პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წეროვანში ავარიის შედეგად "ჯეო ჰოსპიტალსში" მოთავსებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა
წეროვანში ავარიის შედეგად "ჯეო ჰოსპიტალსში" მოთავსებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა

წე­რო­ვან­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის გამო, “ჯეო ჰოს­პი­ტალსში“ მო­თავ­სე­ბულ ერთ-ერთ პა­ცი­ენტს, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბაც, სხვა პა­ცი­ენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით მძი­მეა, ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა მაკა თავ­ხე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხი­საა, თუმ­ცა ყვე­ლა მათ­გა­ნი სა­ჭი­რო­ებს სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბა­სა და დაკ­ვირ­ვე­ბას, რათა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დრო­უ­ლად მოხ­დეს დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა.

„ამ­ჟა­მად ჩვენს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 9 პა­ცი­ენ­ტია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხი­საა. ერთი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით მძი­მეა, რო­მელ­საც ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია, და­ნარ­ჩე­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა, თუმ­ცა სა­ჭი­რო­ე­ბენ სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბა­სა და დაკ­ვირ­ვე­ბას, ვი­ნა­ი­დან შე­საძ­ლოა რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბა მოხ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა მაკა თავ­ხე­ლი­ძემ.

თავ­და­პირ­ვე­ლად „ჯეო ჰოს­პი­ტალსში“ ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 8 ადა­მი­ა­ნი მო­ა­თავ­სეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ერთი პა­ცი­ენ­ტი გა­და­იყ­ვა­ნეს, რო­მელ­საც დრო­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და. და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნია, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. კი­დევ ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნი მო­თავ­სე­ბუ­ლია მცხე­თის ახალ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბაც ასე­ვე სტა­ბი­ლუ­რია. „ახალ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში“ ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი კი­დევ 10 ადა­მი­ა­ნია მო­თავ­სე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც ექიმ­თა მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ რჩე­ბი­ან.

წე­რო­ვან­ში დღეს მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 30 წლის მა­მა­კა­ცი.

ავა­რი­ის დროს ტრა­ი­ლე­რი მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს შე­ე­ჯა­ხა. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

წეროვანში ავარიის შედეგად "ჯეო ჰოსპიტალსში" მოთავსებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა

წეროვანში ავარიის შედეგად "ჯეო ჰოსპიტალსში" მოთავსებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა

წეროვანში მომხდარი ავარიის გამო, “ჯეო ჰოსპიტალსში“ მოთავსებულ ერთ-ერთ პაციენტს, რომლის მდგომარეობაც, სხვა პაციენტებთან შედარებით მძიმეა, ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის დირექტორმა მაკა თავხელიძემ განუცხადა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სახისაა, თუმცა ყველა მათგანი საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობასა და დაკვირვებას, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, დროულად მოხდეს დახმარების გაწევა.

„ამჟამად ჩვენს საავადმყოფოში 9 პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სახისაა. ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რომელსაც ჩაუტარდა ოპერაცია, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობასა და დაკვირვებას, ვინაიდან შესაძლოა რაიმე გართულება მოხდეს“, - აღნიშნა მაკა თავხელიძემ.

თავდაპირველად „ჯეო ჰოსპიტალსში“ ავარიის შედეგად დაშავებული 8 ადამიანი მოათავსეს. მოგვიანებით კი, ერთი პაციენტი გადაიყვანეს, რომელსაც დროული სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანია, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. კიდევ ერთი მცირეწლოვანი მოთავსებულია მცხეთის ახალ სამედიცინო ცენტრში, რომლის მდგომარეობაც ასევე სტაბილურია. „ახალ სამედიცინო ცენტრში“ ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ 10 ადამიანია მოთავსებული, რომლებიც ექიმთა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

წეროვანში დღეს მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა 30 წლის მამაკაცი.

ავარიის დროს ტრაილერი მიკროავტობუსს შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი