სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვებო, გვაპატიეთ!" - კემეროვოს ხანძრის დროს დაღუპული ოჯახების უმძიმესი ისტორიები...
"ბავშვებო, გვაპატიეთ!" - კემეროვოს ხანძრის დროს დაღუპული ოჯახების უმძიმესი ისტორიები...

კე­მე­რო­ვო­ში მომ­ხდა­რი ხან­ძრის შე­დე­გად მსხვერ­პლი 64 ადა­მი­ა­ნამ­დე გა­ი­ზარ­და. 14 ადა­მი­ა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, 53 - ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის.

გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის უმე­ტე­სო­ბა ბავ­შვია. "რია ნო­ვოს­ტის" წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძრის შე­დე­გად 41 ბავ­შვი და­ი­ღუ­პა. ისი­ნი კი­ნო­სა და გა­სარ­თობ ცენ­ტრში მშობ­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ხან­ძარ­მა 12 წლის დაშა სა­რა­ე­ვა იმ­სხვერ­პლა. მას დიდი ხნის მან­ძილ­ზე უნ­დო­და კი­ნო­ში წას­ვლა, თუმ­ცა დე­დამ მისი წაყ­ვა­ნა ვერ შეძ­ლო, 25 მარტს კი დაშა ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა, ან­ფი­სა კლი­ა­ინ­მა წა­იყ­ვა­ნა კი­ნოს სა­ნა­ხა­ვად, ორი­ვე მათ­გა­ნი ახლა და­კარ­გულ­თა სი­ა­შია.

ან­ფი­სას ქმა­რი მივ­ლი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მას უკვე შე­ა­ტყო­ბი­ნეს ცო­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ბა­ხა­ე­ვე­ბის მთე­ლი ოჯა­ხი - 30 წლის ვი­ა­ჩეს­ლა­ვი და ირი­ნა, 7 წლის ანი­უ­ტას­თან ერ­თად ხან­ძრის დროს და­ი­ღუპ­ნენ.

ირი­ნამ დე­დას­თან და­რეკ­ვა მო­ას­წრო და უთხრა, რომ იგუ­დე­ბოდ­ნენ, გა­რეთ გა­მოს­ვლა კი არ შე­ეძ­ლოთ. მისი ძმა ამ­ბობს, რომ ზა­რი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ირი­ნას და ვი­ა­ჩეს­ლა­ვის ტე­ლე­ფონ­ზე და­რეკ­ვა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

კი­ნო­თე­ატ­რში გარ­და­იც­ვალ­ნენ იგორ ტეს­ლენ­კო და მისი 8 წლის შვი­ლი, არი­ნა. იგო­რი ცოლ­თან გა­შო­რე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა შვილ­თან ბევრ დროს ატა­რებ­და.

იგორ­მა არი­ნა კი­ნო­თე­ატ­რში წა­იყ­ვა­ნა, ბავ­შვი დიდი ხნის მან­ძილ­ზე თხოვ­და მა­მას, კინო ენა­ხათ ერ­თად. ყო­ფი­ლი ცოლი, ელე­ნა მე­ო­რე შვილ­თან ერ­თად სახ­ლში დარ­ჩა.

რო­დე­საც ცო­ლის, ოლ­გა­სა და შვი­ლის, ლი­ზას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნეს, ალექ­სან­დრ სი­ბკოს გუ­ლის შე­ტე­ვა და­ე­მარ­თა.

ის მივ­ლი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ნო­ვო­სი­ბირსკში. ექი­მებ­მა ალექ­სან­დრეს გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს.

26 მარტს ლი­ზას ცხე­და­რი ამო­იც­ნეს, ოლ­გას კი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად იპო­ვი­ან.

კე­მე­რო­ვო­ში უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ნუ­ცხა­და, რომ მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბა­ში ეჭვი არ უნდა შე­ი­ტა­ნონ. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ფიქ­რო­ბენ, რომ ხან­ძარ­მა ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით მეტი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ას­თან მი­დი­ან, და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბის მო­სა­გო­ნებ­ლად სა­თა­მა­შო­ე­ბი და ყვა­ვი­ლე­ბი მი­აქვთ. "ბავ­შვე­ბო, გვა­პა­ტი­ეთ!" - წე­რია პლა­კატ­ზე, რო­მე­ლიც კე­მე­რო­ვო­ე­ლებ­მა თო­ჯი­ნებ­თან ერ­თად მი­ი­ტა­ნეს.

ხან­ძრის გა­ჩე­ნის ერთ-ერთ ძი­რი­თად მი­ზე­ზად გა­მო­ძი­ე­ბა მოკ­ლე ჩარ­თვას ასა­ხე­ლებს. ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს ქვეყ­ნის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ალექ­სან­დრე ბას­ტრი­კინ­მა გა­ნუ­ცხა­და.

„ეს ან მოკ­ლე ჩარ­თვით გა­მოწ­ვე­უ­ლი ელექტრო­ო­ბის თვი­თა­ა­ლე­ბაა, ან ვერ­სია, რომ­ლი­საც ჩვენ უფრო ნაკ­ლე­ბად გვჯე­რა - ღია ცე­ცხლის გა­მო­ყე­ნე­ბა. სა­ბო­ლოო პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად ექ­სპერ­ტი­ზე­ბია და­ნიშ­ნუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ბას­ტრი­კინ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სიგ­ნა­ლი­ზა­ცია სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში არ მუ­შა­ობ­და, ხოლო ხან­ძრის გა­ჩე­ნის შემ­დეგ დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა „გან­გა­ში არ ჩარ­თო“, რა­საც გა­მო­ძი­ე­ბამ „გო­ნივ­რუ­ლი ახ­სნა“ ვერ მო­უ­ძებ­ნა.

„ფაქ­ტობ­რი­ვად, უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა ზო­გა­დად ბე­დის ანა­ბა­რა იყო მი­ტო­ვე­ბუ­ლი და არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და“, - აღ­ნიშ­ნა მან.

"ბავშვებო, გვაპატიეთ!" - კემეროვოს ხანძრის დროს დაღუპული ოჯახების უმძიმესი ისტორიები...

"ბავშვებო, გვაპატიეთ!" - კემეროვოს ხანძრის დროს დაღუპული ოჯახების უმძიმესი ისტორიები...

კემეროვოში მომხდარი ხანძრის შედეგად მსხვერპლი 64 ადამიანამდე გაიზარდა. 14 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, 53 - ამბულატორიულ მკურნალობას გადის.

გარდაცვლილებს შორის უმეტესობა ბავშვია. "რია ნოვოსტის" წყაროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 41 ბავშვი დაიღუპა. ისინი კინოსა და გასართობ ცენტრში მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ.

ხანძარმა 12 წლის დაშა სარაევა იმსხვერპლა. მას დიდი ხნის მანძილზე უნდოდა კინოში წასვლა, თუმცა დედამ მისი წაყვანა ვერ შეძლო, 25 მარტს კი დაშა ოჯახის ახლობელმა, ანფისა კლიაინმა წაიყვანა კინოს სანახავად, ორივე მათგანი ახლა დაკარგულთა სიაშია.

ანფისას ქმარი მივლინებაში იმყოფებოდა, მას უკვე შეატყობინეს ცოლის გარდაცვალების შესახებ.

ბახაევების მთელი ოჯახი - 30 წლის ვიაჩესლავი და ირინა, 7 წლის ანიუტასთან ერთად ხანძრის დროს დაიღუპნენ.

ირინამ დედასთან დარეკვა მოასწრო და უთხრა, რომ იგუდებოდნენ, გარეთ გამოსვლა კი არ შეეძლოთ. მისი ძმა ამბობს, რომ ზარიდან რამდენიმე წუთში ირინას და ვიაჩესლავის ტელეფონზე დარეკვა უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა.

კინოთეატრში გარდაიცვალნენ იგორ ტესლენკო და მისი 8 წლის შვილი, არინა. იგორი ცოლთან გაშორებული იყო, თუმცა შვილთან ბევრ დროს ატარებდა.

იგორმა არინა კინოთეატრში წაიყვანა, ბავშვი დიდი ხნის მანძილზე თხოვდა მამას, კინო ენახათ ერთად. ყოფილი ცოლი, ელენა მეორე შვილთან ერთად სახლში დარჩა.

როდესაც ცოლის, ოლგასა და შვილის, ლიზას გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს, ალექსანდრ სიბკოს გულის შეტევა დაემართა.

ის მივლინებაში იმყოფებოდა, ნოვოსიბირსკში. ექიმებმა ალექსანდრეს გადარჩენა შეძლეს.

26 მარტს ლიზას ცხედარი ამოიცნეს, ოლგას კი ექსპერტიზის შედეგად იპოვიან.

კემეროვოში უკვე იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინმა დაშავებულები მოინახულა და საზოგადოებას განუცხადა, რომ მსხვერპლის რაოდენობაში ეჭვი არ უნდა შეიტანონ. სოციალურ ქსელებში ფიქრობენ, რომ ხანძარმა ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით გაცილებით მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ქალაქის მაცხოვრებლები სავაჭრო ცენტრის ტერიტორიასთან მიდიან, დაღუპული ბავშვების მოსაგონებლად სათამაშოები და ყვავილები მიაქვთ. "ბავშვებო, გვაპატიეთ!" - წერია პლაკატზე, რომელიც კემეროვოელებმა თოჯინებთან ერთად მიიტანეს.

ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად გამოძიება მოკლე ჩართვას ასახელებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა განუცხადა.

„ეს ან მოკლე ჩართვით გამოწვეული ელექტროობის თვითაალებაა, ან ვერსია, რომლისაც ჩვენ უფრო ნაკლებად გვჯერა - ღია ცეცხლის გამოყენება. საბოლოო პასუხის მისაღებად ექსპერტიზებია დანიშნული“, - განაცხადა ბასტრიკინმა.

მისივე თქმით, სიგნალიზაცია სავაჭრო ცენტრში არ მუშაობდა, ხოლო ხანძრის გაჩენის შემდეგ დაცვის თანამშრომელმა „განგაში არ ჩართო“, რასაც გამოძიებამ „გონივრული ახსნა“ ვერ მოუძებნა.

„ფაქტობრივად, უსაფრთხოების სისტემა ზოგადად ბედის ანაბარა იყო მიტოვებული და არ ფუნქციონირებდა“, - აღნიშნა მან.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე