სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამცინავად მითხრა - შენი შვილი უკვე მიწაშიაო..." - რას ყვება მოკლული 25 წლის გოგონას დედა მკვლელობაში ბრალდებულზე
"დამცინავად მითხრა - შენი შვილი უკვე მიწაშიაო..." - რას ყვება მოკლული 25 წლის გოგონას დედა მკვლელობაში ბრალდებულზე

თბი­ლის­ში, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. რო­გორც მოკ­ლუ­ლის დედა, ნა­თია გო­ბა­ძე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ვე­ფხია ბაქ­რა­ძე მას­ზე მუდ­მი­ვად ძა­ლა­დობ­და და შვი­ლის მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და.

"სულ ძა­ლა­დობ­და ჩემ­ზე, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად. ბო­ლოს თე­ბერ­ვალ­ში დამ­ხვდა სახ­ლთან და მუ­ქა­რით ჩამ­სვა მან­ქა­ნა­ში. კუ­მის­ში თა­ვის სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნა. გზა­ზე მე­მუქ­რე­ბო­და, ფე­ხე­ბი შე­მიკ­რა, და­ნას მიტ­რი­ალ­დე­ბა. კუ­მი­სის სახ­ლში ჯაჭ­ვით და­მა­ბა და ორი კვი­რა სახ­ლი­დან ვერ გა­მოვ­დი­ო­დი. მერე წა­მო­მიყ­ვა­ნა, მაგ­რამ რომ არ შე­ვუ­რიგ­დი, მუ­ქა­რა გა­აგ­რძე­ლა, რომ მე ან ჩემს შვილს მოკ­ლავ­და. იმ დღე­საც მე და თაკო პო­ლი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვით.

მე იქი­დან ვაშ­ლი­ჯვარ­ში გამ­გზავ­ნეს კი­დევ რა­ღაც სა­კი­თხებ­ზე, თაკო ბაღ­ში ბავ­შვე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად წა­ვი­და. სულ ცუდი გრძნო­ბა მიტ­რი­ალ­დე­ბა თავ­ში, რად­გან დი­ლით კა­რე­ბიც ვერ ჩავ­კე­ტეთ, სა­კე­ტი მოშ­ლი­ლი იყო. თა­კოს ვუ­რე­კავ­დი და არ მპა­სუ­ხობ­და. მინ­დო­და მეთ­ქვა, რომ დამ­ლო­დე­ბო­და, მაგ­რამ ბო­ლოს იმან მი­პა­სუ­ხა და დამ­ცი­ნა­ვად მი­თხრა - შენი შვი­ლი უკვე მი­წა­ში­აო. სახ­ლში რომ მი­ვე­დი, დე­დის სის­ხლში ამოს­ვრი­ლი ბავ­შვე­ბი დამ­ხვდნენ. ეს რო­გორ გა­ა­კე­თა. პა­თო­ლო­გი კი არის, მაგ­რამ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ის ამას ჩა­ი­დენ­და", - გა­ნა­ცხა­და ნა­თია გო­ბა­ძემ.

13 აპ­რილს, თბი­ლის­ში, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე 25 წლის თა­მარ გამ­რე­კე­ლაშ­ვილს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თვალ­წინ, ყელი გა­მოჭ­რეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტრომ 14 აპ­რილს, მოკ­ლუ­ლის მა­მი­ნაც­ვა­ლი, ვე­ფხია ბაქ­რა­ძე თე­ლეთ­ში და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა 11 პრი­მა 109–ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი 16–დან 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"დამცინავად მითხრა - შენი შვილი უკვე მიწაშიაო..." - რას ყვება მოკლული 25 წლის გოგონას დედა მკვლელობაში ბრალდებულზე

"დამცინავად მითხრა - შენი შვილი უკვე მიწაშიაო..." - რას ყვება მოკლული 25 წლის გოგონას დედა მკვლელობაში ბრალდებულზე

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მოკლულის დედა, ნათია გობაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ამბობს, მისი ყოფილი მეუღლე ვეფხია ბაქრაძე მასზე მუდმივად ძალადობდა და შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

"სულ ძალადობდა ჩემზე, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ბოლოს თებერვალში დამხვდა სახლთან და მუქარით ჩამსვა მანქანაში. კუმისში თავის სახლში წამიყვანა. გზაზე მემუქრებოდა, ფეხები შემიკრა, დანას მიტრიალდება. კუმისის სახლში ჯაჭვით დამაბა და ორი კვირა სახლიდან ვერ გამოვდიოდი. მერე წამომიყვანა, მაგრამ რომ არ შევურიგდი, მუქარა გააგრძელა, რომ მე ან ჩემს შვილს მოკლავდა. იმ დღესაც მე და თაკო პოლიციაში ვიყავით.

მე იქიდან ვაშლიჯვარში გამგზავნეს კიდევ რაღაც საკითხებზე, თაკო ბაღში ბავშვების გამოსაყვანად წავიდა. სულ ცუდი გრძნობა მიტრიალდება თავში, რადგან დილით კარებიც ვერ ჩავკეტეთ, საკეტი მოშლილი იყო. თაკოს ვურეკავდი და არ მპასუხობდა. მინდოდა მეთქვა, რომ დამლოდებოდა, მაგრამ ბოლოს იმან მიპასუხა და დამცინავად მითხრა - შენი შვილი უკვე მიწაშიაო. სახლში რომ მივედი, დედის სისხლში ამოსვრილი ბავშვები დამხვდნენ. ეს როგორ გააკეთა. პათოლოგი კი არის, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის ამას ჩაიდენდა", - განაცხადა ნათია გობაძემ.

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს