პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2-წლიანი პატიმრობა ორსული მეუღლის ცემისთვის - რა მოხდა რუსთავში
2-წლიანი პატიმრობა ორსული მეუღლის ცემისთვის - რა მოხდა რუსთავში

რუს­თა­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ორ­სუ­ლი მე­უღ­ლის ცე­მა­ში ე.ნ. დამ­ნა­შა­ვედ სცნო.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2017 წლის 22 დე­კემ­ბერს, დი­ლის სა­ა­თებ­ში, ქა­ლაქ რუს­თავ­ში, ე.ნ.-მ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხზე შე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, ორ­სულ მე­უღ­ლეს ყელ­ში წა­უ­ჭი­რა ხელი, წა­აქ­ცია ია­ტაკ­ზე და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მი­ი­ღო მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა და ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­ნი­ცა­და.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ე.ნ. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ქა­ლაქ რუს­თავ­ში და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 1261-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ორ­სუ­ლი ქა­ლის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა.

რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ე.ნ. დამ­ნა­შა­ვედ სცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა, სა­ი­და­ნაც 1 წელს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­იხ­დის, ხოლო 1 წელი ჩა­ეთ­ვა­ლა პი­რო­ბით, იმა­ვე გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

2-წლიანი პატიმრობა ორსული მეუღლის ცემისთვის - რა მოხდა რუსთავში

2-წლიანი პატიმრობა ორსული მეუღლის ცემისთვის - რა მოხდა რუსთავში

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორსული მეუღლის ცემაში ე.ნ. დამნაშავედ სცნო. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს, დილის საათებში, ქალაქ რუსთავში, ე.ნ.-მ საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, ორსულ მეუღლეს ყელში წაუჭირა ხელი, წააქცია იატაკზე და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო მრავლობითი დაზიანება და ფიზიკური ტკივილი განიცადა.

„სამართალდამცველებმა ე.ნ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ქალაქ რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) წარედგინა. 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.ნ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 1 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს