სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საჩუქრები ბავშვებისთვის აუცილებელია... მოარიდეთ ისინი დარდსა და განსაცდელს" - ყარამან ფაღავას რჩევები მშობლებს
"საჩუქრები ბავშვებისთვის აუცილებელია... მოარიდეთ ისინი დარდსა და განსაცდელს" - ყარამან ფაღავას რჩევები მშობლებს

რო­გო­რი მშობ­ლე­ბი არი­ან ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი პე­დი­ატ­რე­ბი - mshoblebi.ge-ს რუბ­რი­კის სტუ­მა­რი ამ­ჯე­რად პრო­ფე­სო­რი, პე­დი­ატ­რი ყა­რა­მან ფა­ღა­ვაა. მას უკვე შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც ჰყავს და ძა­ლი­ან სა­გუ­ლის­ხმო რჩე­ვე­ბი აქვს მშობ­ლე­ბის­თვის.

- ექი­მე­ბის ოჯა­ხი­დან ვარ. ბა­ბუ­ა­ჩე­მი ბავ­შვთა ექი­მი იყო – ყა­რა­მან ფა­ღა­ვა, შემ­დეგ მა­მა­ჩე­მი – ირაკ­ლი ფა­ღა­ვა პრო­ფე­სო­რი, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის წევრ-კო­რეს­პო­დენ­ტი, დე­და­ჩე­მიც ექი­მი იყო, ჩემი შვი­ლე­ბიც – ირაკ­ლი ფა­ღა­ვა პე­დი­ატრ-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გია... ელე­ნე ეპი­დე­მი­ო­ლო­გი, ისიც სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი და თა­ნამ­შრო­მე­ლი.

ჯერ კი­დევ ბა­ბუ­ა­ჩე­მის დედა – ქრის­ტი­ნე შავ­დია სა­ხალ­ხო მკურ­ნა­ლი იყო... ჩვენს დიდ სა­ნა­თე­სა­ო­ში უმე­ტე­სი მათ­გა­ნი ექი­მი იყო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ შეს­რულ­და მა­მა­ჩე­მის ასი წლის­თა­ვი, ახ­ლა­ხან გვქონ­და სა­ი­უ­ბი­ლეო სხდო­მა. იყო წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია. ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო ფილ­მი, სა­დაც ცო­ცხა­ლი კად­რე­ბია, თუ რო­გორ სინ­ჯავ­და იგი ბავ­შვებს, ლექ­ცი­ებს რომ კი­თხუ­ლობ­და, მშობ­ლებს რო­გორ რჩე­ვებს აძ­ლევ­და, რო­გორ მღე­რო­და.

მე სიმ­ღე­რის ნიჭი არ დამ­ყვა... პრო­ფე­სო­რი ვარ და ვა­კე­თებ იმას, რა­საც უნდა ვა­კე­თებ­დე: ავად­მყო­ფებს ვსინ­ჯავ, ვმკურ­ნა­ლობ, ლექ­ცი­ებს ვკი­თხუ­ლობ, პე­დი­ატ­რი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ვე­წე­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ით, გა­ზე­თით. ფარ­თო სპექტრის ექი­მი ვარ. პრაქ­ტი­კუ­ლად პე­დი­ატ­რი­ის ყვე­ლა სფე­რო­ში სი­ტყვა მეთ­ქმის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი მაქვს იმ სფე­რო­ში, რო­გო­რი­ცაა გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გია, რევ­მა­ტო­ლო­გია, ბრონ­ქუ­ლი ას­თმა, უც­ნო­ბი ეტი­ო­ლო­გი­ის ცხე­ლე­ბა, მო­ზარ­დთა მე­დი­ცი­ნა და რაც მთა­ვა­რია, საპრო­ფე­სო­რო ავად­მყო­ფე­ბი – რთუ­ლი, იშ­ვი­ა­თი და გა­ურ­კვე­ვე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით.

- სად და რო­დის გა­ი­ცა­ნით თქვე­ნი მე­უღ­ლე, ოჯა­ხი რო­გორ შექ­მე­ნით?

- მა­მა­ჩემს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ფე­ხით სი­ა­რუ­ლი... რო­დე­საც პირ­ველ კურ­სზე ვი­ყა­ვი, მა­მას­თან ერ­თად მცხე­თი­დან ზე­და­ზენ­ზე ფე­ხით ავე­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ ქარ­თვე­ლებს უყ­ვართ ბუ­ნე­ბა­ში სუფ­რის გაშ­ლა და იქვე სამ­ხედ­რო ექი­მე­ბის სუფ­რა იყო. მათ შო­რის იყო ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სამ­ხედ­რო ოლ­ქის სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის ახ­ლად­და­ნიშ­ნუ­ლი უფ­რო­სი, გე­ნე­რა­ლი – სე­დელ­ნი­კო­ვი. მისი მას­პინ­ძე­ლი ქარ­თვე­ლი გახ­ლდათ, გვა­რად ქო­რი­ძე. გე­ნე­რა­ლი თა­ვის ქა­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად იყო. უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ვი­ცა­ნი – ნა­ტა­ლია სე­დელ­ნი­კო­ვა და მოკ­ლედ რომ გი­თხრათ, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ცო­ლად შე­ვირ­თე... ზე­და­ზე­ნი­დან და­ი­წყო ჩვე­ნი ნაც­ნო­ბო­ბა. ოჯა­ხი რომ შევ­ქმე­ნით, ინ­სტი­ტუ­ტი მე უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და, ჩემი მე­უღ­ლე კი ამ­თავ­რებ­და. მა­მა­მი­სი უკვე მოს­კოვ­ში იყო გა­და­სუ­ლი სა­მუ­შა­ოდ, ესეც მი­დი­ო­და და არ გა­ვუშ­ვი, ჩემ­თან და­ვი­ტო­ვე...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

"საჩუქრები ბავშვებისთვის აუცილებელია... მოარიდეთ ისინი დარდსა და განსაცდელს" - ყარამან ფაღავას რჩევები მშობლებს

"საჩუქრები ბავშვებისთვის აუცილებელია... მოარიდეთ ისინი დარდსა და განსაცდელს" - ყარამან ფაღავას რჩევები მშობლებს

როგორი მშობლები არიან ყველასათვის ცნობილი პედიატრები - mshoblebi.ge-ს რუბრიკის სტუმარი ამჯერად პროფესორი, პედიატრი ყარამან ფაღავაა. მას უკვე შვილიშვილებიც ჰყავს და ძალიან საგულისხმო რჩევები აქვს მშობლებისთვის.

- ექიმების ოჯახიდან ვარ. ბაბუაჩემი ბავშვთა ექიმი იყო – ყარამან ფაღავა, შემდეგ მამაჩემი – ირაკლი ფაღავა პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, დედაჩემიც ექიმი იყო, ჩემი შვილებიც – ირაკლი ფაღავა პედიატრ-ენდოკრინოლოგია... ელენე ეპიდემიოლოგი, ისიც სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და თანამშრომელი.

ჯერ კიდევ ბაბუაჩემის დედა – ქრისტინე შავდია სახალხო მკურნალი იყო... ჩვენს დიდ სანათესაოში უმეტესი მათგანი ექიმი იყო. რამდენიმე დღის წინ შესრულდა მამაჩემის ასი წლისთავი, ახლახან გვქონდა საიუბილეო სხდომა. იყო წიგნის პრეზენტაცია. ნაჩვენები იყო ფილმი, სადაც ცოცხალი კადრებია, თუ როგორ სინჯავდა იგი ბავშვებს, ლექციებს რომ კითხულობდა, მშობლებს როგორ რჩევებს აძლევდა, როგორ მღეროდა.

მე სიმღერის ნიჭი არ დამყვა... პროფესორი ვარ და ვაკეთებ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდე: ავადმყოფებს ვსინჯავ, ვმკურნალობ, ლექციებს ვკითხულობ, პედიატრიის პოპულარიზაციას ვეწევი ტელევიზიით, გაზეთით. ფართო სპექტრის ექიმი ვარ. პრაქტიკულად პედიატრიის ყველა სფეროში სიტყვა მეთქმის. განსაკუთრებული ინტერესი მაქვს იმ სფეროში, როგორიცაა გასტროენტეროლოგია, რევმატოლოგია, ბრონქული ასთმა, უცნობი ეტიოლოგიის ცხელება, მოზარდთა მედიცინა და რაც მთავარია, საპროფესორო ავადმყოფები – რთული, იშვიათი და გაურკვეველი დაავადებებით.

- სად და როდის გაიცანით თქვენი მეუღლე, ოჯახი როგორ შექმენით?

- მამაჩემს ძალიან უყვარდა ფეხით სიარული... როდესაც პირველ კურსზე ვიყავი, მამასთან ერთად მცხეთიდან ზედაზენზე ფეხით ავედი. მოგეხსენებათ ქართველებს უყვართ ბუნებაში სუფრის გაშლა და იქვე სამხედრო ექიმების სუფრა იყო. მათ შორის იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამედიცინო სამსახურის ახლადდანიშნული უფროსი, გენერალი – სედელნიკოვი. მისი მასპინძელი ქართველი გახლდათ, გვარად ქორიძე. გენერალი თავის ქალიშვილებთან ერთად იყო. უფროსი ქალიშვილი გავიცანი – ნატალია სედელნიკოვა და მოკლედ რომ გითხრათ, რამდენიმე წელიწადში ცოლად შევირთე... ზედაზენიდან დაიწყო ჩვენი ნაცნობობა. ოჯახი რომ შევქმენით, ინსტიტუტი მე უკვე დამთავრებული მქონდა, ჩემი მეუღლე კი ამთავრებდა. მამამისი უკვე მოსკოვში იყო გადასული სამუშაოდ, ესეც მიდიოდა და არ გავუშვი, ჩემთან დავიტოვე...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი