მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟი ასაკოვან მამაკაცს დაეჯახა
უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟი ასაკოვან მამაკაცს დაეჯახა

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის კორ­ტე­ჟი დღეს მო­ხუც მა­მა­კაცს და­ე­ჯა­ხა. ინ­ცი­დენ­ტი ინ­სტი­ტუ­ტი­სა და შელ­კო­ვიჩ­ნის ქუ­ჩე­ბის გა­დაკ­ვე­თა­ზე მოხ­და. შე­სა­ბა­მის ვი­დე­ო­მა­სა­ლას გა­მო­ცე­მა strana.ua აქ­ვეყ­ნებს.

ვი­დე­ო­მა­სა­ლი­დან ჩანს, რომ პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც მოძ­რა­ო­ბას არე­გუ­ლი­რებს, გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე მოძ­რა­ო­ბას აჩე­რებს, რათა პრე­ზი­დენ­ტის კორ­ტეჟ­მა გა­ი­ა­როს. მან კორ­ტე­ჟის პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა - პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ა­ტა­რა. ამ დროს გზა­ზე ასა­კო­ვა­ნი მა­მა­კა­ცი გა­და­დი­ო­და, რო­მელ­საც დიდი სის­წრა­ფით კორ­ტე­ჟის მე­ო­რე ავ­ტო­მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ, მა­მა­კაც­თან პატ­რულ­მა მი­ირ­ბი­ნა. ამავდრო­უ­ლად მან კორ­ტე­ჟის და­ნარ­ჩენ წევ­რებს ანიშ­ნა, რომ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ სვლა - ცხრა ავ­ტო­მან­ქა­ნამ ძირს და­ვარ­დნილ ადა­მი­ანს გვერ­დი აუქ­ცია ისე, რომ არც ერთი მათ­გა­ნი არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა. ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მელ­მაც მა­მა­კაცს და­არ­ტყა, ად­გილ­ზე დარ­ჩა.

მო­ხუ­ცი 88 წლი­საა და ის რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მომ­ხდარ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟი ასაკოვან მამაკაცს დაეჯახა

უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟი ასაკოვან მამაკაცს დაეჯახა

უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟი დღეს მოხუც მამაკაცს დაეჯახა. ინციდენტი ინსტიტუტისა და შელკოვიჩნის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. შესაბამის ვიდეომასალას გამოცემა strana.ua აქვეყნებს.

ვიდეომასალიდან ჩანს, რომ პატრულის თანამშრომელი, რომელიც მოძრაობას არეგულირებს, გზაჯვარედინზე მოძრაობას აჩერებს, რათა პრეზიდენტის კორტეჟმა გაიაროს. მან კორტეჟის პირველი მანქანა - პოლიციის ავტომანქანა გაატარა. ამ დროს გზაზე ასაკოვანი მამაკაცი გადადიოდა, რომელსაც დიდი სისწრაფით კორტეჟის მეორე ავტომანქანა დაეჯახა.

მომხდარის შემდეგ, მამაკაცთან პატრულმა მიირბინა. ამავდროულად მან კორტეჟის დანარჩენ წევრებს ანიშნა, რომ გაეგრძელებინათ სვლა - ცხრა ავტომანქანამ ძირს დავარდნილ ადამიანს გვერდი აუქცია ისე, რომ არც ერთი მათგანი არ შეჩერებულა. ავტომანქანა, რომელმაც მამაკაცს დაარტყა, ადგილზე დარჩა.

მოხუცი 88 წლისაა და ის რეანიმაციაშია მოთავსებული. უკრაინული მედიის ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"