ზუგდიდის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე, ოქროს ნივთების მაღაზიიდან მამაკაცმა ძვირფასი ნივთები გაიტაცა. "მამაკაცი შემოვარდა, ყუთს დასტაცა ხელი, სადაც ოქროულობა იდო და გაიქცა", - განაცხადა გამყიდველმა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.