მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველები, რომლებიც სხვადასხვა დროს პოლიტიკურ სკანდალში გაეხვნენ
ცნობილი ქართველები, რომლებიც სხვადასხვა დროს პოლიტიკურ სკანდალში გაეხვნენ

ხში­რად კა­მა­თო­ბენ იმის თა­ო­ბა­ზე, რომ პო­ლი­ტი­კა და შოუ-ბიზ­ნე­სი ცალ-ცალ­კე ცნე­ბე­ბია. ეს ასეც არის, თუმ­ცა ფაქ­ტი სულ სხვა რა­მეა. ამ ორ სფე­როს მთელს მსოფ­ლი­ო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ეთ­მა­ნეთ­თან მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფა­ვო­რი­ტი მომ­ღერ­ლე­ბის რი­ცხვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა, თუმ­ცა ბევ­რი ისე­თი ჭკვი­ა­ნიც არ­სე­ბობს, ვინც იცის, რო­დის გა­დახ­ტეს სხვის ნავ­ში და რო­გორ ით­ვლე­ბო­დეს „მე­ფის კარ­ზე“ მი­სა­ღებ პერ­სო­ნად. ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი და ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად ეხ­ვე­ვი­ან ე.წ პო­ლი­ტი­კურ სკან­და­ლებ­ში. ამის მი­ზე­ზი ძი­რი­თა­დად რუ­სე­თი და ე.წ. სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტე­ბია, რა­ზეც დავა ყვე­ლა დღე­სას­წა­ულ­ზე მი­დის.

სო­ფია ნი­ჟა­რა­ძე

ქარ­თუ­ლი ესტრა­დის დივა, სო­ფია ნი­ჟა­რა­ძე ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი 2008 წლი­დან გახ­და, როცა დე­დას­თან ერ­თად რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მი­სა­ღე­ბი მომ­ღე­რა­ლი გახ­ლდათ, მის გა­რე­შე მი­უ­ზიკლს არ დგამ­დნენ, ის მღე­რო­და სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქის ჰიმ­ნებს და გა­მო­დი­ო­და სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტებ­ზე. სწო­რედ ეს გახ­ლდათ მის გარ­შე­მო წარ­მოქ­მნი­ლი სკან­და­ლე­ბი­სა და კო­ლე­გე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი. ბოლო სკან­და­ლი, რო­მე­ლიც სოფო ნი­ჟა­რა­ძის ირ­გვლივ აგორ­და, უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რია, სა­დაც ის სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტთან სა­უბ­რობს. ჩა­ნა­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბა დღემ­დე არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. "რუს­თა­ვი 2"-ის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას, ნი­ჟა­რა­ძე და სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ვა­რა­უ­დო არე­უ­ლო­ბა­ზე მსჯე­ლო­ბენ, რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რი ჟურ­ნა­ლის­ტი ნო­დარ მე­ლა­ძე იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც მომ­ღე­რა­ლი ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტორ­თან უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით იხ­სე­ნი­ებს. ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ნი­ჟა­რა­ძე და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში შეს­ვლამ­დე, ნი­ჟა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ის სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რია. მომ­ღერ­ლის გან­ცხა­დე­ბით, აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი ყალ­ბია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, სოფო ნი­ჟა­რა­ძეს სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტებ­ზე აღარ ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ. ამის მი­ზე­ზი სა­ვა­რა­უ­დოდ ე.წ. შავი სია გახ­ლდათ, სა­დაც სოფო სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბის გამო მოხ­ვდა. მომ­ღე­რალ­მა აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მა­ზე გა­და­ცე­მა „პრო­ფილ­ში“ ხმა­მაღ­ლა ისა­უბ­რა და მე­რი­ი­დან ზარ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ის კახი კა­ლა­ძის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის შემ­დეგ და­თან­ხმდა.

ნინო ჩხე­ი­ძე

მომ­ღე­რა­ლი ნინო ჩხე­ი­ძე სკან­დალ­ში არა­ერ­თხელ გა­ეხ­ვა. ის პირ­ვე­ლად რუ­სეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, თბი­ლი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე სიმ­ღე­რის გამო გა­აკ­რი­ტი­კეს. ბო­ლოს ნინო სკან­დალ­ში 2017 წელს გა­ეხ­ვია, მან ვახო ბი­ჭი­კაშ­ვილ­თან და ნიკა არა­ბი­ძეს­თან ერ­თად კონ­ცერ­ტი ჩა­ა­ტა­რა. კონ­ცერ­ტი სოჭ­ში 14 მა­ისს გა­ი­მარ­თა და მას­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ან­სამ­ბლი "ივე­რი­აც" იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. კონ­ცერ­ტი ზამ­თრის ბაღ­ში ჩა­ტარ­და და ბი­ლე­თის ფასი 800 რუბ­ლი­დან იწყე­ბო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატე­ხილ სკან­დალს, ნინო ჩხე­ი­ძემ და იუ­მო­რის­ტებ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით უპა­სუ­ხეს და ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სტუმ­რო­ბა იმ ფაქ­ტით ახ­სნეს, რომ მათ ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს უმ­ღე­რეს.

ქეთა თო­ფუ­რია

მომ­ღე­რა­ლი ქეთა თო­ფუ­რია წლე­ბია რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აქვს. ის პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტი მომ­ღერ­ლე­ბის რი­ცხვს ეკუთ­ვნის. ქეთა ე.წ. პო­ლი­ტი­კურ სკან­დალ­ში პირ­ვე­ლად აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ გა­ეხ­ვა, როცა რუ­სეთ­ში "სამ­შობ­ლოს დამ­ცვე­ლის დღეს" იმ­ღე­რა. მას რუსი ჯა­რის­კა­ცის ფორ­მა ეცვა და რუს სამ­ხედ­რო­ებს უმ­ღე­რა, სწო­რედ ამას მოჰ­ყვა პირ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სკან­და­ლი. ქეთა თო­ფუ­რია სა­კუ­თარ სიმ­პა­ტი­ებს ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ არ მა­ლავს. ის პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტი მომ­ღე­რა­ლია, რაც ბოლო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზეც და­ა­დას­ტუ­რა. მან პუ­ტი­ნის მხარ­და­სა­ჭერ კლიპ­ში იმ­ღე­რა. ხოლო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს დედა სა­ა­კაშ­ვილ­მა მოუ*** და არა პუ­ტინ­მა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მის­თვის მი­ცე­მულ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში, ქეთა თო­ფუ­რი­ამ ჟურ­ნა­ლისტს უთხრა, რომ სოჭი ადრე სა­ქარ­თვე­ლო იყო და ამ ნათ­ქვამ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი მუდ­მი­ვად სკან­და­ლებ­შია. მარ­თა­ლია თა­ვად ცდი­ლობს ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბა არ მი­იქ­ცი­ოს, მაგ­რამ არ გა­მოს­დის. მას­ზე წლე­ბია ათა­სი ჭორ-მარ­თა­ლი და­დის. ნი­ნის წლე­ბის წინ, ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თა­ნაც კი აწყვი­ლებ­დნენ. თუმ­ცა ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი, ბა­დუ­რაშ­ვილ­მა პირ­ვე­ლად რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ა­კე­თა და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ჭორი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ზი­ა­ნოდ მო­ი­გო­ნეს. ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი წარ­სულ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი და ფა­ვო­რი­ტი მომ­ღე­რა­ლი გახ­ლდათ. მან 2011 წლის 26 მა­ისს პარ­ლა­მენ­ტთან გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი იმ­ღე­რა, რის გა­მოც კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ა­ტა­რეს, აღ­ნიშ­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, მა­შინ სუ­ხიშ­ვი­ლებ­მა უარი თქვეს. რად­გან წინა დღით აღ­ლუ­მის ად­გილ­ზე მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბი და­არ­ბი­ეს და ნამ­დვი­ლი სა­საკ­ლაო მო­ა­წყვეს.

გი­ორ­გი თო­დუა

ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი თო­დუა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ცოტა ხნის წინ გა­იც­ნო. მან აფხა­ზეთ­ში - ქარ­თუ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე დე­ფაქ­ტო აფხა­ზე­თის ე.წ. მთავ­რო­ბა გა­აკ­რი­ტი­კა. თო­დუ­ამ თქვა, რომ აფხა­ზეთ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბია და ისი­ნი ვა­კუ­უმ­ში ცხოვ­რო­ბენ. ხე­ლო­ვა­ნის თქმით, ცუდ პი­რო­ბებს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სიც ემა­ტე­ბა. დე-ფაქ­ტო აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბამ ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის გან­ცხა­დე­ბა ქარ­თულ პრო­ვო­კა­ცი­ად შე­ა­ფა­სა.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი და ეს მის ფე­ის­ბუქ­ზეც ჩანს. მან რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სა­კუ­თა­რი ინ­ტერ­ნეტ-ტე­ლე­ვი­ზია გახ­სნა, სა­დაც სკან­და­ლურ თე­მებ­ზე მზად­დე­ბო­და სი­უ­ჟე­ტე­ბი. ერთ-ერთი სი­უ­ჟე­ტი ეკა ბე­სე­ლი­ას ვაჟს შე­ე­ხე­ბო­და. მას შემ­დეგ, რაც ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ვი­დე­ო­პორ­ტალ­ზე ეკა ბე­სე­ლი­ას ვა­ჟის, რატი მი­ლო­რა­ვას შე­სა­ხებ სი­უ­ჟე­ტი გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­შიც რეს­პონ­დენ­ტე­ბი რეს­ტო­რან "ფა­ზის­ში" მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ეკა ბე­სე­ლი­ას შვი­ლი ფო­თის პრო­კუ­რორ­სა და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­როსს ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბას სთხოვ­და, "საქ­მის გარ­ჩე­ვამ" "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­და­ი­ნაც­ვლა.

დათო ხუ­ჯა­ძე

ალ­ბათ ბევ­რს არ გახ­სოვთ, მაგ­რამ მომ­ღე­რალ­მა დათო ხუ­ჯა­ძემ 2003 წელს პო­ლი­ტი­კა­ში სცა­და ბედი, გა­უ­მარ­თლა და ას­ლან აბა­ში­ძის პარ­ტი­ით პარ­ლა­მენ­ტშიც მოხ­ვდა, თუმ­ცა ეს იყო ყვე­ლა­ზე ხან­მოკ­ლე პარ­ლა­მენ­ტა­რო­ბა, რად­გან სხდო­მა­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­ვარ­და მომ­ხრე­ებ­თან ერ­თად და ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია მოხ­და. ამის შემ­დეგ დათო ხუ­ჯა­ძე სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში წა­ვი­და, სა­დაც ცოლი შე­ირ­თო, შვი­ლიც გა­უჩ­ნდა, თუმ­ცა ოჯა­ხი და­ენგრა და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. ქეთა თო­ფუ­რი­ას გარ­შე­მო ატე­ხი­ლი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სკან­და­ლის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას, დათო ხუ­ჯა­ძეც სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. მან თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის აფხა­ზე­თი პუ­ტინს არ წა­ურ­თმე­ვია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ცნობილი ქართველები, რომლებიც სხვადასხვა დროს პოლიტიკურ სკანდალში გაეხვნენ

ცნობილი ქართველები, რომლებიც სხვადასხვა დროს პოლიტიკურ სკანდალში გაეხვნენ

ხშირად კამათობენ იმის თაობაზე, რომ პოლიტიკა და შოუ-ბიზნესი ცალ-ცალკე ცნებებია. ეს ასეც არის, თუმცა ფაქტი სულ სხვა რამეა. ამ ორ სფეროს მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი საქართველოში ეთმანეთთან მჭიდრო კავშირი აქვს. ხელისუფლების ფავორიტი მომღერლების რიცხვი ხელისუფლების ცვლილებების მიხედვით იცვლება, თუმცა ბევრი ისეთი ჭკვიანიც არსებობს, ვინც იცის, როდის გადახტეს სხვის ნავში და როგორ ითვლებოდეს „მეფის კარზე“ მისაღებ პერსონად. ქართველი მომღერლები და ხელოვანი ადამიანები ხშირად ეხვევიან ე.წ პოლიტიკურ სკანდალებში. ამის მიზეზი ძირითადად რუსეთი და ე.წ. სამთავრობო კონცერტებია, რაზეც დავა ყველა დღესასწაულზე მიდის.

სოფია ნიჟარაძე

ქართული ესტრადის დივა, სოფია ნიჟარაძე ჩვენს ქვეყანაში აქტუალური 2008 წლიდან გახდა, როცა დედასთან ერთად რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. ის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის მისაღები მომღერალი გახლდათ, მის გარეშე მიუზიკლს არ დგამდნენ, ის მღეროდა სხვადასხვა ქალაქის ჰიმნებს და გამოდიოდა სამთავრობო კონცერტებზე. სწორედ ეს გახლდათ მის გარშემო წარმოქმნილი სკანდალებისა და კოლეგების უკმაყოფილების მიზეზი. ბოლო სკანდალი, რომელიც სოფო ნიჟარაძის ირგვლივ აგორდა, უკრაინულ მედიაში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერია, სადაც ის საქართველოს ექს-პრეზიდენტთან საუბრობს. ჩანაწერის ავთენტურობა დღემდე არ არის დადასტურებული. "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრისას, ნიჟარაძე და სააკაშვილი სავარაუდო არეულობაზე მსჯელობენ, რომლის მთავარი გმირი ჟურნალისტი ნოდარ მელაძე იქნება, რომელსაც მომღერალი ოდესის გუბერნატორთან უცენზურო სიტყვებით იხსენიებს. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ნიჟარაძე დაკითხვაზე დაიბარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შესვლამდე, ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ის სააკაშვილის მეგობარია. მომღერლის განცხადებით, აუდიოჩანაწერი ყალბია. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სოფო ნიჟარაძეს სამთავრობო კონცერტებზე აღარ ეპატიჟებოდნენ. ამის მიზეზი სავარაუდოდ ე.წ. შავი სია გახლდათ, სადაც სოფო საკუთარი პოლიტიკური გემოვნების გამო მოხვდა. მომღერალმა აღნიშნულ პრობლემაზე გადაცემა „პროფილში“ ხმამაღლა ისაუბრა და მერიიდან ზარმაც არ დააყოვნა. საახალწლო კონცერტში მონაწილეობას, ის კახი კალაძის სატელეფონო ზარის შემდეგ დათანხმდა.

ნინო ჩხეიძე

მომღერალი ნინო ჩხეიძე სკანდალში არაერთხელ გაეხვა. ის პირველად რუსეთში ჩატარებული, თბილისობის დღესასწაულზე სიმღერის გამო გააკრიტიკეს. ბოლოს ნინო სკანდალში 2017 წელს გაეხვია, მან ვახო ბიჭიკაშვილთან და ნიკა არაბიძესთან ერთად კონცერტი ჩაატარა. კონცერტი სოჭში 14 მაისს გაიმართა და მასში ადგილობრივი ანსამბლი "ივერიაც" იღებდა მონაწილეობას. კონცერტი ზამთრის ბაღში ჩატარდა და ბილეთის ფასი 800 რუბლიდან იწყებოდა. სოციალურ ქსელში ატეხილ სკანდალს, ნინო ჩხეიძემ და იუმორისტებმა სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე სტუმრობა იმ ფაქტით ახსნეს, რომ მათ ქართველ ემიგრანტებს უმღერეს.

ქეთა თოფურია

მომღერალი ქეთა თოფურია წლებია რუსეთში ცხოვრობს და წარმატებული კარიერა აქვს. ის პუტინის ფავორიტი მომღერლების რიცხვს ეკუთვნის. ქეთა ე.წ. პოლიტიკურ სკანდალში პირველად აგვისტოს ომის შემდეგ გაეხვა, როცა რუსეთში "სამშობლოს დამცველის დღეს" იმღერა. მას რუსი ჯარისკაცის ფორმა ეცვა და რუს სამხედროებს უმღერა, სწორედ ამას მოჰყვა პირველი პოლიტიკური სკანდალი. ქეთა თოფურია საკუთარ სიმპატიებს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ არ მალავს. ის პუტინის ფავორიტი მომღერალია, რაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზეც დაადასტურა. მან პუტინის მხარდასაჭერ კლიპში იმღერა. ხოლო სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2008 წელს საქართველოს დედა სააკაშვილმა მოუ*** და არა პუტინმა. რამდენიმე წლის წინ, რუსული გამოცემისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში, ქეთა თოფურიამ ჟურნალისტს უთხრა, რომ სოჭი ადრე საქართველო იყო და ამ ნათქვამსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი მუდმივად სკანდალებშია. მართალია თავად ცდილობს ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოს, მაგრამ არ გამოსდის. მასზე წლებია ათასი ჭორ-მართალი დადის. ნინის წლების წინ, ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთანაც კი აწყვილებდნენ. თუმცა ამ თემაზე კომენტარი, ბადურაშვილმა პირველად რამდენიმე დღის წინ გააკეთა და განაცხადა, რომ ეს ჭორი მიხეილ სააკაშვილის საზიანოდ მოიგონეს. ნინი ბადურაშვილი წარსულში "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი და ფავორიტი მომღერალი გახლდათ. მან 2011 წლის 26 მაისს პარლამენტთან გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი იმღერა, რის გამოც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, მაშინ სუხიშვილებმა უარი თქვეს. რადგან წინა დღით აღლუმის ადგილზე მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიეს და ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს.

გიორგი თოდუა

ოპერის მომღერალი გიორგი თოდუა ფართო საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიცნო. მან აფხაზეთში - ქართული აუდიტორიისთვის გამართულ კონცერტზე დეფაქტო აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გააკრიტიკა. თოდუამ თქვა, რომ აფხაზეთში ადამიანებისთვის გაუსაძლისი პირობებია და ისინი ვაკუუმში ცხოვრობენ. ხელოვანის თქმით, ცუდ პირობებს ფსიქოლოგიური სტრესიც ემატება. დე-ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ ქართველი მომღერლის განცხადება ქართულ პროვოკაციად შეაფასა.

ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში აქტიურად არის ჩართული და ეს მის ფეისბუქზეც ჩანს. მან რამდენიმე წლის წინ, საკუთარი ინტერნეტ-ტელევიზია გახსნა, სადაც სკანდალურ თემებზე მზადდებოდა სიუჟეტები. ერთ-ერთი სიუჟეტი ეკა ბესელიას ვაჟს შეეხებოდა. მას შემდეგ, რაც ჟორჟოლიანის ვიდეოპორტალზე ეკა ბესელიას ვაჟის, რატი მილორავას შესახებ სიუჟეტი გამოქვეყნდა, რომელშიც რესპონდენტები რესტორან "ფაზისში" მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეკა ბესელიას შვილი ფოთის პროკურორსა და ფინანსური პოლიციის უფროსს ერთ-ერთი მოქალაქის დაკავებას სთხოვდა, "საქმის გარჩევამ" "ფეისბუქზე" გადაინაცვლა.

დათო ხუჯაძე

ალბათ ბევრს არ გახსოვთ, მაგრამ მომღერალმა დათო ხუჯაძემ 2003 წელს პოლიტიკაში სცადა ბედი, გაუმართლა და ასლან აბაშიძის პარტიით პარლამენტშიც მოხვდა, თუმცა ეს იყო ყველაზე ხანმოკლე პარლამენტარობა, რადგან სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი შევარდა მომხრეებთან ერთად და ვარდების რევოლუცია მოხდა. ამის შემდეგ დათო ხუჯაძე საცხოვრებლად მოსკოვში წავიდა, სადაც ცოლი შეირთო, შვილიც გაუჩნდა, თუმცა ოჯახი დაენგრა და სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თბილისში დაბრუნდა. ქეთა თოფურიას გარშემო ატეხილი ბოლოდროინდელი სკანდალის კომენტირებისას, დათო ხუჯაძეც სკანდალში გაეხვა. მან თქვა, რომ საქართველოსთვის აფხაზეთი პუტინს არ წაურთმევია.

"არათანაბარ პირობებში ვიყავით. შევცდი, რომ საკუთარ თავს არ დავუჯერე“ – "მასტერშეფის“ სამზარეულო სოფი მეშველიშვილმა დატოვა

ბოლივუდის ვარსკვლავი, რომელიც საქართველოშიც პოპულარული იყო, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ავარიის დღე არ ახსოვს... კომის შემდეგ, რაღაც პერიოდი ამოვარდნილი აქვს" - ულამაზესი წყვილის სიყვარულის ისტორია, რომელმაც დიდ განსაცდელს გაუძლო