სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ამბავი დღემდე საიდუმლოებით არის მოცული" - რატომ სცადა ქართველმა ქალმა გერმანიაში პედოფილების ბარის გადაწვა?
"ეს ამბავი დღემდე საიდუმლოებით არის მოცული" - რატომ სცადა ქართველმა ქალმა გერმანიაში პედოფილების ბარის გადაწვა?

55 წლის თა­მარ გუნ­დიშ­ვილს გერ­მა­ნე­ლი მე­უღ­ლე ჰყავს და უკვე წლე­ბია, გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს ოჯა­ხით. სამ­შობ­ლოს­გან შორს მყოფს ნოს­ტალ­გია არას­დროს ტო­ვებს და ცდი­ლობს, იქ პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო შექ­მნას. თა­მა­რი კარ­გი მო­სა­უბ­რე აღ­მოჩ­ნდა, სა­ინ­ტე­რე­სო და უც­ნა­უ­რი ამ­ბე­ბით სავ­სეა მისი ცხოვ­რე­ბა...

- ჩვე­ნი გვა­რი წარ­მო­შო­ბით სა­მა­ჩაბ­ლო­დან არის, მა­ღალმთი­ან სო­ფელ ძარ­წე­მი­დან. სა­მა­ჩაბ­ლო ჩემი უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი, მო­ნატ­რე­ბა და ტკი­ვი­ლია... ბე­ბია, ვისი სა­ხე­ლიც მქვია, მე­ფა­რიშ­ვი­ლის ქალი იყო, 19 წლი­სა დაქვრივ­და და ერთი წლის მა­მა­ჩე­მი მარ­ტომ გა­ზარ­და. ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­დნენ. დე­დაც და მა­მაც ბა­ლახვნე­ლე­ბი მყავს. მეც ქუ­თა­ის­ში და­ვი­ბა­დე. დედა მა­თე­მა­ტი­კო­სი იყო, მას­წავ­ლე­ბე­ლი, მამა - აგ­რო­ნომ-დე­კო­რა­ტო­რი. რომ და­ქორ­წინ­დნენ, ჯერ გაგ­რა­ში მუ­შა­ობ­დნენ, მერე მამა წყალ­ტუ­ბოს გამ­წვა­ნე­ბის ტრეს­ტის უფ­რო­სად და­ნიშ­ნეს და ჩვენც წყალ­ტუ­ბო­ში გა­და­ვე­დით. ბე­დის ირო­ნი­ით, დღეს ძარ­წე­მი­ცა და გაგ­რაც მო­გო­ნე­ბად დამ­რჩა. ჩვე­ნი სო­ფე­ლი მი­წას­თა­ნაა გას­წო­რე­ბუ­ლი და იქ არც ერთი ქარ­თვე­ლი აღარ ცხოვ­რობს. სოფ­ლის სა­საფ­ლაო და მე-12 სა­უ­კუ­ნის ბა­ზი­ლი­კაც კი აა­ფეთ­ქეს, რათა ქარ­თვე­ლებს უკან დაბ­რუ­ნე­ბა­ზე აღარ ეფიქ­რათ. ბე­ბია-ბა­ბუ­ის საფ­ლა­ვებს ალ­ბათ, ვე­ღა­რა­სო­დეს ვი­პო­ვი. სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბა მაქვს, ოდეს­მე ჩემს შვი­ლებს მშობ­ლი­უ­რი მხა­რე ვუჩ­ვე­ნო...

- მო­მი­ყე­ვით, წლე­ბის წინ გერ­მა­ნი­ა­ში წას­ვლა რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ?

- პრო­ფე­სი­ით არ­ქე­ო­ლო­გი ვარ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­უს­წრე­ბელ­ზე ვსწავ­ლობ­დი და პა­რა­ლე­ლუ­რად, 1993 წლამ­დე კა­ხე­თის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ექ­სპე­დი­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი უმ­ცროს მეც­ნი­ერ-მუ­შა­კად. ექ­სპე­დი­ცი­ას აკა­დე­მი­კო­სი კი­ა­ზო ფი­ცხე­ლა­უ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ჩემი მე­უღ­ლე ან­დრე­ას ეგოლ­დიც იქ გა­ვი­ცა­ნი. 1991 წელს პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი ექ­სპე­დი­ცია მო­ე­წყო ფევ­რე­ბის სა­მა­რო­ვან­ზე. ზა­არბრი­უ­კე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ვინფრიდ ორ­ტმან­მა 4 სტუ­დენ­ტი ჩა­მო­იყ­ვა­ნა - 2 ბიჭი და 2 გოგო. ერთ-ერთი ან­დრე­ა­სი იყო - ბიჭი, რო­მელ­საც თა­ვი­სუ­ფალ დროს "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" ეჭი­რა ხელ­ში და გულ­მოდ­გი­ნედ სწავ­ლობ­და ქარ­თულ ენას. სა­ქარ­თვე­ლო დღემ­დე მისი უსაყ­ვარ­ლე­სი ქვე­ყა­ნაა და ამ­ბობს, კა­ხე­ლი ვარო. 1992 წელს მარ­თლმა­დი­დებ­ლად მო­ი­ნათ­ლა, იმა­ვე წლის გი­ორ­გო­ბას კი ჯვა­რი და­ვი­წე­რეთ ქა­შუ­ე­თის ტა­ძარ­ში და მერე გერ­მა­ნი­ა­ში დავ­ბრუნ­დით უკვე ერ­თად. გვყავს ქალ-ვაჟი, 23 წლის ანუ­კა და 21 წლის ლუკა. უკვე 25 წლის ცოლ-ქმა­რი ვართ და შინ მხო­ლოდ ქარ­თუ­ლად ვლა­პა­რა­კობთ.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, მა­ინც რით მი­ი­პყრო თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა ან­დრე­ას­მა?

- ან­დრე­ა­სი სხვა სტუ­დენ­ტე­ბის­გან ბევ­რი რა­მით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ზა­ფხუ­ლის სი­ცხე­ში, 8-სა­ა­თი­ა­ნი მომ­ქან­ცვე­ლი სა­მუ­შა­ოს შემ­დეგ, სხვე­ბი რომ ვერ­თო­ბო­დით, ის იჯდა "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნი­თა" და ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი ლექ­სი­კო­ნით ხელ­ში და თარ­გმნი­და. ჯი­უ­ტად ცდი­ლობ­და, ქარ­თუ­ლი ენა უფრო კარ­გად შე­ეს­წავ­ლა და და­ეხ­ვე­წა. ერთხელ ერ­თად ვის­ხე­დით ყვე­ლა­ნი და მათ სა­ინ­ტე­რე­სო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტეს­ტის გა­კე­თე­ბა შევ­თა­ვა­ზე. იდეა ყვე­ლამ აი­ტა­ცა. უნდა და­ე­ხა­ტათ, რო­გორ წარ­მო­ედ­გი­ნათ მო­მა­ვა­ლი ოჯა­ხი და ამ ნა­ხა­ტით პი­როვ­ნე­ბის ხა­სი­ა­თი იკ­ვე­თე­ბო­და. ეს ტეს­ტი სტუ­დენ­ტო­ბის დრო­საც მქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი სა­მე­გობ­რო­ში, მაგ­რამ არას­დროს არა­ვის და­უ­ხა­ტავს ის, რაც ამ ჰი­პი­ვით გა­ბუ­რძგნილ­მა, გრძელთმი­ან­მა ბიჭ­მა და­ხა­ტა. ყვე­ლა ხა­ტავ­და ცოლს, დიდ სახ­ლს, მან­ქა­ნას, შვი­ლებს, ძი­რი­თა­დად, გო­გო­სა და ბიჭს. ან­დრე­ა­სის ნა­ხა­ტი კი ასე­თი იყო - წინ ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი ის და მისი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე. მა­მას მხრებ­ზე ედგა ბიჭი ბურ­თით ხელ­ში. დე­დას პა­ტა­რა გო­გო­ნას­თვის ჩა­ე­კი­დე­ბი­ნა ხელი, იქვე კი 2 პა­ტა­რა ბავ­შვი ძაღ­ლთან თა­მა­შობ­და. ფურ­ცლის მარ­ჯვე­ნა კუ­თხე­ში დიდი მზე და პა­ტა­რა ქოხი იყო და­ხა­ტუ­ლი. ვკი­თხე, ეს პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი გან­ცალ­კე­ვე­ბით რომ თა­მა­შო­ბენ, ვინ­ღა არი­ან, მე­ზობ­ლე­ბი-მეთ­ქი? ეს ის 2 პა­ტა­რაა, რო­მელ­საც მე და ჩემი ცოლი ვიშ­ვი­ლებ­თო. ძნე­ლია მა­შინ­დე­ლი ემო­ცი­ე­ბის გად­მო­ცე­მა. წა­მოვ­ხტი, მო­ვეხ­ვიე და იმ გა­ბუ­რძგნილ თავ­ზე ვა­კო­ცე. ისიც წა­მოხ­ტა და მო­მეხ­ვია. ჩვე­ნი შემ­ყუ­რე გოგო-ბი­ჭე­ბი კი­ოდ­ნენ, უს­ტვენ­დნენ, უფ­რო­სე­ბი ტაშს უკ­რავ­დნენ.

- ახლა იმის შე­სა­ხე­ბაც მი­ამ­ბეთ, რა­ტომ შე­ე­ცა­დეთ წლე­ბის წინ იმ ბა­რის დაწ­ვას, სა­დაც პე­დო­ფი­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და რით დამ­თავ­რდა ეს ამ­ბა­ვი?

- ძა­ლი­ან მძი­მე თე­მაა ჩემ­თვის. მა­შინ ზა­არბრი­უ­კენ­ში ვცხოვ­რობ­დით. 2001-2002 წლე­ბი იყო. დღემ­დე სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით არის მო­ცუ­ლი ეს ამ­ბა­ვი. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­აჟ­ღე­რეს ამ­ბა­ვი, რომ პე­დო­ფი­ლე­ბი ბავ­შვებს - 5 წლის პას­კალ­სა და და 7 წლის კე­ვინს აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ. საბ­რა­ლო ბავ­შვი, პას­კა­ლი ამ ამ­ბავს შე­ე­წი­რა კი­დეც. ის გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან იყო, მამა ლოთი ჰყავ­და, დედა - გო­ნე­ბა­სუს­ტი. ასე­თი რამ ჩემს ქვე­ყა­ნა­ში არც გა­მე­გო და სა­ერ­თო­დაც, წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნდა, გერ­მა­ნი­ა­ში კი ლა­მის ყო­ველ წელს ნა­ხუ­ლო­ბენ მოკ­ლულ და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბულ ბავ­შვს. მა­გა­ლი­თად, ჩვენს ქა­ლაქ­ში ორი­ო­დე წლის წინ პე­დო­ფილ­თა პირ­ვე­ლი სამ­კურ­ნა­ლო კლი­ნი­კა გა­იხ­სნა. რა­დი­ო­ში მო­ვის­მი­ნე, თურ­მე სავ­სეა პა­ცი­ენ­ტე­ბით. უმ­რავ­ლე­სო­ბა იტან­ჯე­ბა იმის გამო, რაც სჭირს. ბევ­რი მათ­გა­ნი ბავ­შვო­ბა­ში თვი­თონ­ვე ყო­ფი­ლა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. მოკ­ლედ, ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღეს ერთ-ერთი ბავ­შვის­გან, რო­მელ­მაც დე­დას გა­უმ­ხი­ლა მომ­ხდა­რი, მან კი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბამ­დე მი­ი­ტა­ნა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"ეს ამბავი დღემდე საიდუმლოებით არის მოცული" - რატომ სცადა ქართველმა ქალმა გერმანიაში პედოფილების ბარის გადაწვა?

"ეს ამბავი დღემდე საიდუმლოებით არის მოცული" - რატომ სცადა ქართველმა ქალმა გერმანიაში პედოფილების ბარის გადაწვა?

55 წლის თამარ გუნდიშვილს გერმანელი მეუღლე ჰყავს და უკვე წლებია, გერმანიაში ცხოვრობს ოჯახით. სამშობლოსგან შორს მყოფს ნოსტალგია არასდროს ტოვებს და ცდილობს, იქ პატარა საქართველო შექმნას. თამარი კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა, საინტერესო და უცნაური ამბებით სავსეა მისი ცხოვრება...

- ჩვენი გვარი წარმოშობით სამაჩაბლოდან არის, მაღალმთიან სოფელ ძარწემიდან. სამაჩაბლო ჩემი უდიდესი სიყვარული, მონატრება და ტკივილია... ბებია, ვისი სახელიც მქვია, მეფარიშვილის ქალი იყო, 19 წლისა დაქვრივდა და ერთი წლის მამაჩემი მარტომ გაზარდა. ქუთაისში ცხოვრობდნენ. დედაც და მამაც ბალახვნელები მყავს. მეც ქუთაისში დავიბადე. დედა მათემატიკოსი იყო, მასწავლებელი, მამა - აგრონომ-დეკორატორი. რომ დაქორწინდნენ, ჯერ გაგრაში მუშაობდნენ, მერე მამა წყალტუბოს გამწვანების ტრესტის უფროსად დანიშნეს და ჩვენც წყალტუბოში გადავედით. ბედის ირონიით, დღეს ძარწემიცა და გაგრაც მოგონებად დამრჩა. ჩვენი სოფელი მიწასთანაა გასწორებული და იქ არც ერთი ქართველი აღარ ცხოვრობს. სოფლის სასაფლაო და მე-12 საუკუნის ბაზილიკაც კი ააფეთქეს, რათა ქართველებს უკან დაბრუნებაზე აღარ ეფიქრათ. ბებია-ბაბუის საფლავებს ალბათ, ვეღარასოდეს ვიპოვი. სანუკვარი ოცნება მაქვს, ოდესმე ჩემს შვილებს მშობლიური მხარე ვუჩვენო...

- მომიყევით, წლების წინ გერმანიაში წასვლა რამ გადაგაწყვეტინათ?

- პროფესიით არქეოლოგი ვარ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუსწრებელზე ვსწავლობდი და პარალელურად, 1993 წლამდე კახეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში ვმუშაობდი უმცროს მეცნიერ-მუშაკად. ექსპედიციას აკადემიკოსი კიაზო ფიცხელაური ხელმძღვანელობდა. ჩემი მეუღლე ანდრეას ეგოლდიც იქ გავიცანი. 1991 წელს პირველი ერთობლივი ქართულ-გერმანული ექსპედიცია მოეწყო ფევრების სამაროვანზე. ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის პროფესორმა ვინფრიდ ორტმანმა 4 სტუდენტი ჩამოიყვანა - 2 ბიჭი და 2 გოგო. ერთ-ერთი ანდრეასი იყო - ბიჭი, რომელსაც თავისუფალ დროს "ვეფხისტყაოსანი" ეჭირა ხელში და გულმოდგინედ სწავლობდა ქართულ ენას. საქართველო დღემდე მისი უსაყვარლესი ქვეყანაა და ამბობს, კახელი ვარო. 1992 წელს მართლმადიდებლად მოინათლა, იმავე წლის გიორგობას კი ჯვარი დავიწერეთ ქაშუეთის ტაძარში და მერე გერმანიაში დავბრუნდით უკვე ერთად. გვყავს ქალ-ვაჟი, 23 წლის ანუკა და 21 წლის ლუკა. უკვე 25 წლის ცოლ-ქმარი ვართ და შინ მხოლოდ ქართულად ვლაპარაკობთ.

- საინტერესოა, მაინც რით მიიპყრო თქვენი ყურადღება ანდრეასმა?

- ანდრეასი სხვა სტუდენტებისგან ბევრი რამით გამოირჩეოდა. ზაფხულის სიცხეში, 8-საათიანი მომქანცველი სამუშაოს შემდეგ, სხვები რომ ვერთობოდით, ის იჯდა "ვეფხისტყაოსნითა" და ქართულ-გერმანული ლექსიკონით ხელში და თარგმნიდა. ჯიუტად ცდილობდა, ქართული ენა უფრო კარგად შეესწავლა და დაეხვეწა. ერთხელ ერთად ვისხედით ყველანი და მათ საინტერესო ფსიქოლოგიური ტესტის გაკეთება შევთავაზე. იდეა ყველამ აიტაცა. უნდა დაეხატათ, როგორ წარმოედგინათ მომავალი ოჯახი და ამ ნახატით პიროვნების ხასიათი იკვეთებოდა. ეს ტესტი სტუდენტობის დროსაც მქონდა გაკეთებული სამეგობროში, მაგრამ არასდროს არავის დაუხატავს ის, რაც ამ ჰიპივით გაბურძგნილმა, გრძელთმიანმა ბიჭმა დახატა. ყველა ხატავდა ცოლს, დიდ სახლს, მანქანას, შვილებს, ძირითადად, გოგოსა და ბიჭს. ანდრეასის ნახატი კი ასეთი იყო - წინ ხელიხელჩაკიდებული ის და მისი მომავალი მეუღლე. მამას მხრებზე ედგა ბიჭი ბურთით ხელში. დედას პატარა გოგონასთვის ჩაეკიდებინა ხელი, იქვე კი 2 პატარა ბავშვი ძაღლთან თამაშობდა. ფურცლის მარჯვენა კუთხეში დიდი მზე და პატარა ქოხი იყო დახატული. ვკითხე, ეს პატარა ბავშვები განცალკევებით რომ თამაშობენ, ვინღა არიან, მეზობლები-მეთქი? ეს ის 2 პატარაა, რომელსაც მე და ჩემი ცოლი ვიშვილებთო. ძნელია მაშინდელი ემოციების გადმოცემა. წამოვხტი, მოვეხვიე და იმ გაბურძგნილ თავზე ვაკოცე. ისიც წამოხტა და მომეხვია. ჩვენი შემყურე გოგო-ბიჭები კიოდნენ, უსტვენდნენ, უფროსები ტაშს უკრავდნენ.

- ახლა იმის შესახებაც მიამბეთ, რატომ შეეცადეთ წლების წინ იმ ბარის დაწვას, სადაც პედოფილები იკრიბებოდნენ და რით დამთავრდა ეს ამბავი?

- ძალიან მძიმე თემაა ჩემთვის. მაშინ ზაარბრიუკენში ვცხოვრობდით. 2001-2002 წლები იყო. დღემდე საიდუმლოებით არის მოცული ეს ამბავი. ჟურნალისტებმა საფუძვლიანი საგამოძიებო მუშაობის დასრულებამდე ტელევიზიით გააჟღერეს ამბავი, რომ პედოფილები ბავშვებს - 5 წლის პასკალსა და და 7 წლის კევინს აუპატიურებდნენ. საბრალო ბავშვი, პასკალი ამ ამბავს შეეწირა კიდეც. ის გაჭირვებული ოჯახიდან იყო, მამა ლოთი ჰყავდა, დედა - გონებასუსტი. ასეთი რამ ჩემს ქვეყანაში არც გამეგო და საერთოდაც, წარმოუდგენლად მიმაჩნდა, გერმანიაში კი ლამის ყოველ წელს ნახულობენ მოკლულ და გაუპატიურებულ ბავშვს. მაგალითად, ჩვენს ქალაქში ორიოდე წლის წინ პედოფილთა პირველი სამკურნალო კლინიკა გაიხსნა. რადიოში მოვისმინე, თურმე სავსეა პაციენტებით. უმრავლესობა იტანჯება იმის გამო, რაც სჭირს. ბევრი მათგანი ბავშვობაში თვითონვე ყოფილა ძალადობის მსხვერპლი. მოკლედ, ეს ინფორმაცია მიიღეს ერთ-ერთი ბავშვისგან, რომელმაც დედას გაუმხილა მომხდარი, მან კი ჟურნალისტებამდე მიიტანა...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი