პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ავირიდოთ ხერხემლის პრობლემები - რჩევები სწორად ძილის, ჯდომისა და ვარჯიშის შესახებ
როგორ ავირიდოთ ხერხემლის პრობლემები - რჩევები სწორად ძილის, ჯდომისა და ვარჯიშის შესახებ

ცნო­ბი­ლია, რომ ხერ­ხემ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მთე­ლი ორ­გა­ნიზ­მის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. გარ­კვე­უ­ლი ასა­კის მიღ­წე­ვი­სას ადა­მი­ა­ნი გა­ნიც­დის დის­კომ­ფორ­ტს, რაც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­კრე­ტულ და­ა­ვა­დე­ბა­ში გა­და­დის. ამის ასა­რი­დებ­ლად ხერ­ხემ­ლის სი­ჯან­სა­ღე­ზე დრო­უ­ლად ზრუნ­ვაა სა­ჭი­რო. კვე­ბა, ჭარ­ბი წონა ტვირ­თავს ხერ­ხე­მალს და მა­ლა­თა­შუა დის­კებს, რა­საც ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზი და მა­ლა­თა­შო­რი­სი თი­აქ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მოჰ­ყვე­ბა.

  • მოძ­რა­ო­ბა-ჯდო­მი­სას მჭიდ­როდ უნდა და­აყ­რდნოთ ხერ­ხემ­ლის გა­მო­ნაზ­ნე­ქი სკა­მის ზურგს და არ მო­ი­ხა­როთ. სკა­მის სი­მაღ­ლე ისე უნდა და­ა­რე­გუ­ლი­როთ, რომ და­საჯ­დო­მი მუხ­ლის ნა­კე­ცე­ბის დო­ნე­ზე იყოს.
  • უნდა მო­ე­რი­დოთ სიმ­ძი­მე­ე­ბის აწე­ვას. დატ­ვირ­თვის შე­სამ­ცი­რებ­ლად სიმ­ძი­მე მკვეთ­რი მოძ­რა­ო­ბის გა­რე­შე, სწო­რი ზურ­გით უნდა ას­წი­ოთ. და­უშ­ვე­ბე­ლია ტვირ­თის აწე­ვა მოხ­რი­ლი ზურ­გით და სწო­რი ფე­ხე­ბით. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში წონა მთელ ხერ­ხე­მალ­ზე აღარ ნა­წილ­დე­ბა და ხერ­ხემ­ლის სვე­ტი ძალ­ზე იტ­ვირ­თე­ბა.
  • ფეხ­საც­მე­ლი უნდა იყოს რბი­ლი და დრე­კა­დი ლან­ჩით. ქუს­ლის სი­მაღ­ლე არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 10 სმ-ს. მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლის ყო­ველ­დღი­უ­რად ტა­რე­ბა საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი აპა­რა­ტის ნა­წი­ლე­ბის ცდო­მას იწ­ვევს და პრობ­ლე­მე­ბი უვი­თარ­დე­ბა არა­მარ­ტო ხერ­ხე­მალს, არა­მედ სახ­სრებ­სა და სის­ხლძარ­ღვებ­საც.

ძილი

სა­წო­ლი უნდა იყოს კომ­ფორ­ტუ­ლი, ხერ­ხემ­ლის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მოხ­რი­ლო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სი კონ­სტრუქ­ცი­ით. მსუ­ქა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­ჭი­როა უფრო მა­გა­რი მატ­რა­სი, გამ­ხდრე­ბის­თვის კი, პი­რი­ქით, რბი­ლი. ბა­ლი­ში არ უნდა იყოს ძა­ლი­ან დიდი ან პა­ტა­რა და უნდა ავ­სებ­დეს კე­ფი­დან ბე­ჭამ­დე ჩაღ­რმა­ვე­ბას. მისი სის­ქე არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს მხრის სიგ­რძეს (14-15სმ).

თუ ძი­ლის შემ­დეგ კის­რის არე­ში აღი­ნიშ­ნე­ბა დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა, კის­რის, თა­ვის ტკი­ვი­ლი - ბა­ლი­შის შეც­ვლა­ზე უნდა იფიქ­როთ. ზურ­გის ტკი­ვი­ლი­სას შე­იძ­ლე­ბა პა­ტა­რა ბა­ლი­ში მო­ა­თავ­სოთ მუც­ლის ქვეშ. ეს გა­ას­წო­რებს წე­ლის ნა­წილს და ტკი­ვი­ლიც შე­სუს­ტდე­ბა. ხერ­ხემ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სას უმ­ჯო­ბე­სია გვერ­დზე ძილი, სა­სურ­ვე­ლია - მტკივ­ნე­ულ მხა­რეს. ამ პო­ზა­ში მა­ლა­თა­შუა ნაპ­რა­ლე­ბი ფარ­თოვ­დე­ბა და მცირ­დე­ბა ზურ­გის ტვი­ნის ფეს­ვებ­ზე ზე­წო­ლა.

რო­გორ წა­მოვ­დგეთ სა­წო­ლი­დან

თავ­და­პირ­ვე­ლად ჩა­მოს­წი­ეთ ფე­ხე­ბი ია­ტაკ­ზე, შემ­დეგ ხე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით წა­მო­ი­წი­ეთ, დავ­ჯე­ქით სა­წო­ლის კი­დე­ზე და წა­მო­დე­ქით. არა­სო­დეს ად­გეთ უეც­რად, ასე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოთ ფეს­ვე­ბის და­ჟე­ჟი­ლო­ბა და ტკი­ვი­ლის სინ­დრო­მის პრო­ვო­ცი­რე­ბა გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

როგორ ავირიდოთ ხერხემლის პრობლემები - რჩევები სწორად ძილის, ჯდომისა და ვარჯიშის შესახებ

როგორ ავირიდოთ ხერხემლის პრობლემები - რჩევები სწორად ძილის, ჯდომისა და ვარჯიშის შესახებ

ცნობილია, რომ ხერხემლის მდგომარეობა მნიშვნელოვანია მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. გარკვეული ასაკის მიღწევისას ადამიანი განიცდის დისკომფორტს, რაც დროთა განმავლობაში კონკრეტულ დაავადებაში გადადის. ამის ასარიდებლად ხერხემლის სიჯანსაღეზე დროულად ზრუნვაა საჭირო. კვება, ჭარბი წონა ტვირთავს ხერხემალს და მალათაშუა დისკებს, რასაც ოსტეოქონდროზი და მალათაშორისი თიაქრის ჩამოყალიბება მოჰყვება.

  • მოძრაობა-ჯდომისას მჭიდროდ უნდა დააყრდნოთ ხერხემლის გამონაზნექი სკამის ზურგს და არ მოიხაროთ. სკამის სიმაღლე ისე უნდა დაარეგულიროთ, რომ დასაჯდომი მუხლის ნაკეცების დონეზე იყოს.
  • უნდა მოერიდოთ სიმძიმეების აწევას. დატვირთვის შესამცირებლად სიმძიმე მკვეთრი მოძრაობის გარეშე, სწორი ზურგით უნდა ასწიოთ. დაუშვებელია ტვირთის აწევა მოხრილი ზურგით და სწორი ფეხებით. ასეთ შემთხვევაში წონა მთელ ხერხემალზე აღარ ნაწილდება და ხერხემლის სვეტი ძალზე იტვირთება.
  • ფეხსაცმელი უნდა იყოს რბილი და დრეკადი ლანჩით. ქუსლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 სმ-ს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ყოველდღიურად ტარება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნაწილების ცდომას იწვევს და პრობლემები უვითარდება არამარტო ხერხემალს, არამედ სახსრებსა და სისხლძარღვებსაც.

ძილი

საწოლი უნდა იყოს კომფორტული, ხერხემლის ფიზიოლოგიური მოხრილობების შესაბამისი კონსტრუქციით. მსუქანი ადამიანებისთვის საჭიროა უფრო მაგარი მატრასი, გამხდრებისთვის კი, პირიქით, რბილი. ბალიში არ უნდა იყოს ძალიან დიდი ან პატარა და უნდა ავსებდეს კეფიდან ბეჭამდე ჩაღრმავებას. მისი სისქე არ უნდა აღემატებოდეს მხრის სიგრძეს (14-15სმ).

თუ ძილის შემდეგ კისრის არეში აღინიშნება დაღლილობის შეგრძნება, კისრის, თავის ტკივილი - ბალიშის შეცვლაზე უნდა იფიქროთ. ზურგის ტკივილისას შეიძლება პატარა ბალიში მოათავსოთ მუცლის ქვეშ. ეს გაასწორებს წელის ნაწილს და ტკივილიც შესუსტდება. ხერხემლის დაავადებებისას უმჯობესია გვერდზე ძილი, სასურველია - მტკივნეულ მხარეს. ამ პოზაში მალათაშუა ნაპრალები ფართოვდება და მცირდება ზურგის ტვინის ფესვებზე ზეწოლა.

როგორ წამოვდგეთ საწოლიდან

თავდაპირველად ჩამოსწიეთ ფეხები იატაკზე, შემდეგ ხელების დახმარებით წამოიწიეთ, დავჯექით საწოლის კიდეზე და წამოდექით. არასოდეს ადგეთ უეცრად, ასე შეიძლება გამოიწვიოთ ფესვების დაჟეჟილობა და ტკივილის სინდრომის პროვოცირება განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს