მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელის თხოვნა "X ფაქტორის" სცენაზე - "მეგობრები მეკითხებოდნენ, რატომ არ კივი, ხომ გიხარიაო?!"
ხელის თხოვნა "X ფაქტორის" სცენაზე - "მეგობრები მეკითხებოდნენ, რატომ არ კივი, ხომ გიხარიაო?!"

გუ­შინ­დელ­მა „X ფაქ­ტორ­მა“ მო­ლო­დი­ნებს გა­და­ა­ჭარ­ბა. კონ­კურ­სან­ტებ­მა დუ­ე­ტე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ იმ მომ­ღერ­ლებ­თან ერ­თად შე­ას­რუ­ლეს, რომ­ლებ­მაც თა­ვის დრო­ზე სწო­რედ მსგავს კონ­კურ­სებ­ზე აიდ­გეს ფეხი. გან­სა­კუთ­რე­ბით ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო ია ტო­მა­შის გა­მოს­ვლა, რო­მელ­საც სიმ­ღე­რის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე შეყ­ვა­რე­ბულ­მა - დემე მი­ქე­ლა­ძემ პირ­და­პირ ეთერ­ში ცო­ლო­ბა სთხო­ვა. გან­ცდილ ემო­ცი­ებ­ზე ია AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს:

"მუ­სი­კას­თან ბავ­შო­ბი­დან მქონ­და შე­ხე­ბა. სა­მუ­სი­კო სკო­ლა­ში 7 წელი ვის­წავ­ლე ფორ­ტე­პი­ა­ნოს გან­ხრით, სულ 8-წლი­ა­ნი იყო, გაგ­რძე­ლე­ბას ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ ვე­ღარ გა­ვუ­ძე­ლი და ბო­ლოს თავი და­ვა­ნე­ბე. ძა­ლი­ან ზარ­მა­ცი აღ­მოვჩ­დი, 6-7 სა­ა­თი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა არაფ­რით არ შე­მეძ­ლო, „ყუ­რით“ ვი­ზე­პი­რებ­დი და 15-20 წუთ­ში რა­საც გა­ვა­კე­თებ­დი, სულ ეგ იყო... ეტყო­ბა, დე­და­ჩე­მიც მიხ­ვდა, რომ აღარ შე­მეძ­ლო და იმა­ვე მუ­სი­კა­ლურ­ში კლა­სი­კურ ვო­კალ­ზე შე­მიყ­ვა­ნა... იმ პე­რი­ოდ­ში გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ვი­ყა­ვი, წი­კე­ბი მქონ­და, ვი­ფიქ­რე რას მა­კივ­ლებს ეს ქალი-მეთ­ქი და და­ვა­ნე­ბე მა­გა­საც თავი, თუმ­ცა დღეს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, იმით რომ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს. ვფიქ­რობ, ყვე­ლა სფე­რო­ში გა­ნათ­ლე­ბას, კლა­სი­კურ გა­ნათ­ლე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ჯერ ეს უნდა ის­წავ­ლო და მერე გა­და­ი­ნაც­ვლო სხვა სფე­რო­ში, ესტრა­და იქ­ნე­ბა ეს თუ სხვა.

- ამის შემ­დეგ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში იყო მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სე­ბი, პირ­ვე­ლი „ახა­ლი ხმა“ იყო, არა?

- კი, ჯერ იყო „ახა­ლი ხმა“, შემ­დეგ „მაგ­თი­ფა­ნი“, თით­ქმის ერ­თმა­ნეთ­ზე მი­ყო­ლე­ბუ­ლი იყო ეს კონ­კურ­სე­ბი. „ახალ ხმა­ში“, უბ­რა­ლოდ სიმ­ღე­რის­თვის ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი, მო­მინ­და სიმ­ღე­რა, ვი­ფიქ­რე ბა­რემ კონ­კურ­სში გა­ვალ-თქო და მი­ვე­დი. იქ თურ­მე იმ­დე­ნი ნი­უ­ან­სი ყო­ფი­ლა, თუნ­დაც შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, თუნ­დაც გარე მხრი­დან, რომ ძა­ლი­ან და­ვი­ძა­ბე. დღეს რო­გო­რი შე­მარ­თე­ბი­თაც ვარ, მა­შინ ვერ ვი­ყა­ვი ასე. მეტი შე­მარ­თე­ბა რომ მქო­ნო­და, ვფიქ­რობ, მეტს მი­ვაღ­წევ­დი. თან, დღეს უფრო მეტი სა­შუ­ა­ლე­ბაა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც იზ­რდე­ბა.

- იყო კონ­კურ­სან­ტი - მარ­ტი­ვი არაა, მი­თუ­მე­ტეს მა­შინ, როცა უკვე გავ­ლი­ლი გაქვს ეს გზა, იცი რა და რო­გორ ხდე­ბა... მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, „იქს ფაქ­ტორ­ში“ მა­ინც მიხ­ვე­დი, არ იყო ეს რთუ­ლი?

- ბევ­რი მე­კი­თხე­ბო­და - მზად ხარ ხე­ლახ­ლა გა­ი­ა­რო კონ­კურ­სის გზა? მე იმ­დე­ნად მალე მა­ვი­წყდე­ბა წყე­ნა, რო­გორც ჩანს მალე და­მა­ვი­წყდა ისიც, რომ ერთი-ორ­ჯერ ეგეთ „შარ­ში“ ვი­ყა­ვი. "იქს ფაქ­ტორ­ში" იმი­ტომ მი­ვე­დი, რომ უფრო მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­მიც­ნოს და და­მი­ნა­ხოს. სცე­ნა­ზე დგო­მით არას­დროს და­ვიღ­ლე­ბი, კონ­კურ­სი გვძა­ბავს და გვღ­ლის. კონ­ცერ­ტე­ბი ყო­ველ­დღე რომ გა­და­ვა­ბა, არ და­ვიღ­ლე­ბი. ის ემო­ცი­უ­რი ფაქ­ტო­რია რთუ­ლი, რაც კონ­კურსს ახ­ლავს. სა­ერ­თოდ, არ მიყ­ვარს როცა მიზ­ნე­ბი მე­ლე­ვა... მე­გო­ბა­რი მყავს ფსი­ქო­ლო­გი და მას­თან ვსა­უბ­რობ ხოლ­მე ასეთ სა­კი­თხებ­ზე. როცა და­სა­ხულ მი­ზანს ვაღ­წევ, კარ­გია, მაგ­რამ მერე? მერე რა? მერე ახა­ლი მჭირ­დე­ბა რამე, რომ იმა­ზე ვი­მუ­შაო.

ჩემი ფსი­ქო­ლო­გი მე­გო­ბა­რი სულ მე­უბ­ნე­ბა, რომ თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბას ვერ ვე­გუ­ე­ბი, ამ­ბო­ბენ, მა­გას „ჟილ­კი­ა­ნი“ ჰქვი­აო, არ ვიცი რა ჰქვია, მაგ­რამ სულ მინ­და ვვი­თარ­დე­ბო­დე, ხან­და­ხან სპე­ცი­ა­ლუ­რად და­მი­ტო­ვე­ბია ნი­უ­ან­სი, რომ ბო­ლომ­დე იდე­ა­ლუ­რად არ ვიგ­რძნო თავი, დიდი ხანი დამ­ჭირ­დე­ბა ბი­ონ­სე­სა­ვით ან რი­ა­ნა­სა­ვით რომ ვიგ­რძნო თავი, მაგ­რამ მა­ინც.

- ია, კონ­კურსსა და კონ­კურსს შო­რის რას საქ­მი­ა­ნობ­დი?

- არ ვჩერ­დე­ბო­დი, ბენდთან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი. რაც ლა­ი­ვე­ბი და­ი­წყო, ფი­ზი­კუ­რად არ მაქვს დრო არაფ­რის­თვის, ამ კვი­რა­ში სა­კუ­თარ თავს ძლივს მივ­ხე­დე, ყო­ველ­დღე რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე დავ­დი­ო­დი. წარ­მო­სად­გე­ნა­დაც კი რთუ­ლია, თუ რამ­ხე­ლა შრო­მის ჩა­დე­ბა უწევს ბი­ონ­სეს, რომ ის შოუ შექ­მნას, რა­საც გვთა­ვა­ზობს თა­ვი­სი ცეკ­ვით და სიმ­ღე­რით. ხელი ერთი გა­ვაქ­ნიე და გული ამო­მი­ვარ­და სცე­ნა­ზე, უფრო მეტი მოძ­რა­ო­ბე­ბი იყო და ამო­ვი­ღეთ მე და მა­რი­კომ, თან შე­მაღ­ლე­ბულ­ზე რომ ვი­დე­ქით, სულ მე­ში­ნო­და არ გად­მოვ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი. ამის მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ მე­ტყო­ბო­და, რე­ა­ლუ­რად ში­შის­გან ფე­ხე­ბი მი­კან­კა­ლებ­და.. მა­რი­კო ლეჟა­ვას გა­და­სა­რე­ვად შე­ვე­წყვე, ერთი და იგი­ვე მუხ­ტი გვაქვს.. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე ბას­ტი ვი­ყა­ვი და ის ძა­ლი­ან გრძე­ლი ბუბუ, ჩემი თეძო იმის მუხლთან იყო.

- გუ­შინ­დე­ლი დღე თქვენ­თვის ძა­ლი­ან ამაღლვე­ბე­ლი იყო, ყვე­ლა­ფე­რი თეთ­რი მიკრო­ფო­ნით და­ი­წყო და ხე­ლის თხოვ­ნით დას­რულ­და... ელო­დი ამას? ხვდე­ბო­დი წი­ნას­წარ?

- სცე­ნა­ზე რომ ამო­ვი­და, გა­ვი­ფიქ­რე რომ რა­ღაც მსგავ­სი მოხ­დე­ბო­და, მაგ­რამ თეთ­რი მიკრო­ფო­ნით რომ წა­მო­ვი­და, ჩავ­თვა­ლე, მხო­ლოდ ეს იყო. თვი­თონ ისე ნერ­ვი­უ­ლობ­და, იქეთ ვა­წყნა­რებ­დი. გა­რეთ რომ გა­მო­ვე­დით, მი­თხრა, მეტ­ჯერ აღარ მო­ვიყ­ვან ცოლს, იმ­დე­ნი ვი­ნერ­ვი­უ­ლე მაგ მო­მენ­ტშიო. სხვა­თა შო­რის, ბევ­რმა მომ­წე­რა, რომ ეს ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის ჰე­ფი­ენ­დი და დაგ­ვირ­გვი­ნე­ბაა, არა­და სუ­ლაც არ ვფიქ­რობ ასე.. არც გა­თხო­ვე­ბას ვთვლი რა­ი­მე ახალ და გან­სა­კუთ­რე­ბულ ეტა­პად. სცე­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს მე­გობ­რე­ბი მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რა­ტომ არ კივი, ხომ გი­ხა­რი­აო?! მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ დემე ის ადა­მი­ა­ნი იყო, ვი­საც ჩემს ცხოვ­რე­ბას და­ვუ­კავ­ში­რებ­დი და გა­მი­ხარ­და ის, რომ არ მო­ე­რი­და სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის და ეს ნა­ბი­ჯი გა­დად­გა. ამას რად უნდა კი­ვი­ლი და სა­ხის და­ხოკ­ვა, ან ჰეფი ენდი რა­ტო­მაა არ ვიცი, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერ­მა ძა­ლი­ან გა­მა­ბედ­ნი­ე­რა.

- რაც შე­ე­ხე­ბა თეთრ მიკრო­ფონს, დიდი ხნის ოც­ნე­ბა იყო?

- ყვე­ლამ იცის რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს იის­ფე­რი, მო­ვი­ძიე მიკრო­ფო­ნი ამ ფერ­ში, მაგ­რამ სუ­ლაც არ აღ­მოჩ­ნდა ისე­თი ლა­მა­ზი და ეფექ­ტუ­რი, რო­გო­რიც წარ­მო­მედ­გი­ნა. ამ ძებ­ნა­ში ვნა­ხე თეთ­რი მიკრო­ფო­ნი, რო­მელ­საც დაყ­ვე­ბა იის­ფე­რი ქრო­მი, ულა­მა­ზე­სია, ძა­ლი­ან მომ­წონ­და და აი, უკვე ჩე­მია. დემე ყო­ველ­თვის ისეთ სა­ჩუქ­რებს მი­კე­თებს, რაც ჩემს საქ­მეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და საქ­მე­ში გა­მო­მად­გე­ბა.

- მოდი, დე­მე­ზე ცოტა მეტი მოგ­ვი­ყე­ვი...

- ზო­გა­დად, არ მიყ­ვარს ამ თე­მა­ზე ვრცლად სა­უ­ბა­რი, უბ­რა­ლოდ გე­ტყვი იმას, რომ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია ერ­თად ვართ და სა­ერ­თო მე­გობ­რის­გან გა­ვი­ცა­ნი. დემე დრა­მე­რია, შვიდ­წლე­დი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი დრამ­ზე, შემ­დეგ ხმის ინ­ჟი­ნე­რია ის­წავ­ლა 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. უნ­დო­და, ეს საქ­მე თვით­ნას­წავ­ლის დო­ნე­ზე კი არ სცოდ­ნო­და, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ხმის ინ­ჟი­ნე­რი კი არის, მაგ­რამ სა­მე­დი­ცი­ნო­ზეც სწავ­ლობს.

- საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბას ალ­ბათ აქვს თა­ვი­სი პლი­უ­სე­ბი..

- კი, ძა­ლი­ან დიდი პლი­უ­სია, როცა შენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ი­რად გეხ­მა­რე­ბა, გვერ­დით გიდ­გას, შე­უძ­ლია, შენი კა­რი­ე­რუ­ლი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­გეხ­მა­როს. რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ჭირს კა­რი­ე­რა­ში, ეს არის ხმის და­ყე­ნე­ბა და ამას დემე აგ­ვა­რებს, ნევ­რო­ზი­ა­ნი ვარ, სულ რა­ღაც მტკი­ვა და ამა­შიც მამ­შვი­დებს, ამა­ზე მეტი პლი­უ­სი რაღა უნდა იყოს? მეტი რაზე უნდა ვი­ოც­ნე­ბო?!

- რა გეგ­მე­ბი გაქვთ რო­გორც წყვილს?

- ამ წუ­თას ჩემი გეგ­მე­ბი მხო­ლოდ „იქს ფაქ­ტორს“ უკავ­შირ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვფიქ­რობ ქორ­წილ­ზე, რად­გან თუ იქ­ნე­ბა ქორ­წი­ლი, მინ­და, გრან­დი­ო­ზუ­ლი იყოს, ესეც ჩემი ოც­ნე­ბაა, ამას კი დამ­შვი­დე­ბულ გო­ნე­ბა­ზე უნდა და­გეგ­მვა... ახლა იმ­დე­ნად და­ძა­ბუ­ლი პე­რი­ო­დი მაქვს, მას­თან გა­დას­ვლა­ზეც უხერ­ხუ­ლია სა­უ­ბა­რი... რო­დის მე მო­ვე­წყო­ბი, რო­დის მე ჩემს 200 კა­რა­და ტან­საც­მელს წა­ვი­ღებ, დრო სჭირ­დე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს. ამი­ტომ ამ ეტაპ­ზე, ხან იქ ვიქ­ნე­ბით, ხან - აქ, რო­გორც აქამ­დე ვი­ყა­ვით.

ავ­ტო­რი: ციცი ომა­ნი­ძე

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

ხელის თხოვნა "X ფაქტორის" სცენაზე - "მეგობრები მეკითხებოდნენ, რატომ არ კივი, ხომ გიხარიაო?!"

ხელის თხოვნა "X ფაქტორის" სცენაზე - "მეგობრები მეკითხებოდნენ, რატომ არ კივი, ხომ გიხარიაო?!"

გუშინდელმა „X ფაქტორმა“ მოლოდინებს გადააჭარბა. კონკურსანტებმა დუეტები საზოგადოებისთვის ცნობილ იმ მომღერლებთან ერთად შეასრულეს, რომლებმაც თავის დროზე სწორედ მსგავს კონკურსებზე აიდგეს ფეხი. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ია ტომაშის გამოსვლა, რომელსაც სიმღერის დასრულებისთანავე შეყვარებულმა - დემე მიქელაძემ პირდაპირ ეთერში ცოლობა სთხოვა. განცდილ ემოციებზე ია AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში საუბრობს:

"მუსიკასთან ბავშობიდან მქონდა შეხება. სამუსიკო სკოლაში 7 წელი ვისწავლე ფორტეპიანოს განხრით, სულ 8-წლიანი იყო, გაგრძელებას ვფიქრობდი, მაგრამ ვეღარ გავუძელი და ბოლოს თავი დავანებე. ძალიან ზარმაცი აღმოვჩდი, 6-7 საათი მეცადინეობა არაფრით არ შემეძლო, „ყურით“ ვიზეპირებდი და 15-20 წუთში რასაც გავაკეთებდი, სულ ეგ იყო... ეტყობა, დედაჩემიც მიხვდა, რომ აღარ შემეძლო და იმავე მუსიკალურში კლასიკურ ვოკალზე შემიყვანა... იმ პერიოდში გარდატეხის ასაკში ვიყავი, წიკები მქონდა, ვიფიქრე რას მაკივლებს ეს ქალი-მეთქი და დავანებე მაგასაც თავი, თუმცა დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, იმით რომ ეს გამოცდილება მაქვს. ვფიქრობ, ყველა სფეროში განათლებას, კლასიკურ განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ჯერ ეს უნდა ისწავლო და მერე გადაინაცვლო სხვა სფეროში, ესტრადა იქნება ეს თუ სხვა.

- ამის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში იყო მუსიკალური კონკურსები, პირველი „ახალი ხმა“ იყო, არა?

- კი, ჯერ იყო „ახალი ხმა“, შემდეგ „მაგთიფანი“, თითქმის ერთმანეთზე მიყოლებული იყო ეს კონკურსები. „ახალ ხმაში“, უბრალოდ სიმღერისთვის ვიყავი მისული, მომინდა სიმღერა, ვიფიქრე ბარემ კონკურსში გავალ-თქო და მივედი. იქ თურმე იმდენი ნიუანსი ყოფილა, თუნდაც შიდა სამზარეულოში, თუნდაც გარე მხრიდან, რომ ძალიან დავიძაბე. დღეს როგორი შემართებითაც ვარ, მაშინ ვერ ვიყავი ასე. მეტი შემართება რომ მქონოდა, ვფიქრობ, მეტს მივაღწევდი. თან, დღეს უფრო მეტი საშუალებაა და შესაძლებლობებიც იზრდება.

- იყო კონკურსანტი - მარტივი არაა, მითუმეტეს მაშინ, როცა უკვე გავლილი გაქვს ეს გზა, იცი რა და როგორ ხდება... მიუხედავად ამისა, „იქს ფაქტორში“ მაინც მიხვედი, არ იყო ეს რთული?

- ბევრი მეკითხებოდა - მზად ხარ ხელახლა გაიარო კონკურსის გზა? მე იმდენად მალე მავიწყდება წყენა, როგორც ჩანს მალე დამავიწყდა ისიც, რომ ერთი-ორჯერ ეგეთ „შარში“ ვიყავი. "იქს ფაქტორში" იმიტომ მივედი, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გამიცნოს და დამინახოს. სცენაზე დგომით არასდროს დავიღლები, კონკურსი გვძაბავს და გვღლის. კონცერტები ყოველდღე რომ გადავაბა, არ დავიღლები. ის ემოციური ფაქტორია რთული, რაც კონკურსს ახლავს. საერთოდ, არ მიყვარს როცა მიზნები მელევა... მეგობარი მყავს ფსიქოლოგი და მასთან ვსაუბრობ ხოლმე ასეთ საკითხებზე. როცა დასახულ მიზანს ვაღწევ, კარგია, მაგრამ მერე? მერე რა? მერე ახალი მჭირდება რამე, რომ იმაზე ვიმუშაო.

ჩემი ფსიქოლოგი მეგობარი სულ მეუბნება, რომ თვითკმაყოფილებას ვერ ვეგუები, ამბობენ, მაგას „ჟილკიანი“ ჰქვიაო, არ ვიცი რა ჰქვია, მაგრამ სულ მინდა ვვითარდებოდე, ხანდახან სპეციალურად დამიტოვებია ნიუანსი, რომ ბოლომდე იდეალურად არ ვიგრძნო თავი, დიდი ხანი დამჭირდება ბიონსესავით ან რიანასავით რომ ვიგრძნო თავი, მაგრამ მაინც.

- ია, კონკურსსა და კონკურსს შორის რას საქმიანობდი?

- არ ვჩერდებოდი, ბენდთან ერთად ვმუშაობდი. რაც ლაივები დაიწყო, ფიზიკურად არ მაქვს დრო არაფრისთვის, ამ კვირაში საკუთარ თავს ძლივს მივხედე, ყოველდღე რეპეტიციებზე დავდიოდი. წარმოსადგენადაც კი რთულია, თუ რამხელა შრომის ჩადება უწევს ბიონსეს, რომ ის შოუ შექმნას, რასაც გვთავაზობს თავისი ცეკვით და სიმღერით. ხელი ერთი გავაქნიე და გული ამომივარდა სცენაზე, უფრო მეტი მოძრაობები იყო და ამოვიღეთ მე და მარიკომ, თან შემაღლებულზე რომ ვიდექით, სულ მეშინოდა არ გადმოვვარდნილიყავი. ამის მიუხედავად ყველა მეუბნებოდა, რომ ნერვიულობა არ მეტყობოდა, რეალურად შიშისგან ფეხები მიკანკალებდა.. მარიკო ლეჟავას გადასარევად შევეწყვე, ერთი და იგივე მუხტი გვაქვს.. მიუხედავად იმისა, რომ მე ბასტი ვიყავი და ის ძალიან გრძელი ბუბუ, ჩემი თეძო იმის მუხლთან იყო.

- გუშინდელი დღე თქვენთვის ძალიან ამაღლვებელი იყო, ყველაფერი თეთრი მიკროფონით დაიწყო და ხელის თხოვნით დასრულდა... ელოდი ამას? ხვდებოდი წინასწარ?

- სცენაზე რომ ამოვიდა, გავიფიქრე რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა, მაგრამ თეთრი მიკროფონით რომ წამოვიდა, ჩავთვალე, მხოლოდ ეს იყო. თვითონ ისე ნერვიულობდა, იქეთ ვაწყნარებდი. გარეთ რომ გამოვედით, მითხრა, მეტჯერ აღარ მოვიყვან ცოლს, იმდენი ვინერვიულე მაგ მომენტშიო. სხვათა შორის, ბევრმა მომწერა, რომ ეს ჩვენი ურთიერთობის ჰეფიენდი და დაგვირგვინებაა, არადა სულაც არ ვფიქრობ ასე.. არც გათხოვებას ვთვლი რაიმე ახალ და განსაკუთრებულ ეტაპად. სცენიდან დაბრუნებულს მეგობრები მეკითხებოდნენ, რატომ არ კივი, ხომ გიხარიაო?! მე დარწმუნებული ვიყავი, რომ დემე ის ადამიანი იყო, ვისაც ჩემს ცხოვრებას დავუკავშირებდი და გამიხარდა ის, რომ არ მოერიდა საკუთარი გრძნობების და ეს ნაბიჯი გადადგა. ამას რად უნდა კივილი და სახის დახოკვა, ან ჰეფი ენდი რატომაა არ ვიცი, თუმცა ამ ყველაფერმა ძალიან გამაბედნიერა.

- რაც შეეხება თეთრ მიკროფონს, დიდი ხნის ოცნება იყო?

- ყველამ იცის რომ ძალიან მიყვარს იისფერი, მოვიძიე მიკროფონი ამ ფერში, მაგრამ სულაც არ აღმოჩნდა ისეთი ლამაზი და ეფექტური, როგორიც წარმომედგინა. ამ ძებნაში ვნახე თეთრი მიკროფონი, რომელსაც დაყვება იისფერი ქრომი, ულამაზესია, ძალიან მომწონდა და აი, უკვე ჩემია. დემე ყოველთვის ისეთ საჩუქრებს მიკეთებს, რაც ჩემს საქმესთანაა დაკავშირებული და საქმეში გამომადგება.

- მოდი, დემეზე ცოტა მეტი მოგვიყევი...

- ზოგადად, არ მიყვარს ამ თემაზე ვრცლად საუბარი, უბრალოდ გეტყვი იმას, რომ წელიწადნახევარია ერთად ვართ და საერთო მეგობრისგან გავიცანი. დემე დრამერია, შვიდწლედი აქვს დამთავრებული დრამზე, შემდეგ ხმის ინჟინერია ისწავლა 2 წლის განმავლობაში. უნდოდა, ეს საქმე თვითნასწავლის დონეზე კი არ სცოდნოდა, პროფესიონალი ყოფილიყო. ხმის ინჟინერი კი არის, მაგრამ სამედიცინოზეც სწავლობს.

- საყვარელ ადამიანთან ერთად მუშაობას ალბათ აქვს თავისი პლიუსები..

- კი, ძალიან დიდი პლიუსია, როცა შენს საყვარელ ადამიანს, რომელიც ყველანაირად გეხმარება, გვერდით გიდგას, შეუძლია, შენი კარიერული მიზნების განხორციელებაში დაგეხმაროს. რაც ყველაზე მეტად მიჭირს კარიერაში, ეს არის ხმის დაყენება და ამას დემე აგვარებს, ნევროზიანი ვარ, სულ რაღაც მტკივა და ამაშიც მამშვიდებს, ამაზე მეტი პლიუსი რაღა უნდა იყოს? მეტი რაზე უნდა ვიოცნებო?!

- რა გეგმები გაქვთ როგორც წყვილს?

- ამ წუთას ჩემი გეგმები მხოლოდ „იქს ფაქტორს“ უკავშირდება. ჯერჯერობით არ ვფიქრობ ქორწილზე, რადგან თუ იქნება ქორწილი, მინდა, გრანდიოზული იყოს, ესეც ჩემი ოცნებაა, ამას კი დამშვიდებულ გონებაზე უნდა დაგეგმვა... ახლა იმდენად დაძაბული პერიოდი მაქვს, მასთან გადასვლაზეც უხერხულია საუბარი... როდის მე მოვეწყობი, როდის მე ჩემს 200 კარადა ტანსაცმელს წავიღებ, დრო სჭირდება ამ ყველაფერს. ამიტომ ამ ეტაპზე, ხან იქ ვიქნებით, ხან - აქ, როგორც აქამდე ვიყავით.

ავტორი: ციცი ომანიძე

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს