პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რობაქიძის საქმე: რას ვერ იხსენებს ირაკლი ოქრუაშვილი და რას პასუხობს მას მოკლულის მამა
რობაქიძის საქმე: რას ვერ იხსენებს ირაკლი ოქრუაშვილი და რას პასუხობს მას მოკლულის მამა

ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი იკი­თხე­ბა. რო­გორც ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, მომ­ხდა­რი­დან ათზე მეტი წე­ლია გა­სუ­ლი და საქ­მე­ზე დე­ტა­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბა უჭირს.

"გა­მო­ძი­ე­ბის დრო­საც და­ვა­ფიქ­სი­რე, რომ ბევ­რი დროა გა­სუ­ლი და დე­ტა­ლებს ვერ ვიხ­სე­ნებ. არ მახ­სოვს, ვის­გან შე­ვი­ტყვე მომ­ხდა­რი. ამ საქ­მე­ზე მუდ­მი­ვად ხდე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გას­ვლა პრე­სა­ში და ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და. ამ თე­მის გან­ხილ­ვა რა დო­ნე­ზე მოხ­და სა­მი­ნის­ტრო­ში, არ ვიცი. ჩემ­თან არ მომ­ხდა­რა”, - გა­ნა­ცხა­და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

მან­ვე გა­და­ცე­მა „პატ­რუ­ლის“ შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ გუ­რამ დო­ნა­ძეს­თან სა­პატ­რუ­ლოს შექ­მნის პირ­ველ ეტაპ­ზე ჰქონ­და შე­ხე­ბა.

”მა­შინ ცხინ­ვა­ლის კონ­ფლიქ­ტი იყო და იქ მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის მი­წევ­და ყუ­რა­დღე­ბის მოქ­ცე­ვა. გა­და­ცე­მა „პატ­რუ­ლის“ მი­ზა­ნი იყო პო­ლი­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია”, - გა­ნა­ცხა­და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

მოკ­ლუ­ლის მა­მას, სოსო რო­ბა­ქი­ძეს ოქ­რუ­აშ­ვი­ლის და­კი­თხვის პა­რა­ლე­ლუ­რად რეპ­ლი­კე­ბის წა­მო­ძა­ხე­ბის გამო სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს. რო­ბა­ქი­ძის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა დაც­ვის მხა­რის იმ კი­თხვას მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლას ეხე­ბო­და. კერ­ძოდ, დაც­ვის მხა­რემ, ერთ-ერთი მოწ­მის ქეთი ხო­სი­ტაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ოქ­რუ­აშ­ვილს ჰკი­თხა, და­უ­კავ­შირ­და თუ არა ის შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის მა­შინ­დელ ხელ­მძღვა­ნელს გუ­რამ დო­ნა­ძეს და სთხო­ვა ფი­რის ჩვე­ნე­ბა.

„სჯობს სი­მარ­თლე თქვა ირაკ­ლი. რად უნდა და­დას­ტუ­რე­ბა, ხო­სი­ტაშ­ვი­ლის ნათ­ქვამს. ეს ფაქ­ტია. რა­ნა­ი­რად გა­უ­ვარ­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ტყვია? ორი ტყვია გა­უ­ვარ­და?“ - აღ­ნიშ­ნა რო­ბა­ქი­ძემ, რის შემ­დე­გაც მას დარ­ბა­ზი და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს, ოქ­რუ­აშ­ვილ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ დო­ნა­ძეს­თან ფი­რის ჩვე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მუ­ნი­კა­ცია არ ჰქო­ნია.

და­კი­თხვი­სას ოქ­რუ­აშ­ვილ­მა საქ­მის რე­ზო­ნან­სუ­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა. „ამ ფაქტს ის რე­ზო­ნან­სი, რო­მე­ლიც დღეს აქვს, ჩემი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში არ ჰქონ­და“, - აღ­ნიშ­ნა შს ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, რა­საც ასე­ვე რო­ბა­ქი­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბის რეპ­ლი­კე­ბი მოჰ­ყვა.

„გა­არ­კვი­ეთ ვინ ჩადო ია­რა­ღი! და ის გვი­თხა­რი სა­ბო­ლო­ოდ ვისი მი­ნის­ტრი იყა­ვი შსს-ს თუ თავ­დაც­ვის?“ - აღ­ნიშ­ნეს გარ­დაც­ვლი­ლის მშობ­ლებ­მა. ამის პა­სუ­ხად ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ია­რა­ღის ჩა­დე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, მან მხო­ლოდ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყო.

და­კი­თხვი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ოქ­რუ­აშ­ვილ­მა კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ მას მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ პრე­სის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ე­წო­და, ხოლო მას შემ­დეგ, რაც მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ვი­დე­ო­მა­სა­ლა ნახა, 10 დღე­ში შს მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა და თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.

„ჩემი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში მოხ­და და­ნა­შა­უ­ლი, მაგ­რამ 2004 წლის ზა­ფხულ­ში მე ხელი მო­ვა­წე­რე შსს-ში 40 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნის და­ნიშ­ვნას. ეს არ ნიშ­ნავს, რომ 40 ათა­სი­ვეს საქ­ცი­ელ­ზე პა­სუხს ვა­გებ­დი. ბე­ბი­ა­ჩე­მის ქელეხ­ში 500 ადა­მი­ა­ნი იჯდა, მაგ­რამ ის ადა­მი­ა­ნე­ბი რას აკე­თებ­დნენ იქ, მე თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე პა­სუხს ვერ ვა­გებ. მით უმე­ტეს, რომ თუ და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რის ქვემ­დე­ბა­რე იყო საქ­მე თა­ვი­დან­ვე და მას უნდა გა­ე­მო­ე­ძი­ე­ბი­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

რობაქიძის საქმე: რას ვერ იხსენებს ირაკლი ოქრუაშვილი და რას პასუხობს მას მოკლულის მამა

რობაქიძის საქმე: რას ვერ იხსენებს ირაკლი ოქრუაშვილი და რას პასუხობს მას მოკლულის მამა

ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იკითხება. როგორც ოქრუაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მომხდარიდან ათზე მეტი წელია გასული და საქმეზე დეტალების გახსენება უჭირს.

"გამოძიების დროსაც დავაფიქსირე, რომ ბევრი დროა გასული და დეტალებს ვერ ვიხსენებ. არ მახსოვს, ვისგან შევიტყვე მომხდარი. ამ საქმეზე მუდმივად ხდებოდა ინფორმაციების გასვლა პრესაში და ჩემი შეხედულებები ჩამომიყალიბდა. ამ თემის განხილვა რა დონეზე მოხდა სამინისტროში, არ ვიცი. ჩემთან არ მომხდარა”, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მანვე გადაცემა „პატრულის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გურამ დონაძესთან საპატრულოს შექმნის პირველ ეტაპზე ჰქონდა შეხება.

”მაშინ ცხინვალის კონფლიქტი იყო და იქ მიწევდა მუშაობა. საპატრულო პოლიციის პოპულარიზაციისთვის მიწევდა ყურადღების მოქცევა. გადაცემა „პატრულის“ მიზანი იყო პოლიციის პოპულარიზაცია”, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მოკლულის მამას, სოსო რობაქიძეს ოქრუაშვილის დაკითხვის პარალელურად რეპლიკების წამოძახების გამო სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. რობაქიძის გაღიზიანება დაცვის მხარის იმ კითხვას მოჰყვა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეომასალას ეხებოდა. კერძოდ, დაცვის მხარემ, ერთ-ერთი მოწმის ქეთი ხოსიტაშვილის ჩვენების საფუძველზე ოქრუაშვილს ჰკითხა, დაუკავშირდა თუ არა ის შსს-ს პრესსამსახურის მაშინდელ ხელმძღვანელს გურამ დონაძეს და სთხოვა ფირის ჩვენება.

„სჯობს სიმართლე თქვა ირაკლი. რად უნდა დადასტურება, ხოსიტაშვილის ნათქვამს. ეს ფაქტია. რანაირად გაუვარდა სამართალდამცველებს ტყვია? ორი ტყვია გაუვარდა?“ - აღნიშნა რობაქიძემ, რის შემდეგაც მას დარბაზი დაატოვებინეს, ოქრუაშვილმა კი განაცხადა, რომ დონაძესთან ფირის ჩვენებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ჰქონია.

დაკითხვისას ოქრუაშვილმა საქმის რეზონანსულობაზეც ისაუბრა. „ამ ფაქტს ის რეზონანსი, რომელიც დღეს აქვს, ჩემი მინისტრობის პერიოდში არ ჰქონდა“, - აღნიშნა შს ყოფილმა მინისტრმა, რასაც ასევე რობაქიძის ოჯახის წევრების რეპლიკები მოჰყვა.

„გაარკვიეთ ვინ ჩადო იარაღი! და ის გვითხარი საბოლოოდ ვისი მინისტრი იყავი შსს-ს თუ თავდაცვის?“ - აღნიშნეს გარდაცვლილის მშობლებმა. ამის პასუხად ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ იარაღის ჩადებაზე საუბარი, მან მხოლოდ საინფორმაციო საშუალებებიდან შეიტყო.

დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ოქრუაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ პრესის საშუალებით მიეწოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ ვიდეომასალა ნახა, 10 დღეში შს მინისტრის თანამდებობა დატოვა და თავდაცვის უწყებაში გადაინაცვლა.

„ჩემი მინისტრობის პერიოდში მოხდა დანაშაული, მაგრამ 2004 წლის ზაფხულში მე ხელი მოვაწერე შსს-ში 40 ათასამდე ადამიანის დანიშვნას. ეს არ ნიშნავს, რომ 40 ათასივეს საქციელზე პასუხს ვაგებდი. ბებიაჩემის ქელეხში 500 ადამიანი იჯდა, მაგრამ ის ადამიანები რას აკეთებდნენ იქ, მე თითოეულ მათგანზე პასუხს ვერ ვაგებ. მით უმეტეს, რომ თუ დანაშაული მოხდა, პროკურატურის ქვემდებარე იყო საქმე თავიდანვე და მას უნდა გაემოეძიებინა“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს