პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის უნდა გავიდეთ სასაფლაოზე, კვირას (აღდგომას) თუ ორშაბათს? - სასულიერო პირის განმარტება
როდის უნდა გავიდეთ სასაფლაოზე, კვირას (აღდგომას) თუ ორშაბათს? - სასულიერო პირის განმარტება

"ცუდი ტრა­დი­ცია იყო, რომ აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს ადა­მი­ა­ნე­ბი მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს უკავ­ში­რებ­დნენ, მაგ­რამ ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის დიდი ძა­ლის­ხმე­ვი­თა და შემ­წე­ო­ბით, და­სა­ბა­მი და­ე­დო აღ­დგო­მის სწო­რად აღ­ნიშ­ვნას სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ ამ დღეს არ გა­ვი­დეთ საფ­ლავ­ზე", - ამ­ბობს სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი სა­ნა­მაშ­ვი­ლი.

- აღ­დგო­მა არა მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის, არა­მედ, ცო­ცხლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლია, ანუ სიკ­ვდი­ლი და­ით­რგუ­ნა და ქრის­ტე აღ­დგა. მაგ­რამ ჩვენ­ში არა­ერ­თი ეკ­ლე­სია სა­საფ­ლა­ოს­თან მდე­ბა­რე­ობს და აღ­დგო­მას ქრის­ტი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს შე­ძა­ხი­ლე­ბით, - "ქრის­ტე აღ­დგა!" ეგე­ბე­ბი­ან. შემ­დგომ ტაძ­რის გარ­შე­მო შე­მო­ტა­რე­ბა ხდე­ბა და იმ დროს სიმ­ბო­ლუ­რად საფ­ლა­ვებ­ზეც და­დე­ბენ ხოლ­მე კვერ­ცხს, შე­ძა­ხი­ლე­ბით: ქრის­ტე აღ­დგა! ანუ იმის შე­სახ­სე­ნებ­ლად, რომ აღ­დგე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. ეს ტრა­დი­ცია არ არის ცუდი და არც არა­ფე­რი შე­ზღუდ­ვაა იმა­ში, რომ საფ­ლავ­თან არ მიხ­ვი­დე, მაგ­რამ უპირ­ვე­ლე­სად უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რო, რომ რად­გა­ნაც ქრის­ტე აღ­დგა - ეს სი­ცო­ცხლის სიკ­ვდილ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის დღე­სას­წა­უ­ლია და არა გლო­ვი­სა და მწუ­ხა­რე­ბის.

- ადრე ეშ­ლე­ბო­და­თო... მგო­ნი, ეს დღე­საც ეშ­ლე­ბათ...

- ძი­რი­თა­დად აღარ ეშ­ლე­ბათ, მაგ­რამ მათ, ვი­საც ეს ჯერ კი­დევ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არ აქვს, სა­ჭი­როა შეხ­სე­ნე­ბა, რომ აღ­დგო­მა მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის დღე არ არის და ამ პე­რი­ოდ­ში საფ­ლავ­ზე გლო­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც მივ­ლენ, საფ­ლავს უნდა შე­უ­ძა­ხონ, რომ ქრის­ტე აღ­დგა! რი­თაც დიდი სი­ხა­რუ­ლი შე­მო­დის. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლაფ­რის­თვის უწ­მინ­დეს­მა და­ა­წე­სა ასე­თი დღე­სას­წა­უ­ლი კა­ლენ­დარ­ში, აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე, ორ­შა­ბა­თი, რო­მელ­საც საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღე, დი­დუ­ბო­ბა ჰქვია. შემ­დგომ კი კვი­რა­ცხოვ­ლო­ბის სამ­შა­ბა­თი, ანუ თო­მას კვი­რის შემ­დეგ არის მიც­ვა­ლე­ბულ­თა მო­სახ­სე­ნი­ე­ბე­ლი დღე.

რა უნდა ვი­ცო­დეთ საფ­ლავ­ზე გას­ვლი­სას - წა­ი­კი­თხეთ ვრცლად დე­კა­ნოზ გი­ორ­გი სა­ნა­მაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს

როდის უნდა გავიდეთ სასაფლაოზე, კვირას (აღდგომას) თუ ორშაბათს? - სასულიერო პირის განმარტება

როდის უნდა გავიდეთ სასაფლაოზე, კვირას (აღდგომას) თუ ორშაბათს? - სასულიერო პირის განმარტება

"ცუდი ტრადიცია იყო, რომ აღდგომის დღესასწაულს ადამიანები მიცვალებულებს უკავშირებდნენ, მაგრამ ჩვენი პატრიარქის დიდი ძალისხმევითა და შემწეობით, დასაბამი დაედო აღდგომის სწორად აღნიშვნას საქართველოში, რომ ამ დღეს არ გავიდეთ საფლავზე", - ამბობს სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი გიორგი სანამაშვილი.

- აღდგომა არა მიცვალებულების, არამედ, ცოცხლების დღესასწაულია, ანუ სიკვდილი დაითრგუნა და ქრისტე აღდგა. მაგრამ ჩვენში არაერთი ეკლესია სასაფლაოსთან მდებარეობს და აღდგომას ქრისტიანები ერთმანეთს შეძახილებით, - "ქრისტე აღდგა!" ეგებებიან. შემდგომ ტაძრის გარშემო შემოტარება ხდება და იმ დროს სიმბოლურად საფლავებზეც დადებენ ხოლმე კვერცხს, შეძახილებით: ქრისტე აღდგა! ანუ იმის შესახსენებლად, რომ აღდგება თითოეული ადამიანი. ეს ტრადიცია არ არის ცუდი და არც არაფერი შეზღუდვაა იმაში, რომ საფლავთან არ მიხვიდე, მაგრამ უპირველესად უნდა გააცნობიერო, რომ რადგანაც ქრისტე აღდგა - ეს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია და არა გლოვისა და მწუხარების.

- ადრე ეშლებოდათო... მგონი, ეს დღესაც ეშლებათ...

- ძირითადად აღარ ეშლებათ, მაგრამ მათ, ვისაც ეს ჯერ კიდევ გაცნობიერებული არ აქვს, საჭიროა შეხსენება, რომ აღდგომა მიცვალებულების დღე არ არის და ამ პერიოდში საფლავზე გლოვა არ შეიძლება. თუ მაინცდამაინც მივლენ, საფლავს უნდა შეუძახონ, რომ ქრისტე აღდგა! რითაც დიდი სიხარული შემოდის. მოკლედ, ამ ყველაფრისთვის უწმინდესმა დააწესა ასეთი დღესასწაული კალენდარში, აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, რომელსაც საფლავთა კურთხევის დღე, დიდუბობა ჰქვია. შემდგომ კი კვირაცხოვლობის სამშაბათი, ანუ თომას კვირის შემდეგ არის მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღე.

რა უნდა ვიცოდეთ საფლავზე გასვლისას - წაიკითხეთ ვრცლად დეკანოზ გიორგი სანამაშვილის ინტერვიუ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ