მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მომწონს გიორგის შეფასებები..." - რას ყვება საკუთარ თავზე "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომლის ხმაც გაბუნიამ "ნაჯახს" შეადარა
"ძალიან მომწონს გიორგის შეფასებები..." - რას ყვება საკუთარ თავზე "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომლის ხმაც გაბუნიამ "ნაჯახს" შეადარა

ალექ­სან­დრე მრე­ლაშ­ვი­ლი "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის~ ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლეა. კა­ხე­თის სო­ფელ იყალ­თო­და­ნაა, ამ­ბობს, რომ მისი საქ­მი­ა­ნო­ბა მომ­ღერ­ლო­ბაა და 2 წე­ლია, თე­ლა­ვის ახალ­გაზ­რდულ ან­სამ­ბლ "ურ­მულ­ში" მღე­რის. მისი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი - პაპა-ბე­ბი­ი­დან და­წყე­ბუ­ლი, მღე­რის. კონ­კურ­სში ალექ­სან­დრე მათი თხოვ­ნით მოხ­ვდა.

AMBEBI.GE ამ­ჯე­რად ალექ­სან­დრე მრე­ლაშ­ვილს გა­გაც­ნობთ ახ­ლოს:

"მუ­სი­კა­ლუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ვამ­თავ­რე, ეს დე­და­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა... "ურ­მულ­ში~ ჩვე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით გა­გა­ნაშ­ვი­ლია, ან­სამ­ბლ "წი­ნან­დლის~ წევ­რი. ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბი შეგ­ვკრი­ბა და ჯგუ­ფი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. უკვე 2 წე­ლია ვმღე­რით, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს. "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის~ შე­სა­ხებ ბე­ბომ მი­თხრა და პა­პას­თან ერ­თად, ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­მო­ი­ჩი­ნა, კას­ტინგზე გავ­სუ­ლი­ყა­ვი. უარი ვე­ღარ ვთქვი, თან, დავ­ფიქ­რდი - ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის პრო­ექ­ტი იყო, ანუ ის, რაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უცხო­ურ სიმ­ღე­რებ­საც ვმღე­რი, ქარ­თუ­ლი ჩემ­თან უფრო ახ­ლოს არის და მე­ტად მიყ­ვარს", - გვე­უბ­ნე­ბა ალექ­სან­დრე.

- უკვე კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე რას იტყვი, მოგ­წონს კონ­კურ­სი?

- თა­ვი­დან ვი­ფიქ­რე, ვცდი, რო­გორც ვიმ­ღე­რებ, შე­მა­ფა­სე­ბენ-მეთ­ქი. ახლა უკვე ის მა­ინ­ტე­რე­სებს, პრო­ექ­ტში ყოფ­ნი­სას რაც შე­იძ­ლებ მეტი და მეტი ვის­წავ­ლო. გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღო.

- ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის ახა­ლი ვერ­სი­ე­ბი მოგ­წონს და ად­ვი­ლად ით­ვი­სებ?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან კარ­გია, რა­საც აკე­თებს ბა­ტო­ნი ზვი­ა­დი, მსი­ა­მოვ­ნებს. ჩემი აზ­რით, ახალ­მა თა­ო­ბამ არ უნდა გა­ვი­მე­ო­როთ ზუს­ტად იგი­ვე ვერ­სია და ისე­ვე, რო­გორც ჩვე­ნი წინა თა­ო­ბა ას­რუ­ლებ­და, მაგ­რამ ორი­გი­ნა­ლიც არ უნდა და­ი­კარ­გოს. შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან ვი­ღა­ცებს არ მოს­წონთ ახა­ლი არან­ჟი­რე­ბე­ბი, მაგ­რამ სათ­ქმე­ლი ახ­ლე­ბუ­რად უნდა ვთქვათ და ჩვე­ნი წვლი­ლი უნდა შე­ვი­ტა­ნოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ათ­ვი­სე­ბას, ად­ვი­ლად, მა­შინ­ვე ვით­ვი­სებ, სმე­ნა მაქვს. ვცდი­ლობ, ჩემი ვა­რი­ან­ტი გა­ვა­კე­თო, ჩე­მე­ბუ­რად ვიმ­ღე­რო, ვიდ­რე სხვი­სი ნამ­ღე­რი გა­ვი­მე­ო­რო, მივ­ბა­ძო, მაგ­რამ რო­გო­რი ხმაც მაქვს, იმას ვე­რა­ფერს ვუშ­ვრე­ბი.

- შენს ხმა­ზე თა­ვი­სე­ბუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი აქვს ჟი­უ­რის ერთ-ერთ წევ­რს გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას. ერთხელ ნა­ჯახ­საც შე­ა­და­რა, თუმ­ცა წინა კონ­ცერ­ტზე შე­ნით კმა­ყო­ფი­ლი იყო...

- ძა­ლი­ან მომ­წონს გი­ორ­გის შე­ფა­სე­ბე­ბი. ცუ­დად სუ­ლაც არ მა­ფა­სებს. "ნა­ჯა­ხიო" რომ თქვა, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ასე­თი შე­და­რე­ბა გა­ა­კე­თა, რად­გა­ნაც ხომ ვამ­ბობ, ხმა მაქვს რა­ღაც­ნა­ი­რი. ვფიქ­რობ, სწორ შე­ფა­სე­ბას აკე­თებს. მთა­ვა­რი ის არის, რომ ამ პრო­ექ­ტით, რო­გორც ვთქვი, დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ღებ. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ვმუ­შა­ობ, რა­საც ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რი­თაც ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამი­ტომ, მად­ლო­ბას ვუხ­დი ბე­ბოს და პა­პას, რომ წა­მა­ხა­ლი­სეს და კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და­მი­თან­ხმეს.

- ვნა­ხეთ სი­უ­ჟე­ტი შენი მა­მუ­ლი­დან. მე­ვე­ნა­ხეც ყო­ფილ­ხარ...

- ეგ ყვე­ლა­ფე­რი მა­მა­ჩემ­მა მას­წავ­ლა. ვე­ნა­ხი ერ­თად გა­ვა­შე­ნეთ. რქა­წი­თე­ლი ჩვენ ჩავ­ყა­რეთ. ხომ ვამ­ბობ, მა­მა­ჩე­მი რა­საც მას­წავ­ლი­და, იმას ვსწავ­ლობ­დი. ბავ­შვო­ბი­დან ვე­ნახ­ში ვი­ყა­ვი და ვეხ­მა­რე­ბო­დი. სირ­ცხვი­ლიც არის, ეს საქ­მე არ ვი­ცო­დე - მიყ­ვარს ჩემი სო­ფე­ლი და მა­მუ­ლი, 22 წლის ვარ და იყალ­თოს გარ­და სხვა­გან არ მი­ცხოვ­რია. მიყ­ვარს ვე­ნა­ხი და იქ მუ­შა­ო­ბაც.

- გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გო­გო­ნე­ბის რი­ცხვმა მო­ი­მა­ტა?

- კი, მათ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. მა­ხა­რებს ეს ხალ­ხი და ბედ­ნი­ე­რი ვარ ამ სით­ბო­თი. ადა­მი­ა­ნებს მოს­წონთ ჩვე­ნი ნამ­ღე­რი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ბედ­ნი­ე­რებს და კარ­გი გრძნო­ბაა. ყვე­ლას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. მოკ­ლედ, ჩემს თავს ახლა ასე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბე­ბი ხდე­ბა და ვცდი­ლობ, წო­ნას­წო­რო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო, თო­რემ თავ­ში თუ ერთი აგი­ვარ­და, მერე უკვე ვე­ღარ გა­წო­ნას­წორ­დე­ბი. რო­გორ ფიქ­რობ, კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვე­ბო?, - მე­კი­თხე­ბი­ან. მა­გა­ზე არ ვფიქ­რობ. ჩემი ამო­ცა­ნაა, ყო­ველ ლა­ივ­ზე კარ­გად ვიმ­ღე­რო და მინ­და, მსმე­ნელს მა­ყუ­რე­ბელს თავი მო­ვა­წო­ნო, რომ ყო­ველ ლა­ივ­ზე ვიმ­ღე­რო, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ვრჩე­ბი მუ­სი­კა­ში. ახლა სულ მა­გა­ზე ვფიქ­რობ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

"ძალიან მომწონს გიორგის შეფასებები..." - რას ყვება საკუთარ თავზე "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომლის ხმაც გაბუნიამ "ნაჯახს" შეადარა

"ძალიან მომწონს გიორგის შეფასებები..." - რას ყვება საკუთარ თავზე "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომლის ხმაც გაბუნიამ "ნაჯახს" შეადარა

ალექსანდრე მრელაშვილი `მხოლოდ ქართულის~ ერთ-ერთი მონაწილეა. კახეთის სოფელ იყალთოდანაა, ამბობს, რომ მისი საქმიანობა მომღერლობაა და 2 წელია, თელავის ახალგაზრდულ ანსამბლ "ურმულში" მღერის. მისი ოჯახის ყველა წევრი - პაპა-ბებიიდან დაწყებული, მღერის. კონკურსში ალექსანდრე მათი თხოვნით მოხვდა.

AMBEBI.GE ამჯერად ალექსანდრე მრელაშვილს გაგაცნობთ ახლოს:

"მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე, ეს დედაჩემის დამსახურებაა... `ურმულში~ ჩვენი ხელმძღვანელი დავით გაგანაშვილია, ანსამბლ `წინანდლის~ წევრი. ახალგაზრდა ბიჭები შეგვკრიბა და ჯგუფი ჩამოაყალიბა. უკვე 2 წელია ვმღერით, რაც ძალიან მომწონს. `მხოლოდ ქართულის~ შესახებ ბებომ მითხრა და პაპასთან ერთად, ინიციატივა გამოიჩინა, კასტინგზე გავსულიყავი. უარი ვეღარ ვთქვი, თან, დავფიქრდი - ქართული სიმღერის პროექტი იყო, ანუ ის, რაც ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ უცხოურ სიმღერებსაც ვმღერი, ქართული ჩემთან უფრო ახლოს არის და მეტად მიყვარს", - გვეუბნება ალექსანდრე.

- უკვე კონკურსის მონაწილე რას იტყვი, მოგწონს კონკურსი?

- თავიდან ვიფიქრე, ვცდი, როგორც ვიმღერებ, შემაფასებენ-მეთქი. ახლა უკვე ის მაინტერესებს, პროექტში ყოფნისას რაც შეიძლებ მეტი და მეტი ვისწავლო. გამოცდილება მივიღო.

- ქართული სიმღერების ახალი ვერსიები მოგწონს და ადვილად ითვისებ?

- რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რასაც აკეთებს ბატონი ზვიადი, მსიამოვნებს. ჩემი აზრით, ახალმა თაობამ არ უნდა გავიმეოროთ ზუსტად იგივე ვერსია და ისევე, როგორც ჩვენი წინა თაობა ასრულებდა, მაგრამ ორიგინალიც არ უნდა დაიკარგოს. შეიძლება საზოგადოებიდან ვიღაცებს არ მოსწონთ ახალი არანჟირებები, მაგრამ სათქმელი ახლებურად უნდა ვთქვათ და ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. რაც შეეხება ათვისებას, ადვილად, მაშინვე ვითვისებ, სმენა მაქვს. ვცდილობ, ჩემი ვარიანტი გავაკეთო, ჩემებურად ვიმღერო, ვიდრე სხვისი ნამღერი გავიმეორო, მივბაძო, მაგრამ როგორი ხმაც მაქვს, იმას ვერაფერს ვუშვრები.

- შენს ხმაზე თავისებური შეფასებები აქვს ჟიურის ერთ-ერთ წევრს გიორგი გაბუნიას. ერთხელ ნაჯახსაც შეადარა, თუმცა წინა კონცერტზე შენით კმაყოფილი იყო...

- ძალიან მომწონს გიორგის შეფასებები. ცუდად სულაც არ მაფასებს. "ნაჯახიო" რომ თქვა, ალბათ იმიტომ, რომ ასეთი შედარება გააკეთა, რადგანაც ხომ ვამბობ, ხმა მაქვს რაღაცნაირი. ვფიქრობ, სწორ შეფასებას აკეთებს. მთავარი ის არის, რომ ამ პროექტით, როგორც ვთქვი, დიდ გამოცდილებას ვიღებ. ბევრი ადამიანი გავიცანი. პროფესიონალებთან ვმუშაობ, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი, რითაც ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, მადლობას ვუხდი ბებოს და პაპას, რომ წამახალისეს და კონკურსში მონაწილეობაზე დამითანხმეს.

- ვნახეთ სიუჟეტი შენი მამულიდან. მევენახეც ყოფილხარ...

- ეგ ყველაფერი მამაჩემმა მასწავლა. ვენახი ერთად გავაშენეთ. რქაწითელი ჩვენ ჩავყარეთ. ხომ ვამბობ, მამაჩემი რასაც მასწავლიდა, იმას ვსწავლობდი. ბავშვობიდან ვენახში ვიყავი და ვეხმარებოდი. სირცხვილიც არის, ეს საქმე არ ვიცოდე - მიყვარს ჩემი სოფელი და მამული, 22 წლის ვარ და იყალთოს გარდა სხვაგან არ მიცხოვრია. მიყვარს ვენახი და იქ მუშაობაც.

- გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი გოგონების რიცხვმა მოიმატა?

- კი, მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მახარებს ეს ხალხი და ბედნიერი ვარ ამ სითბოთი. ადამიანებს მოსწონთ ჩვენი ნამღერი. ეს ყველაფერი მაბედნიერებს და კარგი გრძნობაა. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მოკლედ, ჩემს თავს ახლა ასეთი მოულოდნელი ამბები ხდება და ვცდილობ, წონასწორობა შევინარჩუნო, თორემ თავში თუ ერთი აგივარდა, მერე უკვე ვეღარ გაწონასწორდები. როგორ ფიქრობ, კონკურსში გაიმარჯვებო?, - მეკითხებიან. მაგაზე არ ვფიქრობ. ჩემი ამოცანაა, ყოველ ლაივზე კარგად ვიმღერო და მინდა, მსმენელს მაყურებელს თავი მოვაწონო, რომ ყოველ ლაივზე ვიმღერო, ნებისმიერ შემთხვევაში, ვრჩები მუსიკაში. ახლა სულ მაგაზე ვფიქრობ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს