მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიცი, სამომავლოდ რა უნდა ვაკეთო..." - რას ეუბნება სოფო ბათილაშვილი მაყურებელს ფინალში გადასვლის შემდეგ
"ვიცი, სამომავლოდ რა უნდა ვაკეთო..." - რას ეუბნება სოფო ბათილაშვილი მაყურებელს ფინალში გადასვლის შემდეგ

4 ივ­ნისს "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლუ­რი შოუ შედ­გა, სა­დაც ორმა მო­ნა­წი­ლემ (ოთო კვა­ლი­აშ­ვი­ლი, გოგა გი­ორ­გე­ლაშ­ვი­ლი) პრო­ექ­ტი და­ტო­ვა. ფი­ნალ­ში ბრძო­ლას 4 კონ­კურ­სან­ტი - სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლი, კოს­ტა კა­რა­ნა­ძე, საბა კე­მუ­ლა­რია და ალექ­სან­დრე მე­რე­ლაშ­ვი­ლი - გა­აგ­რძე­ლებს.

მო­ნა­წი­ლე­ებს ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ორ-ორი სიმ­ღე­რის წარ­მოდ­გე­ნა მო­უხ­დათ. გუ­შინ­დე­ლი დღის მა­ყუ­რებ­ლის ფა­ვო­რი­ტი სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლია, ახალ­ბე­და მომ­ღე­რა­ლი, რო­მელ­მაც პრო­ექ­ტში მის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სიმ­ღე­რა მო­ირ­გო და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მით ბევ­რის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სო­ფო­ზე აქ­ტი­უ­რად წე­რენ, ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს. თა­ვად გუ­შინ­დე­ლი არ­ცთუ მსუ­ბუ­ქი დღის შემ­დეგ ამ­ბობს, რომ დაღ­ლი­ლია, მაგ­რამ თავს მშვი­დად გრძნობს. ახა­რებს მა­ყუ­რებ­ლის სით­ბო და კე­თილ­გან­წყო­ბა. ხოლო თუ რა­ტომ მოს­წონთ მისი ნამ­ღე­რი, ასე­თი პა­სუ­ხი აქვს: "მა­გა­ზე ალ­ბათ ბევ­რი ფიქ­რია სა­ჭი­რო, ასე უც­ბად ვერ გი­პა­სუ­ხებთ. ერთი კი ვიცი, რომ არას­დროს მე­ნა­ნე­ბა ჩემი საქ­მის­თვის ენერ­გია. გუ­ლი­დან მო­დის ყვე­ლა­ფე­რი და ძა­ლი­ან მიყ­ვარს, რა­საც ვა­კე­თებ. შე­იძ­ლე­ბა ეს არის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რიც. ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ხა­რია, როცა ვმღე­რი და მაგ დროს ყვე­ლა­ზე კარ­გად ვგრძნობ თავს".

- სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ რას გრძნობ?

- ჩემი გუ­ლის ხმა მეს­მის, სხვა მეტი არა­ფე­რი, თან ისე ხმა­მაღ­ლა სცემს გული, რომ იმ მო­მენ­ტში, იმ წუ­თას, ერთი სული მაქვს, ვიმ­ღე­რო. რა­ღაც ძალა სცე­ნის­კენ მე­ქა­ჩე­ბა, მე­წე­ვა...

- გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი შენი შე­ფა­სე­ბი­სას ამ­ბობს ხოლ­მე: რო­დე­საც სოფო მღე­რის, თით­ქოს სა­დღაც არის გა­სუ­ლი, ირ­გვლივ ვე­რა­ფერს გრძნობს... სიმ­ღე­რის დროს რა ხდე­ბა - რას გვე­ტყვი ამა­ზე?

- რა­ღაც მო­მენ­ტე­ბი, რა­საც თვა­ლე­ბი იმახ­სოვ­რებს, კად­რე­ბად მახ­სენ­დე­ბა, და­ნარ­ჩენს - ვერ ვი­აზ­რებ, უფრო სწო­რად, რამ­დე­ნი­მე წამი ვე­რა­ფერს ვი­აზ­რებ. არ ვიცი, რაზე ვფიქ­რობ, მგო­ნი, სა­ერ­თოდ ვე­რა­ფერ­ზე. მერე ნელ-ნელა გონ­ზე მოვ­დი­ვარ.

- ახლა ფი­ნალ­ში ყოფ­ნა რას ნიშ­ნავს შენ­თვის?

- იმას, რომ 3 სიმ­ღე­რა მაქვს სას­წავ­ლი. სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაო მაქვს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი, რის­თვი­საც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბი. სამი სიმ­ღე­რა სამ­ჯერ სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლას ნიშ­ნავს. რთუ­ლი დღე იქ­ნე­ბა.

- რო­გორ აფა­სებ გზას, რაც პრო­ექ­ტში მოს­ვლამ­დე გა­მო­ი­ა­რე?

- ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო, რად­გა­ნაც ხან და­ვა­ლე­ბა მქონ­და და­სა­წე­რი, ხან ლექ­ცი­ა­ზე ვი­ჯე­ქი, ხან - რა და ხან - რა. ზოგ­ჯერ სიმ­ღე­რის და­წე­რა მინ­დო­და, ზოგ­ჯერ - ტექ­სტის, რაც თავ­ში მო­დი­ო­და, მაგ­რამ ვერ ვა­კე­თებ­დი, რად­გან გა­მოც­და მქონ­და, ან სხვა რამ. რთუ­ლი იყო ამის გა­და­ლახ­ვა. ვტი­რო­დი, ხან ის­ტე­რი­უ­ლად ვი­ცი­ნო­დი. მი­ხა­რია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა და იმის კე­თე­ბა და­ვი­წყე, რაც ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- არ გა­აგ­რძე­ლებ იმას, რა­საც აქამ­დე აკე­თებ­დი?

- გა­ვაგ­რძე­ლებ, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, მეტი დრო და­ეთ­მო­ბა მუ­სი­კას. ეს იქ­ნე­ბა დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბა რო­გორც ტვი­ნის საკ­ვე­ბი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სრუ­ლად და­ვიტ­ვირ­თე­ბი.

- პრო­ექ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე - ქარ­თულ­მა სიმ­ღე­რამ რა ად­გი­ლი და­ი­კა­ვა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- მთა­ვა­რი ად­გი­ლი და ჩემი მო­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი ქარ­თულ სიმ­ღე­რას უკავ­შირ­დე­ბა, ქარ­თუ­ლად მინ­და ვიმ­ღე­რო, მუ­სი­კა ქარ­თუ­ლად ვა­კე­თო.

- რო­დე­საც სცე­ნა­ზე გა­დი­ხარ, რა არის შენ­თვის მთა­ვა­რი. გყავს კონ­კრე­ტუ­ლი ად­რე­სა­ტი, ვი­საც უმ­ღე­რი?

- ვის­ზე ვწერ, ვმღე­რი, ეს პი­რა­დი თე­მაა და ამას ჩემ­თვის და­ვი­ტო­ვებ, რად­გა­ნაც ასე უფრო კარ­გად ვგრძნობ თავს. ერთი და მთა­ვა­რი ის არის, რომ დარ­ბა­ზის წი­ნა­შე გა­მოვ­დი­ვარ და სწო­რედ ადა­მი­ა­ნებს ვუმ­ღე­რი.

- სიმ­ღე­რა­ზე რო­გორ მუ­შა­ობ?

- პირ­ველ რიგ­ში, სიმ­ღე­რის ტექსტს გულ­დას­მით ვკი­თხუ­ლობ. მერე მთლი­ა­ნო­ბა­ში ვუს­მენ და ემო­ცია თა­ვი­სით მო­დის. გუ­შინ ინო­ლა გურ­გუ­ლი­ას სიმ­ღე­რა - "რა კარ­გი ხარ, რა კარ­გი" რომ ვიმ­ღე­რე, მას­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ყვე­ლა ფრა­ზას ვე­ჯე­ქი. ცალ-ცალ­კე ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. ძა­ლი­ან დიდი და მუშა პრო­ცე­სია. რუ­ტი­ნუ­ლი შრო­მა სჭირ­დე­ბა. ხომ ვამ­ბობ, თი­თო­ე­უ­ლი ფრა­ზაა სას­წავ­ლი...

- თუ ისე მოხ­და, რომ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არ აღ­მოჩ­ნდი, ამის­თვის მზად ხარ?

- არ მგო­ნია, რა­ი­მე დი­დად შე­იც­ვა­ლოს. ისე არ გა­მო­ვი­დეს, ამ ყვე­ლა­ფერს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, რომ ვიცი, სა­მო­მავ­ლოდ რა უნდა გა­ვა­კე­თო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მუ­სი­კას­თან და მუ­სი­კო­სებ­თან მექ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა. საქ­მეს, რა­საც ვა­კე­თებ, მიყ­ვარს და ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მიყ­ვარს ასე­ვე პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც ამ­დე­ნი რამ მას­წავ­ლა და აღ­მო­მა­ჩე­ნი­ნა.

- სა­კუ­თა­რი თავი შო­რი­დან რომ შე­ა­ფა­სო?

- მუ­სი­კა­ზე, ადა­მი­ა­ნებ­ზე, ცხო­ვე­ლებ­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. კი­დევ ბევ­რი რამ მიყ­ვარს. ცვა­ლე­ბა­დი ვარ, მხი­ა­რუ­ლიც, ხან­და­ხან გა­უ­გე­ბა­რი, ისე­თი, რომ ზოგ­ჯერ სა­კუ­თა­რი თა­ვის თვი­თო­ნაც არ მეს­მის. რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე პერ­კუ­სი­ო­ნის­ტი დიტო სა­კან­დე­ლი­ძე მე­უბ­ნე­ბა - სამი სოფო ხარ - ერთი ნე­გა­ტი­უ­რი, მორე პო­ზი­ტი­უ­რი და მე­სა­მე - იმ ორს აწყნა­რებ­სო. მოკ­ლედ, ბევ­რნა­ი­რი ვარ, სა­ბო­ლო­ოდ კი ყვე­ლა­ფე­რი ბა­ლანსდე­ბა.

- უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აა­ლა­პა­რა­კე. ბევ­რის გუ­ლამ­დე მიხ­ვე­დი. რას ეტყვი მათ?

- სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუმ­ღე­რებ­დი, ჩემს მუ­სი­კას მო­ვას­მე­ნი­ნებ­დი. ემო­ცი­ებს გავცვლი­დით. დიდი მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულს თბი­ლი ზა­რის­თვის, კო­მენ­ტა­რის­თვის, თუნ­დაც ქუ­ჩა­ში ღი­მი­ლის­თვის. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მავ­სებს და მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევს, ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე ვა­კე­თო. მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის მშობ­ლებს, ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს, მე­გობ­რებს, მათ გა­რე­შე ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას არა­ნა­ი­რი აზრი არ ექ­ნე­ბო­და. ეს ადა­მი­ა­ნუ­რი სით­ბო და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ვიცი, სამომავლოდ რა უნდა ვაკეთო..." - რას ეუბნება სოფო ბათილაშვილი მაყურებელს ფინალში გადასვლის შემდეგ

"ვიცი, სამომავლოდ რა უნდა ვაკეთო..." - რას ეუბნება სოფო ბათილაშვილი მაყურებელს ფინალში გადასვლის შემდეგ

4 ივნისს "მხოლოდ ქართულის" ნახევარფინალური შოუ შედგა, სადაც ორმა მონაწილემ (ოთო კვალიაშვილი, გოგა გიორგელაშვილი) პროექტი დატოვა. ფინალში ბრძოლას 4 კონკურსანტი - სოფო ბათილაშვილი, კოსტა კარანაძე, საბა კემულარია და ალექსანდრე მერელაშვილი - გააგრძელებს.

მონაწილეებს ნახევარფინალში ორ-ორი სიმღერის წარმოდგენა მოუხდათ. გუშინდელი დღის მაყურებლის ფავორიტი სოფო ბათილაშვილია, ახალბედა მომღერალი, რომელმაც პროექტში მისთვის შეთავაზებული ნებისმიერი სიმღერა მოირგო და ინდივიდუალიზმით ბევრის ყურადღება მიიქცია. სოციალურ ქსელში სოფოზე აქტიურად წერენ, ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. თავად გუშინდელი არცთუ მსუბუქი დღის შემდეგ ამბობს, რომ დაღლილია, მაგრამ თავს მშვიდად გრძნობს. ახარებს მაყურებლის სითბო და კეთილგანწყობა. ხოლო თუ რატომ მოსწონთ მისი ნამღერი, ასეთი პასუხი აქვს: "მაგაზე ალბათ ბევრი ფიქრია საჭირო, ასე უცბად ვერ გიპასუხებთ. ერთი კი ვიცი, რომ არასდროს მენანება ჩემი საქმისთვის ენერგია. გულიდან მოდის ყველაფერი და ძალიან მიყვარს, რასაც ვაკეთებ. შეიძლება ეს არის მთავარი ფაქტორიც. ყველაზე მეტად მიხარია, როცა ვმღერი და მაგ დროს ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს".

- სცენაზე გასვლის წინ რას გრძნობ?

- ჩემი გულის ხმა მესმის, სხვა მეტი არაფერი, თან ისე ხმამაღლა სცემს გული, რომ იმ მომენტში, იმ წუთას, ერთი სული მაქვს, ვიმღერო. რაღაც ძალა სცენისკენ მექაჩება, მეწევა...

- გიორგი უშიკიშვილი შენი შეფასებისას ამბობს ხოლმე: როდესაც სოფო მღერის, თითქოს სადღაც არის გასული, ირგვლივ ვერაფერს გრძნობს... სიმღერის დროს რა ხდება - რას გვეტყვი ამაზე?

- რაღაც მომენტები, რასაც თვალები იმახსოვრებს, კადრებად მახსენდება, დანარჩენს - ვერ ვიაზრებ, უფრო სწორად, რამდენიმე წამი ვერაფერს ვიაზრებ. არ ვიცი, რაზე ვფიქრობ, მგონი, საერთოდ ვერაფერზე. მერე ნელ-ნელა გონზე მოვდივარ.

- ახლა ფინალში ყოფნა რას ნიშნავს შენთვის?

- იმას, რომ 3 სიმღერა მაქვს სასწავლი. სერიოზული სამუშაო მაქვს შესასრულებელი, რისთვისაც ფსიქოლოგიურად ვემზადები. სამი სიმღერა სამჯერ სცენაზე გამოსვლას ნიშნავს. რთული დღე იქნება.

- როგორ აფასებ გზას, რაც პროექტში მოსვლამდე გამოიარე?

- ძალიან მტკივნეული იყო, რადგანაც ხან დავალება მქონდა დასაწერი, ხან ლექციაზე ვიჯექი, ხან - რა და ხან - რა. ზოგჯერ სიმღერის დაწერა მინდოდა, ზოგჯერ - ტექსტის, რაც თავში მოდიოდა, მაგრამ ვერ ვაკეთებდი, რადგან გამოცდა მქონდა, ან სხვა რამ. რთული იყო ამის გადალახვა. ვტიროდი, ხან ისტერიულად ვიცინოდი. მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა და იმის კეთება დავიწყე, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს.

- არ გააგრძელებ იმას, რასაც აქამდე აკეთებდი?

- გავაგრძელებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეტი დრო დაეთმობა მუსიკას. ეს იქნება დამხმარე საშუალება როგორც ტვინის საკვები. ამ მიმართულებით სრულად დავიტვირთები.

- პროექტიდან გამომდინარე - ქართულმა სიმღერამ რა ადგილი დაიკავა შენს ცხოვრებაში?

- მთავარი ადგილი და ჩემი მომავალი გეგმები ქართულ სიმღერას უკავშირდება, ქართულად მინდა ვიმღერო, მუსიკა ქართულად ვაკეთო.

- როდესაც სცენაზე გადიხარ, რა არის შენთვის მთავარი. გყავს კონკრეტული ადრესატი, ვისაც უმღერი?

- ვისზე ვწერ, ვმღერი, ეს პირადი თემაა და ამას ჩემთვის დავიტოვებ, რადგანაც ასე უფრო კარგად ვგრძნობ თავს. ერთი და მთავარი ის არის, რომ დარბაზის წინაშე გამოვდივარ და სწორედ ადამიანებს ვუმღერი.

- სიმღერაზე როგორ მუშაობ?

- პირველ რიგში, სიმღერის ტექსტს გულდასმით ვკითხულობ. მერე მთლიანობაში ვუსმენ და ემოცია თავისით მოდის. გუშინ ინოლა გურგულიას სიმღერა - "რა კარგი ხარ, რა კარგი" რომ ვიმღერე, მასზე მუშაობისას, ყველა ფრაზას ვეჯექი. ცალ-ცალკე ვმეცადინეობდი. ძალიან დიდი და მუშა პროცესია. რუტინული შრომა სჭირდება. ხომ ვამბობ, თითოეული ფრაზაა სასწავლი...

- თუ ისე მოხდა, რომ კონკურსში გამარჯვებული არ აღმოჩნდი, ამისთვის მზად ხარ?

- არ მგონია, რაიმე დიდად შეიცვალოს. ისე არ გამოვიდეს, ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ვიცი, სამომავლოდ რა უნდა გავაკეთო. მნიშვნელოვანია, რომ მუსიკასთან და მუსიკოსებთან მექნება ურთიერთობა. საქმეს, რასაც ვაკეთებ, მიყვარს და ეს არის მნიშვნელოვანი. მიყვარს ასევე პროექტი, რომელმაც ამდენი რამ მასწავლა და აღმომაჩენინა.

- საკუთარი თავი შორიდან რომ შეაფასო?

- მუსიკაზე, ადამიანებზე, ცხოველებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი ვარ. კიდევ ბევრი რამ მიყვარს. ცვალებადი ვარ, მხიარულიც, ხანდახან გაუგებარი, ისეთი, რომ ზოგჯერ საკუთარი თავის თვითონაც არ მესმის. რეპეტიციებზე პერკუსიონისტი დიტო საკანდელიძე მეუბნება - სამი სოფო ხარ - ერთი ნეგატიური, მორე პოზიტიური და მესამე - იმ ორს აწყნარებსო. მოკლედ, ბევრნაირი ვარ, საბოლოოდ კი ყველაფერი ბალანსდება.

- უამრავი ადამიანი აალაპარაკე. ბევრის გულამდე მიხვედი. რას ეტყვი მათ?

- სიცოცხლის ბოლომდე სიამოვნებით ვუმღერებდი, ჩემს მუსიკას მოვასმენინებდი. ემოციებს გავცვლიდით. დიდი მადლობა თითოეულს თბილი ზარისთვის, კომენტარისთვის, თუნდაც ქუჩაში ღიმილისთვის. ეს ყველაფერი ძალიან მავსებს და მოტივაციას მაძლევს, ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო. მადლობა ყველაფრისთვის მშობლებს, ახლობელ ადამიანებს, მეგობრებს, მათ გარეშე ჩემს საქმიანობას არანაირი აზრი არ ექნებოდა. ეს ადამიანური სითბო და ურთიერთობები ჩემთვის მნიშვნელოვანია.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს