პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მარგველაშვილი კენჭისყრას გადაწყვეტს, „ოცნების“ ნებისმიერ კანდიდატს დაამარცხებს ივანიშვილის გარდა"
"თუ მარგველაშვილი კენჭისყრას გადაწყვეტს, „ოცნების“ ნებისმიერ კანდიდატს დაამარცხებს ივანიშვილის გარდა"

მმარ­თვე­ლი გუნ­დი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლას არ ჩქა­რობს. „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ აცხა­დე­ბენ, რომ ამ სა­კი­თხზე აქ­ტი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მთავ­რო­ბის ხე­ლახ­ლა და­კომ­პლექ­ტე­ბის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა. კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში მსჯე­ლო­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრ მაია ცქი­ტიშ­ვილ­თან ერ­თად, აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის - და­ვით ბაქ­რა­ძის გვარ­მაც გა­იჟ­ღე­რა. ვინ და­იმ­სა­ხუ­რებს უმ­რავ­ლე­სო­ბის სიმ­პა­ტი­ებს, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში გა­ირ­კვე­ვა, რო­დე­საც „ოც­ნე­ბა“ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­დებს საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის ვი­ნა­ო­ბას.

რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძემ გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი კან­დი­დატ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა:

"უმ­რავ­ლე­სო­ბის ფორ­მატ­ში კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა. პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე თუ იყო ამა­ზე სა­უ­ბა­რი, არ ვიცი. ასე რომ, მარ­თლა არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ვის კან­დი­და­ტუ­რას და­ა­ყე­ნებს მმარ­თვე­ლი პარ­ტია საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად. თუ იქ­ნე­ბა ქალი, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ჭი­ჭი­ნა­ძემ.

და­ვით ბაქ­რა­ძე აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩად და­ნიშ­ვნამ­დე, ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო აპა­რატს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ელ­ჩად მუ­შა­ო­ბას 2016 წლის 5 დე­კემ­ბრი­დან შე­უდ­გა.

რაც შე­ე­ხე­ბა მაია ცქი­ტიშ­ვილს, ის თავ­და­პირ­ვე­ლად მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სად მუ­შა­ობ­და, ახლა კი რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცქი­ტიშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტი მი­ნის­ტრია. საკ­მა­რი­სია თუ არა ივა­ნიშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტო­ბა ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად, ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ირ­კვე­ვა. მა­ნამ­დე კი, პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს გვი­ზი­ა­რე­ბენ.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლის ვა­რა­უ­დით, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს „ოც­ნე­ბის“ ნე­ბის­მი­ე­რი კან­დი­და­ტი მო­ი­გებს.

"პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში უალ­ტერ­ნა­ტი­ვო­ბის გან­ცდას ბა­დებს. პრობ­ლე­მა იმა­ში კი არ არის, თუ რამ­დე­ნად ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლია „ოც­ნე­ბა“, არა­მედ იმა­ში, რომ ოპო­ზი­ცია არ არის ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი. დღეს ოპო­ზი­ცია უფრო მეტი პრობ­ლე­მე­ბით არის და­ხუნძლუ­ლი, ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

რო­დე­საც ამომ­რჩე­ველს არ აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, იმარ­ჯვებს ის, ვი­საც აქვს მეტი რე­სურ­სი - ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი, ფი­ნან­სუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი. „ოც­ნე­ბას“ ამ ნე­გა­ტი­ურ ბრძო­ლა­ში რე­სურ­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით აქვს აშ­კა­რა უპი­რა­ტე­სო­ბა. მისი შან­სე­ბიც, რა თქმა უნდა, უფრო მა­ღა­ლია იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, ვინ იქ­ნე­ბა კან­დი­და­ტი. მე­სა­მე არ­ჩე­ვანს ვერ სთა­ვა­ზობს ვე­რა­ვინ. თე­ო­რი­უ­ლად ყვე­ლა­ზე დიდი შან­სი ექ­ნე­ბო­და ზე­პარ­ტი­ულ კან­დი­დატს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი კან­დი­და­ტი არ ჩანს" - გვი­თხრა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ქა­ლის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბა, თუმ­ცა არას­წო­რად მი­აჩ­ნია კან­დი­და­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გენ­დერუ­ლი და­ყო­ფა.

"ქალი პრე­ზი­დენ­ტი რა­ტო­მაც არა, შე­საძ­ლე­ბე­ლია და მეტ­საც გე­ტყვით, ჩვენ­თან ქა­ლე­ბი საკ­მა­ოდ კარ­გად არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ რომ, ეს სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა ამ ნიშ­ნით საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­ზე სა­უ­ბა­რი, სა­ერ­თოდ არ მი­მაჩ­ნია სწო­რად. ეს თვი­თონ ქა­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა იქ­ნე­ბო­და, რომ კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვა და­ვი­წყოთ გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით.

ჩა­მოთ­ვლილ კან­დი­და­ტებს ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მათ­თვის საკ­მა­ოდ რთუ­ლი გზა იქ­ნე­ბა გა­სავ­ლე­ლი. მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი კარ­გი ადა­მი­ა­ნია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, მაგ­რამ რთუ­ლად წარ­მო­მიდ­გე­ნია სა­ჯა­რო შეხ­ვედ­რებ­ზე და­დი­ო­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბით. ეს მის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი და არა­კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა", - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუ­ხაშ­ვილ­მა.

პო­ლი­ტო­ლოგ სოსო ცინ­ცა­ძის თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გა­და­წყვეტს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გარ­და „ოც­ნე­ბის“ ნე­ბის­მი­ერ კან­დი­დატს გა­უ­ჭირ­დე­ბა მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის და­მარ­ცხე­ბა.

"მაია ცქი­ტიშ­ვილს გა­უ­ჭირ­დე­ბა მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან ბრძო­ლა. თან, თა­ვად ამ ქალ­ბა­ტონს რა­ტომ უნდა აინ­ტე­რე­სებ­დეს პრე­ზი­დენ­ტო­ბა არ მეს­მის. ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნია, ძალ­ღო­ნით სავ­სე, პა­ტი­ო­სა­ნი და სა­პენ­სიო თა­ნამ­დე­ბო­ბა რაში უნდა აწყობ­დეს, არ მეს­მის. თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც ნარ­მა­ნია მე­რად ავირ­ჩი­ეთ, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. მაგ­რამ თუ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გა­და­წყვეტს არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭი იყა­როს, „ოც­ნე­ბის“ ნე­ბის­მი­ერ კან­დი­დატს და­ა­მარ­ცხებს, ივა­ნიშ­ვი­ლის გარ­და...

ან და­ვით ბარ­ქა­ძე რა­ტომ უნდა აირ­ჩი­ოს ხალ­ხმა პრე­ზი­დენ­ტად, ეგეც არ მეს­მის. მას არა­ნა­ი­რი დამ­სა­ხუ­რე­ბაც კი არ აქვს. ასეა თუ ისეა, ივა­ნიშ­ვილს დიდი ნდო­ბის ფაქ­ტო­რი აქვს. ხოლო თუ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი უარს იტყვის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, მა­შინ ვინც გინ­და წა­მო­ა­ყე­ნონ, „ოც­ნე­ბის“ ნე­ბის­მი­ე­რი კან­დი­და­ტი გა­ი­მარ­ჯვებს, თუნ­დაც გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძე ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა“, - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ცინ­ცა­ძე.

ავტორი:

"თუ მარგველაშვილი კენჭისყრას გადაწყვეტს, „ოცნების“ ნებისმიერ კანდიდატს დაამარცხებს ივანიშვილის გარდა"

"თუ მარგველაშვილი კენჭისყრას გადაწყვეტს, „ოცნების“ ნებისმიერ კანდიდატს დაამარცხებს ივანიშვილის გარდა"

მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობის გამხელას არ ჩქარობს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ საკითხზე აქტიური კონსულტაციები მთავრობის ხელახლა დაკომპლექტების შემდეგ დაიწყება. კულუარული ინფორმაციით, უმრავლესობაში მსჯელობისას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, აშშ-ში საქართველოს ელჩის - დავით ბაქრაძის გვარმაც გაიჟღერა. ვინ დაიმსახურებს უმრავლესობის სიმპატიებს, დაახლოებით ერთ თვეში გაირკვევა, როდესაც „ოცნება“ ოფიციალურად გამოაცხადებს საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობას.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა AMBEBI.GE-ს, კონსულტაციები კანდიდატთან დაკავშირებით ჯერ არ დაწყებულა:

"უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, ჯერ არ დაწყებულა. პოლიტსაბჭოზე თუ იყო ამაზე საუბარი, არ ვიცი. ასე რომ, მართლა არ მაქვს ინფორმაცია, ვის კანდიდატურას დააყენებს მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატად. თუ იქნება ქალი, ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება", - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

დავით ბაქრაძე აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშვნამდე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო აპარატს ხელმძღვანელობდა. ელჩად მუშაობას 2016 წლის 5 დეკემბრიდან შეუდგა.

რაც შეეხება მაია ცქიტიშვილს, ის თავდაპირველად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა, ახლა კი რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობს. არსებული ინფორმაციით, ცქიტიშვილი ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი მინისტრია. საკმარისია თუ არა ივანიშვილის ფავორიტობა ქვეყნის პირველი პირის სტატუსის მისაღებად, ოქტომბერში გაირკვევა. მანამდე კი, პოლიტოლოგები საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებენ.

გია ხუხაშვილის ვარაუდით, საპრეზიდენტო არჩევნებს „ოცნების“ ნებისმიერი კანდიდატი მოიგებს.

"პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში უალტერნატივობის განცდას ბადებს. პრობლემა იმაში კი არ არის, თუ რამდენად ავტორიტეტულია „ოცნება“, არამედ იმაში, რომ ოპოზიცია არ არის ავტორიტეტული. დღეს ოპოზიცია უფრო მეტი პრობლემებით არის დახუნძლული, ვიდრე ხელისუფლება.

როდესაც ამომრჩეველს არ აქვს ალტერნატივა, იმარჯვებს ის, ვისაც აქვს მეტი რესურსი - ადმინისტრაციული, ფინანსური და ადამიანური. „ოცნებას“ ამ ნეგატიურ ბრძოლაში რესურსების თვალსაზრისით აქვს აშკარა უპირატესობა. მისი შანსებიც, რა თქმა უნდა, უფრო მაღალია იმისდა მიუხედავად, ვინ იქნება კანდიდატი. მესამე არჩევანს ვერ სთავაზობს ვერავინ. თეორიულად ყველაზე დიდი შანსი ექნებოდა ზეპარტიულ კანდიდატს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი კანდიდატი არ ჩანს" - გვითხრა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, სავსებით შესაძლებელია ქალის გაპრეზიდენტება, თუმცა არასწორად მიაჩნია კანდიდატებთან დაკავშირებით გენდერული დაყოფა.

"ქალი პრეზიდენტი რატომაც არა, შესაძლებელია და მეტსაც გეტყვით, ჩვენთან ქალები საკმაოდ კარგად არიან წარმოდგენილები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ, ეს სავსებით შესაძლებელია, თუმცა ამ ნიშნით საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარი, საერთოდ არ მიმაჩნია სწორად. ეს თვითონ ქალების შეურაცხყოფა იქნებოდა, რომ კანდიდატების შერჩევა დავიწყოთ გენდერული ნიშნით.

ჩამოთვლილ კანდიდატებს ხალხთან ურთიერთობის გამოცდილება არ აქვთ. აქედან გამომდინარე მათთვის საკმაოდ რთული გზა იქნება გასავლელი. მაია ცქიტიშვილი კარგი ადამიანია, პროფესიონალი, მაგრამ რთულად წარმომიდგენია საჯარო შეხვედრებზე დადიოდეს პოლიტიკური განცხადებით. ეს მისთვის ძალიან რთული და არაკომფორტული იქნება", - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, ბიძინა ივანიშვილის გარდა „ოცნების“ ნებისმიერ კანდიდატს გაუჭირდება მოქმედი პრეზიდენტის დამარცხება.

"მაია ცქიტიშვილს გაუჭირდება მარგველაშვილთან ბრძოლა. თან, თავად ამ ქალბატონს რატომ უნდა აინტერესებდეს პრეზიდენტობა არ მესმის. ახალგაზრდა ადამიანია, ძალღონით სავსე, პატიოსანი და საპენსიო თანამდებობა რაში უნდა აწყობდეს, არ მესმის. თუმცა, მას შემდეგ, რაც ნარმანია მერად ავირჩიეთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ თუ მარგველაშვილი გადაწყვეტს არჩევნებში კენჭი იყაროს, „ოცნების“ ნებისმიერ კანდიდატს დაამარცხებს, ივანიშვილის გარდა...

ან დავით ბარქაძე რატომ უნდა აირჩიოს ხალხმა პრეზიდენტად, ეგეც არ მესმის. მას არანაირი დამსახურებაც კი არ აქვს. ასეა თუ ისეა, ივანიშვილს დიდი ნდობის ფაქტორი აქვს. ხოლო თუ მარგველაშვილი უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე, მაშინ ვინც გინდა წამოაყენონ, „ოცნების“ ნებისმიერი კანდიდატი გაიმარჯვებს, თუნდაც გუგული მაღრაძე ან ნებისმიერი სხვა“, - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბრისას ცინცაძე.

11 თვიანი პაუზის შემდე, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს

რას ამბობს გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე - "არ დავმალავ... ეს მიმაჩნია სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად"

"გიგა ბოკერია არასდროს ირხეოდა "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა" - ოთო კახიძე