი­კე­ტე­ბო­დი ოთახ­ში, ჩავ­რთავ­დი მუ­სი­კას და მე და პა­ვა­რო­ტი სა­ა­თო­ბით ერ­თად "ვუ­ბე­რავ­დით"... ნელ-ნელა ასე რა­ღაც გა­მო­ვი­და. თუმ­ცა მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მაქვს", - გვე­უბ­ნე­ბა ზურა.

- რა მოხ­და "ნი­ჭი­ე­რის" შემ­დეგ შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ეს საქ­მე უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ვაგ­რძე­ლე - შოუს შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვარ, ხალ­ხი მა­ფა­სებს. სტვე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­საც "ნი­ჭი­ე­რამ­დე" ვა­კე­თებ­დი, მა­ინც არა­სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­მე­ბო­და. შოუს შემ­დეგ ამ ყვე­ლა­ფერს მეტი სო­ლი­დუ­რო­ბა მი­ე­ნი­ჭა. ჩემ­მა სტვე­ნამ ხე­ლოვ­ნე­ბის სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვა.

- რა გრძნო­ბაა, როცა ამ ჟანრ­ში ერ­თა­დერ­თი ხარ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი ვარ, უცხო­ეთ­ში ჩემ­ნა­ი­რე­ბი საკ­მა­რი­სად არი­ან. მე ჩემი პლუ­სე­ბი მაქვს, სხვა­თა შო­რის, ტექ­ნი­კა­ში ერ­თმა­ნე­თის­გან გან­ვსხვავ­დე­ბით. მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა არის, მაგ­რამ ცუდი ის არის - სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი ვარ და ამ ყვე­ლაფ­რის "გა­ქაჩ­ვა" მე მი­წევს.

- სა­მო­მავ­ლოდ რას აპი­რებ?

- მინ­და, ალ­ბო­მი გა­მოვ­ცე და კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში ორ­ღან­თან ერ­თად, ჩემი კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თო, ოღონდ, ეს პრო­ექ­ტი ჯერ გან­ხილ­ვის დო­ნე­ზეა, ბა­რო­კოს სტილ­ში უნდა გა­ვა­კე­თო. ამას­თან, ელექტრო­ნულ მუ­სი­კა­ში ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, მინ­და, მათ­თან ერ­თად, რა­ღა­ცე­ბიც დავ­გეგ­მო... ხოლო მათ, ვი­საც ჩემ­სა­ვით დასტვე­ნის სურ­ვი­ლი აქვს, ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი და ვურ­ჩევ, რომ ბევ­რი ივარ­ჯი­შონ. მე­ლო­დი­ას მო­უს­მი­ნონ, რო­გორც მე ვა­კე­თებ­დი, ისე. ტექ­ნი­კა უნდა დახ­ვე­წონ, დი­აფ­რაგ­მა რო­დის უნდა ჩარ­თონ, რო­დის შე­ამ­სუ­ბუ­ქონ, ამას ცოდ­ნა უნდა - ძა­ლი­ან ჰგავს სა­ო­პე­რო სიმ­ღე­რას.

- დღე­ში მარ­თლაც 2 სა­ათს მე­ცა­დი­ნე­ობ?

- მე გა­მი­მარ­თლა, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად ჩე­მია, რომ ქუ­ჩა­შიც კი, როცა დავ­დი­ვარ, არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ რას იტყვის, ყურ­ში მო­სას­მე­ნით მუ­სი­კას ვუს­მენ და ვსტვენ, ვის რას ვუ­შა­ვებ? ისე, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვდგა­ვარ, ვზი­ვარ, თუ ვმოძ­რა­ობ, შე­მიძ­ლია წერა, კი­თხვა, თარ­გმნა, სტვე­ნა და ბევ­რი რამ...

- სიმ­ღე­რას­თან ერ­თად, ბავ­შვო­ბი­დან ხა­ტავ, სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რე­ბი გაქვს...

- და­ბა­დე­ბი­დან, ანუ 1989 წლი­დან ვხა­ტავ. არ და­ი­ჯე­რებთ, მაგ­რამ ერთი წლის ვი­ყა­ვი, რომ უკვე ვხა­ტავ­დი... რაც თავი მახ­სოვს, სულ იყო მუ­სი­კა და ხატ­ვა. ასე რომ, 29 წე­ლია, ამ დღე­ში ვარ! გა­მო­ფე­ნებს ყო­ველ წელს ვა­წყობ. წლის ბო­ლო­საც ვგეგ­მავ. ბოლო წლე­ბია, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ გა­მო­ფე­ნებ­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი, ასე მომ­წონს.

რო­გორც ზურა გვე­უბ­ნე­ბა, მას გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი პო­ზი­ტი­უ­რად აღიქ­ვა­მენ, ზოგ­ჯერ სა­პი­რის­პი­რო რა­მის კე­თე­ბა უწევს - კა­მე­რის წინ და უკან დგო­მა, ერთი მისი პრო­ფე­სი­აა, მე­ო­რე - სტა­ტუ­სი. ყველ­გან სხვა­დას­ხვა ამ­პლუ­ა­ში უწევს ყოფ­ნა, "შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის­თვის ეს და­მაბ­ნე­ვე­ლი იყოს, გა­ი­ხე­დავს, სტა­ტი­ას ვწერ, გა­მო­ი­ხე­დავს და ვი­ღაც წერს ჩემ­ზე. ხში­რად ფო­ტოგ­რა­ფის ამ­პლუ­ა­საც ვირ­გებ. "რე­ნე­სანს მენს" მე­ძა­ხი­ან, ანუ რე­ნე­სას­ნის დროს მარ­ტო ერთი რა­მის კე­თე­ბა რომ შე­ეძ­ლო ადა­მი­ანს, ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავ­დაო, - ასე ამიხ­სნეს. მოკ­ლედ, მი­ხა­რია იმის კე­თე­ბა, რისი კე­თე­ბაც მინ­და და მსი­ა­მოვ­ნებს. ადა­მი­ანს ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით შე­უძ­ლია აკე­თოს ხე­ლოვ­ნე­ბა და ეს ხლოვ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­ღა­ლი დო­ნის, რა­საც აღი­ა­რე­ბა და და­ფა­სე­ბა უნდა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს საქართველოში ერთადერთი სტვენის ოსტატი, რომელიც საზოგადოებამ 5 წლის წინ "ნიჭიერით" გაიცნო

როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს საქართველოში ერთადერთი სტვენის ოსტატი, რომელიც საზოგადოებამ 5 წლის წინ "ნიჭიერით" გაიცნო

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ერთდროულად და თანაბარი წარმატებით, ბევრ სხვადასხვა საქმეს აკეთებენ. ასეთია ზურა (ზურიუს) ბალანჩივაძე, რომელიც ფართო აუდიტორიამ მაშინ გაიცნო, როდესაც შოუში "ნიჭიერი" თავისი გამორჩეული ნიჭით წარსდგა. ის სტვენს და სტვენს კლასიკურ ნაწარმოებებს, რითაც უამრავი ადამიანის გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევს - ამ უნარით საქართველოში ერთადერთია. როგორ ცხოვრობს, რას საქმიანობს მას მერე, რაც 5 წლის წინ ცნობილ შოუში გამოჩნდა, მანამდე როგორ მოვიდა AMBEBI.GE-ს თავად უამბობს.

ზურა პროფესიით ჟურნალისტია, ერთ-ერთ ცნობილ გამომცემლობაში მუშაობს, სტატიებს ინგლისურ ენაზე წერს. როგორც ამბობს, "ჯიპაში" სწავლისას, მისი ლექტორი პრეზიდენტი მარგველაშვილი იყო, მაშინ, როდესაც გიორგი მარგველაშვილი "ჯიპას" რექტორი გახლდათ.

"მე და ბატონი გიორგი ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, წარმოიდგინეთ, შენობითაც... ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს დემოკრატიის პრინციპებს გვიკითხავდა. გაერთიანებული კურსი იყო, დემოკრატიული სახელმწიფოს შენების ფუნდამენტური პრინციპები სწორედ მისგან ვისწავლე," - გვეუბნება ზურა და განაგრძობს "მე მას ექიმ ჰაუსს ვეძახდი, ცოტა უცნაური ტიპი იყო, თან, რექტორი და უდროობას უჩიოდა, სხვათა შორის, მაგარი იუმორის გრძნობითაც გამოირჩეოდა. მუდმივად საქმეზე იყო მოტივირებული, უნდოდა, გვესწავლა და ბევრი რამ გვცოდნოდა. ყველას ძალიან გვიყვარდა, პიროვნულად რომ ვიცნობ, მაგიტომ უფრო მიყვარს".

ზურას ქუათაისი

- ყველას ქუთაისში დაბადებული ვგონივარ. დედა გაგრელი მყავს, ქუთაისშია გათხოვილი. ამიტომ, ისე მოხდა, რომ გაგრაში დავიბადე და ორივეგან ვიზრდებოდი... რაც შეეხება ქუთაისს, 90-იანი წლების ქუთაისი მახსოვს - უშუქო, უწყლო, ბუნებრივი აირი რა იყო, 2001 წლამდე არ ვიცოდი და მასთან რაღაც სუნიანი "ბალონი" ასოცირდებოდა. ჩემს სამეზობლოში ბავშვებში ყველაზე უფროსი ვიყავი და სპექტაკლების გამართვაში ვეხმარებოდი, ვხელმძღვანელობდი "ჩემს დასს". სიგიჟეებიც ბევრი გვიკეთებია, თუმცა ბავშვობა ბედნიერი და უზრუნველი გვქონდა, თუ პატარ-პატარა სულელურ კონფლიტებს არ ჩავთვლით სკოლასა და ქუჩაშიც, რადგანაც ქურდი ბიჭების მეშინოდა. ცოტ-ცოტა ბულინგის ფაქტებიც ყოფილა. ვიყავი მსუქანი და წიგნებიანი ბიჭი, მამაჩემი ქარხნის დირექტორი იყო და ყველა იმ "კრიტერიუმს" ვაკმაყოფილებდი, "კაიბჭობას" შევჯავრებოდი. მაშინ მაგ კატეგორიაში სწავლა "გრეხი" იყო. მე ვსწავლობდი, ვმეცადინეობდი და "ბლატაობა" არ მიყვარდა. ამიტომ, ხომ ვამბობ, მათთვის იდეალური სამიზნე ვიყავი... მაგრამ ბულინგმა ჩემზე გავლენა არ იქონია, იმიტომ, რომ ცოტათი ქედმაღალი ვარ და ვიცოდი, მაგ კატეგორიაზე რაღაცით მეტი ვიყავი და შეიძლება, გულშიც ამიტომ არ ჩავიხვიე. თან, იმ პერიოდში ეკლესიაში ხშირად დავდიოდი, სადაც ჩემს სულიერ ტკივილს ვინეიტრალებდი. იქ ვგალობდი კიდეც...

ქუთაისს გარდა იმისა, რომ იუმორი ახასიათებს, აქვს თვითიუმორიც, საკუთარ თავზე ღადაობენ. ეს სერიოზული ამბავია.

როცა სტვენა დაიწყო...

ზურა, როგორც ვთქვით, მასობრივად, ცნობილი შოუდან გახდა, გაიცნეს იმ უნარით, რასაც სტვენა ჰქვია, რითაც ხალხზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. "როდესაც გარდატეხის პერიოდში, მუტაცია დამეწყო, სიმღერა შევწყვიტე. მანამდე დაბადებიდან ვმღეროდი და ვხატავდი. სიმღერის შეწყვეტის პერიოდში ოპერა, როგორც საოცარი ხელოვნება აღმოვაჩინე - ეს იყო 2003 წელი. 15 წლის ვიყავი. დიახ, მივხვდი, რომ ის, სულაც არ იყო ჩხავილი და კივილი, როგორც ზოგიერთი ეძახდა. პირველი, ვისაც მოვუმინე, მარია კალასი გახლდათ და ჩემი პირველი მუზაც ის აღმოჩნდა, შემდეგ მსოფლიო ოპერის სხვა ვარსკვლავებმაც მიმიზიდეს. სტვენა დავიწყე არა გამიზნულად, არამედ იმიტომ, რომ მუსიკას ავყოლოდი. ასე გაგრძელდა წლების განმავლობაში. ამ მუსიკაზე "შევჯექი", რადგან ვეღარ ვმღეროდი - ჩავიკეტებოდი ოთახში, ჩავრთავდი მუსიკას და მე და პავაროტი საათობით ერთად "ვუბერავდით"... ნელ-ნელა ასე რაღაც გამოვიდა. თუმცა მუსიკალური განათლება არ მაქვს", - გვეუბნება ზურა.

- რა მოხდა "ნიჭიერის" შემდეგ შენს ცხოვრებაში?

- ეს საქმე უფრო სერიოზულად გავაგრძელე - შოუს შემდეგ წარმატებული ვარ, ხალხი მაფასებს. სტვენის მიმართულებით რასაც "ნიჭიერამდე" ვაკეთებდი, მაინც არასერიოზულად აღიქმებოდა. შოუს შემდეგ ამ ყველაფერს მეტი სოლიდურობა მიენიჭა. ჩემმა სტვენამ ხელოვნების სტატუსი მოიპოვა.

- რა გრძნობაა, როცა ამ ჟანრში ერთადერთი ხარ?

- საქართველოში ერთი ვარ, უცხოეთში ჩემნაირები საკმარისად არიან. მე ჩემი პლუსები მაქვს, სხვათა შორის, ტექნიკაში ერთმანეთისგან განვსხვავდებით. მრავალფეროვნება არის, მაგრამ ცუდი ის არის - საქართველოში ერთი ვარ და ამ ყველაფრის "გაქაჩვა" მე მიწევს.

- სამომავლოდ რას აპირებ?

- მინდა, ალბომი გამოვცე და კათოლიკურ ეკლესიაში ორღანთან ერთად, ჩემი კონცერტი გავმართო, ოღონდ, ეს პროექტი ჯერ განხილვის დონეზეა, ბაროკოს სტილში უნდა გავაკეთო. ამასთან, ელექტრონულ მუსიკაში ბევრი მეგობარი მყავს, მინდა, მათთან ერთად, რაღაცებიც დავგეგმო... ხოლო მათ, ვისაც ჩემსავით დასტვენის სურვილი აქვს, ყველას ვეუბნები და ვურჩევ, რომ ბევრი ივარჯიშონ. მელოდიას მოუსმინონ, როგორც მე ვაკეთებდი, ისე. ტექნიკა უნდა დახვეწონ, დიაფრაგმა როდის უნდა ჩართონ, როდის შეამსუბუქონ, ამას ცოდნა უნდა - ძალიან ჰგავს საოპერო სიმღერას.

- დღეში მართლაც 2 საათს მეცადინეობ?

- მე გამიმართლა, ეს ყველაფერი იმდენად ჩემია, რომ ქუჩაშიც კი, როცა დავდივარ, არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის, ყურში მოსასმენით მუსიკას ვუსმენ და ვსტვენ, ვის რას ვუშავებ? ისე, მნიშვნელობა არ აქვს, ვდგავარ, ვზივარ, თუ ვმოძრაობ, შემიძლია წერა, კითხვა, თარგმნა, სტვენა და ბევრი რამ...

- სიმღერასთან ერთად, ბავშვობიდან ხატავ, საინტერესო ნამუშევრები გაქვს...

- დაბადებიდან, ანუ 1989 წლიდან ვხატავ. არ დაიჯერებთ, მაგრამ ერთი წლის ვიყავი, რომ უკვე ვხატავდი... რაც თავი მახსოვს, სულ იყო მუსიკა და ხატვა. ასე რომ, 29 წელია, ამ დღეში ვარ! გამოფენებს ყოველ წელს ვაწყობ. წლის ბოლოსაც ვგეგმავ. ბოლო წლებია, კონცეპტუალურ გამოფენებზე ვარ გადართული, ასე მომწონს.

როგორც ზურა გვეუბნება, მას გარშემომყოფები პოზიტიურად აღიქვამენ, ზოგჯერ საპირისპირო რამის კეთება უწევს - კამერის წინ და უკან დგომა, ერთი მისი პროფესიაა, მეორე - სტატუსი. ყველგან სხვადასხვა ამპლუაში უწევს ყოფნა, "შეიძლება ვიღაცისთვის ეს დამაბნეველი იყოს, გაიხედავს, სტატიას ვწერ, გამოიხედავს და ვიღაც წერს ჩემზე. ხშირად ფოტოგრაფის ამპლუასაც ვირგებ. "რენესანს მენს" მეძახიან, ანუ რენესასნის დროს მარტო ერთი რამის კეთება რომ შეეძლო ადამიანს, ბევრს არაფერს ნიშნავდაო, - ასე ამიხსნეს. მოკლედ, მიხარია იმის კეთება, რისი კეთებაც მინდა და მსიამოვნებს. ადამიანს ნებისმიერი საშუალებით შეუძლია აკეთოს ხელოვნება და ეს ხლოვნება შეიძლება იყოს მაღალი დონის, რასაც აღიარება და დაფასება უნდა".

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს