სამართალი
სამხედრო
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა" - ირაკლი კობახიძე კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე
"ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა" - ირაკლი კობახიძე კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

რო­დე­საც არის კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ შე­საძ­ლოა, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში ნარ­კო­ტი­კი გავ­რცელ­დეს კონ­კრე­ტულ კლუბ­ში, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცილ­დეს შე­სა­ბა­მი­სი სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ღა­მის კლუ­ბებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მას პირ­ველ რიგ­ში, უნდა გა­მო­ხა­ტოს პა­ტი­ვის­ცე­მა ყვე­ლა იმ ახალ­გაზ­რდის მი­მართ, რო­მე­ლიც დღეს დგას რუს­თა­ველ­ზე თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვის იდე­ით და გა­მო­ხა­ტოს პა­ტი­ვის­ცე­მა შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­მართ.

„ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტია ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ იმ მოვ­ლე­ნებს, რო­მე­ლიც გუ­შინ და დღეს თბი­ლის­ში გან­ვი­თარ­და, პირ­ველ რიგ­ში, ვი­ტყვი იმას, რომ სა­ხელ­მწი­ფოს, სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს აქვთ ფუნ­ქცია მი­ნი­ჭე­ბუ­ლი და ამ ფუნ­ქცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არის სა­ჭი­რო კონ­კრე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­ღე­ბა. გუ­შინ სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ სა­ჭი­რო იყო კონ­კრე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და ახალ­გაზ­რდე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მი­ზა­ნი ის იყო, რომ იყო კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ლი­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამ კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმოქ­მე­და შსს-მ და „ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა, მათ შო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა, კლუ­ბებ­შიც არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა ასე­თი რამ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში“.

„ეს არის მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა - რო­დე­საც არის კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ შე­საძ­ლოა, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში ნარ­კო­ტი­კი გავ­რცელ­დეს კონ­კრე­ტულ კლუბ­ში, კონ­კრე­ტულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გან­ხო­რო­ცილ­დეს შე­სა­ბა­მი­სი სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბა. კა­ნო­ნი ყვე­ლას­თვის უნდა იყოს კა­ნო­ნი. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პი და სა­ჭი­როა, ასე­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იმის­თვის, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს კა­ნო­ნის დაც­ვა. თა­ვის­თა­ვად კა­ნო­ნის დაც­ვა ბუ­ნებ­რი­ვია, არ არის თვით­მი­ზა­ნი. თქვენ გახ­სოვთ, რომ იყო არა­ერ­თი ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ფაქ­ტი - ახალ­გაზ­რდე­ბი და­ი­ღუპ­ნენ ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბით და ზუს­ტად ამ ყვე­ლა­ფერს უკავ­შირ­დე­ბო­და ის სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და გუ­შინ შსს-ს მიერ. ეს იყო მი­ზა­ნი და ამ მიზ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოქ­მე­დებ­და შინ­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო“, - გა­ნუ­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმედს“.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბით, დღეს ჰქონ­დათ შეკ­რე­ბა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის­გან მო­ის­მი­ნეს ინ­ფორ­მა­ცია.„იყო კონ­კრე­ტუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შიგ­ნით იყო და­გეგ­მი­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა და ეს ინ­ფორ­მა­ცია გახ­და კონ­კრე­ტუ­ლი სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, ეს იყო კონ­კრე­ტუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შიგ­ნით შეს­ვლის და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმოქ­მე­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, რაც შე­ე­ხე­ბა იმას, იყო თუ არა ბო­ლომ­დე პრო­პორ­ცი­უ­ლი ის ჩა­რე­ვა, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და, ეს და­მა­ტე­ბით შეს­წავ­ლას სა­ჭი­რო­ებს, თუმ­ცა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც შსს-გან მო­ის­მი­ნეს, კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, „შეს­ვლის მი­ზა­ნი იყო ლე­გი­ტი­მუ­რი და ჩვენ ხელ­თარ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ჩა­რე­ვა იყო ასე­ვე პროპ­რო­ცი­უ­ლი“.

"ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა" - ირაკლი კობახიძე კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

"ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა" - ირაკლი კობახიძე კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

როდესაც არის კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი გავრცელდეს კონკრეტულ კლუბში, დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში შეიძლება განხორცილდეს შესაბამისი საპოლიციო ღონისძიება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც თბილისში ღამის კლუბებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მას პირველ რიგში, უნდა გამოხატოს პატივისცემა ყველა იმ ახალგაზრდის მიმართ, რომელიც დღეს დგას რუსთაველზე თავისუფლების დაცვის იდეით და გამოხატოს პატივისცემა შეკრების თავისუფლების მიმართ.

„ჩვენთვის პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის თვითრეალიზების საშუალების მინიჭება. რაც შეეხება უშუალოდ იმ მოვლენებს, რომელიც გუშინ და დღეს თბილისში განვითარდა, პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ სახელმწიფოს, სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ ფუნქცია მინიჭებული და ამ ფუნქციიდან გამომდინარე არის საჭირო კონკრეტული ღონისძიებების მიღება. გუშინ საუბარი იყო იმაზე, რომ საჭირო იყო კონკრეტული ღონისძიების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ინტერესების დაცვას“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, მიზანი ის იყო, რომ იყო კონკრეტული ინფორმაცია ნარკოტიკების რელიზებასთან დაკავშირებით და ამ კონკრეტული ინფორმაციიდან გამომდინარე, იმოქმედა შსს-მ და „ეს არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა, მათ შორის, საერთაშორისო პრაქტიკა, კლუბებშიც არაერთხელ მომხდარა ასეთი რამ სხვადასხვა ქვეყანაში“.

„ეს არის მიღებული პრაქტიკა - როდესაც არის კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი გავრცელდეს კონკრეტულ კლუბში, კონკრეტულ დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში შეიძლება განხოროცილდეს შესაბამისი საპოლიციო ღონისძიება. კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი და საჭიროა, ასევე სამართალდამცველ ორგანოებთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის დაცვა. თავისთავად კანონის დაცვა ბუნებრივია, არ არის თვითმიზანი. თქვენ გახსოვთ, რომ იყო არაერთი ძალიან სამწუხარო, შემაშფოთებელი ფაქტი - ახალგაზრდები დაიღუპნენ ნარკოტიკების მოხმარებით და ზუსტად ამ ყველაფერს უკავშირდებოდა ის საპოლიციო ღონისძიება, რომელიც განხორციელდა გუშინ შსს-ს მიერ. ეს იყო მიზანი და ამ მიზნიდან გამომდინარე მოქმედებდა შინგან საქმეთა სამინისტრო“, - განუცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედს“.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ჰქონდათ შეკრება და შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოისმინეს ინფორმაცია.„იყო კონკრეტული ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაწესებულების შიგნით იყო დაგეგმილი ნარკოტიკების რეალიზება და ეს ინფორმაცია გახდა კონკრეტული საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველი, ეს იყო კონკრეტული საფუძველი დაწესებულებაში შიგნით შესვლის და აქედან გამომდინარე, იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ბოლომდე პროპორციული ის ჩარევა, რომელიც განხორციელდა, ეს დამატებით შესწავლას საჭიროებს, თუმცა იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც შსს-გან მოისმინეს, კობახიძის განცხადებით, „შესვლის მიზანი იყო ლეგიტიმური და ჩვენ ხელთარსებული ინფორმაციით, ეს ჩარევა იყო ასევე პროპროციული“.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები