მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
კონფლიქტები
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სომხები რუსეთით დაიღალნენ და გაჩნდა მოწოდებები: წადი, შენ ოკუპანტი ხარ!" - დათმობს თუ არა რუსეთი პოზიციებს სომხეთში?
"სომხები რუსეთით დაიღალნენ და გაჩნდა მოწოდებები: წადი, შენ ოკუპანტი ხარ!" - დათმობს თუ არა რუსეთი პოზიციებს სომხეთში?

“არ ვიცი, არც ერთი ქვე­ყა­ნა, სა­დაც “ხალ­ხის” კან­დი­და­ტი პირ­და­პირ მო­ედ­ნი­დან იყოს არ­ჩე­უ­ლი” - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კა­რენ კა­რა­პე­ტი­ა­ნი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს... მი­სი­ვე თქმით, ახა­ლი, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იმ შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ტარ­დე­ბა, თუ ამა­ზე ყვე­ლა მხა­რე შე­თან­ხმდე­ბა... კა­რა­პე­ტი­ან­მა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ლი­დერ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­თან შეხ­ვედ­რა­სა და სა­უ­ბარ­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, ულ­ტი­მა­ტუ­მის ენით სა­უ­ბა­რი, არც ერთი მხა­რის­თვის არ არის მომ­გე­ბი­ა­ნი.

რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი პრო­ტეს­ტი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის შემ­დეგ, ფა­ში­ნი­ან­მა ქუ­ჩე­ბის დრო­ე­ბით გახ­სნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, თუმ­ცა, მუხ­ტი არ იკ­ლებს და დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა... ერევ­ნის საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა პო­ლი­ტი­კურ ექ­სპერ­ტებს ყო­ფილ საბ­ჭო­თა სივ­რცე­ში აქამ­დე ნა­ნახ დე­მონ­სტრა­ცი­ებს ახ­სე­ნებს, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე გან­სხვა­ვე­ბით - ერთ-ერთი თე­მაა - რუ­სე­თი... სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რის გა­რე­შე, სომ­ხე­თი ვერ იარ­სე­ბებს, მე­ო­რე, უფრო ახა­ლი თა­ო­ბის მო­საზ­რე­ბით, “სომ­ხეთს სწო­რედ რუ­სე­თი ძი­რავს და ეს უფ­როს თა­ო­ბას არ ეს­მის ან არ უნდა, რომ ეს­მო­დეს...”

AMBEBI.GE-მ სომ­ხეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ექ­სპერტ რუ­ბენ მეგ­რა­ბი­ანს რამ­დე­ნი­მე კი­თხვით მი­მარ­თა. მისი თქმით, თა­ო­ბებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა აქ­ცი­ებ­შიც იგ­რძნო­ბა: “ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­და­ვენ, რომ სომ­ხეთ­ში 20 წე­ლია სა­სი­კე­თოდ არა­ფე­რი იც­ვლე­ბა, თა­მა­მად ამ­ბო­ბენ, რომ რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია, რო­მე­ლიც სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ას უკვე “თა­ვი­სად” აღიქ­ვამს და ამას ვერ პა­ტი­ო­ბენ ახალ­გაზ­რდე­ბი...” - ამ­ბობს მეგ­რა­ბი­ა­ნი.

“25 აპ­რილს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და აქ­ტი­ვის­ტებ­მა სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც იმ დღეს მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­ვი­და, “ზვარტნო­ცის” აე­რო­პორ­ტში გა­მო­ი­ჭი­რეს. არც ერთ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბას ამის შე­სა­ხებ ხმა არ ამო­უ­ღია და დღემ­დე უც­ნო­ბია, ეს ვი­ზი­ტი წი­ნას­წარ იყო და­გეგ­მი­ლი ამ სა­ყო­ველ­თაო არე­უ­ლო­ბა­ში თუ იქ ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის მი­სა­ღე­ბად ჩა­ვი­და... ხალ­ხის ზურგს უკან გა­კე­თე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით ისი­ნი სულ უფრო და უფრო შორ­დე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბას და გა­მო­სავ­ლის პოვ­ნას რუ­სეთ­ში ცდი­ლო­ბენ...

სომ­ხეთ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის შექ­მნა მი­მარ­თუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში მათი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­მაგ­რე­ბის­კენ... არა­და, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, სამ­ხედ­რო ფორ­მი­თა და ია­რა­ღით. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ქა­ღალ­დზე რა წე­რია, ის, რა­საც ჩვენ­მა, იმე­დია, უკვე ყო­ფილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუ­სეთ­თან ხელი მო­ა­წე­რა, სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა გა­ცხა­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის­გან... იმე­დია, სულ მალე ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გილ­ზე და­ლაგ­დე­ბა” - აცხა­დებს სო­მე­ხი ექ­სპერ­ტი.

ბოლო დღე­ებ­ში ნი­კოლ ფა­ში­ა­ნი­ნი აცხა­დებს, რომ სომ­ხეთ­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მოს­ვლებს ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი არ აქვს, რა­საც მეგ­რა­ბი­ა­ნი ძა­ლი­ან გო­ნივ­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უწო­დებს, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლია რა­დი­კა­ლურ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა კარ­გი შე­დე­გი მო­გი­ტა­ნოს:

“ახლა, სომ­ხეთ­მა, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა თა­ვი­სი ბერ­კე­ტი და­კარ­გა, რო­დე­საც კრემლს “უარი” უთხრა. არა­და, ცოტა ხნის წინ სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რბი­ლად რომ თქვათ, რუ­სე­თის­გან ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც სომ­ხე­თის “და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა” ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ, ვერ უთხრა უარი... ასე რომ, ერ­თია, სარ­გსი­ა­ნის უკი­დე­გა­ნო და უსას­რუ­ლო ძა­ლა­უფ­ლე­ბა და კი­დევ სხვა არის, რუ­სე­თი და მის­გან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ე­ბი, - სომ­ხე­ბი მუდ­მი­ვად რუ­სეთ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით და­ი­ღალ­ნენ და შე­სა­ბა­მი­სად, გაჩ­ნდა მო­წო­დე­ბე­ბი, - რუ­სე­თო, წადი სომ­ხე­თი­დან, შენ ოკუ­პან­ტი ხარ!..”

მი­სი­ვე თქმით, რუ­სულ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა და რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო პი­რე­ბის ვი­თომ კო­რექ­ტულ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა, სომ­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ერ­თგვა­რი ბზა­რი გა­ა­ჩი­ნა:

“რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ა­კე­თა ორაზ­რო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბა, რომ რუ­სე­თი ყო­ველ­თვის ჩვენ­თან არის, ოღონდ სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში არ ერე­ვა, არა­და, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სარ­გსი­ანს ესა­უბ­რა პუ­ტი­ნი - სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი არ ვი­ცით, ისე­ვე, რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნიტ­რის მოს­კოვ­ში ვი­ზი­ტის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, რა­ზეც ყვე­ლა დუმს... ერთი სი­ტყვით, - რუ­სე­თი მა­ნევ­რი­რე­ბის­თვის ყო­ველ­თვის იტო­ვებს ად­გილს...

სარ­გსი­ა­ნი წა­ვი­და, მაგ­რამ მო­მა­ვა­ლი მმარ­თვე­ლის­თვის თა­და­რიგს იჭერს, ბო­ლოს და ბო­ლოს გი­უმ­რი­ში სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე 5 000-ზე მეტი სამ­ხედ­რო ჰყავს, არა­ფერს ვამ­ბობ შე­ი­ა­რა­ღა­ბა­ზე და სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბე­ბა­ზე - პირ­ველ ეტაპ­ზე, 1000-ზე მეტ კადრს ამ­ზა­დებ­და... ასე რომ, ახლა არ ვიცი, რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ამ პრო­ცე­სებ­ში, მაგ­რამ რუ­სე­თი მა­ინც შე­ეც­დე­ბა აქ ვი­თა­რე­ბა თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­ქა­ჩოს...

შე­სა­ბა­მი­სად, ახალ­მა მმარ­თველ­მა, ვინც არ უნდა იყოს ის, ფა­ში­ა­ნი­ა­ნი თუ სხვა, ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა იმოქ­მე­დოს, რომ ვი­თა­რე­ბა უმარ­თა­ვი არ გახ­დეს, თო­რემ არა­ერ­თხელ ვნა­ხეთ რო­გორ უჭირს რუ­სეთს პო­ზი­ცი­ე­ბის დათ­მო­ბა. არც იმას აღი­ა­რებს, რომ მას­თან მჭიდ­რო კავ­შირ­ში მყო­ფი ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ჭა­ობ­შია” - აცხა­დებს მეგ­რა­ბი­ა­ნი.

სო­მე­ხი პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, ახლა სომ­ხეთ­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა, სა­ში­ნაო და სა­გა­რეო კუ­თხით:

“ქვე­ყა­ნა გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგას, რუ­სეთ­მა ნახა, რომ სომ­ხე­ბი ასე არ გა­ჩერ­დე­ბი­ან. მან იცის, თუ რო­გორ არის სომ­ხე­თი ამ ეტაპ­ზე სა­გა­რეო უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხი­თა და ეკო­ნო­მი­კით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რუ­სეთ­თან, ასე­ვე აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ასე ად­ვი­ლად არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა და ურ­ჩევ­ნია მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა დამ­შვი­დე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შემ­დეგ, ასე­ვე მშვი­დად გა­აგ­რძე­ლოს, ვიდ­რე ახლა რა­დი­კა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით უფრო მე­ტად გა­ა­ღი­ზი­ა­ნოს მო­სახ­ლე­ო­ბა, - ანუ ჩვე­უ­ლებ­რივ, მათ­რა­ხი­სა და თაფ­ლაკ­ვე­რის პრინ­ციპს იყე­ნებს, ოღონდ უფრო ლო­ი­ა­ლუ­რო­ბას იჩენს” - ამ­ბობს სო­მე­ხი ექ­სპერ­ტი AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მეგ­რა­ბი­ა­ნის თქმით, ახლა მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბი სომ­ხე­თის ვი­თა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს 2003 წლის პე­რი­ოდს ამ­სგავ­სე­ბენ. მაგ­რამ, ეს რე­ა­ლო­ბას აც­დე­ნი­ლი შე­ფა­სე­ბაა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა აქვს, თუმ­ცა, სომ­ხე­თის გა­დარ­ჩე­ნის გზაც ევ­რო­კავ­ში­რია, რო­მელ­ზეც რუ­სე­თის ზე­წო­ლით სარ­გსი­ან­მა უარი თქვა.

ავტორი:

"სომხები რუსეთით დაიღალნენ და გაჩნდა მოწოდებები: წადი, შენ ოკუპანტი ხარ!" - დათმობს თუ არა რუსეთი პოზიციებს სომხეთში?

"სომხები რუსეთით დაიღალნენ და გაჩნდა მოწოდებები: წადი, შენ ოკუპანტი ხარ!" - დათმობს თუ არა რუსეთი პოზიციებს სომხეთში?

“არ ვიცი, არც ერთი ქვეყანა, სადაც “ხალხის” კანდიდატი პირდაპირ მოედნიდან იყოს არჩეული” - ასე ეხმიანება სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს... მისივე თქმით, ახალი, ვადამდელი არჩევნები იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ ამაზე ყველა მხარე შეთანხმდება... კარაპეტიანმა ოპოზიციონერ ლიდერ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრასა და საუბარზე უარი განაცხადა. მისივე თქმით, ულტიმატუმის ენით საუბარი, არც ერთი მხარისთვის არ არის მომგებიანი.

რამდენიმედღიანი პროტესტისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შემდეგ, ფაშინიანმა ქუჩების დროებით გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, მუხტი არ იკლებს და დემონსტრაციები გრძელდება... ერევნის საპროტესტო ტალღა პოლიტიკურ ექსპერტებს ყოფილ საბჭოთა სივრცეში აქამდე ნანახ დემონსტრაციებს ახსენებს, თუმცა, რამდენიმე განსხვავებით - ერთ-ერთი თემაა - რუსეთი... სომხეთის მოსახლეობის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სტრატეგიული მოკავშირის გარეშე, სომხეთი ვერ იარსებებს, მეორე, უფრო ახალი თაობის მოსაზრებით, “სომხეთს სწორედ რუსეთი ძირავს და ეს უფროს თაობას არ ესმის ან არ უნდა, რომ ესმოდეს...”

AMBEBI.GE-მ სომხეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ექსპერტ რუბენ მეგრაბიანს რამდენიმე კითხვით მიმართა. მისი თქმით, თაობებს შორის განსხვავება აქციებშიც იგრძნობა: “ახალგაზრდები, რომლებიც ხედავენ, რომ სომხეთში 20 წელია სასიკეთოდ არაფერი იცვლება, თამამად ამბობენ, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელიც სომხეთის ტერიტორიას უკვე “თავისად” აღიქვამს და ამას ვერ პატიობენ ახალგაზრდები...” - ამბობს მეგრაბიანი.

“25 აპრილს ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც იმ დღეს მოსკოვიდან ჩამოვიდა, “ზვარტნოცის” აეროპორტში გამოიჭირეს. არც ერთ სახელმწიფო უწყებას ამის შესახებ ხმა არ ამოუღია და დღემდე უცნობია, ეს ვიზიტი წინასწარ იყო დაგეგმილი ამ საყოველთაო არეულობაში თუ იქ ინსტრუქციების მისაღებად ჩავიდა... ხალხის ზურგს უკან გაკეთებული ნაბიჯებით ისინი სულ უფრო და უფრო შორდებიან საზოგადოებას და გამოსავლის პოვნას რუსეთში ცდილობენ...

სომხეთში რუსეთის სამხედრო პოლიციის შექმნა მიმართულია ქვეყანაში მათი პოზიციების გამაგრებისკენ... არადა, ყველამ ვიცით, რომ ისინი ჩვეულებრივი დაქირავებულები იქნებიან, სამხედრო ფორმითა და იარაღით. რა მნიშვნელობა აქვს ქაღალდზე რა წერია, ის, რასაც ჩვენმა, იმედია, უკვე ყოფილმა ხელისუფლებამ რუსეთთან ხელი მოაწერა, სრულიად განსხვავდება გაცხადებული ინფორმაციისგან... იმედია, სულ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება” - აცხადებს სომეხი ექსპერტი.

ბოლო დღეებში ნიკოლ ფაშიანინი აცხადებს, რომ სომხეთში მიმდინარე გამოსვლებს ანტირუსული განწყობები არ აქვს, რასაც მეგრაბიანი ძალიან გონივრულ გადაწყვეტილებას უწოდებს, რადგან შეუძლებელია რადიკალურმა განცხადებებმა კარგი შედეგი მოგიტანოს:

“ახლა, სომხეთმა, პრაქტიკულად ყველა თავისი ბერკეტი დაკარგა, როდესაც კრემლს “უარი” უთხრა. არადა, ცოტა ხნის წინ სამხედრო პოლიციის ჩამოყალიბება, რბილად რომ თქვათ, რუსეთისგან ძალიან უხერხული წინადადება აღმოჩნდა, რომელსაც სომხეთის “დამოუკიდებელმა” ხელმძღვანელობამ, ვერ უთხრა უარი... ასე რომ, ერთია, სარგსიანის უკიდეგანო და უსასრულო ძალაუფლება და კიდევ სხვა არის, რუსეთი და მისგან მომდინარე საფრთხეები, - სომხები მუდმივად რუსეთთან დამოკიდებულებით დაიღალნენ და შესაბამისად, გაჩნდა მოწოდებები, - რუსეთო, წადი სომხეთიდან, შენ ოკუპანტი ხარ!..”

მისივე თქმით, რუსულმა მედიასაშუალებებმა და რუსეთის სახელმწიფო პირების ვითომ კორექტულმა განცხადებებმა, სომხეთის მოსახლეობაში ერთგვარი ბზარი გააჩინა:

“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა ორაზროვანი განცხადება, რომ რუსეთი ყოველთვის ჩვენთან არის, ოღონდ საშინაო საქმეებში არ ერევა, არადა, რამდენიმე დღის წინ, სარგსიანს ესაუბრა პუტინი - საუბრის შინაარსი არ ვიცით, ისევე, როგორც საგარეო საქმეთა მინიტრის მოსკოვში ვიზიტის დანიშნულება, რაზეც ყველა დუმს... ერთი სიტყვით, - რუსეთი მანევრირებისთვის ყოველთვის იტოვებს ადგილს...

სარგსიანი წავიდა, მაგრამ მომავალი მმართველისთვის თადარიგს იჭერს, ბოლოს და ბოლოს გიუმრიში სამხედრო ბაზაზე 5 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს, არაფერს ვამბობ შეიარაღაბაზე და სამხედრო პოლიციის ჩამოსაყალიბებაზე - პირველ ეტაპზე, 1000-ზე მეტ კადრს ამზადებდა... ასე რომ, ახლა არ ვიცი, რამდენად აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესებში, მაგრამ რუსეთი მაინც შეეცდება აქ ვითარება თავისი ინტერესების სასარგებლოდ გადაქაჩოს...

შესაბამისად, ახალმა მმართველმა, ვინც არ უნდა იყოს ის, ფაშიანიანი თუ სხვა, ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოს, რომ ვითარება უმართავი არ გახდეს, თორემ არაერთხელ ვნახეთ როგორ უჭირს რუსეთს პოზიციების დათმობა. არც იმას აღიარებს, რომ მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ყველა ქვეყანა ჭაობშია” - აცხადებს მეგრაბიანი.

სომეხი პოლიტოლოგის თქმით, ახლა სომხეთში საკმაოდ რთული ვითარებაა, საშინაო და საგარეო კუთხით:

“ქვეყანა გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშე დგას, რუსეთმა ნახა, რომ სომხები ასე არ გაჩერდებიან. მან იცის, თუ როგორ არის სომხეთი ამ ეტაპზე საგარეო უსაფრთხოების კუთხითა და ეკონომიკით დაკავშირებული რუსეთთან, ასევე აცნობიერებს, რომ ასე ადვილად არაფერი შეიცვლება და ურჩევნია მასთან ურთიერთობა დამშვიდებული პროცესების შემდეგ, ასევე მშვიდად გააგრძელოს, ვიდრე ახლა რადიკალური განცხადებებით უფრო მეტად გააღიზიანოს მოსახლეობა, - ანუ ჩვეულებრივ, მათრახისა და თაფლაკვერის პრინციპს იყენებს, ოღონდ უფრო ლოიალურობას იჩენს” - ამბობს სომეხი ექსპერტი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში.

მეგრაბიანის თქმით, ახლა მიმომხილველები სომხეთის ვითარებას საქართველოს 2003 წლის პერიოდს ამსგავსებენ. მაგრამ, ეს რეალობას აცდენილი შეფასებაა, რადგან საქართველოს განსხვავებული გეოპოლიტიკური ვითარება აქვს, თუმცა, სომხეთის გადარჩენის გზაც ევროკავშირია, რომელზეც რუსეთის ზეწოლით სარგსიანმა უარი თქვა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე