მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდან იღებს სათავეს წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიცია?
საიდან იღებს სათავეს წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიცია?

23 აპ­რი­ლი წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვე­ლი 1923 წელს კა­ტა­ლო­ნი­ა­ში ჩა­ე­ყა­რა. მი­გელ დე სერ­ვან­ტე­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს, 23 აპ­რილს მა­მა­კა­ცე­ბი ქა­ლებს ყვა­ვი­ლებ­სა და წიგ­ნებს ჩუქ­ნიდ­ნენ, ხოლო მათ­გან სა­მა­გი­ე­როდ წიგ­ნებ­სა და ვაშ­ლებს იღებ­დნენ. ზო­გა­დად, იმ პე­რი­ოდ­ში წიგ­ნი დიდ ფუ­ფუ­ნე­ბას წარ­მო­ად­გენ­და, ამი­ტომ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მხო­ლოდ დიდ­გვა­რო­ვა­ნი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ჰქონ­დათ.

1990-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში და­ი­წყო მსჯე­ლო­ბა ამ დღის ოფი­ცი­ა­ლურ თა­რი­ღად გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს გა­ნათ­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის, კულ­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შეგ­ნე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით და ასე­ვე, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ წიგ­ნი ცოდ­ნის გავ­რცე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ცოდ­ნის შე­ნახ­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

იუ­ნეს­კოს 1995 წლის სე­სი­ა­ზე, 23 აპ­რი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­სა­ხელ­და წიგ­ნი­სა და სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მსოფ­ლიო დღედ და 1996 წლი­დან და­ი­წყო კი­დეც მისი აღ­ნიშ­ვნა. იუ­ნეს­კოს რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ამ დღეს წიგ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია. შე­სა­ბა­მი­სად არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ქა­ლა­ქე­ბის ქუ­ჩე­ბი ახა­ლი თუ ძვე­ლი წიგ­ნე­ბით იფი­ნე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა აქ­ტი­უ­რად იწყებს მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბარს.

ამ დღეს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა გან­სხვა­ვე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნავს. მა­გა­ლი­თად, ეს­პა­ნეთ­ში გრძელ­დე­ბა წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის ტრა­დი­ცია, აშშ-ში წიგნ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქუ­ჩის ფეს­ტი­ვა­ლი ეწყო­ბა და ა.შ.

სა­ქარ­თვე­ლო 2003 წელს შე­უ­ერ­თდა იმ 80 ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნავს წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს და ამ წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რად იმარ­თე­ბა წიგ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ამ დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბის წიგ­ნებს შემ­დგომ­ში გა­სა­ჩუ­ქებ­ლად ყი­დუ­ლო­ბენ, რად­გან რო­გორც კვლე­ვებ­მაც აჩ­ვე­ნა უამ­რა­ვი მკი­თხვე­ლი ფიქ­რობს, რომ წიგ­ნი­სა­უ­კე­თე­სო და ამავდრო­უ­ლად უნი­ვერ­სა­ლუ­რი სა­ჩუ­ქა­რია, რად­გან 1 წიგ­ნით ადა­მი­ანს ჩუქ­ნი და­მა­ტე­ბით ცოდ­ნას, სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავლს და უამ­რავ ახალ მე­გო­ბარს წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბის სა­ხით.

წიგ­ნის მა­ღა­ზია ქსე­ლი „ბიბ­ლუ­სი“ ყო­ველ­წლი­უ­რად ეხ­მი­ა­ნე­ბა ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­რიღს და წელ­საც არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბას ჰპირ­დე­ბა თა­ვის მომ­ხმა­რე­ბელს. პირ­ველ რიგ­ში, იმი­სათ­ვის, რომ წიგ­ნის სა­ჩუქ­რად ან თუნ­დაც სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის შე­ძე­ნა გა­უ­ად­ვი­ლოს ერ­თგულ მომ­ხმა­რე­ბელს, მათ 23-დან 29 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით მთე­ლი ქსე­ლის მას­შტა­ბით, გრან­დი­ო­ზულ, 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს მკი­თხვე­ლის რჩე­ულ 150-მდე წიგნ­ზე.

გარ­და ფას­დაკ­ლე­ბი­სა, 23 აპ­რილს, ჭავ­ჭა­ვა­ძის #7-ში მდე­ბა­რე „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის ლუკა ბა­ქა­ნი­ძი­სა და ციკო ინა­უ­რის წიგ­ნე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თე­ბა. სა­ბას ლა­უ­რე­ა­ტი ლუკა ბა­ქა­ნი­ძე წა­რად­გენს წიგნს „სად ხარ ლა­ზა­რე“, ხოლო ციკო ინა­უ­რი წიგნს „ასო­ცი­ა­ლუ­რი თევ­ზი“. შეხ­ვედ­რა 19:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

საიდან იღებს სათავეს წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიცია?

საიდან იღებს სათავეს წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიცია?

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელსაც საფუძველი 1923 წელს კატალონიაში ჩაეყარა. მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს მამაკაცები ქალებს ყვავილებსა და წიგნებს ჩუქნიდნენ, ხოლო მათგან სამაგიეროდ წიგნებსა და ვაშლებს იღებდნენ. ზოგადად, იმ პერიოდში წიგნი დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა, ამიტომ ამის საშუალება მხოლოდ დიდგვაროვანი წრეების წარმომადგენლებს ჰქონდათ.

1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო მსჯელობა ამ დღის ოფიციალურ თარიღად გამოცხადების შესახებ. გადაწყვეტილება მიიღეს განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და ცოდნის შენახვის საუკეთესო საშუალებაა.

იუნესკოს 1995 წლის სესიაზე, 23 აპრილი ოფიციალურად დასახელდა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ და 1996 წლიდან დაიწყო კიდეც მისი აღნიშვნა. იუნესკოს რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვა განსაკუთრებით ეფექტურია. შესაბამისად არაერთ ქვეყანაში ქალაქების ქუჩები ახალი თუ ძველი წიგნებით იფინება და საზოგადოება აქტიურად იწყებს მის აუცილებლობაზე საჯაროდ საუბარს.

ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებულად აღნიშნავს. მაგალითად, ესპანეთში გრძელდება წიგნის ჩუქების ტრადიცია, აშშ-ში წიგნთან დაკავშირებული ქუჩის ფესტივალი ეწყობა და ა.შ.

საქართველო 2003 წელს შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, რომელიც აღნიშნავს წიგნის საერთაშორისო დღეს და ამ წლიდან მოყოლებული აქტიურად იმართება წიგნის პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა აქტივობები. საინტერესოა, რომ ადამიანები ამ დღეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის წიგნებს შემდგომში გასაჩუქებლად ყიდულობენ, რადგან როგორც კვლევებმაც აჩვენა უამრავი მკითხველი ფიქრობს, რომ წიგნისაუკეთესო და ამავდროულად უნივერსალური საჩუქარია, რადგან 1 წიგნით ადამიანს ჩუქნი დამატებით ცოდნას, საინტერესო თავგადასავლს და უამრავ ახალ მეგობარს წიგნის პერსონაჟების სახით.

წიგნის მაღაზია ქსელი „ბიბლუსი“ ყოველწლიურად ეხმიანება ამ მნიშვნელოვან თარიღს და წელსაც არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდება თავის მომხმარებელს. პირველ რიგში, იმისათვის, რომ წიგნის საჩუქრად ან თუნდაც საკუთარი თავისთვის შეძენა გაუადვილოს ერთგულ მომხმარებელს, მათ 23-დან 29 აპრილის ჩათვლით მთელი ქსელის მასშტაბით, გრანდიოზულ, 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს მკითხველის რჩეულ 150-მდე წიგნზე.

გარდა ფასდაკლებისა, 23 აპრილს, ჭავჭავაძის #7-ში მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ თანამედროვე ქართველი მწერლების ლუკა ბაქანიძისა და ციკო ინაურის წიგნების პრეზენტაცია გამართება. საბას ლაურეატი ლუკა ბაქანიძე წარადგენს წიგნს „სად ხარ ლაზარე“, ხოლო ციკო ინაური წიგნს „ასოციალური თევზი“. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს