პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი სანაიას დღეს 43 წელი შეუსრულდებოდა... - ჟურნალისტის ოჯახი პროკურატურას მიმართავს
გიორგი სანაიას დღეს 43 წელი შეუსრულდებოდა... - ჟურნალისტის ოჯახი პროკურატურას მიმართავს

ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას, დღეს 24 თე­ბერ­ვალს 43 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. 2001 წელს, სა­კუ­თარ სახ­ლში მოკ­ლუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბის საქ­მე დღემ­დე ბუნ­დო­ვა­ნია. სა­ნა­ი­ას საფ­ლავ­ზე დღეს მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ, ისი­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა­ვენ, რომ პა­ტი­მარ კოტე ცი­ხის­თა­ვის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყოს.

გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას ძმა, ჟურ­ნა­ლის­ტი ვახო სა­ნა­ია მო­ი­თხოვს, და­ი­კი­თხოს ყვე­ლა ის პირი - შე­ვარ­დნა­ძის მთავ­რო­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, ვინც ფი­გუ­რი­რებს კოტე ცი­ხის­თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში.

“რო­გორც მკვლე­ლო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, ჩვენ დღე­საც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბა, რომ ამას ჰყავ­და შემ­კვე­თე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, დამ­ხმა­რე­ე­ბი და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. “რუს­თა­ვი 2”-ის ეთე­რით ცი­ხი­დან მო­ვის­მი­ნეთ კოტე ცი­ხის­თა­ვის გან­ცხა­დე­ბა. ის სა­უბ­რობს დე­ტა­ლებ­ზე და ავი­თა­რებს პან­კი­სურ ვერ­სი­ას, მათ შო­რის, “კა­სე­ტას­თან” და­კავ­ში­რე­ბით. ის პირ­და­პირ აცხა­დებს, რომ იცის ვინ იყ­ვნენ ამ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და მან და­ა­სა­ხე­ლა ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი. ამ­ბობს, რომ მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი იყო შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი.

ოჯა­ხი ვი­თხოვთ, რომ მოხ­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, წე­რი­ლო­ბი­თაც მივ­მარ­თავთ პრო­კუ­რა­ტუ­რას, რომ და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა, და­ი­კი­თხოს კოტე ცი­ხის­თა­ვი. ჩვენ არ ვი­ცით, რა ინ­ტე­რე­სით და რა­ტომ და­ი­წყო ახლა მან ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. ჩვენ არას­დროს გავ­სულ­ვართ სა­მარ­თლებ­რი­ვი სივ­რცი­დან და არც გა­ვალთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი არის გა­მო­ძი­ე­ბის, სა­ხელ­მწი­ფოს, პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ჩვენ ამ­დე­ნი წე­ლია ვი­თხოვთ ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას.

პრო­კუ­რა­ტუ­რას ახ­ლაც მივ­მარ­თავთ მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით და რამ­დე­ნი­მე დღე­ში გან­ცხა­დე­ბა­საც შე­ვი­ტანთ. ჩვენ მი­ვაწ­ვდით სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უს სრულ ვა­რი­ან­ტსაც, რომ საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყონ”, - გა­ნა­ცხა­და ვახო სა­ნა­ი­ამ.

გიორგი სანაიას დღეს 43 წელი შეუსრულდებოდა... - ჟურნალისტის ოჯახი პროკურატურას მიმართავს

გიორგი სანაიას დღეს 43 წელი შეუსრულდებოდა... - ჟურნალისტის ოჯახი პროკურატურას მიმართავს

ჟურნალისტ გიორგი სანაიას, დღეს 24 თებერვალს 43 წელი შეუსრულდებოდა. 2001 წელს, საკუთარ სახლში მოკლული ჟურნალისტის მკვლელობის საქმე დღემდე ბუნდოვანია. სანაიას საფლავზე დღეს მისი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ, ისინი პროკურატურას მიმართავენ, რომ პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყოს.

გიორგი სანაიას ძმა, ჟურნალისტი ვახო სანაია მოითხოვს, დაიკითხოს ყველა ის პირი - შევარდნაძის მთავრობის მაღალჩინოსნები, ვინც ფიგურირებს კოტე ციხისთავის განცხადებაში.

“როგორც მკვლელობის პირველივე დღიდან, ჩვენ დღესაც დარწმუნებული ვართ, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, რომ ამას ჰყავდა შემკვეთები, ორგანიზატორები, დამხმარეები და შემსრულებლები. “რუსთავი 2”-ის ეთერით ციხიდან მოვისმინეთ კოტე ციხისთავის განცხადება. ის საუბრობს დეტალებზე და ავითარებს პანკისურ ვერსიას, მათ შორის, “კასეტასთან” დაკავშირებით. ის პირდაპირ აცხადებს, რომ იცის ვინ იყვნენ ამ მკვლელობის ორგანიზატორები და მან დაასახელა ყოფილი მაღალჩინოსნები. ამბობს, რომ მკვლელობის შემსრულებელი იყო შოთა ჭიჭიაშვილი.

ოჯახი ვითხოვთ, რომ მოხდეს პროკურატურის მხრიდან ამაზე რეაგირება. რამდენიმე დღეში, ოფიციალურად, წერილობითაც მივმართავთ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება, დაიკითხოს კოტე ციხისთავი. ჩვენ არ ვიცით, რა ინტერესით და რატომ დაიწყო ახლა მან ამ თემაზე საუბარი. ჩვენ არასდროს გავსულვართ სამართლებრივი სივრციდან და არც გავალთ. ეს ყველაფერი არის გამოძიების, სახელმწიფოს, პროკურატურის გასაკეთებელი. ჩვენ ამდენი წელია ვითხოვთ ამ საქმის გამოძიებას.

პროკურატურას ახლაც მივმართავთ მედიის საშუალებით და რამდენიმე დღეში განცხადებასაც შევიტანთ. ჩვენ მივაწვდით სატელევიზიო ინტერვიუს სრულ ვარიანტსაც, რომ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყონ”, - განაცხადა ვახო სანაიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ