პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქორწილში მიდიოდნენ, რა დროსაც ტრაგედია მოხდა" - ქედაში ავარიის დროს გარდაცვლილთა ვინაობა ცნობილია
"ქორწილში მიდიოდნენ, რა დროსაც ტრაგედია მოხდა" - ქედაში ავარიის დროს გარდაცვლილთა ვინაობა ცნობილია

Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქე­და­ში მომ­ხდა­რი სა­ზა­რე­ლი ავა­რი­ის დროს სო­ფელ მახ­ვი­ლა­ურ­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი გია დო­ლი­ძე, ვაჟა და დათო დე­ვა­ძე­ე­ბი (მამა-შვი­ლი), თე­მუ­რი ფარ­ტე­ნა­ძე და ლაშა ჩო­გა­ძე გარ­და­იც­ვალ­ნენ. შემ­თხვე­ვა, რო­მელ­საც 5 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, დღეს დი­ლით მოხ­და. ერ­თმა­ნეთს სატ­ვირ­თო და მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი შე­ე­ჯა­ხა. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ხუ­თი­ვე გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი თით­ქმის ორ­სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ ამო­იყ­ვა­ნეს. ცხედ­რე­ბი ბა­თუმ­ში, პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ას­ვე­ნეს. Ambebi.ge სო­ფელ მახ­ვი­ლა­უ­რის მკვიდრს ესა­უბ­რა:

- ნამ­დვი­ლად, სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი მოხ­და. ავა­რი­ის შე­სა­ხებ დი­ლით გა­ვი­გეთ. მე­ზობ­ლე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. ოთხი გარ­დაც­ვლი­ლი 50 წელს მიღ­წე­უ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი იყ­ვნენ. რაც შე­ე­ხე­ბა დათო დე­ვა­ძეს იგი 30 წლამ­დე ასა­კის იყო. რო­გორც ჩვენ ვი­ცით, ისი­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლით ახ­ლობ­ლის ქორ­წილ­ში მი­დი­ოდ­ნენ, რა დრო­საც ეს ტრა­გე­დია მოხ­და. არ ვი­ცით ავა­რი­ის მი­ზე­ზე­ბი, ალ­ბათ გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს, რა მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი წარ­მო­შო­ბით, ქე­დის სოფ­ლე­ბი­დან ახო­სა და კვაშ­ტა­დან არი­ან.

ნა­ხეთ ვი­დეო: პირ­ვე­ლი კად­რე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან, ავა­რი­ას ხუთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა

შსს-მ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ქორწილში მიდიოდნენ, რა დროსაც ტრაგედია მოხდა" - ქედაში ავარიის დროს გარდაცვლილთა ვინაობა ცნობილია

"ქორწილში მიდიოდნენ, რა დროსაც ტრაგედია მოხდა" - ქედაში ავარიის დროს გარდაცვლილთა ვინაობა ცნობილია

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ქედაში მომხდარი საზარელი ავარიის დროს სოფელ მახვილაურში მცხოვრებლები გია დოლიძე, ვაჟა და დათო დევაძეები (მამა-შვილი), თემური ფარტენაძე და ლაშა ჩოგაძე გარდაიცვალნენ. შემთხვევა, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ხუთივე გარდაცვლილის ცხედარი თითქმის ორსაათიანი მუშაობის შემდეგ ამოიყვანეს. ცხედრები ბათუმში, პროზექტურაში გადაასვენეს. Ambebi.ge სოფელ მახვილაურის მკვიდრს ესაუბრა:

- ნამდვილად, სამწუხარო ამბავი მოხდა. ავარიის შესახებ დილით გავიგეთ. მეზობლები დაიღუპნენ. ოთხი გარდაცვლილი 50 წელს მიღწეული მამაკაცები იყვნენ. რაც შეეხება დათო დევაძეს იგი 30 წლამდე ასაკის იყო. როგორც ჩვენ ვიცით, ისინი ავტომობილით ახლობლის ქორწილში მიდიოდნენ, რა დროსაც ეს ტრაგედია მოხდა. არ ვიცით ავარიის მიზეზები, ალბათ გამოძიება დაადგენს, რა მოხდა. გარდაცვლილები წარმოშობით, ქედის სოფლებიდან ახოსა და კვაშტადან არიან.

ნახეთ ვიდეო: პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან, ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი