პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2023 წელს მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
2023 წელს მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

სილ­ქნე­ტი - სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი მო­ხა­რუ­ლია გაც­ნო­ბოთ, რომ 2023 წელს მსოფ­ლიო სა­თხი­ლა­მუ­რო და სნო­უ­ბორ­დის ფრის­ტა­ი­ლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს სა­ქარ­თვე­ლო უმას­პინ­ძლებს.

17 მა­ისს სა­ბერ­ძნეთ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის კონ­გრეს­ზე გა­მარ­თულ კენ­ჭისყრა­ზე, ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო 2023 წელს სა­თხი­ლა­მუ­რო და სნო­უ­ბორ­დის ფრის­ტა­ი­ლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს უმას­პინ­ძლებს ბა­კუ­რი­ან­სა და გუ­და­ურ­ში. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჩა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დი ქარ­თულ­მა მხა­რემ 2017 წელს გა­ა­კე­თა.

ეს ქვეყ­ნი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვა იმ ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ი­სა და მისი გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რის - სილ­ქნე­ტის და სა­ქარ­თვე­ლოს მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ამ ერ­თობ­ლი­ვად გას­წი­ეს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

სილ­ქნე­ტი უკვე მე­ა­თე წე­ლია სპონ­სო­რო­ბა­სა და პატ­რო­ნაჟს უწევს სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ას. ამ პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში ბევ­რი რამ გა­კეთ­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა სილ­ქნე­ტის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის და ცალ­კე­უ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის წარ­დგე­ნას მსოფ­ლიო ას­პა­რე­ზო­ბებ­ზე, რაც გა­დამ­წყვე­ტია სპორ­ტსმე­ნის პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდი­სა და წარ­მა­ტე­ბის­თვის. ფე­დე­რა­ცი­ის ჩარ­თუ­ლო­ბით და სილ­ქნე­ტის ხელ­შე­წყო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი წვრთნებს ზა­ფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე გა­დის. მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ე­მა­ტა კუ­რორ­ტე­ბი და გა­ნახ­ლდა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. წლე­ულს, ბა­კუ­რი­ან­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის (FIS) ეგი­დით, წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტარ­და სკი კროს­ში ორ­დღი­ა­ნი ტურ­ნი­რი, რა­მაც დიდ­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბა 2023 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მას­პინ­ძელ ქვეყ­ნად სა­ქარ­თვე­ლოს და­სა­ხე­ლე­ბა.

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მას­პინ­ძლო­ბა ქვეყ­ნის­თვის, უდა­ოდ, დიდი წარ­მა­ტე­ბაა. კომ­პა­ნია „სილ­ქნე­ტი“ გა­მოთ­ქვამს სრულ მზად­ყოფ­ნას გა­ნაგ­რძოს სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტის ხელ­შე­წყო­ბა და ჩა­ერ­თოს 2023 წლის სა­თხი­ლა­მუ­რო და სნო­უ­ბორ­დის ფრის­ტა­ი­ლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში.

(R)

2023 წელს მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

2023 წელს მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

სილქნეტი - საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი მოხარულია გაცნობოთ, რომ 2023 წელს მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს.

17 მაისს საბერძნეთში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე გამართულ კენჭისყრაზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საქართველო 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს ბაკურიანსა და გუდაურში. მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე განაცხადი ქართულმა მხარემ 2017 წელს გააკეთა.

ეს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მიღწევა იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც საქართველოს მთავრობის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და მისი გენერალური სპონსორის - სილქნეტის და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ ერთობლივად გასწიეს წლების განმავლობაში.

სილქნეტი უკვე მეათე წელია სპონსორობასა და პატრონაჟს უწევს სამთო-სათხილამურო ფედერაციას. ამ პარტნიორობის ფარგლებში ბევრი რამ გაკეთდა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სილქნეტის მხრიდან საქართველოს ნაკრების და ცალკეული სპორტსმენების წარდგენას მსოფლიო ასპარეზობებზე, რაც გადამწყვეტია სპორტსმენის პროფესიული ზრდისა და წარმატებისთვის. ფედერაციის ჩართულობით და სილქნეტის ხელშეწყობით საქართველოს ნაკრები წვრთნებს ზაფხულსა და შემოდგომაზე მსოფლიოს წამყვან სათხილამურო კურორტებზე გადის. მაღალმთიან რეგიონებში სპორტის ამ სახეობის გაძლიერება და განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. დაემატა კურორტები და განახლდა ინფრასტრუქტურა. წლეულს, ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, წარმატებით ჩატარდა სკი კროსში ორდღიანი ტურნირი, რამაც დიდწილად განაპირობა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად საქართველოს დასახელება.

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ქვეყნისთვის, უდაოდ, დიდი წარმატებაა. კომპანია „სილქნეტი“ გამოთქვამს სრულ მზადყოფნას განაგრძოს სამთო-სათხილამურო სპორტის ხელშეწყობა და ჩაერთოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესში.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი