მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ე.წ. უდო-ს ინფორმაცია ჰქონდა, რომ ვეფხია ბაქრაძე ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ დაუმალეს შეწყალების კომისიას?" - პრეზიდენტი
"თუ ე.წ. უდო-ს ინფორმაცია ჰქონდა, რომ ვეფხია ბაქრაძე ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ დაუმალეს შეწყალების კომისიას?" - პრეზიდენტი

თუკი ვე­ფხია ბაქ­რა­ძე­ზე ე.წ.უდო-ს კო­მი­სი­ას უარ­ყო­ფი­თი და­ხა­სი­ა­თე­ბა ჰქონ­და, რა­ტომ და­უ­მა­ლეს შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ას? - ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა პრე­ზი­დენ­ტმა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ე.წ.უდო-ს კო­მი­სი­ამ ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე 6-ჯერ უთხრა უარი.

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, შე­წყა­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

“ჩვენ ვერ გვექ­ნე­ბო­და ეს ინ­ფორ­მა­ცია ე.წ.უდო-დან, რად­გან ეს უარი იქნა ნათ­ქვა­მი მხო­ლოდ იმის შემ­დეგ, რაც ჩვენ გა­ვუ­ნა­ხევ­რეთ სას­ჯე­ლი. ანუ და­კა­ვე­ბულ­მა თხოვ­ნა შე­ი­ტა­ნა მას შემ­დეგ, რაც პრე­ზი­დენ­ტმა შე­ი­წყა­ლა. ჩვენ მოგ­ვა­წო­დეს უაღ­რე­სად და­დე­ბი­თი და­ხა­სი­ა­თე­ბე­ბი. თუ ე.წ.უდო-ს ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ეს პი­როვ­ნე­ბა ასე უარ­ყო­ფი­თად ხა­სი­ათ­დე­ბო­და, რა­ტომ არ გვქონ­და ეს ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ? რა­ტომ გვქონ­და და­დე­ბი­თი დას­კვნა ჩვენ და უარ­ყო­ფი­თი ე.წ.უდო-ს? ჩვენ ვემ­ყა­რე­ბით იმ წყა­რო­ებს, რომ­ლებ­საც ლე­გი­ტი­მუ­რად უნდა ვემ­ყა­რე­ბო­დეთ, ფსი­ქო­ლო­გის დას­კვნას, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის დას­კვნას და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დას­კვნას. თუ ეს პი­როვ­ნე­ბა ასე უარ­ყო­ფი­თად ხა­სი­ათ­დე­ბო­და, რა­ტომ და­უ­მა­ლეს კო­მი­სი­ას ეს ინ­ფორ­მა­ცია? რა­ტომ გვაქვს ჩვენ უაღ­რე­სად და­დე­ბი­თი დას­კვნა ამ პი­როვ­ნე­ბა­ზე?!“ - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ძა­ლა­დობ­რივ და­ნა­შა­ულ­თან მი­მარ­თე­ბა­ში შე­წყა­ლე­ბის აქ­ტე­ბის გა­მო­ცე­მას დრო­ე­ბით წყვეტს.

„კო­მი­სი­ამ მე მომ­მარ­თა ამ ადა­მი­ა­ნის სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, მე მხო­ლოდ გა­ვა­ნა­ხევ­რე სას­ჯე­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე რომც არ გა­მე­ნა­ხევ­რე­ბი­ნა და ის 6 თუ 7 თვე არ მო­მეკ­ლო, ბრალ­დე­ბუ­ლი უკვე კა­ლენ­და­რუ­ლად მო­იხ­დი­და სას­ჯელს. ასე­ვე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე თქვენ გა­გა­ცა­ნით ყვე­ლა შე­მად­გე­ნე­ლი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის, ჩვენ მა­ინც უაღ­რე­სად მძი­მედ აღ­ვიქ­ვამთ, რო­გორც ამ მოვ­ლე­ნას, ასე­ვე, იმ ფაქტს, რომ ასეთ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ ჩვენ შე­წყა­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცია გაგ­ვიჩ­ნდა. ეს ნათ­ლად ასა­ხავს იმ სა­ჭი­რო­ე­ბას, რომ ჩვენ კი­დევ უფრო ღრმად ჩა­ვუღ­რმავ­დეთ ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რულ დე­ტალს, რის სა­ფუძ­ველ­ზე ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ჩვენ დრო­ე­ბით ვწყვეტთ ძა­ლა­დობ­რივ და­ნა­შა­ულ­თან მი­მარ­თე­ბა­ში შე­წყა­ლე­ბის აქ­ტე­ბის გა­მო­ცე­მას, სა­ნამ არ გა­ვივ­ლით კონ­სულ­ტა­ცი­ას შე­წყა­ლე­ბის პრო­ცე­სის ყვე­ლა აქ­ტორ­თან, რაც თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს არა მარ­ტო სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს, ვინც ჩვენ გვაძ­ლევს და­ხა­სი­ა­თე­ბებს, არა­მედ აგ­რეთ­ვე იმ ჯგუ­ფებს, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ფი­კუ­რად ძა­ლა­დო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ, ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ და შე­საძ­ლოა, მოგ­ვცენ უფრო მეტი და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი რჩე­ვა ამ თე­მე­ბის გა­აზ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ აღად­გენს კო­მი­სია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცესს ძა­ლა­დობ­რივ და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გველშვილ­მა.

13 აპ­რილს, თბი­ლის­ში, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე 25 წლის თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვილს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თვალ­წინ, ყელი გა­მოჭ­რეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტრომ 14 აპ­რილს, მოკ­ლუ­ლის მა­მი­ნაც­ვა­ლი, ვე­ფხია ბაქ­რა­ძე თე­ლეთ­ში და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა 11 პრი­მა 109–ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი 16–დან 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"თუ ე.წ. უდო-ს ინფორმაცია ჰქონდა, რომ ვეფხია ბაქრაძე ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ დაუმალეს შეწყალების კომისიას?" - პრეზიდენტი

"თუ ე.წ. უდო-ს ინფორმაცია ჰქონდა, რომ ვეფხია ბაქრაძე ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ დაუმალეს შეწყალების კომისიას?" - პრეზიდენტი

თუკი ვეფხია ბაქრაძეზე ე.წ.უდო-ს კომისიას უარყოფითი დახასიათება ჰქონდა, რატომ დაუმალეს შეწყალების კომისიას? - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ გაითვალისწინა პრეზიდენტმა ის გარემოება, რომ ე.წ.უდო-ს კომისიამ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე 6-ჯერ უთხრა უარი.

მარგველაშვილის მტკიცებით, შეწყალების სახელმწიფო კომისიას აღნიშნული ინფორმაცია არ ჰქონდა და შესაბამისად, ვერ გაითვალისწინებდა.

“ჩვენ ვერ გვექნებოდა ეს ინფორმაცია ე.წ.უდო-დან, რადგან ეს უარი იქნა ნათქვამი მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ჩვენ გავუნახევრეთ სასჯელი. ანუ დაკავებულმა თხოვნა შეიტანა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შეიწყალა. ჩვენ მოგვაწოდეს უაღრესად დადებითი დახასიათებები. თუ ე.წ.უდო-ს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ არ გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენ? რატომ გვქონდა დადებითი დასკვნა ჩვენ და უარყოფითი ე.წ.უდო-ს? ჩვენ ვემყარებით იმ წყაროებს, რომლებსაც ლეგიტიმურად უნდა ვემყარებოდეთ, ფსიქოლოგის დასკვნას, სოციალური მუშაკის დასკვნას და ადმინისტრაციის დასკვნას. თუ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ დაუმალეს კომისიას ეს ინფორმაცია? რატომ გვაქვს ჩვენ უაღრესად დადებითი დასკვნა ამ პიროვნებაზე?!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

„კომისიამ მე მომმართა ამ ადამიანის სრულად გათავისუფლების თაობაზე, მე მხოლოდ გავანახევრე სასჯელი. მიუხედავად იმისა, რომ მე რომც არ გამენახევრებინა და ის 6 თუ 7 თვე არ მომეკლო, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდა სასჯელს. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენ გაგაცანით ყველა შემადგენელი ამ გადაწყვეტილების, ჩვენ მაინც უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ, როგორც ამ მოვლენას, ასევე, იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, სანამ არ გავივლით კონსულტაციას შეწყალების პროცესის ყველა აქტორთან, რაც თავის თავში მოიცავს არა მარტო სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ აგრეთვე იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეციფიკურად ძალადობაზე მუშაობენ, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა, მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი მარგველშვილმა.

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები