მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის კომენტარი ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე - "თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე..."
პრეზიდენტის კომენტარი ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე - "თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე..."

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს შე­წყა­ლე­ბა­ზე ერთხელ უარი ეთ­ქვა, ხოლო მე­ო­რე თხოვ­ნას თან ახ­ლდა ოჯა­ხის სურ­ვი­ლი მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე. ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა დღეს გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

“რამ­დე­ნი­მე დღეა სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძრწუ­ნე­ბუ­ლია იმ სა­ში­ნე­ლი მკვლე­ლო­ბის გამო, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მოხ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ­თვი­საც ძა­ლი­ან მძი­მე გა­და­სა­ტა­ნია ყო­ვე­ლი ასე­თი შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი ძა­ლა­დო­ბის აქტი. კი­დევ უფრო მე­ტად მძი­მე არის ეს მოვ­ლე­ნა გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩვენ ვი­ცით, ამ და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი იქნა შე­წყა­ლე­ბუ­ლი ჩვენს მიერ. სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­უჩ­ნდა კი­თხვე­ბი, სრუ­ლი­ად ლე­გი­ტი­მუ­რად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ითხოვს ამ მოვ­ლე­ნის ახ­სნას და ჩვენ მზად ვართ, ყვე­ლა დას­მულ კი­თხვას ვუ­პა­სუ­ხოთ“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტმა ბრი­ფინგზე საქ­მის ყვე­ლა დე­ტალ­ზე ისა­უბ­რა, რაც მის­თვის შე­წყა­ლე­ბი­სას იყო ცნო­ბი­ლი.

“2014 წლის აგ­ვის­ტო­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა, რო­მე­ლიც მა­შინ მსჯავ­რდე­ბუ­ლი იყო, ჩა­ი­დი­ნა ძა­ლა­დო­ბის აქტი თა­ვი­სი მე­უღ­ლის მი­მართ, თუმ­ცა მა­შინ ეს ადა­მი­ა­ნი არ იყო და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და მხო­ლოდ ოთხთვე­ნა­ხევ­რის შემ­დეგ, დე­კემ­ბერ­ში ჩა­დე­ნი­ლი ავა­რი­ის შემ­დეგ იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი და მი­ე­სა­ჯა სას­ჯე­ლი. მან ერთხელ მი­მარ­თა შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ას და მისი თხოვ­ნა უარ­ყო­ფილ იქნა, მე­ო­რე მი­მარ­თვი­სას კო­მი­სი­ა­ში შე­სუ­ლი იყო რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ბუ­თი, რო­მელ­თა­გა­ნაც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ცნო­ბა, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა ფსი­ქო­ლო­გის და­დე­ბით დას­კვნას, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის და­დე­ბით დას­კვნას, სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ჟი­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რის და­დე­ბით დას­კვნას და სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბას, რო­მელ­შიც არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი რა­ი­მე სუ­ლი­ე­რი აშ­ლი­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე. საქ­მეს ერ­თვო­და მსჯავ­რდე­ბუ­ლის აღი­ა­რე­ბა და იმ ფაქ­ტის აღ­წე­რა, რომ ის 4 შვი­ლის მამა იყო. თხოვ­ნას თან ერ­თვო­და ოჯა­ხის გა­მო­ხა­ტუ­ლი სურ­ვი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამ დე­ტალ­ზე მეტ კონ­კრე­ტი­კას ვერ მო­გახ­სე­ნებთ“, - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლა­შილ­მა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 13 აპ­რილს თბი­ლის­ში, ბრალ­დე­ბულ­მა ვე­ფხია ბაქ­რა­ძემ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის შვი­ლი, 25 წლის თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლი მოკ­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 14 აპ­რილს თე­ლეთ­ში და­ა­კა­ვეს. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვე­ფხია ბაქ­რა­ძემ სა­პა­ტიმ­რო პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე რამ­დე­ნი­მე ხნის წინ და­ტო­ვა. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი ბაქ­რა­ძე შე­წყა­ლე­ბას ითხოვ­და, თუმ­ცა მას უდო-ს კო­მი­სი­ამ ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე 6-ჯერ უთხრა უარი.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 11 პრი­მა 109 მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის “ბ” ქვე პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ მე­ო­რე წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას, ჩა­დე­ნილს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით.

იხი­ლეთ ვი­დეო: პრე­ზი­დენ­ტის სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი, 25 წლის ქა­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მი­ნაც­ვა­ლის შე­წყა­ლე­ბა­ზე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

პრეზიდენტის კომენტარი ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე - "თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე..."

პრეზიდენტის კომენტარი ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე - "თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე..."

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს შეწყალებაზე ერთხელ უარი ეთქვა, ხოლო მეორე თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“რამდენიმე დღეა საზოგადოება შეძრწუნებულია იმ საშინელი მკვლელობის გამო, რომელიც თბილისში მოხდა. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ძალიან მძიმე გადასატანია ყოველი ასეთი შემაძრწუნებელი ძალადობის აქტი. კიდევ უფრო მეტად მძიმე არის ეს მოვლენა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით, ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი იქნა შეწყალებული ჩვენს მიერ. საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები, სრულიად ლეგიტიმურად, საზოგადოება ითხოვს ამ მოვლენის ახსნას და ჩვენ მზად ვართ, ყველა დასმულ კითხვას ვუპასუხოთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ბრიფინგზე საქმის ყველა დეტალზე ისაუბრა, რაც მისთვის შეწყალებისას იყო ცნობილი.

“2014 წლის აგვისტოში ეჭვმიტანილმა, რომელიც მაშინ მსჯავრდებული იყო, ჩაიდინა ძალადობის აქტი თავისი მეუღლის მიმართ, თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ ოთხთვენახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის შემდეგ იქნა დაკავებული და მიესაჯა სასჯელი. მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილ იქნა, მეორე მიმართვისას კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის დადებით დასკვნას, სოციალური მუშაკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი რეჟიმის დაწესებულების ინსპექტორის დადებით დასკვნას და სამედიცინო ცნობას, რომელშიც არ არის მითითებული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე. საქმეს ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ ის 4 შვილის მამა იყო. თხოვნას თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე. ამ დეტალზე მეტ კონკრეტიკას ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა მარგველაშილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 აპრილს თბილისში, ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ ყოფილი მეუღლის შვილი, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მოკლა. სამართალდამცველებმა 14 აპრილს თელეთში დააკავეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძემ საპატიმრო პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე რამდენიმე ხნის წინ დატოვა. მათივე განმარტებით, დაკავებული ბაქრაძე შეწყალებას ითხოვდა, თუმცა მას უდო-ს კომისიამ ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე 6-ჯერ უთხრა უარი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109 მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვე პუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას, ჩადენილს განსაკუთრებული სისასტიკით.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგი, 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული მამინაცვალის შეწყალებაზე

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები