მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სირიაში ერთდროულად გახსნილი სამი ფრონტის ხაზი და საფრთხეები მსოფლიოსთვის
სირიაში ერთდროულად გახსნილი სამი ფრონტის ხაზი და საფრთხეები მსოფლიოსთვის

სი­რი­ა­ში ერ­თდრო­უ­ლად სამი კონ­ფლიქ­ტის კერა მძვინ­ვა­რებს - ალე­პო­ში, აფ­რინ­სა და გა­სულ დე­კემ­ბერს, სი­რი­ის აღ­მო­სავ­ლეთ ღუ­ტა­ში და­წყე­ბულ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს უკვე ასო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე შე­ე­წი­რა... საქ­მე ის არის, რომ ქვე­ყა­ნა­ში წარ­მო­ე­ბულ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩარ­თულ ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს “თა­ვი­სი ზონა” აქვს, სა­დაც მათი ინ­ტე­რეს­თა გა­დაკ­ვე­თა ხდე­ბა...

მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ქვეყ­ნის გაფრ­თხი­ლე­ბის, რჩე­ვი­სა და მი­მარ­თვის მი­უ­ხე­და­ვად, თურ­ქე­თი აფ­რი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით სამ­ხედ­რო შე­ტე­ვას უფრო აძ­ლი­ე­რებს. ბოლო ცნო­ბე­ბით, ერ­დო­ღან­მა არ­მი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ძა­ლე­ბი გაგ­ზავ­ნა აფ­რინ­ში, “რათა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა და­იც­ვას და რე­გი­ონ­ში ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლოს”, - ამის შე­სა­ხებ თურ­ქე­თის ვიცე-პრე­მი­ე­რი ბე­ქირ ბოზ­და­გი აცხა­დებს. მი­სი­ვე თქმით, თურ­ქე­თი ქურ­თე­ბის პო­ზი­ცი­ებ­ზე ავი­ა­ი­ე­რი­შებს გა­აგ­რძე­ლებს.

და­მას­კომ თურ­ქე­თის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს, “აგ­რე­სი­უ­ლი თავ­დას­ხმა” უწო­და და მსოფ­ლი­ოს ერ­დო­ღა­ნის შე­ჩე­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და. თუმ­ცა, ამის ფონ­ზე, რე­ჯეფ ტაიპ ერ­დო­ღა­ნი აცხა­დებს, რომ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის სა­მიზ­ნე, მხო­ლოდ აფ­რი­ნის რე­გი­ო­ნი არ არის, რო­მელ­საც ქურ­თე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კავ­ში­რის პარ­ტია (PYD) აკონ­ტრო­ლებს, - მათი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია სი­რი­ის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე ქურ­თუ­ლი მან­ბი­ჯიც.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, სი­რი­ის ჩრდი­ლო­ე­თით მიმ­დი­ნა­რე ოპე­რა­ცი­ი­სას 268 ქურ­თი მებ­რძო­ლი გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს, თურ­ქეთ­მა და სი­რი­ის თა­ვი­სუ­ფალ­მა არ­მი­ამ 7-8 ადა­მი­ა­ნი და­კარ­გა. “ოპე­რა­ცია მა­ნამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, სა­ნამ ტე­რო­რის­ტე­ბი მთლი­ა­ნად არ გა­ნად­გურ­დე­ბი­ან ", - აცხა­დებს ერ­დო­ღა­ნი.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის ვიქ­ტორ ბონ­და­რე­ვის გან­ცხა­დე­ბით, სი­რი­ა­ში ტე­რო­რის­ტებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის ზე­ი­მი, ამე­რი­კუ­ლი მხა­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჯერ ად­რეა... არა­და, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, სი­რი­ის მე­თა­უ­რი ბა­შარ ასა­დი რუ­სეთს სი­რი­ა­ში “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს” გა­ნად­გუ­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დი­და.

ბონ­და­რე­ვის თქმით, რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა დრო­ის სა­კი­თხია, - “ამე­რი­კა ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის სა­ბო­ტაჟს რომ არ ახ­დენ­დეს, ახლა სრუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მიღ­წე­უ­ლი იქ­ნე­ბო­და...” მისი თქმით, აღ­მო­სავ­ლეთ ღუ­ტა­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლიც ამე­რი­კაა.

რა ხდე­ბა სი­რი­ა­ში და რო­დემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა ეს ჯო­ჯო­ხე­თი? - ამ კი­თხვას და­სავ­ლუ­რი მე­დია აქ­ტი­უ­რად სვამს. პა­სუ­ხე­ბის ძებ­ნა­ში ქვე­ყა­ნა­ში ახალ-ახა­ლი კონ­ფლიქ­ტის კერა იქ­მნე­ბა...

“ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ფრონ­ტია, რო­მე­ლიც ბევ­რად სა­ხი­ფა­თოა, ვიდ­რე და­სა­წყის­ში, რად­გან მას­ში რამ­დე­ნი­მე მსხვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო პირ­და­პირ არის ჩარ­თუ­ლი. ამე­რი­კა ახორ­ცი­ე­ლებს პირ­და­პირ დარ­ტყმებს რუ­სებ­ზე, თურ­ქე­თი ემუქ­რე­ბა ამე­რი­კას... ამავდრო­უ­ლად უპი­რის­პირ­დე­ბა ირან­სა და ის­რა­ელს,” - წერს რუ­სუ­ლი პრე­სა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის შე­ფა­სე­ბით, სი­რი­ა­ში ყვე­ლა ყვე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის და თუ ადრე იქ კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" იყო, ახლა უკვე სამი ფრონ­ტის ხა­ზია გახ­სნი­ლი... ასა­დის სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებ­მა ალე­პოს ის რა­ი­ო­ნე­ბი და­ი­კა­ვეს, რომ­ლე­ბიც ადრე ქურ­თულ დაჯ­გუ­ფე­ბებს ეკა­ვათ, თუმ­ცა, სიმ­შვი­დე არც ალე­პო­ში არ არის... ამას­თან, ქურ­თუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ალე­პოს რა­ი­ო­ნებს იკა­ვებ­დნენ, ახლა აფ­რინ­ში, თურ­ქე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვი­ან...

გა­მო­ცე­მა The National Interest-ის ექ­სპერ­ტე­ბი ირან­სა და ის­რა­ელს შო­რის მო­სა­ლოდ­ნელ გარ­და­უ­ვალ სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბენ, რად­გან ირა­ნი უკვე კრი­ტი­კუ­ლად მი­უ­ახ­ლოვ­და ის­რა­ე­ლის სა­ზღვრებს. აქამ­დე არას­დროს ყო­ფი­ლა ირან­სა და ის­რა­ელს შო­რის სა­ერ­თო გამ­ყო­ფი სამ­ხედ­რო ფრონ­ტის ხაზი. ირა­ნი უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით უკვე ზვე­რავს ის­რა­ე­ლის შიდა ტე­რი­ტო­რი­ებს, რაც ის­რა­ე­ლის სე­რი­ო­ზულ შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს...

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, თუ რუ­სე­თი გა­მო­ი­დევ­ნა სი­რი­ი­დან, რაც ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რე­გი­ონ­ზე გავ­ლე­ნის და­კარ­გვას ნიშ­ნავს, დიდი ალ­ბა­თო­ბით ის ძა­ლე­ბის კომ­პენ­სი­რე­ბას კავ­კა­სი­ა­ში შე­ეც­დე­ბა...

ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო რამ­დე­ნი­მე გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დად­გე­ბა - ერთ-ერთი და მთა­ვა­რია, კავ­კა­სი­ი­დან “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს” მე­ომ­რე­ბის გად­მო­დი­ნე­ბა და არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცია. ასე­ვე, თურ­ქეთ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის გაზ­რდის ფონ­ზე, “ცე­ცხლის ალის” სა­ქარ­თვე­ლო­ზე გად­მოს­ვლა. თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ომის გად­მო­ტა­ნა კავ­კა­სი­ა­ზე დიდ ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს.

თუმ­ცა, ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის თქმით, პრო­ცე­სე­ბი ისე ელ­ვი­სე­ბუ­რად ვი­თარ­დე­ბა, რომ მო­სა­ლოდ­ნელ პროგ­ნო­ზებს, მსოფ­ლი­ო­ში ვერც ერთი ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი ვერ აკე­თებს.

“სი­რი­ით და­ი­წყო, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა­საც ახლა სამ ფრონტზე უწევს ცხოვ­რე­ბა და რამ­დე­ნი ქვეყ­ნით გაგ­რძელ­დე­ბა, არა­ვინ იცის, ისე­ვე რო­გორც ის, დას­რულ­დე­ბა თუ არა ოდეს­მე...” - აცხა­დებს ის­რა­ე­ლე­ლი ანა­ლი­ტი­კო­სი ოფერ ზალცბერ­გი...

ფოტო: BBC, Reuters, Sky News

ავტორი:

სირიაში ერთდროულად გახსნილი სამი ფრონტის ხაზი და საფრთხეები მსოფლიოსთვის

სირიაში ერთდროულად გახსნილი სამი ფრონტის ხაზი და საფრთხეები მსოფლიოსთვის

სირიაში ერთდროულად სამი კონფლიქტის კერა მძვინვარებს - ალეპოში, აფრინსა და გასულ დეკემბერს, სირიის აღმოსავლეთ ღუტაში დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებს უკვე ასობით მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა... საქმე ის არის, რომ ქვეყანაში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ჩართულ ყველა სახელმწიფოს “თავისი ზონა” აქვს, სადაც მათი ინტერესთა გადაკვეთა ხდება...

მსოფლიოს არაერთი ქვეყნის გაფრთხილების, რჩევისა და მიმართვის მიუხედავად, თურქეთი აფრინის მიმართულებით სამხედრო შეტევას უფრო აძლიერებს. ბოლო ცნობებით, ერდოღანმა არმიის სპეციალური ძალები გაგზავნა აფრინში, “რათა მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვას და რეგიონში ოპერაცია წარმატებით დაასრულოს”, - ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერი ბექირ ბოზდაგი აცხადებს. მისივე თქმით, თურქეთი ქურთების პოზიციებზე ავიაიერიშებს გააგრძელებს.

დამასკომ თურქეთის მხრიდან განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებს, “აგრესიული თავდასხმა” უწოდა და მსოფლიოს ერდოღანის შეჩერებისკენ მოუწოდა. თუმცა, ამის ფონზე, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაციის სამიზნე, მხოლოდ აფრინის რეგიონი არ არის, რომელსაც ქურთების დემოკრატიული კავშირის პარტია (PYD) აკონტროლებს, - მათი ყურადღების ცენტრშია სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქურთული მანბიჯიც.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, სირიის ჩრდილოეთით მიმდინარე ოპერაციისას 268 ქურთი მებრძოლი გაანეიტრალეს, თურქეთმა და სირიის თავისუფალმა არმიამ 7-8 ადამიანი დაკარგა. “ოპერაცია მანამდე გაგრძელდება, სანამ ტერორისტები მთლიანად არ განადგურდებიან ", - აცხადებს ერდოღანი.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის ვიქტორ ბონდარევის განცხადებით, სირიაში ტერორისტებზე გამარჯვების ზეიმი, ამერიკული მხარისგან განსხვავებით, ჯერ ადრეა... არადა, დაახლოებით ერთი თვის წინ, სირიის მეთაური ბაშარ ასადი რუსეთს სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” განადგურებაში დახმარებისთვის მადლობას უხდიდა.

ბონდარევის თქმით, რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება დროის საკითხია, - “ამერიკა ტერორიზმთან ბრძოლის საბოტაჟს რომ არ ახდენდეს, ახლა სრული გამარჯვება მიღწეული იქნებოდა...” მისი თქმით, აღმოსავლეთ ღუტაში საბრძოლო მოქმედებების განახლებაზე პასუხისმგებელიც ამერიკაა.

რა ხდება სირიაში და როდემდე გაგრძელდება ეს ჯოჯოხეთი? - ამ კითხვას დასავლური მედია აქტიურად სვამს. პასუხების ძებნაში ქვეყანაში ახალ-ახალი კონფლიქტის კერა იქმნება...

“ერთდროულად რამდენიმე ფრონტია, რომელიც ბევრად სახიფათოა, ვიდრე დასაწყისში, რადგან მასში რამდენიმე მსხვილი სახელმწიფო პირდაპირ არის ჩართული. ამერიკა ახორციელებს პირდაპირ დარტყმებს რუსებზე, თურქეთი ემუქრება ამერიკას... ამავდროულად უპირისპირდება ირანსა და ისრაელს,” - წერს რუსული პრესა.

საერთაშორისო ანალიტიკოსების შეფასებით, სირიაში ყველა ყველას წინააღმდეგ იბრძვის და თუ ადრე იქ კონფლიქტის მიზეზი "ისლამური სახელმწიფო" იყო, ახლა უკვე სამი ფრონტის ხაზია გახსნილი... ასადის სამთავრობო ძალებმა ალეპოს ის რაიონები დაიკავეს, რომლებიც ადრე ქურთულ დაჯგუფებებს ეკავათ, თუმცა, სიმშვიდე არც ალეპოში არ არის... ამასთან, ქურთული დაჯგუფებები, რომლებიც ალეპოს რაიონებს იკავებდნენ, ახლა აფრინში, თურქების წინააღმდეგ იბრძვიან...

გამოცემა The National Interest-ის ექსპერტები ირანსა და ისრაელს შორის მოსალოდნელ გარდაუვალ სამხედრო დაპირისპირებაზე მსჯელობენ, რადგან ირანი უკვე კრიტიკულად მიუახლოვდა ისრაელის საზღვრებს. აქამდე არასდროს ყოფილა ირანსა და ისრაელს შორის საერთო გამყოფი სამხედრო ფრონტის ხაზი. ირანი უპილოტო თვითმფრინავების მეშვეობით უკვე ზვერავს ისრაელის შიდა ტერიტორიებს, რაც ისრაელის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს...

გამოცემის ცნობით, თუ რუსეთი გამოიდევნა სირიიდან, რაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე გავლენის დაკარგვას ნიშნავს, დიდი ალბათობით ის ძალების კომპენსირებას კავკასიაში შეეცდება...

ქართველი ექსპერტების თქმით, ამ შემთხვევაში, საქართველო რამდენიმე გამოწვევის წინაშე დადგება - ერთ-ერთი და მთავარია, კავკასიიდან “ისლამური სახელმწიფოს” მეომრების გადმოდინება და არალეგალური მიგრაცია. ასევე, თურქეთში დაძაბულობის გაზრდის ფონზე, “ცეცხლის ალის” საქართველოზე გადმოსვლა. თურქეთის ტერიტორიაზე ომის გადმოტანა კავკასიაზე დიდ ზეგავლენას მოახდენს.

თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, პროცესები ისე ელვისებურად ვითარდება, რომ მოსალოდნელ პროგნოზებს, მსოფლიოში ვერც ერთი ანალიტიკური ცენტრი ვერ აკეთებს.

“სირიით დაიწყო, რომლის მოსახლეობასაც ახლა სამ ფრონტზე უწევს ცხოვრება და რამდენი ქვეყნით გაგრძელდება, არავინ იცის, ისევე როგორც ის, დასრულდება თუ არა ოდესმე...” - აცხადებს ისრაელელი ანალიტიკოსი ოფერ ზალცბერგი...

ფოტო: BBC, Reuters, Sky News

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე