მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წიგნები
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამ ამბის წაკითხვის დროს, თქვენ რეალობას მოწყდებით - რეპორტაჟი თოვლიანი სვანეთის ზღაპრიდან (+ფოტო)
ამ ამბის წაკითხვის დროს, თქვენ რეალობას მოწყდებით - რეპორტაჟი თოვლიანი სვანეთის ზღაპრიდან (+ფოტო)

პირ­ვე­ლად მივ­დი­ვარ სვა­ნეთ­ში, მეს­ტი­ა­ში... ისე კი, თა­ვის დრო­ზე კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში ვყო­ფილ­ვარ და არ მიკ­ვირს მათი, ვინც ამ­ბობს, რომ მთა ერთი ნახ­ვით უყ­ვარ­დე­ბათ... ახლა სვა­ნე­თის და­თოვ­ლილ ზღა­პარ­ში უნდა მოვ­ხვდე, თეთ­ნულ­დზე უნდა ავი­დე, ჰაწ­ვა­ლი უნდა ვნა­ხო და თუ გამ­ბე­და­ო­ბა მე­ყო­ფა, უნდა ჩა­მოვსრი­ალ­დე...

"მო­ემ­ზა­დე" - მე­უბ­ნე­ბა ჩემი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მე­ო­თხედ ლაშ­ქრავს აქა­უ­რო­ბას... თუ სვა­ნეთ­ში წას­ვლა გა­და­წყვი­ტეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თარ­ში, ზუს­ტად იმ გზის გავ­ლა მო­გი­წევთ, რა­საც ქარ­თუ­ლი ზღაპ­რის გმი­რე­ბი გა­დი­ან – ცხრა მთა და ცხრა ზღვა უნდა გა­და­ი­ა­როთ, მაგ­რამ და­ზუს­ტე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ღირს, რად­გან ერ­თია ფო­ტო­ებ­სა ან ვი­დე­ო­ებ­ში ნა­ნა­ხი სვა­ნე­თი, მაგ­რამ რო­დე­საც იმ ზღა­პარ­ში გი­წევს ცხოვ­რე­ბა, გრძნობ, რომ სის­ხლში ად­რე­ნა­ლი­ნი შხუ­ი­ლით დაქ­რის და სა­დღაც გუ­ლის წვერ­ზე ჩერ­დე­ბა. აი ისე, რო­გორც მთის წვერ­ზე თოვ­ლის თეთ­რი ქუ­დე­ბი... შემ­დეგ ასე თან­და­თან გიგ­როვ­დე­ბა და მთელ სხე­ულ­ში მზედ და სით­ბოდ გეღვრე­ბა, რო­მელ­საც აქა­უ­რე­ბის ფე­რად თვა­ლებ­ში ხში­რად ამო­ი­კი­თხავთ...

ხა­იშ­ში შევ­დი­ვართ. ჩვე­ნი მძღო­ლი და ჩემი მე­გობ­რე­ბი მსჯე­ლო­ბას იწყე­ბენ, რამ­დე­ნი გვი­რა­ბის გავ­ლა გვი­წევს მეს­ტი­ამ­დე - ვერ­სი­ე­ბი ბევ­რია... ვინ­მეს და­გით­ვი­ლი­ათ რამ­დე­ნია? - ათია... არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი - ათი. 2015 წელს, ამ ზღაპ­რულ მხა­რე­ში, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მე­დი­ა­ტურ­ზე ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სით აუყ­ვა­ნი­ათ. პირ­ვე­ლი­ვე გვი­რაბ­თან შე­ფიქ­რი­ან­და თურ­მე მძღო­ლი - აქ რომ გა­ვი­ჭე­დო, რა მეშ­ვე­ლე­ბაო...

სხვა­თა შო­რის, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა სვა­ნი... მოკ­ლედ, რო­გორც იქნა, გა­და­ლა­ხეს თუ შე­ლა­ხეს ათი­ვე გვი­რა­ბი წი­ქა­რა და მისი "მხე­და­რი­ვით" და მშვი­დო­ბით ააღ­წი­ეს მეს­ტი­ა­ში, - "ყვე­ლა ჩვენ გვი­ყუ­რებ­და, მარ­თლა ამ ავ­ტო­ბუ­სით ამოხ­ვე­დი­თო?.." - ემო­ცი­უ­რად იგო­ნებ­და ჩემი ექ­სტრე­მა­ლი მე­გო­ბა­რი და კო­ლე­გა თამ­თა კა­კა­უ­რი­ძე...

ძალ­ზე შეგ­ნე­ბუ­ლი მძღო­ლი შეგ­ხვდა. "რა ლა­მა­ზია... მზე ნახე რო­გორ არის მთებს შუა... ბუ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი მხატ­ვა­რია" და ასე­უ­ლო­ბით ასე­თი ში­ნა­არ­სის შე­ძა­ხილ­ზე სიჩ­ქა­რეს ანე­ლებ­და, მაგ­რამ შემ­დეგ დე­ლი­კა­ტუ­რად მიგ­ვახ­ვედ­რა, - შე­მოგ­ვა­ღამ­დე­ბაო... არა­და, რაც უფრო მაღ­ლა ავ­დი­ო­დით, სვა­ნე­თის მად­ლი­ა­ნი ბუ­ნე­ბა უფრო ლა­მაზ პე­ი­ზა­ჟებს გვა­თა­ვა­ზობ­და...

ენ­გუ­რი, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ გრი­ა­ლით მო­დის, ახლა, რა­ღაც­ნი­ა­რი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია, კა­ლა­პოტ­ზეც ეტყო­ბა. ალ­ბათ გა­ზა­ფხულს ელო­დე­ბა, თოვ­ლის დნო­ბას, რომ ერ­თი­ა­ნად იხუვ­ლოს... გზა­დაგ­ზა კი­დევ რამ­დე­ნი­მე მდი­ნა­რე შე­მოგ­ვხვდა - ნა­ვე­შა­რი, ქი­ხი­რი, ნაკ­რა, დოლ­რა... ზოგი ნა­კა­დუ­ლი­ვით წვრილ ზო­ლად მო­ე­დი­ნე­ბო­და... ყვე­ლას თა­ვი­სი ის­ტო­რია და სა­ხე­ლი აქვს, ყვე­ლა რა­ღაც სა­ი­დუმ­ლოს ინა­ხავს, ამ გო­რო­ზი მთე­ბი­ვით და სი­ტყვა­ძუნ­წი, გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი სვა­ნე­ბი­ვით...

მეს­ტი­ამ­დე ნარ­ქელ­ვა­რი, იდ­ლი­ა­ნი, ხა­ი­ში, დიზი, ნაკ­რა, ნო­ღა­რი, ლა­ხა­მუ­ლა, ზემო ლუჰა, ფარი, ებუ­თი, ბეჩო, ლა­ტა­ლი, ლენ­ჯე­რი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი გა­ვი­ა­რეთ... ეს არ არის სრულ­ყო­ფი­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ ად­გი­ლე­ბი­სა, რაც მეს­ტი­ამ­დე გა­ვი­ა­რეთ, რად­გან გარ­შე­მო სა­ო­ცა­რი ხე­დე­ბია - ცად აზი­დულ მთებ­ში ჩა­ქარ­გუ­ლი წიწ­ვო­ვა­ნი ტყე­ე­ბი, ერ­თმა­ნეთ­ში ჩახ­ვე­უ­ლი, კლდე­ებს შო­რის სხვა­დას­ხვა ფე­რე­ბად გაბ­ნე­უ­ლი მზის სხი­ვე­ბი და უცებ, ტრი­ალ მინ­დორ­ში, თოვ­ლის სი­ქათ­ქა­თე­ში ამო­სუ­ლი წყვი­ლი ხე, რომ­ლე­ბიც თით­ქოს ერ­თმა­ნეთს სიყ­ვა­რულს ეფი­ცე­ბი­ან... ეს ყვე­ლა­ფე­რი ისეთ სი­ლა­მა­ზეს ქმნის - ძნე­ლია ცოტა ხნით რე­ა­ლო­ბას არ მო­წყდე... კენ­ტად მდგა­რი ხე­ე­ბიც შევ­ნიშ­ნე, ულა­მა­ზე­სი, სივ­რცე­ში ლა­ღად გაშ­ლი­ლი ტო­ტე­ბით...

აქ ტუ­რის­ტე­ბი არ უკ­ვირთ, მაგ­რამ მა­ინც ყუ­რა­დღე­ბით გაკ­ვირ­დე­ბი­ან... გზა­დაგ­ზა ცხე­ნი­ა­ნი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც შე­მოგ­ხვდნენ, მათ შო­რის ქა­ლე­ბიც. ად­ვი­ლი არ არის იქ ცხოვ­რე­ბა და თა­ვის გა­ტა­ნა, მით უფრო, ბუ­ნე­ბის ასეთ მკაც­რი პი­რო­ბებ­ში... მეს­ტი­ა­ში ას­ვლამ­დე უკვე შე­ბინ­დდა. გა­ნა­თე­ბულ­მა სვა­ნურ­მა კოშ­კებ­მა, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბი და­აგ­ვირ­გვი­ნა...

ის, რომ მთა­ში მადა გეხ­სნე­ბა, სუ­ლაც არ არის სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი... ჰა­ერ­ში სვა­ნე­თის სა­ვი­ზი­ტო კუბ­და­რის, ჭვიშ­ტა­რის, თაშ­მი­ჯა­ბი­სა და სხვა გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის სურ­ნე­ლი ირე­ვა... ისე კი, კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში ისეთ ას­ტრო­ნო­მი­ულ ფა­სებ­საც შევ­ხვდით, რაც ჩვენ ხმა­მაღ­ლა გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ, მხარ­ზე თხი­ლა­მუ­რებ­გა­დე­ბუ­ლი ტუ­რის­ტე­ბი კი, შე­იშ­მუშ­ნენ...

მთის კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პა­ნი­ის მიერ 2017 წლის ზა­ფხულ­ში და­წყე­ბუ­ლი მეს­ტია-ჰაწ­ვა­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­ბა­გი­როს მშე­ნებ­ლო­ბა დას­რულ­და. სა­ბა­გი­რომ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა 2017 წლის 23 დე­კემ­ბრი­დან და­ი­წყო და ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი და უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბიც ხში­რად სტუმ­რო­ბენ...

ჰაწ­ვა­ლი მეს­ტი­ი­დან 8 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. ახა­ლი სა­ბა­გი­რო­თი კი დამ­სვე­ნე­ბელს შე­უძ­ლია კუ­რორტზე 4 წუთ­ში ავი­დეს... თეთ­ნულ­დზე კი 5 სა­ბა­გი­რო და 30 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი სა­თხი­ლა­მუ­რო გზაა, რო­მე­ლიც ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის მო­თხი­ლა­მუ­რის­თვის არის გათ­ვლი­ლი... თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის, ზე­მო­დან და­ნა­ხუ­ლი სვა­ნუ­რი კოშ­კე­ბი ის კომ­პო­ზი­ცი­აა, რომ­ლის და­ნახ­ვა ნა­ხე­ვარ სი­ცო­ცხლედ ღირს და ყვე­ლა­ნა­ირ სი­ცი­ვეს გა­ვი­წყებს...

ამას­თან, სრი­ა­ლი ჩემ­თვის ის სი­ა­მოვ­ნე­ბაა, რო­მელ­საც ვე­რა­ნა­ი­რი შიში ვერ მიქ­რობს. ჰოდა, ჩემი მე­გობ­რე­ბის გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბის ფონ­ზე საკ­მა­ოდ გა­ბე­დუ­ლად და­ვეშ­ვი ჰაწ­ვა­ლი­დან... თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე მეტ­რი­ა­ნი ნა­ვარ­დის შემ­დეგ, მო­უ­ლოდ­ნე­ლი დაღ­მარ­თის დამ­სა­ხუ­რე­ბით, ისე­თი კა­მა­რა შევ­კა­რი, მე­გო­ნა, სულ მცი­რე ტვი­ნის შერ­ყე­ვა მექ­ნე­ბო­და. მო­უ­ლოდ­ნელ "პრი­ჟოკს", მხო­ლოდ სათ­ვა­ლე შე­ე­წი­რა. და­ნარ­ჩე­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით, 4,550 კმ-ის ჩას­რი­ა­ლე­ბამ კი, თვა­ლებ­მო­ჭუ­ტულს მო­მი­წია... ის სი­ა­მოვ­ნე­ბა ერთ გუ­ლი­ან "და­ხეთ­ქე­ბად" ნამ­დვი­ლად ღირ­და...

სა­ბა­გი­როს­თან, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ცხე­ლი და გემ­რი­ე­ლი წვნი­ა­ნით გვი­მას­პინ­ძლდე­ბი­ან... დრო ვი­ხელ­თე და კვე­ბის ობე­იქ­ტე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებს გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კე... ქალ­ბა­ტო­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლოა, ტუ­რის­ტე­ბის სიმ­ცი­რეს უჩი­ვის. მა­მა­კა­ცე­ბი ცდი­ლო­ბენ გა­ა­ჩუ­მონ, - სტუმ­რებს ნუ ეწუ­წუ­ნე­ბიო, - აშ­კა­რად ფრთხი­ლო­ბენ, მაგ­რამ სვა­ნი ქა­ლის გა­ჩუ­მე­ბა ასე ად­ვი­ლი არ არის. მედგრად დად­გა და ბო­ლომ­დე თქვა სათ­ქმე­ლი: - რომ სვა­ნეთს, მარ­თლაც დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე რე­გი­ონს, მეტი ხელ­შე­წყო­ბა სჭირ­დე­ბა; ზამ­თარ­ში გზე­ბი უფრო ხში­რად უნდა გაწ­მინ­დონ, რომ ტუ­რის­ტი არ დაფრ­თხეს და უკან არ გაბ­რუნ­დეს; სვა­ნე­თი, მხო­ლოდ გა­სარ­თო­ბი და სას­რი­ა­ლო ად­გი­ლი არ არის, ის უძ­ვე­ლეს კულ­ტუ­რა­სა და ტრა­დი­ცი­ებს ინა­ხავს...

ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იქ წლი­დან წლამ­დე სულ უფრო მეტი ტუ­რის­ტი ადის, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ვი­ზი­ტო­რე­ბი შე­უმ­ცირ­დათ... მა­თი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა, ეს იმა­ნაც გა­მო­იწ­ვია, რომ ბოლო წლებ­ში ბევ­რმა სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო გახ­სნა.

მოკ­ლედ, ვი­საც არ უნა­ხავს უშ­გუ­ლი, თეთ­ნულ­დი, ჰაწ­ვა­ლი, ბეჩო და ღამე სან­თლე­ბი­ვით "ან­თე­ბუ­ლი" სვა­ნუ­რი კოშ­კე­ბი, ბევ­რი რამე არ უნა­ხავს...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

ამ ამბის წაკითხვის დროს, თქვენ რეალობას მოწყდებით - რეპორტაჟი თოვლიანი სვანეთის ზღაპრიდან (+ფოტო)

ამ ამბის წაკითხვის დროს, თქვენ რეალობას მოწყდებით - რეპორტაჟი თოვლიანი სვანეთის ზღაპრიდან (+ფოტო)

პირველად მივდივარ სვანეთში, მესტიაში... ისე კი, თავის დროზე კოდორის ხეობაში ვყოფილვარ და არ მიკვირს მათი, ვინც ამბობს, რომ მთა ერთი ნახვით უყვარდებათ... ახლა სვანეთის დათოვლილ ზღაპარში უნდა მოვხვდე, თეთნულდზე უნდა ავიდე, ჰაწვალი უნდა ვნახო და თუ გამბედაობა მეყოფა, უნდა ჩამოვსრიალდე...

"მოემზადე" - მეუბნება ჩემი მეგობარი, რომელიც მეოთხედ ლაშქრავს აქაურობას... თუ სვანეთში წასვლა გადაწყვიტეთ, განსაკუთრებით ზამთარში, ზუსტად იმ გზის გავლა მოგიწევთ, რასაც ქართული ზღაპრის გმირები გადიან – ცხრა მთა და ცხრა ზღვა უნდა გადაიაროთ, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ღირს, რადგან ერთია ფოტოებსა ან ვიდეოებში ნანახი სვანეთი, მაგრამ როდესაც იმ ზღაპარში გიწევს ცხოვრება, გრძნობ, რომ სისხლში ადრენალინი შხუილით დაქრის და სადღაც გულის წვერზე ჩერდება. აი ისე, როგორც მთის წვერზე თოვლის თეთრი ქუდები... შემდეგ ასე თანდათან გიგროვდება და მთელ სხეულში მზედ და სითბოდ გეღვრება, რომელსაც აქაურების ფერად თვალებში ხშირად ამოიკითხავთ...

ხაიშში შევდივართ. ჩვენი მძღოლი და ჩემი მეგობრები მსჯელობას იწყებენ, რამდენი გვირაბის გავლა გვიწევს მესტიამდე - ვერსიები ბევრია... ვინმეს დაგითვილიათ რამდენია? - ათია... არც მეტი არც ნაკლები - ათი. 2015 წელს, ამ ზღაპრულ მხარეში, ჟურნალისტები მედიატურზე ორსართულიანი ავტობუსით აუყვანიათ. პირველივე გვირაბთან შეფიქრიანდა თურმე მძღოლი - აქ რომ გავიჭედო, რა მეშველებაო...

სხვათა შორის, ორგანიზატორი სულაც არ ყოფილა სვანი... მოკლედ, როგორც იქნა, გადალახეს თუ შელახეს ათივე გვირაბი წიქარა და მისი "მხედარივით" და მშვიდობით ააღწიეს მესტიაში, - "ყველა ჩვენ გვიყურებდა, მართლა ამ ავტობუსით ამოხვედითო?.." - ემოციურად იგონებდა ჩემი ექსტრემალი მეგობარი და კოლეგა თამთა კაკაურიძე...

ძალზე შეგნებული მძღოლი შეგხვდა. "რა ლამაზია... მზე ნახე როგორ არის მთებს შუა... ბუნება ყველაზე ლამაზი მხატვარია" და ასეულობით ასეთი შინაარსის შეძახილზე სიჩქარეს ანელებდა, მაგრამ შემდეგ დელიკატურად მიგვახვედრა, - შემოგვაღამდებაო... არადა, რაც უფრო მაღლა ავდიოდით, სვანეთის მადლიანი ბუნება უფრო ლამაზ პეიზაჟებს გვათავაზობდა...

ენგური, რომელიც ზოგჯერ გრიალით მოდის, ახლა, რაღაცნიარი მოკრძალებულია, კალაპოტზეც ეტყობა. ალბათ გაზაფხულს ელოდება, თოვლის დნობას, რომ ერთიანად იხუვლოს... გზადაგზა კიდევ რამდენიმე მდინარე შემოგვხვდა - ნავეშარი, ქიხირი, ნაკრა, დოლრა... ზოგი ნაკადულივით წვრილ ზოლად მოედინებოდა... ყველას თავისი ისტორია და სახელი აქვს, ყველა რაღაც საიდუმლოს ინახავს, ამ გოროზი მთებივით და სიტყვაძუნწი, გულჩათხრობილი სვანებივით...

მესტიამდე ნარქელვარი, იდლიანი, ხაიში, დიზი, ნაკრა, ნოღარი, ლახამულა, ზემო ლუჰა, ფარი, ებუთი, ბეჩო, ლატალი, ლენჯერი და კიდევ რამდენიმე სოფელი გავიარეთ... ეს არ არის სრულყოფილი ჩამონათვალი იმ ადგილებისა, რაც მესტიამდე გავიარეთ, რადგან გარშემო საოცარი ხედებია - ცად აზიდულ მთებში ჩაქარგული წიწვოვანი ტყეები, ერთმანეთში ჩახვეული, კლდეებს შორის სხვადასხვა ფერებად გაბნეული მზის სხივები და უცებ, ტრიალ მინდორში, თოვლის სიქათქათეში ამოსული წყვილი ხე, რომლებიც თითქოს ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებიან... ეს ყველაფერი ისეთ სილამაზეს ქმნის - ძნელია ცოტა ხნით რეალობას არ მოწყდე... კენტად მდგარი ხეებიც შევნიშნე, ულამაზესი, სივრცეში ლაღად გაშლილი ტოტებით...

აქ ტურისტები არ უკვირთ, მაგრამ მაინც ყურადღებით გაკვირდებიან... გზადაგზა ცხენიანი ადგილობრივებიც შემოგხვდნენ, მათ შორის ქალებიც. ადვილი არ არის იქ ცხოვრება და თავის გატანა, მით უფრო, ბუნების ასეთ მკაცრი პირობებში... მესტიაში ასვლამდე უკვე შებინდდა. განათებულმა სვანურმა კოშკებმა, დღის განმავლობაში მიღებული ემოციები დააგვირგვინა...

ის, რომ მთაში მადა გეხსნება, სულაც არ არის საფუძველს მოკლებული... ჰაერში სვანეთის სავიზიტო კუბდარის, ჭვიშტარის, თაშმიჯაბისა და სხვა გემრიელი კერძების სურნელი ირევა... ისე კი, კვების ობიექტებში ისეთ ასტრონომიულ ფასებსაც შევხვდით, რაც ჩვენ ხმამაღლა გავაპროტესტეთ, მხარზე თხილამურებგადებული ტურისტები კი, შეიშმუშნენ...

მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ 2017 წლის ზაფხულში დაწყებული მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა დასრულდა. საბაგირომ ფუნქციონირება 2017 წლის 23 დეკემბრიდან დაიწყო და ადგილობრივი დამსვენებლები და უცხოელი ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ...

ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს. ახალი საბაგიროთი კი დამსვენებელს შეუძლია კურორტზე 4 წუთში ავიდეს... თეთნულდზე კი 5 საბაგირო და 30 კილომეტრიანი სათხილამურო გზაა, რომელიც ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის არის გათვლილი... თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ზემოდან დანახული სვანური კოშკები ის კომპოზიციაა, რომლის დანახვა ნახევარ სიცოცხლედ ღირს და ყველანაირ სიცივეს გავიწყებს...

ამასთან, სრიალი ჩემთვის ის სიამოვნებაა, რომელსაც ვერანაირი შიში ვერ მიქრობს. ჰოდა, ჩემი მეგობრების გამამხნევებელი შეძახილების ფონზე საკმაოდ გაბედულად დავეშვი ჰაწვალიდან... თუმცა, რამდენიმე მეტრიანი ნავარდის შემდეგ, მოულოდნელი დაღმართის დამსახურებით, ისეთი კამარა შევკარი, მეგონა, სულ მცირე ტვინის შერყევა მექნებოდა. მოულოდნელ "პრიჟოკს", მხოლოდ სათვალე შეეწირა. დანარჩენი, დაახლოებით, 4,550 კმ-ის ჩასრიალებამ კი, თვალებმოჭუტულს მომიწია... ის სიამოვნება ერთ გულიან "დახეთქებად" ნამდვილად ღირდა...

საბაგიროსთან, ადგილობრივები ცხელი და გემრიელი წვნიანით გვიმასპინძლდებიან... დრო ვიხელთე და კვების ობეიქტების მეპატრონეებს გამოველაპარაკე... ქალბატონი უკმაყოფილოა, ტურისტების სიმცირეს უჩივის. მამაკაცები ცდილობენ გააჩუმონ, - სტუმრებს ნუ ეწუწუნებიო, - აშკარად ფრთხილობენ, მაგრამ სვანი ქალის გაჩუმება ასე ადვილი არ არის. მედგრად დადგა და ბოლომდე თქვა სათქმელი: - რომ სვანეთს, მართლაც დიდი პოტენციალის მქონე რეგიონს, მეტი ხელშეწყობა სჭირდება; ზამთარში გზები უფრო ხშირად უნდა გაწმინდონ, რომ ტურისტი არ დაფრთხეს და უკან არ გაბრუნდეს; სვანეთი, მხოლოდ გასართობი და სასრიალო ადგილი არ არის, ის უძველეს კულტურასა და ტრადიციებს ინახავს...

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, იქ წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ტურისტი ადის, თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ვიზიტორები შეუმცირდათ... მათივე თქმით, შესაძლოა, ეს იმანაც გამოიწვია, რომ ბოლო წლებში ბევრმა საოჯახო სასტუმრო გახსნა.

მოკლედ, ვისაც არ უნახავს უშგული, თეთნულდი, ჰაწვალი, ბეჩო და ღამე სანთლებივით "ანთებული" სვანური კოშკები, ბევრი რამე არ უნახავს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

როდის და სად დადგამენ თბილისში საახალწლო ნაძვის ხეს?

რა განცხადებას აკეთებს შსს არასრულწლოვანთან დაკავშირებით, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები გრიპისგან თავის დასაცავად - "შეამცირებთ დაავადების რისკს, თუ არ შეეხებით ხელებით სახეს"