პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
თვის კითხვადი სტატიები
გია მაისაშვილი გარდაიცვალა
გია მაისაშვილი გარდაიცვალა

56 წლის ასაკ­ში პო­ლი­ტი­კო­სი და ლი­დერ­თა სკო­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გია მა­ი­საშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მა­ი­საშ­ვი­ლი ბოლო რამ­დე­ნი­მე წელი მძი­მე სენს ებ­რძო­და. მას თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი 2015 წელს და­უს­ვეს, ოპე­რა­ცი­ი­სა და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის შემ­დეგ, მა­ი­საშ­ვილ­მა ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბა და­ა­მარ­ცხა, თუმ­ცა, შე­დე­გი ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა...

გია მა­ი­საშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი მი­ხე­ილ ცი­ლი­კიშ­ვი­ლი მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე წერს:

"გიო აღარ გვყავს... დიდი მა­მუ­ლის­შვი­ლი და­კარ­გა სა­ქარ­თვე­ლომ. ვერ შე­ვუს­რუ­ლეთ ბოლო წა­დი­ლი, სამ­შობ­ლო­ში და­ე­ლია სული. აცხო­ნოს უფალ­მა მისი ქარ­თუ­ლი, ნაღ­დი სული..."

მა­ი­საშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-ს მის­მა ძმა­მაც და­უ­დას­ტუ­რა.

პო­ლი­ტი­კო­სი ბოლო წლებ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკა­ნას­კნელ დროს ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, უი­მე­დო იყო. ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი მის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოყ­ვა­ნას ითხოვ­დნენ და ამ­ბობ­დნენ, რომ ეს მისი უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლი იყო, თუმ­ცა სამ­შობ­ლო­ში მისი ჩა­მოყ­ვა­ნა არ დას­ცალ­დათ.

მა­ი­საშ­ვილ­მა და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის 51-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. 1985 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სი ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. 1990 წელს თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად შექ­მნა ეკო­ნო­მი­კუ­რი კონ­ცეფ­ცია პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­თა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა მრგვა­ლი მა­გი­დი­სათ­ვის, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ მო­ას­წრო ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხდა­რი სამ­ხედ­რო-კრი­მი­ნა­ლუ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის გამო. ამის შემ­დეგ, მა­ი­საშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბა პო­ლი­ტი­კურ დევ­ნი­ლო­ბა­ში აშშ-ში, სა­დაც 1993 წელს სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­ა­რა სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სი. 1997 წელს კი და­ამ­თავ­რა ჯონ ფ. კე­ნე­დის სა­ხე­ლო­ბის ჰარ­ვარ­დის სამ­თავ­რო­ბო სკო­ლა.

მუ­შა­ობ­და ენერ­გე­ტი­კულ კომ­პა­ნია ენ­რონ­ში, სა­დაც კორ­პო­რა­ცი­ის რის­კის ანა­ლი­ზის გან­ყო­ფი­ლე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და 2001 წლამ­დე. იყო კემ­ბრი­ჯის ენერ­გე­ტი­კუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის (CERA) კას­პი­ის აუ­ზის ენერ­გე­ტი­კუ­ლი შემ­ცვე­ლე­ბის დე­პა­რა­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი.

2003 წელს გ. მა­ი­საშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის პე­რი­ოდ­ში და „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ეკო­ნო­მი­კუ­რი კონ­სულ­ტან­ტი გახ­და და მისი თხოვ­ნით და­წე­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მშე­ნებ­ლო­ბის პროგ­რა­მა. რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ მა­ი­საშ­ვი­ლი ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო ჩა­მო­შორ­და სა­ა­კაშ­ვილს.

2004 წელს და­ა­არ­სა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­მავ­ლის მთავ­რო­ბა". 2006 წელს მა­ი­საშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი ძა­ლის­ხმე­ვით ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ლი­დერ­თა სკო­ლა, რომ­ლის მი­ზა­ნიც არის "ახა­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ჭკვი­ა­ნი და მა­მა­ცი ლი­დერ­თა თა­ო­ბის აღ­ზრდა".

2007 წლის 26 ივ­ლისს გ. მა­ი­საშ­ვილ­მა და­ა­ფუძნა მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "მო­მავ­ლის პარ­ტია", რომ­ლის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა, ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, სო­ლი­და­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. 2008 წლის 5 იან­ვრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რო­გორც პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა (წყა­რო: ვი­კი­პე­დია).

გია მაისაშვილი გარდაიცვალა

გია მაისაშვილი გარდაიცვალა

56 წლის ასაკში პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი გია მაისაშვილი გარდაიცვალა. მაისაშვილი ბოლო რამდენიმე წელი მძიმე სენს ებრძოდა. მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს, ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ, მაისაშვილმა ვერაგი დაავადება დაამარცხა, თუმცა, შედეგი ხანმოკლე აღმოჩნდა...

გია მაისაშვილის მეგობარი მიხეილ ცილიკიშვილი მისი გარდაცვალების შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

"გიო აღარ გვყავს... დიდი მამულისშვილი დაკარგა საქართველომ. ვერ შევუსრულეთ ბოლო წადილი, სამშობლოში დაელია სული. აცხონოს უფალმა მისი ქართული, ნაღდი სული..."

მაისაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია AMBEBI.GE-ს მისმა ძმამაც დაუდასტურა.

პოლიტიკოსი ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, თუმცა, მისი მდგომარეობა უკანასკნელ დროს ძალიან დამძიმდა და ფაქტობრივად, უიმედო იყო. ოჯახი და მეგობრები მის საქართველოში გადმოყვანას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ ეს მისი უკანასკნელი სურვილი იყო, თუმცა სამშობლოში მისი ჩამოყვანა არ დასცალდათ.

მაისაშვილმა დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა. 1985 წელს დაამთავრა თბილისი ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1990 წელს თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ეკონომიკური კონცეფცია პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდისათვის, რომლის განხორციელებაც ხელისუფლებამ ვერ მოასწრო ქვეყანაში მომხდარი სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების გამო. ამის შემდეგ, მაისაშვილი იმყოფება პოლიტიკურ დევნილობაში აშშ-ში, სადაც 1993 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში გაიარა სპეციალური კურსი. 1997 წელს კი დაამთავრა ჯონ ფ. კენედის სახელობის ჰარვარდის სამთავრობო სკოლა.

მუშაობდა ენერგეტიკულ კომპანია ენრონში, სადაც კორპორაციის რისკის ანალიზის განყოფილებას ხელმძღვანელობდა 2001 წლამდე. იყო კემბრიჯის ენერგეტიკული ასოციაციის (CERA) კასპიის აუზის ენერგეტიკული შემცველების დეპარატამენტის უფროსი.

2003 წელს გ. მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა ვარდების რევოლუციის პერიოდში და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური კონსულტანტი გახდა და მისი თხოვნით დაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროგრამა. რევოლუციის შემდეგ მაისაშვილი ობიექტური მიზეზების გამო ჩამოშორდა სააკაშვილს.

2004 წელს დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის მთავრობა". 2006 წელს მაისაშვილმა საკუთარი ძალისხმევით ჩამოაყალიბა ლიდერთა სკოლა, რომლის მიზანიც არის "ახალი, განათლებული, ჭკვიანი და მამაცი ლიდერთა თაობის აღზრდა".

2007 წლის 26 ივლისს გ. მაისაშვილმა დააფუძნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "მომავლის პარტია", რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს სრული პოლიტიკური სტაბილურობა, ქვეყნის ერთიანობის უზრუნველყოფა, სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბება. 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა (წყარო: ვიკიპედია).

 

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ