მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილი - თუ პრეზიდენტობის ქალ კანდიდატზე ვსაუბრობთ, წულუკიანზე და ზურაბიშვილზე მეტი შანსები ენძელა მაჭავარიანს აქვს
გია ხუხაშვილი - თუ პრეზიდენტობის ქალ კანდიდატზე ვსაუბრობთ, წულუკიანზე და ზურაბიშვილზე მეტი შანსები ენძელა მაჭავარიანს აქვს

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ”ქარ­თულ ოც­ნე­ბას” პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე თუ ქალი კან­დი­და­ტის და­სა­ხე­ლე­ბა სურს, მა­შინ უმ­ჯო­ბე­სია დე­პუ­ტა­ტი ენ­ძე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და­ა­სა­ხე­ლონ. რო­გორც გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ენ­ძე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის მი­მართ აგ­რე­სია არ არის.

"თუ ქალ კან­დი­დატ­ზე ვსა­უბ­რობთ, ვფიქ­რობ წუ­ლუ­კი­ან­ზე და ზუ­რა­ბიშ­ვილ­ზე მეტი შან­სე­ბი ენ­ძე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ანს აქვს, რად­გან ამათ აქვთ ნე­გა­ტი­უ­რი რე­ი­ტინ­გი და ენ­ძე­ლას მი­მართ კი აგ­რე­სია არ არის, ის საკ­მა­ოდ მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია და პო­ზი­ტი­ვი გაყ­ვე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას, ჩვენც უფრო მეტი პო­ზი­ტი­ვით და­ვი­მუხ­ტე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ამას­თან, ექ­სპერ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტებ­თან მი­მარ­თე­ბით, დიდი ალ­ბა­თო­ბით სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სხვა ფორ­მით და სხვა ად­გილ­ზე მი­ი­ღე­ბა. მი­სი­ვე მო­საზ­რე­ბით, მმარ­თვე­ლი პარ­ტია უფრო მო­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა, თუ მისი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაკ­ლებ ცნო­ბა­დი სახე იქ­ნე­ბა.

"კან­დი­და­ტე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია შე­სა­ლოა, მათი შიდა ოპო­ნენ­ტე­ბის მხრი­დან იყოს ინი­ცი­რე­ბუ­ლი, გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ტაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ხა­ლი­ჩის­ქვე­შა თა­მა­შე­ბი - ყვე­ლა დაჯ­გუ­ფე­ბას ყავს თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტი და ცდი­ლო­ბენ მათი ფა­ვო­რი­ტე­ბი წარ­მო­ა­ჩი­ნონ წინა პლან­ზე, მაგ­რამ არა დღეს. ისი­ნი არა მხო­ლოდ ფა­ვო­რი­ტე­ბის ლო­ბი­რე­ბით, არა­მედ პო­ტენ­ცი­უ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი შავი პი­ა­რით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ბო­ლოო ჯამ­ში სულ სხვა ფორ­მით და სხვა­გან მი­ი­ღე­ბა. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ჯგუ­ფუ­რი თა­მა­შე­ბი და აწყო­ბენ ე.წ. გა­ჟონ­ვებს.

სი­ნამ­დვი­ლე­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი ვინ იქ­ნე­ბა აზრი არ აქვს, რად­გან ეს არის ერთი დიდი მასა, სა­დაც არ მომ­ხდა­რა ლი­დე­რე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი ამ პარ­ტი­ის წევ­რი აი­ღებს ზუს­ტად ერთი და იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბის ხმას. მე­ტიც, უც­ნო­ბი კან­დი­და­ტი უფრო მეტ ხმას აი­ღებს, რად­გან მას არ აქვს ნე­გა­ტი­უ­რი რე­ი­ტინ­გი, ცნო­ბი­ლებს უკვე აქვთ დაგ­რო­ვი­ლი "ცოდ­ვე­ბი" და მათი გაყ­ვა­ნა უფრო რთუ­ლი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

გია ხუხაშვილი - თუ პრეზიდენტობის ქალ კანდიდატზე ვსაუბრობთ, წულუკიანზე და ზურაბიშვილზე მეტი შანსები ენძელა მაჭავარიანს აქვს

გია ხუხაშვილი - თუ პრეზიდენტობის ქალ კანდიდატზე ვსაუბრობთ, წულუკიანზე და ზურაბიშვილზე მეტი შანსები ენძელა მაჭავარიანს აქვს

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ”ქართულ ოცნებას” პრეზიდენტის პოსტზე თუ ქალი კანდიდატის დასახელება სურს, მაშინ უმჯობესია დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი დაასახელონ. როგორც გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ენძელა მაჭავარიანის მიმართ აგრესია არ არის.

"თუ ქალ კანდიდატზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ წულუკიანზე და ზურაბიშვილზე მეტი შანსები ენძელა მაჭავარიანს აქვს, რადგან ამათ აქვთ ნეგატიური რეიტინგი და ენძელას მიმართ კი აგრესია არ არის, ის საკმაოდ მხიარული ადამიანია და პოზიტივი გაყვება საარჩევნო კამპანიას, ჩვენც უფრო მეტი პოზიტივით დავიმუხტებით", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაციები მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებთან მიმართებით, დიდი ალბათობით სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ასეთი გადაწყვეტილება სხვა ფორმით და სხვა ადგილზე მიიღება. მისივე მოსაზრებით, მმართველი პარტია უფრო მოგებული დარჩება, თუ მისი საპრეზიდენტო კანდიდატი საზოგადოებისთვის ნაკლებ ცნობადი სახე იქნება.

"კანდიდატები, რომელთა შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია შესალოა, მათი შიდა ოპონენტების მხრიდან იყოს ინიცირებული, გარკვეული პოლიტიკური ტაქტიკიდან გამომდინარე. ახლა მიმდინარეობს ხალიჩისქვეშა თამაშები - ყველა დაჯგუფებას ყავს თავისი ფავორიტი და ცდილობენ მათი ფავორიტები წარმოაჩინონ წინა პლანზე, მაგრამ არა დღეს. ისინი არა მხოლოდ ფავორიტების ლობირებით, არამედ პოტენციური ოპონენტების მიმართ გარკვეული შავი პიარით არიან დაკავებულნი. გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში სულ სხვა ფორმით და სხვაგან მიიღება. ახლა მიმდინარეობს ჯგუფური თამაშები და აწყობენ ე.წ. გაჟონვებს.

სინამდვილეში "ქართული ოცნების" კანდიდატი ვინ იქნება აზრი არ აქვს, რადგან ეს არის ერთი დიდი მასა, სადაც არ მომხდარა ლიდერების გენერირება და ნებისმიერი ამ პარტიის წევრი აიღებს ზუსტად ერთი და იგივე რაოდენობის ხმას. მეტიც, უცნობი კანდიდატი უფრო მეტ ხმას აიღებს, რადგან მას არ აქვს ნეგატიური რეიტინგი, ცნობილებს უკვე აქვთ დაგროვილი "ცოდვები" და მათი გაყვანა უფრო რთული იქნება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები