პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს რუსული მედია საქართველოს ყოფილ და მომავალ პრემიერ-მინისტრებზე
რას წერს რუსული მედია საქართველოს ყოფილ და მომავალ პრემიერ-მინისტრებზე

რუ­სუ­ლი მე­დია სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს დიდი ინ­ტე­რე­სით ადევ­ნებს თვალს. მე­დია აქ­ტი­უ­რად წერს უკვე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ და მო­მა­ვალ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრებ­ზე.

vestikavkaza.ru წერს, რომ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი გა­დად­გო­მის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერ­თან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან უთან­ხმო­ე­ბა იყო... გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, პრე­მი­ე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში ბევ­რად გა­უმ­ჯო­ბეს­და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან ქარ­თველ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს პო­პუ­ლის­ტუ­რი და აგ­რე­სი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ ახა­სი­ა­თებ­და.

"ზო­გა­დად, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს, ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი კი არა, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე, მი­ლი­არ­დე­რი ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თავს... მან ბოლო შეხ­ვედ­რა­ზე კვი­რი­კაშ­ვი­ლი მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ივა­ნიშ­ვი­ლი სუ­ლაც არ აპი­რებ­და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის სრუ­ლად გა­და­ყე­ნე­ბას, მან უბ­რა­ლოდ, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის­გან რამ­დე­ნი­მე პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვლა მო­ი­თხო­ვა... მა­გა­ლი­თად, ეს ეხე­ბა ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის მიმ­დი­ნა­რე კურსს და ლა­რის კურ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბას," - წერს გა­მო­ცე­მა ად­გი­ლობ­რივ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ნე­ბის­მი­ერ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მარ­თავს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ და ფი­ნან­სურ პო­ლი­ტი­კას, "თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში "მო­ქა­ლა­ქე" მარ­თავ­და ფის­კა­ლურ პო­ლი­ტი­კას თუ რე­ფი­ნან­სი­რე­ბის სა­კი­თხებს, რაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბი­სას შე­უძ­ლე­ბე­ლია".

"ბოლო სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უნდა გახ­დეს და ამ შემ­თხვე­ვა­ში, კონ­სტი­ტი­ცი­ურ და რე­ა­ლურ სუ­რათს შო­რის "გან­ხეთ­ქი­ლე­ბა" აღარ იქ­ნე­ბა. პრობ­ლე­მა ის არის, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ვერ იტანს პუბ­ლი­კას... ისე კი, საკ­მა­რი­სია მისი ერთი სი­ტყვა და მმარ­თვე­ლი პარ­ტია მა­შინ­ვე "აირ­ჩევ­და" მას პრე­მი­ე­რად" - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

ВЗГЛЯД.ru პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი­თაც ინ­ტე­რეს­დე­ბა. გა­მო­ცე­მა წერს, რომ 36 წლის მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე ამ პოსტზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტია.

"ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პოსტზე და­ნიშ­ვნამ­დე მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი იყო. ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს ასე­ვე აქვს მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის დიპ­ლო­მი", - წერს გა­მო­ცე­მა.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის რუსი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის თქმით, ის, რომ ქარ­თველ ახალ­გაზ­რდა მა­ღალ­ჩი­ნო­სანს რუ­სეთ­თან რა­ღაც აკავ­ში­რებს, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია.

"და რა მერე?.. წარ­სუ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბამ მა­ინც არ გვას­წავ­ლა, რომ ასეთ რა­მე­ებ­ზე გული არ უნდა აგ­ვი­ჩუყ­დეს? შე­ვარ­დნა­ძე სა­ერ­თოდ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო, თუმ­ცა ამას ხელი არ შე­უშ­ლია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რუ­სო­ფო­ბი გამ­ხდა­რი­ყო... დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც ამ წვე­რი­ან ინ­ტე­ლექ­ტუ­ალს ექ­ნე­ბა რუ­სე­თის მი­მართ მა­ინ­ცდა­მა­ინც ნა­თე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი," - წერს რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ბო­რია დიმ­კი­ნი.

ავტორი:

რას წერს რუსული მედია საქართველოს ყოფილ და მომავალ პრემიერ-მინისტრებზე

რას წერს რუსული მედია საქართველოს ყოფილ და მომავალ პრემიერ-მინისტრებზე

რუსული მედია სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დიდი ინტერესით ადევნებს თვალს. მედია აქტიურად წერს უკვე საქართველოს ყოფილ და მომავალ პრემიერ-მინისტრებზე.

vestikavkaza.ru წერს, რომ გიორგი კვირიკაშვილი გადადგომის მთავარი მიზეზი "ქართული ოცნების" ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოება იყო... გამოცემის ცნობით, პრემიერობის პერიოდში ბევრად გაუმჯობესდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, რადგან ქართველ მაღალჩინოსანს პოპულისტური და აგრესიული განცხადებები არ ახასიათებდა.

"ზოგადად, თანამედროვე საქართველოს, ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ბოლო წლების განმავლობაში გიორგი კვირიკაშვილი კი არა, პარტიის თავმჯდომარე, მილიარდერი ივანიშვილი მართავს... მან ბოლო შეხვედრაზე კვირიკაშვილი მწვავედ გააკრიტიკა. არსებული ინფორმაციით, ივანიშვილი სულაც არ აპირებდა მინისტრთა კაბინეტის სრულად გადაყენებას, მან უბრალოდ, გიორგი კვირიკაშვილისგან რამდენიმე პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხზე მიმართულების შეცვლა მოითხოვა... მაგალითად, ეს ეხება ეროვნული ვალუტის მიმდინარე კურსს და ლარის კურსის შესანარჩუნებლად სავალუტო რეზერვის გამოყენებას," - წერს გამოცემა ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით.

რუსული მედიის ცნობით, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში მმართველი პარტიის წარმომადგენელი მართავს ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკას, "თუმცა, საქართველოს შემთხვევაში "მოქალაქე" მართავდა ფისკალურ პოლიტიკას თუ რეფინანსირების საკითხებს, რაც დემოკრატიული სისტემის არსებობისას შეუძლებელია".

"ბოლო საკადრო ცვლილებების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს და ამ შემთხვევაში, კონსტიტიციურ და რეალურ სურათს შორის "განხეთქილება" აღარ იქნება. პრობლემა ის არის, რომ ივანიშვილი ვერ იტანს პუბლიკას... ისე კი, საკმარისია მისი ერთი სიტყვა და მმართველი პარტია მაშინვე "აირჩევდა" მას პრემიერად" - წერს რუსული მედია.

ВЗГЛЯД.ru პრემიერ-მინისტრობის კანდიდატითაც ინტერესდება. გამოცემა წერს, რომ 36 წლის მამუკა ბახტაძე ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია.

"ფინანსთა მინისტრის პოსტზე დანიშვნამდე მამუკა ბახტაძე "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი იყო. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს ასევე აქვს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომი", - წერს გამოცემა.

სოციალური ქსელის რუსი მომხმარებლების თქმით, ის, რომ ქართველ ახალგაზრდა მაღალჩინოსანს რუსეთთან რაღაც აკავშირებს, მისასალმებელია.

"და რა მერე?.. წარსულის გამოცდილებამ მაინც არ გვასწავლა, რომ ასეთ რამეებზე გული არ უნდა აგვიჩუყდეს? შევარდნაძე საერთოდ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩვეულებრივი რუსოფობი გამხდარიყო... დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც ამ წვერიან ინტელექტუალს ექნება რუსეთის მიმართ მაინცდამაინც ნათელი მოგონებები," - წერს რუსი ინტერნეტმომხმარებელი ბორია დიმკინი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები