პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარაზმია, რაც ხდება აქ" - თინა ბოკუჩავას და ზაზა გაბუნიას დაპირისპირება პარლამენტში
"მარაზმია, რაც ხდება აქ" - თინა ბოკუჩავას და ზაზა გაბუნიას დაპირისპირება პარლამენტში

ხის გა­და­ტა­ნა და პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ვი­თარ კავ­შირ­ში არ არის ერ­თმა­ნეთ­თან, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ზაზა გა­ბუ­ნი­ამ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის თინა ბო­კუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და. ზაზა გა­ბუ­ნი­ამ ბო­კუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბას ამაზ­რზე­ნი ტყუ­ი­ლი უწო­და.

„ამაზ­რზე­ნი ტყუ­ლია ის რაც ქალ­ბა­ტო­ნი ბო­კუ­ჩა­ვას მხრი­დან ცოტა ხნის წინ იქნა ნათ­ქვა­მი ამ დარ­ბაზ­ში. პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბის და­ნა­შა­უ­ლი, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სტილ­ში, ფაბ­რი­კა­ცი­ის და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გზით, უსინ­დი­სო ტყუ­ი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და­უ­კავ­ში­რა ხის გა­და­ტა­ნის პრო­ცესს, რაც არის უსინ­დი­სო ტყუ­ი­ლი. ბრალ­დე­ბა არის და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი. ხის გა­და­ტა­ნა და პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ვი­თარ კავ­შირ­ში არ არის ერ­თმა­ნეთ­თან და ამ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი პირი და­კა­ვე­ბუ­ლია. ეს არის ის უსინ­დი­სო ტყუ­ი­ლი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ქალ­ბა­ტო­ნი ბო­კუ­ჩა­ვა ცდი­ლობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას“, - გა­ნა­ცხა­და ზაზა გა­ბუ­ნი­ამ.

ბო­კუ­ჩა­ვამ სიც­რუ­ე­ში თა­ვად ზაზა გა­ბუ­ნია და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ მას კრი­ტი­კუ­ლი კი­თხვე­ბის და­სას­მე­ლად ორ კო­მი­ტეტს შო­რის სი­ა­რუ­ლი უწევს.

„მი­წევს ორ კო­მი­ტეტს შო­რის სი­ა­რუ­ლი, იმის­თვის რომ შევ­ძლო სა­თა­ნა­დო კი­თხვე­ბის დას­მა. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა თუ თქვენ არ თვლით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად, რომ ოპო­ზი­ცი­ის ხმა ის­მო­დეს, თუნ­დაც ასე­თი მცი­რე წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით, თქვენს სხდო­მებ­ზე. იმი­ტომ რომ არა­ვინ არ­სად არ იპა­რე­ბა, ჩვენ გვინ­და წარ­მო­ვად­გი­ნოთ იმ ხალ­ხის ხმა, რო­მე­ლიც არ ემ­ხრო­ბა თქვენს პო­ლი­ტი­კას და რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­უ­რად არის გან­წყო­ბი­ლი თქვენ მი­მართ“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

დე­პუ­ტატ­მა მა­რაზ­მი უწო­და იმ მოვ­ლე­ნებს, რაც პარ­ლა­მენ­ტში ვი­თარ­დე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ ორ­კვი­რი­ან მთავ­რო­ბას სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო ფორ­სი­რე­ბუ­ლად ამ­ტკი­ცებს.

„რაც შე­ე­ხე­ბა იმ ბრალ­დე­ბებს, რო­მე­ლიც ბა­ტონ­მა ზა­ზამ, სრუ­ლი­ად ურ­ცხვად გა­ა­კე­თა, რო­დე­საც მე და­ტო­ვე­ბუ­ლი მქონ­და დარ­ბა­ზი და შე­სა­ბა­მი­სად, არ მექ­ნე­ბო­და იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მის­თვის გა­მე­ცა პა­სუ­ხი და იმ შე­უ­რა­ცხყო­ფას, რო­მე­ლიც გა­ის­მა ამ დარ­ბაზ­ში, ეს არის ზუს­ტად სირ­ცხვი­ლი და სიც­რუე. ბა­ტო­ნო ზაზა ასე­თი სიც­რუ­ით თქვენ ხართ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სახე, იმ მა­რაზ­მი­სა რაც ხდე­ბა აქ, რომ ორ­კვი­რი­ან მთავ­რო­ბას გვამ­ტკი­ცე­ბი­ნებთ სრუ­ლი­ად ფორ­სი­რე­ბულ რე­ჟიმ­ში, სა­დაც ელე­მენ­ტა­რუ­ლად კი­თხვე­ბის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევთ და ხორ­ხო­ცებთ. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ამ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ერთი დე­პუ­ტა­ტიც კი არ გა­მო­ი­ძებ­ნა, რო­მე­ლიც და­ი­ცავს ამ პარ­ლა­მენ­ტის და თქვენს პი­რად ღირ­სე­ბას, რო­გორც დე­პუ­ტა­ტე­ბის. მო­ნო­ბა არ არის პარ­ლა­მენ­ტა­რის და­ვა­ლე­ბა და ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი. ჩემი ფი­ზი­კუ­რი აქ არ ყოფ­ნა არ გიშ­ვე­ლით იმა­ში, რომ თქვენ ტყუ­ი­ლე­ბი ილა­პა­რა­კოთ“, - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­სულ კვი­რას ქო­ბუ­ლეთ­ში, სო­ფელ მუ­ხა­ეს­ტა­ტეს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი მოკ­ლეს. „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბის გან­ცხა­დებთ, პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ხის გა­და­ტა­ნის პრო­ცესს აკ­ვირ­დე­ბო­და. თა­ვად მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას პო­ლი­ცი­ე­ლის შე­ში­ნე­ბის მიზ­ნით ცდი­ლობ­და და შემ­თხვე­ვის დროს ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, პო­ლი­ცი­ელ ბუტა ან­თა­ძეს­თან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უთან­ხმო­ე­ბა ჰქონ­და.

"მარაზმია, რაც ხდება აქ" - თინა ბოკუჩავას და ზაზა გაბუნიას დაპირისპირება პარლამენტში

"მარაზმია, რაც ხდება აქ" - თინა ბოკუჩავას და ზაზა გაბუნიას დაპირისპირება პარლამენტში

ხის გადატანა და პოლიციელის მკვლელობა აბსოლუტურად არავითარ კავშირში არ არის ერთმანეთთან, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადების საპასუხოდ განაცხადა. ზაზა გაბუნიამ ბოკუჩავას განცხადებას ამაზრზენი ტყუილი უწოდა.

„ამაზრზენი ტყულია ის რაც ქალბატონი ბოკუჩავას მხრიდან ცოტა ხნის წინ იქნა ნათქვამი ამ დარბაზში. პოლიციელის მკვლელობის დანაშაული, თინა ბოკუჩავამ, „ნაციონალური მოძრაობის“ სტილში, ფაბრიკაციის და დეზინფორმაციის გზით, უსინდისო ტყუილის გამოყენებით დაუკავშირა ხის გადატანის პროცესს, რაც არის უსინდისო ტყუილი. ბრალდება არის დაუსაბუთებელი. ხის გადატანა და პოლიციელის მკვლელობა აბსოლუტურად არავითარ კავშირში არ არის ერთმანეთთან და ამ დანაშაულში ბრალდებული კონკრეტული პირი დაკავებულია. ეს არის ის უსინდისო ტყუილი, რომლის საშუალებითაც ქალბატონი ბოკუჩავა ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ბოკუჩავამ სიცრუეში თავად ზაზა გაბუნია დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას კრიტიკული კითხვების დასასმელად ორ კომიტეტს შორის სიარული უწევს.

„მიწევს ორ კომიტეტს შორის სიარული, იმისთვის რომ შევძლო სათანადო კითხვების დასმა. ძალიან სამწუხაროა თუ თქვენ არ თვლით მნიშვნელოვნად, რომ ოპოზიციის ხმა ისმოდეს, თუნდაც ასეთი მცირე წარმომადგენლობით, თქვენს სხდომებზე. იმიტომ რომ არავინ არსად არ იპარება, ჩვენ გვინდა წარმოვადგინოთ იმ ხალხის ხმა, რომელიც არ ემხრობა თქვენს პოლიტიკას და რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი თქვენ მიმართ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

დეპუტატმა მარაზმი უწოდა იმ მოვლენებს, რაც პარლამენტში ვითარდება და აღნიშნა, რომ ორკვირიან მთავრობას საკანონმდებლო ორგანო ფორსირებულად ამტკიცებს.

„რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რომელიც ბატონმა ზაზამ, სრულიად ურცხვად გააკეთა, როდესაც მე დატოვებული მქონდა დარბაზი და შესაბამისად, არ მექნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ მისთვის გამეცა პასუხი და იმ შეურაცხყოფას, რომელიც გაისმა ამ დარბაზში, ეს არის ზუსტად სირცხვილი და სიცრუე. ბატონო ზაზა ასეთი სიცრუით თქვენ ხართ „ქართული ოცნების“ სახე, იმ მარაზმისა რაც ხდება აქ, რომ ორკვირიან მთავრობას გვამტკიცებინებთ სრულიად ფორსირებულ რეჟიმში, სადაც ელემენტარულად კითხვების დასმის საშუალებას არ გვაძლევთ და ხორხოცებთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ უმრავლესობაში ერთი დეპუტატიც კი არ გამოიძებნა, რომელიც დაიცავს ამ პარლამენტის და თქვენს პირად ღირსებას, როგორც დეპუტატების. მონობა არ არის პარლამენტარის დავალება და ამოსავალი წერტილი. ჩემი ფიზიკური აქ არ ყოფნა არ გიშველით იმაში, რომ თქვენ ტყუილები ილაპარაკოთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი მოკლეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებთ, პოლიციის უფროსი ხის გადატანის პროცესს აკვირდებოდა. თავად მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დანის გამოყენებას პოლიციელის შეშინების მიზნით ცდილობდა და შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისივე განცხადებით, პოლიციელ ბუტა ანთაძესთან წლების განმავლობაში უთანხმოება ჰქონდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები