პოლიტიკა
სამართალი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გახდა "ზურიკელას" "მერი" ქართული ცეკვის ლეგენდა -  მანანა აბაზაძის ცხოვრების დეტალები
როგორ გახდა "ზურიკელას" "მერი" ქართული ცეკვის ლეგენდა -  მანანა აბაზაძის ცხოვრების დეტალები

მა­ნა­ნა აბა­ზა­ძის ცხოვ­რე­ბის გზა სა­ოც­რად თავ­მდა­ბა­ლი ქალ­ბა­ტო­ნი - მა­ნა­ნა აბა­ზა­ძე ბე­დის მად­ლო­ბე­ლია - ბავ­შვო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე, მხო­ლოდ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებ­თან უწევ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. ამ­ბობს, რომ თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ სა­მო­თხე­ში მოხ­ვდა. ცეკ­ვამ სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ან­სამ­ბლს და­ა­კავ­ში­რა, სა­დაც 25 წელი ცეკ­ვავ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის სტუ­დი­ა­ში პე­და­გო­გად მუ­შა­ობ­და. წლე­ბის მან­ძილ­ზე ან­სამ­ბლ "ნი­ნოს" მოს­წავ­ლე­ებ­საც უზი­ა­რებ­და თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბას. შარ­შან ფი­ლარ­მო­ნი­ის წინ მისი ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა. მა­ნა­ნა აბა­ზა­ძის­თვის ამა­ღელ­ვე­ბე­ლი დღე იყო, თუმ­ცა ეს ზედ­მე­ტად მი­აჩ­ნდა, რად­გან ან­სამ­ბლის ვარ­სკვლა­ვი უკვე არ­სე­ბობ­და.

...კა­ლი­ნინ­გრა­დი, შექ­სნა, ფე­ო­დო­სია, თბი­ლი­სი- მამა მშე­ნე­ბე­ლი მყავ­და. სა­მა­მუ­ლო ომი გა­მო­ი­ა­რა და როცა ომი დამ­თავ­რდა, რო­გორც მშე­ნე­ბელს, დან­გრე­უ­ლი ქა­ლა­ქე­ბის აღ­დგე­ნა და­ა­ვა­ლეს. მამა ოჯახ­თან ერ­თად ხან სად იყო და ხან - სად. მათ შო­რის გახ­ლდათ ქა­ლა­ქი კა­ლი­ნინ­გრა­დი, სა­დაც მე და­ვი­ბა­დე. დედა იყო მოს­კო­ვე­ლი რუსი, სა­ინ­ტე­რე­სო და ლა­მა­ზი ადა­მი­ა­ნი, ის­ტო­რი­ის პე­და­გო­გი. ჩვე­ნი ოჯა­ხი ერთხანს მოს­კოვ­შიც ცხოვ­რობ­და. მახ­სოვს, როცა შექ­სნა­ში წა­ვე­დით, მამა "ვოლ­გა­ბალტსტრო­ის" მშე­ნებ­ლო­ბის ერთ-ერთი უფ­რო­სი იყო. იქი­დან ფე­ო­დო­სი­ა­ში ჩა­ვე­დით. დედა სკო­ლა­ში სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გედ მუ­შა­ობ­და. მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­მას მოჰ­ბეზ­რდა ხე­ტი­ა­ლი და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა სურ­და.სტუმ­რად ფე­ო­დო­სი­ა­ში გვეწ­ვია დე­დას დე­ი­და, ძვე­ლი "გიმ­ნა­ზის­ტკა", პენ­სნე­ი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი. ერთხე­ლაც დაბ­რუნ­და სახ­ლში და მა­მას ეუბ­ნე­ბა: ლეო, გან­ცხა­დე­ბა ვნა­ხე, თბი­ლი­სი­დან ბი­ნას ცვლი­ან ფე­ო­დო­სი­ა­ში. მა­მას მე­ტიც არ უნ­დო­და, მა­შინ­ვე თბი­ლის­ში დე­პე­შა გა­მო­აგ­ზავ­ნა, თა­ვის დას და მა­მას სთხოვ­და, რომ ბინა ენა­ხათ. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბი­ნა­აო, - მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხად. ასე ბრმად მოხ­და გა­დაც­ვა­ლა. ამ დროს 9 წლის ვი­ყა­ვი. სა­ნამ ოჯა­ხი თბი­ლის­ში გად­მო­ბარ­გდე­ბო­და, მა­მი­დას­თან დამ­ტო­ვეს, რო­მე­ლიც ზა­ფხუ­ლო­ბით გაგ­რის სა­ნა­ტო­რი­უმ "ჟო­ეკ­ვა­რა­ში" ექი­მად მუ­შა­ობ­და. მეც ის პე­რი­ო­დი გაგ­რა­ში გა­ვა­ტა­რე. თბი­ლის­ში ბი­ნის ნახ­ვის შემ­დეგ დე­დამ ისე­თი სტრე­სი მი­ი­ღო, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. სა­ში­ნე­ლი ბინა აღ­მოჩ­ნდა, ად­გი­ლიც - რა გი­თხრათ. დე­დამ ბინა ისე გა­და­ა­კე­თა, რომ სა­ცხოვ­რებ­ლად კომ­ფორ­ტუ­ლი გა­ე­ხა­და. მშობ­ლებს შე­გუ­ე­ბა გა­უ­ჭირ­დათ, მე კი ჩემი საქ­მით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი...

"ცეკ­ვა - ჩემი საქ­მე"

- ბავ­შვო­ბი­დან ვცეკ­ვავ­დი და ცეკ­ვებ­საც ვი­გო­ნებ­დი. სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე გა­მო­ვა­ცხა­დებ­დი - ახლა უნდა ვი­ცეკ­ვო. გა­მორ­ჩე­უ­ლი, საყ­ვა­რე­ლი ფირ­ფი­ტე­ბი მქონ­და და ცეკ­ვებს მათ მე­ლო­დი­ებ­ზე ვდგამ­დი. აქ­ტი­უ­რად ცეკ­ვა ფე­ო­დო­სი­ა­ში და­ვი­წყე. არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა­ში ორი შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­და­გო­გი მყავ­და, ეს­პა­ნე­ლი და რუსი. 5 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც სცე­ნა­ზე დავ­დე­ქი. მუდ­მი­ვად გვქონ­და კონ­ცერ­ტე­ბი, სა­ა­ხალ­წლო ზე­ი­მე­ბი, სპექ­ტაკ­ლე­ბი. კარ­გად მახ­სოვს სპექ­ტაკ­ლი "ფიფ­ქია და 7 ჯუჯა". ვი­ყა­ვი ჯუჯა, ამ რო­ლის ფო­ტოც მაქვს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კოს­ტი­უ­მე­ბი გვეც­ვა. ეტყო­ბო­და, რომ მხატ­ვა­რი ულა­მა­ზეს ქსო­ვი­ლებს არ­ჩევ­და. თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში, ცეკ­ვის სამ წრე­ზე ჩა­ვე­წე­რე. ქარ­თულ ცეკ­ვებ­ზე დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ პე­და­გო­გებ­მა სხვა­ნა­ი­რად და­მი­ნა­ხეს და მსოფ­ლი­ოს ხალ­ხთა ცეკ­ვებ­ში ჩამ­რთეს. გა­მიჩ­ნდა შეგ­რძნე­ბა, რომ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა ჩემი მო­წო­დე­ბა არ იყო, თუმ­ცა მა­ინ­ტე­რე­სებ­და ისე­ვე, რო­გორც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ცეკ­ვე­ბი. ყვე­ლა წრე­ზე კარ­გი პე­და­გო­გე­ბი მყავ­და. 9 წლი­სა ლა­უ­რე­ა­ტი გავ­ხდი მსოფ­ლი­ოს ხალ­ხთა ცეკ­ვებ­ში...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

როგორ გახდა "ზურიკელას" "მერი" ქართული ცეკვის ლეგენდა -  მანანა აბაზაძის ცხოვრების დეტალები

როგორ გახდა "ზურიკელას" "მერი" ქართული ცეკვის ლეგენდა -  მანანა აბაზაძის ცხოვრების დეტალები

მანანა აბაზაძის ცხოვრების გზა საოცრად თავმდაბალი ქალბატონი - მანანა აბაზაძე ბედის მადლობელია - ბავშვობიდან დაწყებული, ცხოვრების ყველა ეტაპზე, მხოლოდ არაჩვეულებრივ ადამიანებთან უწევდა ურთიერთობა. ამბობს, რომ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ სამოთხეში მოხვდა. ცეკვამ სუხიშვილების ანსამბლს დააკავშირა, სადაც 25 წელი ცეკვავდა. პარალელურად, სუხიშვილების სახელობის სტუდიაში პედაგოგად მუშაობდა. წლების მანძილზე ანსამბლ "ნინოს" მოსწავლეებსაც უზიარებდა თავის გამოცდილებას. შარშან ფილარმონიის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა. მანანა აბაზაძისთვის ამაღელვებელი დღე იყო, თუმცა ეს ზედმეტად მიაჩნდა, რადგან ანსამბლის ვარსკვლავი უკვე არსებობდა.

...კალინინგრადი, შექსნა, ფეოდოსია, თბილისი- მამა მშენებელი მყავდა. სამამულო ომი გამოიარა და როცა ომი დამთავრდა, როგორც მშენებელს, დანგრეული ქალაქების აღდგენა დაავალეს. მამა ოჯახთან ერთად ხან სად იყო და ხან - სად. მათ შორის გახლდათ ქალაქი კალინინგრადი, სადაც მე დავიბადე. დედა იყო მოსკოველი რუსი, საინტერესო და ლამაზი ადამიანი, ისტორიის პედაგოგი. ჩვენი ოჯახი ერთხანს მოსკოვშიც ცხოვრობდა. მახსოვს, როცა შექსნაში წავედით, მამა "ვოლგაბალტსტროის" მშენებლობის ერთ-ერთი უფროსი იყო. იქიდან ფეოდოსიაში ჩავედით. დედა სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ მუშაობდა. მაღალი თანამდებობის მიუხედავად, მამას მოჰბეზრდა ხეტიალი და თბილისში დაბრუნება სურდა.სტუმრად ფეოდოსიაში გვეწვია დედას დეიდა, ძველი "გიმნაზისტკა", პენსნეიანი ქალბატონი. ერთხელაც დაბრუნდა სახლში და მამას ეუბნება: ლეო, განცხადება ვნახე, თბილისიდან ბინას ცვლიან ფეოდოსიაში. მამას მეტიც არ უნდოდა, მაშინვე თბილისში დეპეშა გამოაგზავნა, თავის დას და მამას სთხოვდა, რომ ბინა ენახათ. არაჩვეულებრივი ბინააო, - მივიღეთ პასუხად. ასე ბრმად მოხდა გადაცვალა. ამ დროს 9 წლის ვიყავი. სანამ ოჯახი თბილისში გადმობარგდებოდა, მამიდასთან დამტოვეს, რომელიც ზაფხულობით გაგრის სანატორიუმ "ჟოეკვარაში" ექიმად მუშაობდა. მეც ის პერიოდი გაგრაში გავატარე. თბილისში ბინის ნახვის შემდეგ დედამ ისეთი სტრესი მიიღო, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. საშინელი ბინა აღმოჩნდა, ადგილიც - რა გითხრათ. დედამ ბინა ისე გადააკეთა, რომ საცხოვრებლად კომფორტული გაეხადა. მშობლებს შეგუება გაუჭირდათ, მე კი ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული...

"ცეკვა - ჩემი საქმე"

- ბავშვობიდან ვცეკვავდი და ცეკვებსაც ვიგონებდი. სტუმრების წინაშე გამოვაცხადებდი - ახლა უნდა ვიცეკვო. გამორჩეული, საყვარელი ფირფიტები მქონდა და ცეკვებს მათ მელოდიებზე ვდგამდი. აქტიურად ცეკვა ფეოდოსიაში დავიწყე. არაჩვეულებრივ საბალეტო სკოლაში ორი შესანიშნავი პედაგოგი მყავდა, ესპანელი და რუსი. 5 წლის ვიყავი, როდესაც სცენაზე დავდექი. მუდმივად გვქონდა კონცერტები, საახალწლო ზეიმები, სპექტაკლები. კარგად მახსოვს სპექტაკლი "ფიფქია და 7 ჯუჯა". ვიყავი ჯუჯა, ამ როლის ფოტოც მაქვს. არაჩვეულებრივი კოსტიუმები გვეცვა. ეტყობოდა, რომ მხატვარი ულამაზეს ქსოვილებს არჩევდა. თბილისში ჩამოსვლისთანავე პიონერთა სასახლეში, ცეკვის სამ წრეზე ჩავეწერე. ქართულ ცეკვებზე დავდიოდი, მაგრამ პედაგოგებმა სხვანაირად დამინახეს და მსოფლიოს ხალხთა ცეკვებში ჩამრთეს. გამიჩნდა შეგრძნება, რომ ქართული ცეკვა ჩემი მოწოდება არ იყო, თუმცა მაინტერესებდა ისევე, როგორც სხვადასხვა ქვეყნის ცეკვები. ყველა წრეზე კარგი პედაგოგები მყავდა. 9 წლისა ლაურეატი გავხდი მსოფლიოს ხალხთა ცეკვებში...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ