პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
მირზა სუბელიანი დაკავებულია
მირზა სუბელიანი დაკავებულია

პრო­კუ­რა­ტუ­რის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლია - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

სუ­ბე­ლი­ა­ნი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში დღეს გა­მო­კი­თხვა­ზე დი­ლი­დან იმ­ყო­ფე­ბო­და. მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის კი­თხვებს უკვე მე­სა­მედ პა­სუ­ხობ­და. ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მამა, ზაზა სა­რა­ლი­ძე მირ­ზა სუ­ბე­ლი­ანს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის მფარ­ვე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შსს-მ გუ­შინ კი­დევ ერთი პირი მე­რაბ მორ­ჩა­ძე და­ა­კა­ვა, რო­მე­ლიც საქ­მე­ზე ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის ნა­თე­სა­ვია. რო­გორც Ambebi.ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მე­რაბ მორ­ჩა­ძე შსს-ს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის, თენ­გიზ კა­ლან­დი­ას ნა­თე­სა­ვია, რო­მე­ლიც ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. ამას­თან, რო­გორც Ambebi.ge-ს თენ­გიზ კა­ლან­დი­ას ად­ვო­კატ­მა გა­ნუ­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბამ თენ­გიზ კა­ლან­დია აღ­ნიშ­ნულ პირ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­კი­თხა და კა­ლან­დი­ამ და­უ­დას­ტუ­რა, რომ მე­რაბ მორ­ჩა­ძე მისი ნა­თე­სა­ვია.

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ორი მო­ზარ­დი 2017 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, და­ვით სა­რა­ლი­ძე კი ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2 დე­კემ­ბერს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ღუ­პა. ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის, ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბილ გ.ბ-ს სა­სა­მარ­თლომ 10 წელი 6 თვე მი­უ­სა­ჯა, ხოლო და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში არას­რულ­წლო­ვან და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე შე­ე­ფარ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო: სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი შსს-ში: მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს

მირზა სუბელიანი დაკავებულია

მირზა სუბელიანი დაკავებულია

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი დაკავებულია - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამოკითხვაზე დილიდან იმყოფებოდა. მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიების კითხვებს უკვე მესამედ პასუხობდა. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, შსს-მ გუშინ კიდევ ერთი პირი მერაბ მორჩაძე დააკავა, რომელიც საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ნათესავია. როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, მერაბ მორჩაძე შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, თენგიზ კალანდიას ნათესავია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაშია ბრალდებული. ამასთან, როგორც Ambebi.ge-ს თენგიზ კალანდიას ადვოკატმა განუცხადა, გამოძიებამ თენგიზ კალანდია აღნიშნულ პირთან დაკავშირებით გამოკითხა და კალანდიამ დაუდასტურა, რომ მერაბ მორჩაძე მისი ნათესავია.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე შეეფარდა.

იხილეთ ვიდეო: საგანგებო ბრიფინგი შსს-ში: მირზა სუბელიანი დააკავეს

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს