მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ელოდება მაყურებელს "იქს ფაქტორის" მეორე ლაივ-კონცერტზე?
რა ელოდება მაყურებელს "იქს ფაქტორის" მეორე ლაივ-კონცერტზე?

ერთი კვი­რის წინ სა­ხალ­ხო შოუ "იქს ფაქ­ტო­რის" ლაივ-კონ­ცერ­ტე­ბის ეტა­პი და­ი­წყო, რომ­ლის პირ­ვე­ლი ტუ­რიც მა­ყუ­რებ­ლის­თვის ნამ­დვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო და ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. დღეს კონ­კურ­სან­ტე­ბი სიმ­ღე­რებს ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი, ლე­გენ­და­რუ­ლი "ქვი­ნის" რე­პერ­ტუ­ა­რი­დან შე­ას­რუ­ლე­ბენ.

წინა ტურ­ზე კონ­კურსს ბენ­დი "FUNKY HOUSE" გა­მო­ე­თი­შა, თუმ­ცა პრო­ექ­ტში 9 მო­ნა­წი­ლეა დარ­ჩე­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც მონ­დო­მე­ბით ემ­ზა­დე­ბი­ან დღე­ვან­დე­ლი კონ­ცერ­ტი­სათ­ვის. წინა გა­და­ცე­მის "ესე­მეს" ლი­დე­რი მა­რი­ამ შენ­გე­ლია ნა­ნი­კოს გუნ­დის წევ­რია. რო­გორც ამ­ბობს, ამ წარ­მა­ტე­ბას ნამ­დვი­ლად არ ელო­და, თუმ­ცა ხალ­ხის­გან ძა­ლი­ან დიდ მხარ­და­ჭე­რას ყო­ველ­თვის გრძნობ­და, მა­რი­ა­მი დღე­ვან­დე­ლი კონ­ცერ­ტის­თვის ორ­მა­გი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ემ­ზა­დე­ბა.

მა­რი­ამ შენ­გე­ლია: როცა მივ­ხვდი, რომ ლი­დე­რი ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან სა­ო­ცა­რი გრძნო­ბა და­მე­უფ­ლა, ყვე­ლა კონ­კურ­სანტს ვუ­სურ­ვებ ეს გა­მოს­ცა­დოს. დიდი იმე­დი მაქვს დღე­საც ასე იქ­ნე­ბა, ყვე­ლას უნდა, რომ ლი­დე­რი გახ­დეს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ცხრი­დან მხო­ლოდ ერთი ხდე­ბა. ვნა­ხოთ, ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რის იმე­დი მაქვს. დღეს "ქვი­ნის" ტუ­რია და მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე სა­ერ­თოდ სხვა ამ­პლუ­ა­ში წარვსდგე­ბი, "show must go on"–ს ვიმ­ღე­რებ. დიდი იმე­დი მაქვს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჩა­ივ­ლის. რაც შე­ე­ხე­ბა წინა ტუ­რის ერთ–ერთ აუტ­სა­ი­დერს, ია ტო­მაშს, მას სამ­წუ­ხა­როდ დი­ლით ხმა არ ჰქონ­და, თუმ­ცა იმე­დოვ­ნებს, რომ სა­ღა­მომ­დე ყვე­ლა­ფე­რი გა­უვ­ლის და შემ­დეგ ტურ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვა.

ია ტო­მა­ში: ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი მო­ლო­დი­ნი არ მაქვს, იმი­ტომ, რომ დი­ლით ხმა არ მქონ­და და სა­ღა­მოს რა იქ­ნე­ბა არ ვიცი. თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ შემ­დეგ ტურ­ში არ უნდა გა­და­ვი­დე. დღეს "ქვი­ნის" ტუ­რია. ძა­ლი­ან რთუ­ლია "ქვი­ნის" ენერ­გი­ის გა­თა­ვი­სე­ბა. ცოტა ხანი უნდა იცხოვ­რო ფრე­დი­ვით, რომ მიხ­ვდე მის ენერ­გი­ას და სწო­რად გად­მოს­ცე. ყვე­ლა ძა­ლი­ან ვცდი­ლობთ, ამი­ტომ მა­გა­რი შოუ იქ­ნე­ბა.

შოუს ერთ–ერთი წამ­ყვა­ნი ამ სე­ზონ­ზეც ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ კონ­კურ­სან­ტე­ბი ფრე­დი მერ­კურს არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან:

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი: მო­ლო­დი­ნი მაქვს ძა­ლი­ან დიდი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ სა­ო­ცა­რი შოუ გა­მო­ვა. დღეს "ქვი­ნის" სიმ­ღე­რებს მღე­რი­ან ჩვე­ნი კონ­კურ­სან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ძა­ლი­ან გა­მორ­ჩე­უ­ლი არი­ან, ძა­ლი­ან მაგ­რად მღე­რი­ან და შე­სა­ბა­მი­სად, მო­ლო­დი­ნე­ბიც დი­დია. 100%–ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ფან­ტას­ტი­უ­რი შოუ გა­მო­ვა, ამი­ტომ უნდა გვი­ყუ­როს ყვე­ლამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

რა ელოდება მაყურებელს "იქს ფაქტორის" მეორე ლაივ-კონცერტზე?

რა ელოდება მაყურებელს "იქს ფაქტორის" მეორე ლაივ-კონცერტზე?

ერთი კვირის წინ სახალხო შოუ "იქს ფაქტორის" ლაივ-კონცერტების ეტაპი დაიწყო, რომლის პირველი ტურიც მაყურებლისთვის ნამდვილად საინტერესო და ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა. დღეს კონკურსანტები სიმღერებს ყველასათვის ცნობილი, ლეგენდარული "ქვინის" რეპერტუარიდან შეასრულებენ.

წინა ტურზე კონკურსს ბენდი "FUNKY HOUSE" გამოეთიშა, თუმცა პროექტში 9 მონაწილეა დარჩენილი, რომლებიც მონდომებით ემზადებიან დღევანდელი კონცერტისათვის. წინა გადაცემის "ესემეს" ლიდერი მარიამ შენგელია ნანიკოს გუნდის წევრია. როგორც ამბობს, ამ წარმატებას ნამდვილად არ ელოდა, თუმცა ხალხისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობდა, მარიამი დღევანდელი კონცერტისთვის ორმაგი პასუხისმგებლობით ემზადება.

მარიამ შენგელია: როცა მივხვდი, რომ ლიდერი ვიყავი ძალიან საოცარი გრძნობა დამეუფლა, ყველა კონკურსანტს ვუსურვებ ეს გამოსცადოს. დიდი იმედი მაქვს დღესაც ასე იქნება, ყველას უნდა, რომ ლიდერი გახდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ცხრიდან მხოლოდ ერთი ხდება. ვნახოთ, ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს. დღეს "ქვინის" ტურია და მაყურებლის წინაშე საერთოდ სხვა ამპლუაში წარვსდგები, "show must go on"–ს ვიმღერებ. დიდი იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის. რაც შეეხება წინა ტურის ერთ–ერთ აუტსაიდერს, ია ტომაშს, მას სამწუხაროდ დილით ხმა არ ჰქონდა, თუმცა იმედოვნებს, რომ საღამომდე ყველაფერი გაუვლის და შემდეგ ტურში აუცილებლად გადავა.

ია ტომაში: ჯერჯერობით არანაირი მოლოდინი არ მაქვს, იმიტომ, რომ დილით ხმა არ მქონდა და საღამოს რა იქნება არ ვიცი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგ ტურში არ უნდა გადავიდე. დღეს "ქვინის" ტურია. ძალიან რთულია "ქვინის" ენერგიის გათავისება. ცოტა ხანი უნდა იცხოვრო ფრედივით, რომ მიხვდე მის ენერგიას და სწორად გადმოსცე. ყველა ძალიან ვცდილობთ, ამიტომ მაგარი შოუ იქნება.

შოუს ერთ–ერთი წამყვანი ამ სეზონზეც ყველასათვის საყვარელი რუსკა მაყაშვილია, რომელმაც ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კონკურსანტები ფრედი მერკურს არ ჩამოუვარდებიან:

რუსკა მაყაშვილი: მოლოდინი მაქვს ძალიან დიდი და დარწმუნებული ვარ საოცარი შოუ გამოვა. დღეს "ქვინის" სიმღერებს მღერიან ჩვენი კონკურსანტები, რომლებიც ძალიან ძალიან გამორჩეული არიან, ძალიან მაგრად მღერიან და შესაბამისად, მოლოდინებიც დიდია. 100%–ით დარწმუნებული ვარ, რომ ფანტასტიური შოუ გამოვა, ამიტომ უნდა გვიყუროს ყველამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი