პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბახალას" 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება
"ბახალას" 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

მსა­ხი­ობ გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ახა­ლი ბრალ­დე­ბა 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე შს სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე და 262-ე მუხ­ლე­ბით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის ფაქ­ტზე.

”გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, 2017 წლის იან­ვარ­ში ირაკ­ლი ქო­რი­ძე შე­უ­თან­ხმდა თა­ვის ნაც­ნო­ბებს - გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილ­სა და ჯაბა ხუ­ლორ­და­ვას, რომ მათ უცხო­ე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ე­ტა­ნათ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. მათ შე­ი­მუ­შა­ვეს აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გეგ­მა და გა­ი­ნა­წი­ლეს რო­ლე­ბი. შე­თან­ხმე­ბი­სა­მებრ, გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი ირაკ­ლი ქო­რი­ძის და­ფი­ნან­სე­ბით გა­ემ­გზავ­რა სა­ზღვარ­გა­რეთ, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბო­და 2017 წლის 18 იან­ვრი­დან 2017 წლის 24 იან­ვრის ჩათ­ვლით. ამ პე­რი­ოდ­ში, მან უკა­ნო­ნოდ შე­ი­ძი­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის“ შემ­ცვე­ლი 900-მდე აბი, სხვა­დას­ხვა ზო­მის ნა­ტე­ხე­ბი და ფხვნი­ლი. გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლი 2017 წლის 24 იან­ვარს ქა­ლაქ ტრა­პი­ზონ­ში ფა­რუ­ლად შეხ­ვდა ჯაბა ხუ­ლორ­და­ვას და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის მიზ­ნით გა­დას­ცა მის მიერ შე­ძე­ნი­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ბა­ხა­ლას" 20 წლამ­დე, ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა

2017 წლის 25 იან­ვარს, თბი­ლი­სი–სე­ნა­კი–ლე­სე­ლი­ძის გზატ­კე­ცილ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­ა­ტა­რეს ჯაბა ხუ­ლორ­და­ვას პი­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩხრე­კა, რა დრო­საც ამო­ი­ღეს გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლის მიერ მის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი”, - გა­ნა­ცხა­და ჭე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლის­თვის ორ­გა­ნი­ზე­ბულ ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა შემ­დე­გი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი:ათამ­დე მოწ­მის ჩვე­ნე­ბა, ასე­ვე, ირაკ­ლი ქო­რი­ძის, გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვი­ლის და ჯაბა ხუ­ლორ­და­ვას ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რებ­ზე შე­მა­ვა­ლი და გა­მა­ვა­ლი ზა­რე­ბის დე­ტა­ლუ­რი ამო­ნა­წე­რის ანა­ლი­ზი, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის ამო­ნა­წე­რე­ბი, ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა და სხვა სა­ხის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

”ამ დრო­ის­თვის, ჯაბა ხუ­ლორ­და­ვა მსჯავ­რდე­ბუ­ლია და სას­ჯე­ლის სა­ხით გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ხოლო გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილს, რო­მე­ლიც, ასე­ვე, გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლია სხვა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის და სას­ჯე­ლის სა­ხედ გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, წა­რედ­გი­ნა ახა­ლი ბრა­ლი. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ორ­გა­ნი­ზა­ტორს კი, წარ­სულ­ში მსჯავ­რდე­ბულ ირაკ­ლი ქო­რი­ძეს პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­ე­ფარ­და”, - აღ­ნიშ­ნა ჭე­ლი­ძემ.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის „ა“ და „ბ“ პუნ­ქტე­ბით, 262-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის „ა“ და „ბ“ პუნ­ქტე­ბით.

00:00 / 00:00

"ბახალას" 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

"ბახალას" 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის წარდგენილი ახალი ბრალდება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, გიორგი გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

”გიორგი გიორგანაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, 2017 წლის იანვარში ირაკლი ქორიძე შეუთანხმდა თავის ნაცნობებს - გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავას, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. მათ შეიმუშავეს აღნიშნული დანაშაულის განხორციელების გეგმა და გაინაწილეს როლები. შეთანხმებისამებრ, გიორგი გიორგანაშვილი ირაკლი ქორიძის დაფინანსებით გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც იმყოფებოდა 2017 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდში, მან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 900-მდე აბი, სხვადასხვა ზომის ნატეხები და ფხვნილი. გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში ფარულად შეხვდა ჯაბა ხულორდავას და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით გადასცა მის მიერ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება.

იხილეთ ვიდეო: "ბახალას" 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

2017 წლის 25 იანვარს, თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზატკეცილზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩაატარეს ჯაბა ხულორდავას პირადი ავტომობილის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს გიორგი გიორგანაშვილის მიერ მისთვის გადაცემული ნარკოტიკული საშუალებები”, - განაცხადა ჭელიძემ.

მისივე თქმით, გიორგი გიორგანაშვილისთვის ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში მონაწილეობისთვის ბრალის წარდგენის საფუძველს იძლევა შემდეგი მტკიცებულებები:ათამდე მოწმის ჩვენება, ასევე, ირაკლი ქორიძის, გიორგი გიორგანაშვილის და ჯაბა ხულორდავას ტელეფონის ნომრებზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაწერის ანალიზი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საბანკო ანგარიშების ამონაწერები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა სახის დასაბუთებული მტკიცებულებები.

”ამ დროისთვის, ჯაბა ხულორდავა მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგი გიორგანაშვილს, რომელიც, ასევე, გასამართლებულია სხვა ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, წარედგინა ახალი ბრალი. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორს კი, წარსულში მსჯავრდებულ ირაკლი ქორიძეს პატიმრობა უკვე შეეფარდა”, - აღნიშნა ჭელიძემ.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს